NOLIPREL ARGININE FORTE- ნოლიპრელი ფორტე არგინინით 30 ტაბლეტი
ჩვენებები: გამოიყენება მომატებულიარტერიული წნევის სამკურნალოდ .
აღწერილობა
ნოლიპრელ ფორტე არგინინი წარმოადგენს ორი აქტიური კომპონეტის - პერინდროპილისა დაინდაპამიდის კომბინაციას . ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი , რომელიც გამოიყენება მომატებულიარტერიული წნევის ( ჰიპერტენზიის ) სამკურნალოდ .
აქტიური ნივთიერებები : პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი . ერთი აპკით შემოგარსულიტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილ არგინინს და 1.25 მგ ინდაპამიდს .
სხვა კომპონენტები : ტაბლეტის ბირთვი : ლაქტოზის მონოჰიდრატი , მაგნიუმის სტეარატი ( E 470B),მალტოდექსტრინი , უწყლო სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ( E551), ნატრიუმის გლიკოლატისსახამებელი ( A ტიპი ); გარსი : გლიცერინი ( E422), ჰიპრომელოზა ( E 464), მაკროგოლ 6000, მაგნიუმისსტეარატი ( E 470B), ტიტანის დიოქსიდი ( E 171),
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს , რომლებიც წარმოადგენენ აგფ - ის ინჰიბიტორებს . ისავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას . ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს .შარდმდენები ზრდიან შარდის მოცულობას , რომელიც გამომუშავდება თირკმელებით . თუმცა ,ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზულებისაგან , რამდენადაც ის მხოლოდ მცირედ ზრდისგამომუშავებული შარდის მოცულობას . ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას დაისინი ერთად აკონტროლებენ არტერიულ წნევას .
გაფრთხილება
ნოლიპრელ ფორტე არგინინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში :
ალერგია პერინდპორილზე , აგფ - ის ნებისმირერ ინჰიბიტორზე , ინდაპამიდზე , რომელიმე Eსულფონილამიდზე ან ნოლიპრელ ფორტე არგინინის ნებისმიერ კომპონენტზე .
თუ ადრე აგფ - ის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა შემთხვევში , პაციენტს ანმის ერთ - ერთ ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები , როგორიცაა მსტვინავი სუნთქვა , სახის ანენის შეშუპება , ინტენსიური ქავილი ან გამონაყარი კანზე ( ანგიოშეშუპება )
ღვიძლის დააავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ( თავის ტვინის დეგენერაციულიდაავადება ).
თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა ან დიალიზი .
სისხლში კალიუმის მეტისმეტად მაღალი ან დაბალი დონე .
გულის განუკურნებელი დეკომპენსირებულ უკმარისობაზე ეჭვი ( მარილების სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა ).
ორსულობა ან ორსულობის დაგეგმვა
ლაქტაცია
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებლი სიფრთხილის გამოჩენა და ექიმისკონსულტაცია , თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან ადგილი აქვს ერთ - ერთ სიმპტომს :
აორტის სტენოზი , ჰიპერტროფული კარდიომიოპათია ( გულის კუნთის დააავადება ) ან თირკმლის არტერიის სტენოზი ( თირკმლის სისხლითმომმარაგებელი არტერიის შევიწროვება ).
გულის ან თირკმლის სხვა სახის დაავადება .
თირკმლის ფუნქციის დარღვევა .
სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზურ - სისხლძარღვოვანი დაავადება .
ათეოსკლეროზი ( არტერიის კედლის გასქელება )
ჰიპერპარათირეოიდიზმი ( პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქცია )
პოდაგრა
დიაბეტი
მარილის მცირე შემცველობის დიეტა ან კალიუმის მარილის შემცვლელების მიღება .
ლითიუმის ან კალიუმის დამზოგველი დიურეზულების მიღება ( სპირონოლაქტონი , ტრიამტერენი ), რამდენადაც მათი მიღება არ შეიძლებანოლიპრელ ფორტე არგინინთან ერთად ( იხ . სხვა პრეპარატების მიღება )
ნოლიპრელ ფორტე არგინინის გამოყენების დაწყებისას , მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს უნდამიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია :
თუ თქვენ მოგელით ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია
ბოლო დროს აღნიშნული დიარეა ან ღებინება
თუ გადიხართ ЛПНП - ს აფერეზის კურსს ( სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება )
დესენსიტიზაცია , რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკარისა და კრაზანას ნაკბენებზე .
სამედიცინო აგამოკვლევა , რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა ( ნივთიერებები , რომლებიცშესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების , მაგალითად თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით )
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ , რომ ნოლიპრელ ფორტე არგინინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი ), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ - კონტროლის ჩატარების დროს .
არ შეიძლება ნოლიპრელ ფორტე არგინინის დანიშვნა ბავშვებში .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშალებებთან
პაციენტმა უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ რა პრეპარატებს ღებულობს ან იღებდაბოლო დროს , ისეთების შესახებაც , რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ .
პაციენტი უნდა მოერიდოს ნოლიპრელ ფორტე არგინინის ერთდროულ გამოყენებას შემდეგპრეპარატებთან :
ლითიუმი ( გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ )
კალიუმის შემნახველი დიურეზულები ( სპირონოლაქტონი , ტრიამტერენი ), კალიუმის მარილები .
ნოლიპრელ ფორტე არგინინით მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების ერთდდროულმაგამოყენებამ . აუცილებლად მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ღონ პაციენტი იღებს შემდეგპრეპარატებს , იმდენად , რამდენადაც მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილისწესების დაცვა :
პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს
პროკაინამიდი ( გულის არითმიის სამკურნალოდ )
ალოპურინოლი ( პოდაგრის სამკურნალო )
ტერფენადინი ან ასთემიზოლი ( ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების ან ალერგიის დროს )
კორტიკოსტეროიდები , რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ , მათ შორის მძიმე ასთმის ან რევმატიული ართრიტის დროს
იმუნოდეპრესიული პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგშეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად ( მაგალითად ციკლოსპორინი )
სიმსივნის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები
ინტრავენური ერითრომიცინი ( ანტიბიოტიკი )
გალოფანტრინი ( გამოიყენება მალარიის სხვადასხავა ფორმის სამკურნალოდ )
პენტამიდინი ( გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ )
ვინკამინი ( გამოიყენება ხანდაზმულებში კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის )
ბეპრიდილი ( გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ )
სულტოპრიდი ( ანტიფსიქოზური პრეპარატი )
გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები ( მაგალითად : ქინიდინი , ჰიდროქინიდინი , დიზოპირამიდი , ამიოდარონი ,სოტალოლი )
დიგოქსინი ( გულის დააავადებების სამკურნალოდ )
ბაკლოფენი ( კუნთების დაჭიმულობის სამკურანალოდ , რომელიც ვითარდება ზოგიერთი დააავადების დროს , მაგალითად სკლეროზების დროს ,)
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები , როგორიცაა ინსულინი და მეტფორმინი
კალციუმი
საფაღარათე საშუალებები , ( მაგალითად სინამაქი )
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ( მაგალითად : იბუპროფენი ) და სალიცილატების მაღალი დოზები ( მაგალითად ასპირინის )
ამფოტერიცინ B, ინტრავენურად ( სერიოზული სოკოვანი დააავდებების სამკურნალოდ )
მენტალური დარღვევების , მაგალითად დეპრესიის , შიზოფრენიის , შფოთვის და ა . შ . სამკურნალო პრეპარატები , ( მაგ : ტრიციკლურიანტიდეპრესანტები , ნეიროლეფსიურები )
ტეტრაკოზაკტიდი ( კრონის დაავადების სამკურნალოდ )
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება სასურველია ჭამამდე .
ორსულობა და ლაქტაცია
სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცვეტის კონსულტაცია . არ შეიძლებანოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება ორსულობის პირველ სამ თვეში და მე -4 თვის დასაწყისიდან ( იხ .რა შემთხვევებში არ შეიძლება პრეპარატის მიღება ). თუ დაგეგმილია ორსულობა ან დადასტურდაორსულობის ფაქტი , საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გადასვლა მკურნალობის ალტერნატიულ სახეზე .
ნოლიპრელ ფორტე არგინინი ორსულობისას არ მიიღება .
საჭიროა მკურნალ ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია .
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა :
ნოლიპრელ ფორტე არგინინი არ მოქმედებს სიფხიზლეზე , მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებულიარტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახის რეაქციები , მაგალითადთავბრუსხვევა და სისუსტე . შედეგად , შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმებისმართვის უნარი .
დოზირება და მიღების წესები :
ნოლიპრელ ფორტე არგინინი ინიშნება პერორალურად .
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა. თუU პაციენტსეჭვი ეპარება პრეპარატის მიღების სისწორეში, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივისაწყისი დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეღამეში. ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატის დოზა დღეში 2ტაბლეტამდე ან შეცვალოს მიღების რეჟიმი, თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია.სასურველია პრეპარატის მიღება დილით, ჭამამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლისდაყოლებით.
ჭარბი დოზირება :
საჭიროა მიმართვა სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტში ან მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივიკონსულტაცია . დოზის გადაჭარბების დროს ყველაზე სარწმუნო ეფექტი არის არტერიული წნევისდაქვეითება . წნევის ვარდნისას ( თავბრუსხვევა ან გულის წასვლა ), საჭიროა დაწოლა და ქვემოკიდურების მაღლა აწევა .
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღების დავიწყებისას :
მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება , რამდენადაც რეგულარულობა მკურნალობას ხდისუფრო ეფექტურს . ნოლიპრელ ფორტე არგინინის დოზის გამორჩენისას , შემდეგი დოზა მიიღებაჩვეულებრივ დროს . შემდეგი დოზა არ ორმაგდება .
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღების შეწყვეტისას :
იმდენად , რამდენადაც ჰიპოტენზიური მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება ,პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე , საჭიროა ექიმის კონსულტაცია .
დამატებითი კითხვების გაჩენისას პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით , საჭიროა მკურნალი ექიმის ანფარმაცევტის კონსულტაცია .
გვერდითი მოვლენები
ისევე , როგორც ყველა სხვა პრეპარატმა , ნოლიპრელ ფორტე არგინინმაც , შესაძლოა არა ყველა პაციენტში, მაგრამ მაინც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები
მათ შორის :
გავრცელებული (1:10- ზე ნაკლები , მაგრამ არაუმეტეს 1:100- ზე ): დარღვევევბი საჭმლის მომნნელებელი სისტემის მხრივ ( ტკივილი კუჭის ან მუცლისარეში , მადის დაკარგვა , ღებინება , გულისრევა , მადის შეცვალა ), პირის სიმშრალე , მშრალი ხველა .
ნაკლებად გავრცელებული (1:100- ზე ნაკლები , მაგრამ არაუმეტეს 1:1000- ზე ): დაღლილობის შეგრძენება , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , განწყობისცვალებადობა , ძილის დარღვევები , კრუნჩხვები , ჩხვლეტის შეგრძნებები , ალერგიული რეაქციები , როგორიცაა გამონაყარი კანზე , პურპურა ( კანზეწითელი წერტილები ), ჰიპოტენზია ( არტერიული წნევის დაქვეითება ), ორთოსტატიული რეაქციები ( თავბრუსხვევა ადგომის დროს ). თუ თქვენ გაქვთსისტემური წითელი მგლურა , ( კოლაგენოზურ - სისხლძარღვოვანი დაავადების სახე ), შესაძლებელია გაუარესება .
ძალიან იშვიათად (1:10000- ზე ნაკლები ): ანგიოშეშუპება ( ისეთი სიმპტომები , როგორიცაა მსტვინავი სუნთქვა , სახის ან ენის შეშუპება , ინტენსიურიქავილი ან ინტენსიური გამონაყარი კანზე ), ხანდაზმულებში და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დეჰიდრატაციის მომატებული რისკი .ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში ( ღვიძლის დაავადება , შესაძლებელია ენცეფალოპათიური ღვიძლის ჩამოყალიბება ( ტვინის დეგენერაციულიდაავადება )
შესაძლებელია სისხლის , თირკმლის , ღვიძლის , პანკრეასის ფუნქციების დარღვევები , ან ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები ( სისხლისანლიზი ) შესაძლოა მკურნალმა ექიმმა დანიშნოს სისხლის ანლიზი .
თუ აღინიშნება ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ - ერთი სიმპტომი , საჭიროა პრეპარატის მიღებისდაუყოვნებლივი შეწყვეტა და მკურნალი ექიმის კონსულტაცია :
სახის , ტუჩების , ენის , პირის , ან ყელის შეშუპება ,
სუნთქვის გაძნელება
თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა
უჩვეულო და არარეგულარული გულისცემა
თუ გვერდითი მოვლენები ღებულობენ სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება არასასურველი ეფექტები ,ისეთი რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართში , საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვისნ მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა : 30 თვე
არ შეიძლება ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება შეფუთვაზე მითითებულია შენახვის ვადის გასვლისშემდედგ . შენახვის ვადაში გასათვალისწინებელია მითითებული თვის ბოლო დღე .
სინესტისაგნ დასაცავად შეფუთვა უნდა დაიხუროს მჭიდროდ .
არ შეიძლება პრეპარატის ჩაშვება გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში . პრეპარატის გამოყენების შემდეგმისი გადაგდების შესახებ საჭიროა ფარმაცვეტის კონსულტაცია . ეს ღონისძიებები მიმართულლიაგარემოს დაცვისკენ .
გამოშვების ფორმა
ნოლიპრელ ფორტე არგინინი – ეს არის თეთრი წაგრძელებული ფორმის ტაბლეტი ამობურცული ხაზითყველა მხარეზე . ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილ არგინინს და 1.25 მგინდაპამიდს .
ტაბლეტები მოთავსებულია შეფუთვაში , რომელიც შეიცავს 14 ან 30 ტაბლეტს .
შესაძლოა რომ გაყიდვაში არ იყოს ყველა შეფუთვა .
აფთიაქიდან გაცემის პირობები :
ექიმის რეცეპტით .
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account