Rytmocard - რითმოკარდი 150მგ 50 ტაბლეტი

25,12 ლ
მარაგშია
SKU
38563_68

ჩვენება: გამოიყენება გულის რითმის მკურნალობისა და დარღვევის პროფილაქტიკისათვის.

რა არის რითმოკარდი და რისთვის გამოიყენება ის

რითმოკარდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება პროპაფენონს. ის შედის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფში, რომელსაც ანტიარითმიული ეწოდება. პრეპარატი აღადგენს  გულისნორმალურ რითმს მისი დარღვევისას – გულის აგზნებადობასა და გამტარობაზე ზემოქმედებით. გამოიყენება გულის რითმის მკურნალობისა და დარღვევის პროფილაქტიკისათვის.

რიტმოკარდის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რითმოკარდი:

  • თუ გაქვთ ალერგია რითმოკარდის აქტიური ნივთიერების ან მისი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • თუ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის მხრიდან სხვა დარღვევები,  გულის არასწორი რითმის გარდა;
  • თუ გაქვთ გულის მოქმედების შენელება ან ჰიპოტენზია (სისხლის დაბალი წნევა);
  • თუ გაქვთ ელექტროლიტური წონასწორობის გამოხატული დარღვევა (მაგალითად, კალიუმის დონისა);
  • თუ გაქვთ ფილტვის მძიმე ობსტრუქციული დაავადება (მაგალითად, ბრონქიალური ასტმა);
  • თუ გაქვთ კუნთების სისუსტე (დაავადება, რომელსაც ჰქვია „მიასთენია გრავის“).

რითმოკარდის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

რითმოკარდით მკურნალობისას აცნობეთ მკურნალ ექიმს:

  • თუ იმპლანტირებული გაქვთ ფეისმეიკერი; აუცილებელია მისი ფუნქციის შემოწმება და  საჭიროებისამებრ ხელახლა დაპროგრამირება.
  • თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან ფილტვის დაავადება;
  • ქირურგიულ ან სტომატოლოგიური ჩარევამდე აცნობეთ ექიმს, რომ რითმოკარდს იყენებთ, ვინაიდან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოსაყენებელ გამაუტკივარებელ საშუალებათა ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. 

 სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ, უცილობლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.

რითმოკარდმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი სამკურნალო პრეპარატების მოქმედება ან, პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალოს მისი მოქმედება:

  • გულის მუშაობაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, როგორიცაა დიგოქსინი, ქინიდინი;
  • სისხლის შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (ვარფარინი);
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, რიფამპიცინი);
  • გულის რითმისა და/ან შეკუმშვის დამთრგუნავი სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, რო-გორიცაა ბეტა-ბლოკატორები (პროპრაგოლოლი, მეტაპროლოლი), კალციუმის ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილტიაზემი);
  • ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, როგორიცაა რიტონავირი;
  • ტრიციკლური და სხვა ანტიდეპრესანტები (ამიტრიპილინი, დეზიპრამინი, ვენ-ლაფაქსინი);
  • ციმეტიდინი (წყლულის სამკურნალოდ), ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ და ართრიტის, ფსორიაზის სამკურნალოდ), თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ), კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალოდ).

რითმოკარდის გამოყენება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან:

თუ რითმოკარდს იყენებთ, თავი შეიკავეთ გრეიფრუტის წვენის მოხმარებისაგან. მან შეიძლება გაზარდოს პროპაფენონის პლაზმური დონე.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს. 

პროპაფენონი პლაცენტარულ ბარიერს არღვევს, ამიტომ ორსულობის პერიოდში ამ სამკურ-ნალო პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის ზიანის მიყენების პოტენციურ რისკს.

პროპაფენონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძური დედის ამ პრეპარატით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთ კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებებს მართვა და მექანიზმებთან მუშაობა 

ზოგიერთ შემთხვევაში, რაც დამოკიდებულია ინდივიდუალურ ამტანობაზე, რითმოკარდმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა. რითმოკარდმა შეიძლება შეანელოს რეაქცია, სატრანსპორტო საშუალების, მექანიზმის მართვის ან საშიშ პირობებში მუშაობის უნარის დარღვევამდეც კი. ეს განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, აგრეთვე დოზის მომატების, ალკოჰოლთან ერთად მიღების შემთხვევაში, აგრეთვე მაშინ, როცა მკურნალობის პროცესში რითმოკარდი სხვა სამკურნალო პრეპარატის ნაცვლად დაინიშნა. 

ინფორმაცია რითმოკარდის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ 

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში ხორბლის სახამებელი შედის. არ შეიცავს რისკს ცელიაკიის მქონე პირთათვის. ხორბალზე ალერგიის (ცელიაკიისაგან განსხვავებული) შემთხვევაში არ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. 

როგორ გამოიყენება რითმოკარდი

რიტმოკარდი ყოველთვის გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს. 

ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყება მკაცრ ზედამხედველობას მოითხოვს და უნდა ჩატარდეს ისეთ საავადმყოფო დაწესებულებაში, სადაც არის გა-დაუდებელი მკურნალობისათვის საჭირო აპარატურა და მონიტორინგული კონტროლის შესაძლებლობა.

ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალური დოზის დადგენა ხდება კარდიოლოგის მეთვალყურეობით, ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის მრავალჯერადი კონტროლით, შეძლებისამებრ – სამკურნალო დაწესებულებაში.

მკურნალობის დროს აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება.

ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის წყალი (არ მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი).

საწყისი და შესანარჩუნებელი მკურნალობისას რეკომენდებულია სადღეღამისო დოზა 450 მგ, გაყოფილი სამ მიღებად, 8-საათიანი დროის ინტერვალით. საჭიროებისამებრ და თერაპიული ეფექტის არარსებობისას 3-4 დღეში შეიძლება დოზის მომატება მაქსიმალურ დოზამდე – 900 მგ, გაყოფილი 3 მიღებაზე,  8-საათიანი ინტერვალით.

სხეულის დაბალი მასის (70 კგ-ზე ნაკლები), ხანდაზმულობის და თირკმლის ან ღვიძლის დაავადების შემთხვევაში საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება.

შეთავაზებული რითმოკარდის დოზის ფორმა – რითმოკარდი, გარსით დაფარული ტაბლეტი 150 მგ და 300 მგ, არ არის გამოდგება   დოზირებისათვის ბავშვებს შორის.

თუ მიიღეთ რითმოკარდის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ რითმოკარდის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას.

თუ გამოტოვეთ რითმოკარდის დოზა

თუ გამოტოვეთ რითმოკარდის ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. მაგრამ თუ უკვე თითქმის შემდეგი დოზის მიღების დრო დგება, მიიღეთ ის ჩვეულებისამებრ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით, ვინაიდან ეს ზრდის გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესაძლებლობას. გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ რითმოკარდის მიღება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან ნებისმიერ დამატებით საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება 

სხვა პრეპარატების მსგავსად, რითმოკარდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა არა ყველა პაციენტთან.

ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოქმედება: მადის დაკარგვა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მწარე გემო, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, მუცლის შებერვა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუდახვევა, არტერიული წნევის შემცირება, გუ¬ლის რითმის დარღვევის გაძლიერება.

უფრო იშვიათად აღინიშნება: კოშმარი, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, ტრე-მორი, კრუნჩხვა.

იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქცია – კანის გაწითლება, ქავილი ან გამონაყარი.

ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს. დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურ¬ნალ ექიმს, თუ  შეამჩნევთ  გამონაყარს, კანის ან თვალის სიყვითლეს.  ალერგიული რეაქციების გამო მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.  

ძალიან იშვიათ შემთხევევბში შეიძლება შეიცვალოს სისხლის სურათი.დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ  შეამჩნევთ    უმნიშვნელო ტრავმის დროს  კანზე ჩალურჯებები გიჩნდებათ ან ხშირად გაქვთ ანგინა მაღალი ტემპერატურით.

შესაძლებელია ღვიძლის მაჩვენებლების შეცვლა, სიყვითლე, ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება (შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას). 

თუ ნებისმიერმა გვერდითმა მოქმედებამ სერიოზული სახეს მიიღო ან გამოვლინდა სხვა ისეთი გვერდითი მოქმედება, რომელიც ამ ჩანართში აღწერილი არ არის, უცილობლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ შევინახოთ რითმოკარდი

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალური შეფუთვით, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

ტემპერატურა არ უნდა იყოს 250С-ზე ნაკლები.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ რითმოკარდი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გას¬ვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია სამკურნალო პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარ-ჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორც უნდა განადგურდეს უვარგისი სამკურნალო პრეპარატი. ეს გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს რითმოკარდი

აქტიური შემადგენელი ნივთიერება: (პროპაფენონის ჰიდროქლორიდი) propafenone hydrochochloride – 150 მგ ან 300 მგ.

სხვა შემადგენელი ნივთიერებები:

გარსით დაფარული ტაბლეტი, 150 მგ: ხორბლის სახამებელი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის გლიკოლატი, А ტიპის სახამებელი, ოპანდრიუმი II ყვითელი (Е 172, Е 171, Е 464).

გარსით დაფარული ტაბლეტი, 300 მგ: ხორბლის სახამებელი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის გლიკოლატი, А ტიპის სახამებელი, ოპანდრიუმი II ყვითელი (Е 171, Е 464).

რითმოკარდი შეფუთვა

გარსით დაფარული ტაბლეტი, 150 მგ: მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტი, დიამეტრით 9 მმ.

10 გარსით დაფარული ტაბლეტი პვქს/ალუ¬მინის  ბლისტერში; 5 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში. 

გარსით დაფარული ტაბლეტი, 300 მგ: მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტი, დიამეტრით 11 მმ.

 10 გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგისაგან დამზადებულ ბლისტერში; 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში.

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy