ცერეკოლინი 250მგ/მლ 4მლ 5 ამპულა

51,68 ლ
მარაგშია
SKU
54344_2308
გამოყენების ჩვენებები ალცჰაიმერის დაავადება და სხვა სახის დემენციები, თავის ტრავმები, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, მაგ. ინსულტი; მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება, პარკინსონის დაავადება, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ,გლა

გამოყენების ინსტრუქცია
ცერეკოლინი
CERECOLIN
სავაჭრო დასახელება: ცერეკოლინი
აქტიური ნივთიერება (სად): ციტიკოლინი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინი 250მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედტა, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოსტიმულატორები, ნოოტროპული პრეპარატები.
ციტიკოლინი.
ათქ კოდი: N06BX06
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცერეკოლინი წარმოადგენს ფსიქოსტიმულატორს/ ნოოტროპულ პრეპარატს. ფოსფოლიპაზას მოქმედების ინჰიბირების გზით ის ხელს უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანის აღდგენას. აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედებით ცერეკოლინი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და უჯრედის სიკვდილს. ცერეკოლინი წარმოადგენს ქოლინის წყაროს, რაც ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს, ასტიმულირებს სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს ნეირონების მემბრანებში.
პრეპარატი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას ქოლინერგულ ნეირონებში, გააჩნია დადებითი ეფექტი ნეირონული მემბრანების პლასტიურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. იგი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, თავის ტვინში ზრდის ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ააქტიურებს ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურას. ინსულტის მწვავე ფაზის დროს ამცირებს დაზიანებული ქსოვილების მოცულობას, ზრდის ქოლინერგულ გადაცემას.
ფარმაკოკინეტიკა
ციტიკოლინი კარგად შეიწოვება პერორალური, ინტრამუსკულური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნება ქოლინის დონის მატება სისხლის პლაზმაში. პერორალური მიღების შედეგად პრეპარატი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება.
პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ციტიკოლინი ფართოდ ვრცელდება თავის ტვინის სტრუქტურებში ქოლინის ფრაქციების სწრაფი ჩართვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებსა და ციტიდინის ფრაქციებში, ციტიდინურ ნუკლეოტიდებში და ამინო მჟავებში. ციტიკოლინი ახდენს თავის ტვინის უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში ჩართვას და მონაწილეობას ღებულობს ფოსფოლიპიდების შენების პროცესში. დოზის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეინიშნება შარდსა და განავალში (<3%). დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა ჩO-ს საშუალებით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად. შარდთან ერთად პრეპარატის გამოყოფის დროს გამოყოფენ 2 ფაზას: I ფაზა – 36 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე მცირდება სწრაფად, და მეორე ფაზა, რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე მცირდება გაცილებით ნელა. ასეთივე ფაზურობა აღინიშნება სასუნთქი გზებიდან გამოყოფის დროს. CO2 გამოყოფის სიჩქარე მცირდება სწრაფად, დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, შემდეგ – მცირდება გაცილებით ნელა.
გამოყენების ჩვენებები
ალცჰაიმერის დაავადება და სხვა სახის დემენციები, თავის ტრავმები, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, მაგ. ინსულტი; მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება, პარკინსონის დაავადება, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ,გლაუკომა და ამბლიოპია.
გამოყენების წესი და დოზირება
ინტრავენური და ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და პაციენტის მდგომარეობაზე.
ასაკთან ერთად აზროვნების უნარის შემცირების დროს: 1000-2000მგ დღეში.
თავის ტვინის სისხლძარღვების ქრონიკული დაავადებების დროს: 500მგ დღეში.
იშემიური ინსულტის დროს: 500 – 2000 მგ დღეში, მიღების დაწყება ხდება შეტევიდან 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები
ცერეკოლინის გვერდითი ეფექტები მსუბუქია. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, ჰიპოტონია, ჰიპერტონია, გულისრევა და მხედველობის დაბინდვა. თუ სიმპტომები შენარჩუნდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
უკუჩვენებები
ციტიკოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პარასიმპათიკური ნერვულის სისტემის ტონუსის მქონე პაციენტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცერეკოლინი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის და ლევოდოპას მოქმედებას. დაუშვებელია პრეპარატის მიღება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
ანამნეზში ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში გამოიყენება სიფრთხილით.
ნუ გამოიყენებთ ალკოჰოლს ცერეკოლინის მიღების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულ და მეძუძურ დედებში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დაუშვებელია მძიმე ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების მართვა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

გამოშვების ფორმა
5 ამპულა (2მლ და 4მლ) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ისთ აფრიკან (ინდია) ოვერსიზ
1, ფარმასითი, სელაქუი, დეჰრადუნი (ინდოეთი)
“ლაიფ ფარმა სისტემს” ლლპ-ის შეკვეთით
41 დუკეს ქუჩა, ედინბურგი, EH68HH, გაერთიანებული სამეფო

Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy