Nebilet - ნებილეტ პლუსი 5მგ/12.5მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 18,54 ლ რეგულარული ფასი 26,48 ლ
მარაგშია
SKU
31862_46

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევის) მკურნალობა. 

პრეპარატ ნებილეტი® პლუსის აღწერა და გამოყენება

პრეპარატ   ნებილეტი®       პლუსის   მოქმედი   ნივთიერებებია   ნებივოლოლი   და ჰიდროქლორთიაზიდი.

ნებივოლოლი მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. ის არჩევითად მოქმედებას  გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე)  და  გამოიყენება  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ის ხელს უშლის გულის შეკუმშვათა რიტმის გახშირებას და  აკონტროლებს  გულის,  როგორც  ტუმბოს  ფუნქციას.  ნებივოლოლი  აგრეთვე

აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.

  ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს და ზრდის გამომუშავებული

შარდის რაოდენობას. ნებილეტი®  პლუსი ტაბლეტებში წარმოადგენს ნებივოლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს და გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევის) სამკურნალოდ. პრეპარატი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად   იღებდნენ   ორ   სხვადასხვა   პრეპარატს   ნებივოლოლსა   და ჰიდროქლორთიაზიდს.

რა უნდა ვიცოდეთ ნებილეტი® პლუსის მიღებამდე

ნებილეტი® პლუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ალერგია ნებივოლოლის ან ჰიდროქლორთიაზიდის, ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);

ალერგია  (მომატებული  მგრძნობელობა)  სულფონამიდების  სხვა  წარმოებულების მიმართ (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, რომელიც მიეკუთვნება სულფონამიდების წარმოებულების კლასს);

  ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

-  ძალიან იშვიათი პულსი (წუთში 60-ზე ნაკლები);

-  გულის შეკუმშვათა რიტმის სხვა სერიოზული დარღვევა (მაგალითად, სინუსური

კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, მე-2 და მე-3 ხარისხის

ატრიოვენტრიკულური ბლოკადა);

- ახლად  გამოვლენილი  ან  დამძიმებული  გულის  უკმარისობა,  სისხლძარღვთა უკმარისობის მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის ფონზე გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატებით;

-  დაბალი არტერიული წნევა;

-  კიდურების სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევა;

-  არანამკურნალები ფეოქრომოციტომა – თირკმლის ზედა პოლუსის მიდამოში მდებარე

სიმსივნე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);

-  თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა

(ანურია);

- მეტაბოლური  დარღვევები  (მეტაბოლური  აციდოზი),  მაგალითად,  დიაბეტური კეტოაციდოზი;

-  ასთმა ან სუნთქვის გაძნელება (ამჟამად ან წარსულში);

-  ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

-  სისხლში კალციუმის მაღალი დონე, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა,

სისხლში  ნატრიუმის  დაბალი  შემცველობა  ხანგრძლივი  დროის  განმავლობაში,

რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

-  შარდმჟავას მაღალი შემცველობა და პოდაგრის სიმპტომები;

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

შემდეგ შემთხვევებში პრეპარატ ნებილეტი®  პლუსის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ

ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ქვემოთ  ჩამოთვლილი  მდგომარეობებისას  ან  მათი  განვითარების  შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

-  ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გამოწვეული გულის სისხლძარღვების მოულოდნელი

სპაზმით (პრინცმეტალის სტენოკარდია);

- გულის (ატრიოვენტრიკულური) I ხარისხის ბლოკადა (გულის კუნთში იმპულსების გატარების უმნიშვნელო დარღვევა, რომელიც ზეგავლენას ახდენს გულის რიტმზე);

-  გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოხატული დაქვეითება; 

-  გულის არანამკურნალები ქრონიკული უკმარისობა;

-  სისტემური წითელი მგლურა (ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემის დაავადება);

- ფსორიაზი  (კანის  დაავადება,  რომელიც  ხასიათდება  აქერცლილი  ვარდისფერი ლაქებით) ამჟამად ან წარსულში;

- ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა: ამ შემთხვევაში პრეპარატს შეუძლია გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატების შენიღბვა;

- სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურების სისხლძარღვებში, მაგალითად, რეინოს დაავადება ან სინდრომი, ტკივილი სიარულისას, რომელიც გამოწვეულია ფეხების

სისხლძარღვების შევიწროვებით;

- ალერგია: პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ალერგიული რეაქცია მტვერზე ან სხვა ალერგენებზე;

-  სუნთქვის ხანგრძლივი გაძნელება;

- შაქრიანი  დიაბეტი:  პრეპარატმა  შესაძლოა  შენიღბოს  სისხლში  გლუკოზის კონცენტრაციის შემცირების სიმპტომები (მაგალითად, გულისცემის გაძლიერება ან გახშირება) ან მოითხოვოს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის გაზრდა,

შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის ხშირად შემოწმება;

- თირკმელების ფუნქციის დარღვევა: მკურნალობის დროს ატარებენ თირკმელების ფუნქციის კონტროლს, რათა არ დაუშვან მისი გაუარესება; თირკმელების ფუნქციის გამოხატული  დარღვევისას  ნებილეტი®    პლუსი  უკუნაჩვენებია  (იხ.  პუნქტი

~ნებილეტი® პლუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში~);

-  სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობისას და განსაკუთრებით გახანგრძლივებული

QT  ინტერვალის სინდრომის დროს (გადახრა ეკგ-ზე), ან საგულე გლიკოზიდებით

მკურნალობისას (გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები); სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითების რისკი იზრდება ღვიძლის ციროზის დროს, წყლის სწრაფი დაკარგვის დროს შარდმდენი საშუალებებით მკურნალობისას, ან საკვებთან კალიუმის არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას;

- ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისას ანესთეზიამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმ- ანესთეზიოლოგს, რომ თქვენ იღებთ ნებილეტი® პლუსს;

ნებილეტი®  პლუსს შეუძლია გაზარდოს სისხლში ლიპიდების და შარდმჟავას დონე, ასევე შეცვალოს ელექტროლიტების კონცენტრაცია, ამიტომ მკურნალობისას ტარდება სისხლის საკონტროლო ანალიზი.

ჰიდროქლორთიაზიდმა,   რომელიც   შედის   პრეპარატ   ნებილეტი®       პლუსის შემადგენლობაში, შესაძლოა გაზარდოს კანის მგრძნობელობა მზის სხივების ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ნებილეტი®  პლუსით მკურნალობის დროს გამონაყარის, ქავილის ან კანის მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხ. ასევე პარაგრაფი 4).

ანტიდოპინგური ტესტი: ნებილეტი®  პლუსი შეიძლება იყოს ანტიდოპინგური ტესტის დადებითი პასუხის მიზეზი.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ ნებილეტი®   პლუსის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების არასაკმარისი მონაცემების  გამო,  პრეპარატის  გამოყენება  ამ  ჯგუფის  პაციენტთა  სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის.

ნებილეტი® პლუსისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ  იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ნებილეტი®  პლუსის გარდა იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

- პრეპარატები, რომლებიც ისევე, როგორც ნებილეტი®   პლუსი, ზეგავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე და/ან გულის მუშაობაზე:

არტერიული  წნევის  საკონტროლო  ან  გულის  დაავადებების  სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, ფელოდიპინი, ფლეკანიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, იბუტილიდი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მექსილეტინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, სოტალოლი, ვერაპამილი).

სედაციური საშუალებები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამილსულპირიდი, ბარბიტურატები (ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, გალოპერიდოლი,  ლევომეპრომაზინი,  ნარკოტიკული  პრეპარატები,  ფენოთიაზინი (ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად), პიმოზიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიორიდაზინი, თიაპრიდი, თრიპტორპერაზინი.

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი.

საანესთეზიო  საშუალებები,  რომლებიც  გამოიყენება  ქირურგიული  ოპერაციების დროს.

ბრონქული ასთმის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელი საშუალებები და თვალის ზოგიერთი დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა)

სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი პრეპარატები.

  ბაკლოფენი (ანტისპასტიური პრეპარატი).

 ამიფოსტინი (დამცველობითი მოქმედების მქონე საშუალება, რომელიც კიბოს დროს გამოიყენება)

-  პრეპარატები, რომელთა მოქმედება ან ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს ნებილეტი®

პლუსთან კომბინაციაში:

  ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება გუნება-განწყობის ნორმალიზებისთვის).

ციზაპრიდი   (გამოიყენება   საჭმლის   მონელების   პროცესების   დარღვევების სამკურნალოდ).

  ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ).

  დიფემანილი (გამოიყენება მომატებული ოფლდენის დროს).

ინფექციების  სამკურნალო  პრეპარატები:  ერითრომიცინი  (ინტრავენური  ან ინტრამუსკულური),  პენტამიდინი  და  სპარფლოქსაცინი,  ამფოტერიცინი  და

პენიცილინი G (ნატრიუმის მარილი), გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის დროს).

  ვინკამინი (გამოიყენება ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას).

  მიზოლასტინი და ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ).

  შარდმდენი და საფაღარათო საშუალებები.

მწვავე ანთებითი პროცესების სამკურნალო პრეპარატები: სტეროიდები (მაგალითად, კორტიზონი და პრედნიზონი), აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი) და

სალიცილის მჟავას წარმოებულები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი და სხვა სალიცილატები).

კარბენოქსოლონი (გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ).

კალციუმის  მარილები  (გამოიყენება  საკვები  დანამატების  სახით  ძვლების გასამაგრებლად).

  კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (მაგალითად, ტუბოკურარინი).

დიაქსოზიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დაბალი შემცველობისას და მომატებული არტერიული წნევის დროს).

  ამანტადინი (ანტივირუსული პრეპარატი).

  ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალება).

იოდის  შემცველი  კონტრასტული  ნივთიერებები  (გამოიყენება  კონტრასტული რენტგენოგრაფიისათვის).

ავთვისებიანი   ახალწარმონაქმნების   სამკურნალო   პრეპარატები   (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეტოტრექსატი).

- პრეპარატები,  რომელთა  მოქმედება  შეიძლება  შემცირდეს  ნებილეტი®   პლუსთან კომბინაციაში გამოყენებისას:

  პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას (ინსულინი და

შიგნით მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, მეტფორმინი).

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პრობენიციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი).

ნორადრენალინის მსგავსი პრეპარატები გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის ან შენელებული პულსის დროს.

- ტკივილგამაყუჩებელი  და  ანთების  საწინააღმდეგო  (არასტეროიდული  ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეამციროს ნებილეტი® პლუსის ჰიპოტენზიური ეფექტი.

 - პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს (ანტაციდები): ნებილეტი®  პლუსის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, ანტაციდის - საკვების მიღებებს შორის ინტერვალში.ნებილეტი® პლუსი და ალკოჰოლი

ნებილეტი®  პლუსით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. აღნიშნული  მოვლენების  განვითარების  შემთხვევაში  პრეპარატის  მიღების პერიოდის

განმავლობაში  თავი შეიკავეთ ნებისმიერი ალკოჰოლის მიღებისაგან, ღვინის, ლუდის ან მსუბუქი ალკოჰოლური კოქტეილების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად. ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ნებილეტი®   პლუსი და მის ნაცვლად დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი,  რადგან  ორსულობის  პერიოდში  ნებილეტი®      პლუსით  მკურნალობა

რეკომენდებული არ არის. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტურ ბარიერს. ნებილეტი® პლუსის მიღებამ ორსულობის დროს შეიძლება უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს ნაყოფზე, და შემდგომში – ახალშობილზე.

აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. ძუძუთი კვების პერიოდში ნებილეტი® პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას უარი თქვით სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.პრეპარატი ნებილეტი® პლუსი შეიცავს ლაქტოზას

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობების მიმართ აუტანლობის დადგენის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ნებილეტი® პლუსის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. მკურნალობასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი მიიღება თითო ტაბლეტი დღეში, სასურველია ერთსა და იმავე დროს. ნებილეტი®  პლუსის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან საკვების მიღებებს შორის დროის ინტერვალში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ნებილეტი® პლუსის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის არ შეიძლება. ნაჭდევი გამიზნულია მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად ყლაპვის გასაადვილებლად.თუ თქვენ გადააჭარბეთ პრეპარატ ნებილეტი® პლუსის დოზა

დანიშნული დოზის შეცდომით გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლოა გულის წასვლით, სუნთქვის გაძნელება (როგორც ბრონქული ასთმის დროს), გულის მწვავე უკმარისობა, გახშირებული და დიდი რაოდენობით შარდვა შემდგომი გაუწყლოებით, გულისრევა და ძილიანობა, კუნთების სპაზმი, გულის რიტმის დარღვევა (განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებთან ან არითმიების სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას).თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნებილეტი® პლუსის მიღება

თუ  დაგავიწყდათ  ნებილეტი®    პლუსის  დოზის  მიღება  და  გაგახსენდათ  ცოტათი მოგვიანებით, მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა. მაგრამ, თუ ამის შესახებ გაგახსენდათ საკმაოდ გვიან (მაგალითად დანიშნული დროდან რამდენიმე საათში), თუ უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, საჭიროა დავიწყებული დოზის გამოტოვება და მომდევნო  ნორმალური  დოზის სათანადო  დროს  მიღება.Gგამოტოვებული  დოზის კომპენსაციის მიზნით პრეპარატის ორმაგი დოზით მიღება არ შეიძლება. შეეცადეთ, მიიღოთ პრეპარატი დანიშნულ დროს, გამოტოვების გარეშე.

ნებილეტი® პლუსის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

ნებილეტი®  პლუსის მიღების შეწყვეტამდე კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მკურნალობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ნებივოლოლს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):

-  თავის ტკივილი;

-  თავბრუსხვევა; 

-  მომატებული დაღლილობა;

-  კანზე წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება;

-  დიარეა;

-  ყაბზობა;

-  გულისრევა;

-  ქოშინი;

-  მტევნებისა ან ტერფების შეშუპება.

არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):

-  პულსის შენელება ან სხვა ცვლილებები გულის მხრივ;

-  არტერიული წნევის დაქვეითება;

-  ტკივილი სიარულისას ქვედა კიდურებში;

-  მხედველობის დარღვევა;

-  იმპოტენცია;

-  დეპრესია;

-  საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, ღებინება;

-  გამონაყარი კანზე, ქავილი;

-  სუნთქვის გაძნელება (როგორც ბრონქული ასთმის დროს), რაც  გამოწვეულია

სასუნთქი გზების კუნთების უეცარი სპაზმით (ბრონქოსპაზმი);

-  ღამის კოშმარული სიზმრები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან 1 პაციენტს):

-  გულის წასვლა;

-  ფსორიაზის  გამწვავება  (კანის  დაავადება,  რომელიც  ვლინდება  აქერცლილი

ვარდისფერი ლაქებით).

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოქმედება გამოვლინდა ერთეულ პაციენტებში:

- სისტემური   ალერგიული   რეაქციები   კანზე   გენერალიზებული   გამონაყარით (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები);

- უეცარი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩებისა და თვალების არეში, ენის შეშუპება სუნთქვის უეცარი გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება).

- კანის  ზედაპირზე ალერგიული ან  არაალერგიული ხასიათის  მკრთალი-წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).

ჰიდროქლორთიაზიდისათვის აღნიშნულია შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები:

-  სისტემური ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

-  გულის რიტმის დარღვევა, გულისცემა;

-  ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.; 

-  მოულოდნელი გულის წასვლა ადგომისას, სისხლის კოლტების წარმოქმნა ვენებში

(თრომბოზი) და ემბოლია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი (შოკი).

სისხლი

- სისხლის  უჯრედების  კონცენტრაციის  შეცვლა,  მაგალითად,  ლეიკოციტების, თრომბოციტების, ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დარღვევა;

- სითხის (გაუწყლოება) და ელექტროლიტების შემცველობის შეცვლა ორგანიზმში, კერძოდ,  კალიუმის,  ნატრიუმის,  მაგნიუმის,  ქლორის  დონის  დაქვეითება  და კალციუმის დონის მომატება;

- შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური ალკალოზი (ნივთიერებათა ცვლის დარღვევა), ქოლესტერინის და(ან) ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

- მადის დაკარგვა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის მიდამოში, მუცლის ტკივილი, დიარეა, ნაწლავების მოძრაობითი აქტივობის დაქვეითება (ყაბზობა), ნაწლავების მოძრაობითი აქტივობის შეწყვეტა (ნაწლავური გაუვალობა), მეტეორიზმი.

-  სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, სისხლში ამილაზის

(კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტი) დონის მომატება;

-  კანის გაყვითლება (სიყვითლე), ნაღვლის ბუშტის ანთება.

გულ-მკერდის ორგანოები

- სუნთქვის  დათრგუნვა,  ფილტვის  ქსოვილის  ანთება  (პნევმონიტი),  ფილტვებში ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება), სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვების შეშუპება).

ნერვული სისტემა

-  ვესტიბულური თავბრუსხვევა (ტრიალის შეგრძნება);

-  კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, კომა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

-  აპათია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა, მოუსვენრობა,

ძილის დარღვევა;

-  კანზე წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” უჩვეულო შეგრძნება;

-  კუნთების სისუსტე (პარეზი).

კანი და თმა

- ქავილი, წითელი ლაქები/გამონაყარი კანზე (ჰემორაგული პურპურა), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ, გამონაყარი, გამონაყარი  სახეზე  და(ან)  ლაქოვანი  გამონაყარი,  რომელსაც  თან  ახლავს ნაწიბურების წარმოქმნა (სისტემური წითელი მგლურას კანის ფორმა), სისხლძარღვების ანთება მათი კედლების შემდგომი კვდომით (მანეკროზირებელი ვასკულიტი), კანის აქერცლა, გაწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აშრევება (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მხედველობისა და სმენის ორგანოები

- გარემოს  აღქმა  ყვითელ  ფერში,  არამკვეთრი  მხედველობა,  ახლომხედველობის გაუარესება, ცრემლდენის შემცირება.სახსრები და კუნთები

-  კუნთების სპაზმი, კუნთების ტკივილი.

შარდგამომყოფი სისტემა

- თირკმელების  ფუნქციის  დარღვევა,  თირკმლის  მწვავე  უკმარისობა  (შარდის წარმოქმნის შემცირებით და ორგანიზმში სითხისა და შლაკების დაგროვებით), თირკმელების შემაერთებელი ქსოვილის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი), შარდში გლუკოზის არსებობა.

სასქესო სისტემა

-  ერექციის დარღვევა.

სისტემური მოვლენები/სხვა

-  ზოგადი სისუსტე, მომატებული დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, წყურვილი.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს

ან მედდას. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით

მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ნებილეტი® პლუსის შენახვის პირობები

შენახვის ვადა: 3 წელი.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც  მითითებულია მუყაოს  კოლოფზე  და  ბლისტერულ შეფუთვაზე (წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ). ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ნებილეტი® პლუსის შემადგენლობა

- პრეპარატის   მოქმედ   ნივთიერებებს   წარმოადგენს   ნებივოლოლი   და   და ჰიდროქლორთიაზიდი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით: 2,5 მგ დ-ნებივოლოლი და 2,5 მგ ლ-ნებივოლოლი) და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

-  სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის  ბირთვი:  ლაქტოზის  მონოჰიდრატი;  პოლისორბატი  80  (E433); ჰიპრომელოზა   (E464);   სიმინდის   სახამებელი,   ნატრიუმის   მარილის კროსკარმელოზა (E468);  მიკროკრისტალური ცელულოზა (E460); კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551); მაგნიუმის სტეარატი (E572);

აპკისებრი გარსი: მაკროგოლი-40 სტეარატი, I ტიპი; ტიტანის დიოქსიდი (E171); კარმინი (კარმინის მჟავას  ალუმინის ლაქი,  E120); ჰიპრომელოზა (E464); მიკროკრისტალური ცელულოზა (E460).

პრეპარატ ნებილეტი® პლუსის აღწერა და შეფუთვა

ნებილეტი® პლუსი არის თითქმის ვარდისფერი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, წარწერა ~5/12.5~ ამოტვიფრული ტაბლეტის ერთ მხარეს და გამყოფი ტიხრით მეორე მხარეს, შეფუთვაშია 7, 14, 28, 30, 50, 90 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ტაბლეტები გაიცემა ბლისტერულ შეფუთვაში (პპ/ცოს/პპ/ალუმინის ბლისტერი).

(შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 28
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy