Fiziotenz - ფიზიოტენზი 0.2მგ 14 ტაბლეტი
სავაჭრო დასახელება : ფიზიოტენზი ®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : მოქსონიდინი
მედიკამენტის ფორმა : გარსით დაფარული ტაბლეტი
შემადგენლობა
გარსით დაფარული 0,2 მგ 1 ტაბლეტი შეიცავს :
აქტიურ ნივთიერებას : მოქსონიდინი 0,2 მგ .
დამხმარე ნივთიერებებს : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,80 მგ ; პოვიდონი – 0,70 მგ ; კროპსოვიდონი - 3,00 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 0,30 მგ , ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა – 4,00 მგ ,მაკროჰოლი 6000 – 0,25 მგ , ტალკი – 0,9975 მგ , რკინის წითელი ოქსიდი ( E17 2) – 0,0025 მგ , ტიტანისდიოქსიდი (E171 ) – 1,25 მგ .
გარსით დაფარული 0,3 მგ ოდენობის 1 ტაბლეტი შეიცავს :
აქტიურ ნივთიერებას : მოქსონიდინი 0,3 მგ .
დამხმარე ნივთიერებას : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,70 მგ ; პოვიდონი – 0,70 მგ ; კროპსოვიდონი - 3,00 მგ , მაგნიუმი სტეარატი – 0,30 მგ , ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა – 4,00 მგ ,მაკროჰოლი 6000 – 0,25 მგ , ტალკი – 0,975 მგ , რკინის წითელი ოქსიდი ( E17 2) – 0,0025 მგ , ტიტანისდიოქსიდი (E171 ) – 1,25 მგ .
გარსით დაფარული 0,4 მგ ოდენობის 1 ტაბლეტი შეიცავს :
აქტიურ ნივთიერებას : მოქსონიდინი 0,4 მგ .
დამხმარე ნივთიერებას : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,60 მგ ; პოვიდონი – 0,70 მგ ; კროპსოვიდონი - 3,00 მგ , მაგნიუმი სტეარატი – 0,30 მგ , ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა – 4,00 მგ ,მაკროჰოლი 6000 – 0,25 მგ , ტალკი – 0,875 მგ , რკინის წითელი ოქსიდი ( E17 2) – 0,125 მგ , ტიტანისდიოქსიდი (E171 ) – 1,25 მგ .
აღწერა
მრგვალი , ორმხრივამობურცული , გარსით დაფარული ტაბლეტები .
0,2 მგ შემცველი ტაბლეტები – ღია ვარდისფერი შეფერილობის ერთ მხარეს არსებული აღნიშვნით “0,2”.
0,3 მგ შემცველი ტაბლეტები – ღია წითელი შეფერილობის ერთ მხარეს არსებული აღნიშვნით “0,3”.
0,4 მგ შემცველი ტაბლეტები – წითელი შეფერილობის ერთ მხარეს არსებული აღნიშვნით “0,4”.
განივ ჭრილზე მოჩანს ორი შრე .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალება .
კოდი ათქ (C02AC05).
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
მოქსონიდინი შერჩევითად მოქმედებს იმიდაზოლურ I1- რეცეპტორებთან , რომლებიც განლაგებულნიარიან თავის ტვინის ღეროში , რის შედეგადაც ხდება სიმპათიკური აქტივობის დათრგუნვა . მოქსონიდინსაქვს გამოხატული აფინურობა იმიდაზოლინის I1 რეცეპტორების მიმართ და მხოლოდ უმნიშვნელოდუკავშირდება ცენტრალურ α 2- ადრენორეცეპტორებს . ამ უკანასკნელთან ურთიერთქმედებითგამოწვეულია პირის სიმშრალე და სედატიური ეფექტი .
ამცირებს ქსოვილების რეზისტენტობას ინსულინის მიმართ .
ჰემოდინამიკაზე მოქმედება : მოქსონიდინის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შედეგადგამოწვეული სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება დაკავშირებულიპერიფერიულ სისხლძარღვებზე სიმპათიკური სისტემის პრესორული მოქმედების შემცირებით ,სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით , თუმცა გულისცემის სიხშირის შემცირებამნიშვნელოვნად არ იცვლება .
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა :
აბსორბცია – 90%. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (0,2 მგ ოდენობის შემცველი ტაბლეტისმიღების შემდეგ ) შეადგენს 1,4-3 ნგ / მლ და მიიღწევა 60 წუთი შემდეგ . ბიოშეღწევადობა – 88%. საკვებისმიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე .
განაწილება
განაწილების მოცულობა 1,4-3 ლ / კგ . აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში . სისხლის ცილებთან კავშირიშეადგენს 7,2%.
მეტაბოლიზმი
ძირითადი მეტაბოლიტებია : 4,5 დიჰიდრომოქსიდინი და გუანიდინის წარმოებულები .
გამოყოფა
მოქსონიდინის და მისი მეტაბოლიტების ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2,5 და 5 საათს დოზისშესაბამისად . 24 საათის განმავლობაში მოქსონიდინის 90% გამოიყოფა თირკმელებით , დაახლოებით 78%შეუცვლელი სახით და 13% დიჰიდროგენიზირებუი მოქსონიდინის სახით . დოზის 1%- ზე ნაკლებიგამოიყოფა განავლით . მოქსონიდინი არ აკუმულირდება ხანგრძლივი გამოყენებისას .
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ ასაკში
ადგილი აქვს ფარმაკოკინეტიკის ცვლილებას ხანდაზმულ ასაკში , რაც თავის მხრივ , განპირობებულიუნდა იყოს მეტაბოლიზმის აქტივობის დაქვეითებით ან / და მოქსონიდინის შედარებით მაღალიბიოშეღწევადობით ხანდაზმულ ასაკში . თუმცა ეს ფარმაკოკინეტიური განსხვავებები კლინიკურადმნიშვნელოვანი არაა არის .
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობისას
მოქსონიდინის გამოყოფა მნიშვნელოვანწილად კორელირებს კრეატინინის კლირენსთან . ზომიერადგამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში ( კრეატინის კლირენსი 30-60 მლ / წთ ) სისხლშიმისი კონცენტრაცია და საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 და 1,5- ჯერ უფრო მეტია ,ვიდრე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ნორმალურიფუნქცია ( კრეატინინის კლირენსი >90 მლ / წთ ). თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი
გამოყენების ჩვენება
არტერიული ჰიპერტენზია .
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ;
სინუსური სისუსტის სინდრომი , გამოხატული ბრადიკარდია ;
18 წლამდე ასაკი ( ეფექტურობა და უსაფთხოობა არ არის დადგენელი ).
სიფრთხილით ინიშნება : თირკმლის ქრონიკული მძიმე უკამრისობა , ღვიძლის გამოხატული უკმარისობა– უცნობია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოობა ; ჰემოდიალიზი .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს , მაგრამსიფრთხილეა საჭირო ორსულებში ფიზიოტენზის დანიშვნისას .
მოქსონიდინი აღწევს რძეში , რის გამოც ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება უნდა შეწყდეს .
გამოყენების ფორმა და დოზები
პერორალურად , საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად .
შემთხვევათა უმრავლესობაში ფიზიოტენზის საწყისი დოზა შეადგენს 0,2 მგ დღეში ; მაქსიმალურიდღიური დოზა , რომელიც იყოფა 2 მიღებაზე , შეადგენს 0,6 მგ - ს . მაქსიმალური ერთჯერადი დოზაშეადგენს 0,4 მგს .
საწყისი დღიური დოზა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ( კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ /წთ ) და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში შეადგენს 0,2 მგ . მაქსიმალური დღიური დოზა ამშემთხვევაში შეადგენს 0,4 მგ - ს .
გვერდითი მოქმედება
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა ძილიანობა , ძილისდარღვევა .
გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება ,ორთოსტატული ჰიპოტენზია .
კუჭ - ნაწლავის მხრივ : პირის სიმშრალე , გულისრევა .
კანის და კანქვეშა ცხიმოვანის მხრივ : გამონაყარი , ქავილი , ანგიონევროზული შეშუპება
ზოგადად : ასთენია .
ეს სიმპტომები თანდათან მცირდება თერაპიის პირველი კვირის შემდეგ .
ჭარბი დოზირება
სიმპტომები : თავის ტკივილი , სედაცია , ძილიანობა , არტერიული წნევის მკვეთრი
დაქვეითება , თავბრუსხვევა , ზოგადი სისუსტე , ბრადიკარდია , პირის სიმშრალე ,
გულისრევა , დაღლა და ტკივილი კუჭის არეში . პოტენციურად შესაძლებელია
არტერიული წნევის ხანმოკლე გაზრდა , ტაქიკარდია , ჰიერგლიკემია .
მკურნალობა : სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს .
ჰიპოტონიის შემთხვევაში რეკომენდირებულია მოცირკულირე სისხლის
მოცულობის გაზრდა სითხის გადასხმის და დოპამინის მიღების ხარჯზე .
ბრადიკარდია შესაძლებელია მოიხსნას ატროპინით .
ალფა - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებით შესაძლებელია
მოქსონიდინით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მოხსნა .
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
მოქსონიდინი შეიძლება დაინიშნოს თიაზიდურ დიურეზულებთან და კალციუმის
“ ნელი ” არხების ბლოკატორებთან ერთად მოქსონიდინის და ან სხვა ანტიჰიპერტენზიულსაშუალებათან ერთდროული გამოყენება აძლიერებს მის მოქმედებას . მოქსონიდინის დანიშვნაჰიდროქლორთიაზიდთან , გლიბენკლამიდთან ( გლიბურიდთან ) ან დიგოქსინთან ერთად არ იწვევსფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას .
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები შესაძლებელია იწვევდნენ ცენტრალურად მოქმედიანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტის შემცირებას .
მოქსონიდინი ლორაზეპამთან ერთად მიღებისას ზომიერად ამცირებს პაციენტების კოგნიტურშესაძლებლობებს .
ბენზოდიაზეპინებთან ერთად მოქსონიდინის დანიშვნამ შესაძლებელია გააძლიეროს ამ უკანასკნელისსედაციური ეფექტი .
მოქსონიდინის და მოკლობემიდის ერთდროული დანიშვნა არ იწვევს ამ მედიკამენტების მოქმედებისმხრივ ფარმაკოდინამიურ ცვლილებებს .
განსაკუთრებული მითითებები
ბეტა - ბლოკატორების და ფიზიოტენზის ერთდროული გამოყენებისას მათი მოხსნის აუცილებლობისშემთხვევაში იხსნება ჯერ ბეტაბლოკატორები და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ – ფიზიოტენზი .
არაა რეკომენდებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და მოქსონიდინის ერთდოული დანიშვნა .მკურნალობის პერიოდში აუცილებელია არტერიული წნევის , გულის შეკუმშვათა A სიხშირის და ეკგრეგულარული კონტროლი .
მოქსონიდინი შესაძლებელია დაინიშნოს თიაზიდურ დიურეზულებთან , აგფ - ინჰიბიტორებთან დაკალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად .
ფიზიოტენზის მოხსნა ხდება თანდათანობით .
გალაქტოზის აუტანლობის , ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზო - გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათიმემკვიდრეობითი პათოლოგიის დროს პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის .
ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე გავლენა
მონაცემები მოქსონიდინის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმებისმართვაზე უცნობია . ზოგჯერ აღინიშნება ძილიანობა და თავბრუსხვევა , რაც გასათავლისწინებელიაზემოაღნიშნული მოქმედებების შესრულებისას .
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები 0,2; 0,3, 0,4 მგ .
14 გარსით დაფარული ტაბლეტი ფირფიტაში ; 1, 2 ან 7 ფირფიტა მეიდკამენტის გამოყენების შესახებინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში .
შენახვის პირობები
სია ბ .
არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე (0,2 მგ ტაბლეტებისათვის )
არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე (0,3 მგ და 0,4 მგ ტაბლეტებისათვის ).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას !
შენახვის ვადა
2 წელი (0,2 მგ დოზირების ტაბლეტებისათვის ).
3 წელი (0,3; 0,4 მგ დოზირების ტაბლეტებისათვის ).
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე .
არ გამოიყენოთ შეფუთვეზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით .
Units | 14 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account