Panangin - პანანგინი 10მლ. 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 12,41 ლ რეგულარული ფასი 18,00 ლ
მარაგშია
SKU
1340_2

ჩვენებები: სტენოკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი გადატანის შემდგომი მდგომარეობა.

პანანგინი
PANANGIN
საინექციო ხსნარი


გენერიული დასახელება:
potassium-magnesium aspartate

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
მაგნიუმის ასპარაგინატი (Mg++=11,8მგ) 140მგ;
კალიუმის ასპარაგინატი (K+ =36,2მგ) 158მგ;

1 ამპულა (10მლ) შეიცავს:
მაგნიუმის ასპარაგინატი (Mg++=33,7მგ) 400მგ;
კალიუმის ასპარაგინატი (K+ =103,3მგ) 452მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰიპოკალიემიის საკორექციო საშუალება

ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები;
საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ნივთიერებათა ცვლას. იგი ზრდის სათითურას პრეპარატების ამტანიანობას და გააჩნია ანტიარითმული ეფექტი.

ჩვენება:
სტენოკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი გადატანის შემდგომი მდგომარეობა, არითმია, გამოწვეული სათითურას პრეპარატების აუტანლობით, დიგიტალისური ინტოქსიკაცია. გულის რითმის დარღვევა: ტაქიარითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.

წინააღმდეგ ჩვენება:
თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.

დოზირება და მიღების წესი:
გულის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ყოველდღიურად 2-2ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ან 1-2 ამპულა 1-2 ჯერ დღეში, განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100მლ-ში, ნელა, ინტრავენურად ან წვეთოვანის სახით.
პროფილაქტიკის მიზნით და შემანარჩუნებელი დოზის სახით _ 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს 2 ამპულა დღეში (ერთი დილით, ერთი საღამოს) განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100მლ-ში.
დასაშვებია პანანგინის კომბინირება სტროფანტინთან ან სათითურას პრეპარატებთან.

შენახვის ვადა 
ტაბლეტები: 5 წელი
საინექციო ხსნარი: 3 წელი

შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:
50 ცალი ტაბლეტი;
10მლ 5 ამპულა

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy