Hartil Amlo - ჰარტილი ამლო 10/5 30კაფსულა

23,79 ლ
მარაგშია
SKU
37073_3

ჩვენება: სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზია) მკურნალობა

შემადგენლობა 
აქტიური ნივთიერებები:
ჰარტილი ამლო, მყარი კაფსულები 10 მგ/5 მგ: 10 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი თითოეულ კაფსულაში.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის დიბეგენატი.
როგორ გამოიყურება პრეპარატი ჰარტილი ამლო და რა შედის შეფუთვაში
აღწერილობა:
ჰარტილი ამლო, კაფსულები 10 მგ/5 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, ღია ვარდისფერი გაუმჭვირვალე ფუძით და ღია ბორდოსფერი გაუმჭვირვალე თავით. 
შეფუთვა:
პრეპარატი შეფუთულია ბლისტერებად, რომლებიც შედგება კომბინირებული ფირისგან “cold”: (პოლიამიდი/ალუმინის ფოლგა/პვქ)//ალუმინის ფოლგა, 7 ან 10 კაფსულით ერთ ბლისტერში.
4 × 7 (28 კაფსულა), 8 × 7 (56 კაფსულა), 3 × 10 (30 კაფსულა), ან 9 × 10 (90 კაფსულა) მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებში. ფარმაცევტულ ბაზარზე შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰარტილი ამლო შედგება ორი პრეპარატისგან, რომელთა დასახელებებია რამიპრილი და ამლოდიპინი. რამიპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომელთაც ეწოდება აგფ-ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ხოლო ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომელთაც ეწოდება კალციუმის არხების ბლოკატორები.
რამიპრილის მოქმედება:
• თქვენს ორგანიზმში აქვეითებს იმ ნივთიერებათა გამომუშავებას, რომელთაც შეუძლიათ სისხლის წნევის მომატება.
• ადუნებს და აფართოებს თქვენს სისხლძარღვებს.
• თქვენს გულს უადვილებს მთელს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვას.
ამლოდიპინის მოქმედება:
• ადუნებს და აფართოებს თქვენს სისხლძარღვებს.

ჩვენებები
ჰარტილი ამლოს გამოყენება შეიძლება სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზია) მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებზეც ერთდროულად, თერაპიულ დოზებში გამოყენებული ორივე პრეპარატი, როგორც კომბინაციაში, ისე ცალ-ცალკე, ადეკვატურ ზემოქმედებას ახდენს

მიღების წესები და დოზები
ჰარტილი ამლო ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ სამკურნალო საშუალების მიღებისას გახსოვდეთ, რომ:
• აღნიშნული სამკურნალო საშუალება მიიღება პერორალურად, დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს, ყოველდღიურად მკურნალობის კურსის განმავლობაში, როგორც ჭამის წინ, ისე მის შემდეგ.
• პრეპარატის მყარი კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით.
• მყარი კაფსულები არ დაჭყლიტოთ და არ დაღეჭოთ.
რა რაოდენობით უნდა მიიღოთ პრეპარატი
• ჩვეული დოზა შეადგენს 1 კაფსულას, პრეპარატის დოზირებით, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
• თერაპიული ეფექტის მიხედვით, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეცვალოს დოზა.
• მაქსიმალური დოზა შეადგენს 1 კაფსულას პრეპარატის დოზირებით 10/10 მგ, დღეში ერთხელ.
პრეპარატის დანიშვნა ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს
ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
პრეპარატის დანიშვნა ხანდაზმული პირებისთვის
თქვენი მკურნალი ექიმი შეამცირებს პრეპარატის საწყის დოზას და დანიშნავს დოზირების რბილ რეჟიმს.
ჰარტილი ამლოს დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ძალიან მოხუცი და უძლური პაციენტებისთვის.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
ჰარტილი ამლოს დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ ჯგუფისთვის არ არის გარკვეული. თუ თვლით, რომ პრეპარატის თერაპიული ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს

გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰარტილი ამლომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ჰარტილი ამლოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს –შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ:
• სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რასაც თან სდევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ჰარტილი ამლოს მიღებაზე მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი.
• კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, კანის უკვე არსებული დაავადებების გამწვავება, გაწითლება, ბებერების წარმოქმნა ან კანის აშრევება (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ განვითარდა:
• გულის რიტმის გახშირება, არათანაბარი ან ძლიერი გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდის არეში, გულმკერდის შებოჭილობა ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;
• ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება სუნთქვის ფუნქციის დარღვევის ნიშანი იყოს;
• კანზე სისხლნაჟღენთების ხშირი გაჩენა, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი სისხლდენები, აგრეთვე, სისხლდენის რაიმე სხვა ნიშანი (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან), კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ინფექციური დაავადებები, ყელის ტკივილი და ციებ-ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან კანის საფარველის გაფერმკრთალება. ეს შეიძლება იყოს დარღვევების ნიშანი სისხლის სისტემის ან ძვლის ტვინის მხრივ;
• ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება ზურგზე ვრცელდებოდეს. ეს შეიძლება პანკრეატიტის (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების) ნიშანი იყოს;
• ციებ-ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადებების, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანების ნიშანი.
სხვა გვერდითი ეფექტები: (თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გაძლიერდა ან რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს) მოიცავს: 
ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 100-დან 1-10 პაციენტთან)
• ძილიანობა (განსაკუთრებით, მკურნალობის კურსის დასაწყისში);
• გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), სახის წამოწითლება:
• შეშუპებული წვივ-ტერფის სახსრები (შეშუპებები);
• თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება;
• თავბრუსხვევა. ეს, უფრო ხშირად, ხდება ჰარტილ ამლოს თერაპიის კურსის დასაწყისში ან პრეპარატის უფრო მაღალ დოზებზე გადასვლისას;
• გონების დაკარგვა, ჰიპერტენზია (სისხლის ანომალურად დაბალი წნევა), განსაკუთრებით, დგომის ან სწრაფად დაჯდომისას;
• გაძნელებული მშრალი ხველა, ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი;
• ტკივილი კუჭის ან ნაწლავების არეში, დიარეა, საჭმლის მოუნელებლობა, ღებინება ან ღებინების შეგრძნება;
• გამონაყარი კანზე, ბებერების წარმოქმნით და მის გარეშე;
• ტკივილი გულმკერდის არეში;
• კრუნჩხვა ან კუნთების ტკივილი;
• გონების დაკარგვა;
• სისხლში კალიუმის მომატებული დონე (დადგენილი სისხლის ბიოქიმიური ანალიზის შედეგად). 
არახშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 1000-დან 1-10 პაციენტთან)
• გუნება-განწყობის შეცვლა, უძილობა;
• კანკალი;
• მხედველობის დარღვევები (მათ შორის, დიპლოპია), შუილი ყურებში;
• ცხვირის ცემინება/სურდო;
• ნაწლავის მოტორიკის დარღვევა (მათ შორის, დიარეა და შეკრულობა);
• თმის ცვენა;
• ეგზანთემა;
• მოშარდვის მოთხოვნილების გაძლიერება, განსაკუთრებით ღამით, ერექციის გაძნელება და შეუძლებლობა;
• შეუძლოდ ყოფნა;
• ტკივილი ზურგის არეში;
• სხეულის მასის მომატება ან დაკლება;
• მამაკაცებში მკერდის გადიდება;
• წონასწორობის დარღვევა (თავბრუსხვევა);
• ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა დაბუჟება, წიწკვნა, ჩხვლეტა, წვა ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია);
• გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა;
• ძილის დარღვევა;
• დეპრესია, შფოთვა, მომატებული ნევროზულობა ან აგზნებულობა;
• ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გამწვავება;
• ნაწლავის შეშუპების განვითარება (ე.წ. ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება), რომლის სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი;
• გულძმარვა, შეკრულობა ან პირის სიმშრალე;
• დღის განმავლობაში წყლის მოხმარების მომატება (გამოყოფილი შარდის მოცულობის მომატება);
• ჭარბი ოფლიანობა;
• მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);
• გულისცემის გახშირება ან არითმია;
• ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს თქვენს ორგანიზმში სითხის ჭარბი რაოდენობით შეკავების ნიშანი;
• მხედველობის დაბინდვა;
• სახსრების ტკივილი;
• ციებ-ცხელება;
• სქესობრივი სისუსტე კაცებში, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება კაცებში და ქალებში;
• სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის დონის მომატება (ეოზინოფილია), რაც გამოვლინდება სისხლის ანალიზის შედეგად;
• ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციონირების ცვლილება, რაც გამოვლინდება სისხლის და ბიოქიმიური ანალიზების შედეგად;
• გულის შეტევა. 
იშვიათი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 10000-დან 1-10 პაციენტთან)
• შეუძლოდ ყოფნა ან ცნობიერების არევა;
• ენის გაწითლება და შესიება;
• კანის გამოხატული აშრევება ან აქერცვლა, ქავილი, უხეში გამონაყარი კანზე;
• ფრჩხილის დაავადებები (მაგალითად, დასუსტება ან ფრჩხილის მოცილება ფრჩხილის ბუდიდან);
• გამონაყარი კანზე ან სისხლნაჟღენთები;
• ლაქები კანზე და კიდურების ტემპერატურის დაქვეითება;
• თვალების დაწითლება, ქავილი, შეშუპების ან ცრემლდენის განვითარება;
• სმენის დარღვევა;
• ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ან ჰემოგლობინის დონის დაწევა, რაც გამოვლინდება სისხლის ანალიზის შედეგად.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებთან)
• სისხლში შაქრის შემცველობის მომატება;
• ჭინჭრის ციება;
• მუცლის შებერილობა ან გასტრიტი;
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;
• ღვიძლის ანთება, კანის გაყვითლება (სიყვითლე);
• მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
• ექსფოლიაციური დერმატიტი.
სხვა რეგისტრირებული გვერდითი ეფექტები (განვითარების სიხშირე უცნობია)
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გაძლიერდა ან რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
• ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება;
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება უმნიშვნელო ნადების წარმოქნით;
• სისხლის სხეულების რაოდენობის შემცირება, რაც გამოვლინდება სისხლის ანალიზის შედეგად;
• სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება, რაც გამოვლინდება ბიოქიმიური ანალიზის შედეგად;
• ხელის და ფეხის თითების ფერის შეცვლა სიცივის ან აღელვებისას, ხოლო შეტევის ბოლოს, სისხლის მიმოქცევის აღდგენისას – სიცხის და მტკივნეული ჩხვლეტის შეგრძნება (რეინოს სინდრომი);
• ფსიქომოტორული რეაქციების შენელება ან დარღვევა;
• შეხების შეგრძნების დარღვევა;
• ფსორიაზი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გაძლიერდა ან რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ჰარტილი ამლო არ მიიღოთ
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) რამიპრილის, ამლოდიპინის (აქტიური ნივთიერებები), კალციუმის არხების ნებისმიერი სხვა დიჰიდროპირიდინული ბლოკატორის ან აგფ-ინჰიბიტორი პრეპარატების, ასევე ჰარტილი ამლოს ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6; 
ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს გამონაყარი, ყლაპვის გაძნელება ან სუნთქვის დარღვევა, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
• თუ თქვენ გაწუხებთ სისხლძარღვების შევიწროვების სერიოზული ფორმა, რომელიც ხელს უშლის სისხლის მარცხენა პარკუჭიდან გადინებას (მაგალითად, აორტის მძიმე ხარისხის სტენოზი);
• თუ თქვენ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია, ე.წ. ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებიცაა ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე, კისერზე, ყელის და ენის შეშუპება, ასევე, შეშუპება თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;
• თუ დანიშნული გაქვთ დიალიზი ან სისხლის ფილტრაციის სხვა ფორმა. ამ შემთხვევაში ჰარტილი ამლოს მიღება, შეიძლება თქვენთვის არაეფექტური ან სახიფათო აღმოჩნდეს, რაც დამოკიდებულია გამოყენებული აპარატურის ან მემბრანების სახესხვაობაზე;
• თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია თირკმლისთვის სისხლის მიწოდება (თირკმლის არტერიის სტენოზი);
• თუ გაქვთ სისხლის ანომალურად დაბალი ან არასტაბილური წნევა. ასეთ შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა თავისი დასკვნა უნდა მოგცეთ.
არ მიიღოთ ჰარტილი ამლო, თუ აღწერილთაგან თუნდაც ერთი მდგომარეობა ვრცელდება თქვენზე. თუ თქვენ არ ხართ ამაში დარწმუნებული, ჰარტილი ამლოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სიფრთხილის ზომები ჰარტილი ამლოს მიღებისას
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, შეიძლება თუ არა თქვენთვის პრეპარატის მიღება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ ხანდაზმული ხართ;
• თუ გაწუხებთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციური დარღვევები;
• თუ თქვენს ორგანიზმში დარღვეულია წყლის და მარილების ბალანსი [გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის ან დიურეზული საშუალებების (შარდმდენი პრეპარატების) ხანგრძლივად მიღების შედეგად, ან მარილების ნაკლებობა დაბალმარილოვანი დიეტის ან დიალიზის შედეგად];
• თუ აპირებთ მკურნალობის კურსის გავლას ფუტკრის და ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია);
• თუ დაგინიშნეს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ეს შეიძლება მოხდეს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციების დაგეგმვისას. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მოგიწიოთ წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე შეწყვიტოთ პრეპარატის ჰარტილი ამლო მიღება და რჩევისთვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს;
• თუ თქვენ აღმოგიჩინეს სისხლში კალიუმის მომატებული დონე (სისხლის ბიოქიმიური ანალიზით);
• თუ გაწუხებთ სისხლძარღვების კოლაგენოზი, მაგალითად, სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა.
თუ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი პუნქტი ვრცელდება თქვენზე (ან თუ თქვენ არ ხართ ამაში დარწმუნებული), ჰარტილი ამლოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
ჰარტილი ამლოს დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ ჯგუფისთვის არ არის გარკვეული.

ორსულობა და ლაქტაცია
დაორსულების (ან ორსულობის შესაძლებლობის) შემთხვევაში, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ორსულობისას ჰარტილი ამლოს მიღება უკუნაჩვენებია.
თუ დაორსულდით ჰარტილი ამლოთი მკურნალობის კურსის განმავლობაში, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგაგმილ ორსულობამდე.
ძუძუთი კვების პერიოდში ჰარტილი ამლოს მიღება უკუნაჩვენებია.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები
ჰარტილი ამლოს მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
• ჰარტილი ამლოს მიღებისას სპირტიანი სასმელების მოხმარებამ შეიძლება თავბრუსხვევის ან გონებრივი დარღვევის შეგრძნება გამოიწვიოს. თუ გაწუხებთ ის, რომ ჰარტილი ამლოს მიღების დროს გიწევთ დიდი რაოდენობით სასმელის მოხმარება, განიხილეთ თქვენს მკურნალ ექიმთან საკითხი, შეიძლება თუ არა დამატებით ეფექტებს ახდენდეს ალკოჰოლი და სისხლის წნევის დამწევი სამკურნალო საშუალებები.
• ჰარტილი ამლოს მიღება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგ
სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების და მექანიზმების მართვა ჰარტილი ამლოს მიღებისას შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა. ეს, უფრო ხშირად, ხდება ჰარტილი ამლოს თერაპიის კურსის დასაწყისში ან პრეპარატის მაღალ დოზებზე გადასვლისას. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების და მექანიზმების მართვას.

ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ ჰარტილი ამლოს დანიშნულზე მაღალი დოზა, აუცილებელია:
აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართოთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. საავადმყოფომდე მისასვლელად თქვენ თვითონ არ დაჯდეთ საჭესთან, უმჯობესია ვინმეს თხოვოთ იქ მიყვანა, ან ტელეფონით გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. შეინახეთ და თან იქონიეთ გამოყენებული შეფუთვა. ეს დაეხმარება ექიმს ზუსტად განსაზღვროს, პრეპარატის რა დოზა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ჰარტილი ამლოს მიღება, აუცილებელია:
შემდეგ ჯერზე მიიღოთ პრეპარატის ჩვეული დოზა. არ არის საჭირო პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებულის კომპენსირების მიზნით.
თუ გადაწყვიტეთ ჰარტილი ამლოს მიღების შეწყვეტა, აუცილებელია:
თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციამდე უეცრად არ შეწყვიტოთ მიღება და არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა, ვინაიდან ამან შეიძლება დაავადების არასტაბილურ მდგომარეობაში გადასვლის პროვოცირება მოახდინოს.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, ურეცეპტოდ გაცემულის ჩათვლით (მათ შორის, მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებები). ასეთ შემთხვევებში ჰარტილი ამლომ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჰარტილი ამლოს მოქმედებაზე.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს. მათ შეიძლება გავლენა იქონიონ ჰარტილი ამლოს მოქმედებაზე და დააქვეითონ მისი ეფექტურობა:
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი, აგრეთვე ასპირინი];
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლის დაქვეითებული წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა;
• რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ);
• კრაზანა (ბალახებით მკურნალობა დეპრესიის დროს).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს. ჰარტილი ამლოსთან ერთდროული მიღებისას, მათ შეუძლიათ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა:
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი, აგრეთვე ასპირინი];
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებების დროს (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანოების მოშორებას ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორიცაა ციკლოსპორინი;
• დიურეზული პრეპარატები (შარდმდენი საშუალებები), როგორიცაა ფუროსემიდი;
• სამკურნალო საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის პრეპარატები და სუფრის მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელები, აგრეთვე ჰეპარინი (პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას);
• სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
• ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდის მჟავას შემცველობის დასაქვეითებლად);
• პროკაინამიდი (გულის ნორმალური რიტმის შემანარჩუნებელი პრეპარატი); • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი დაავადების მქონე პაციენტთა სამკურნალოდ);
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, გამოყენებული ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის დროს);
• რიტონავირი (გამოიყენება აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ);
• დილთიაზემი (გამოიყენება გულის რიგი დაავადებების და სისხლის მომატებული წნევის სამკურნალოდ). 
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს. ჰარტილი ამლომ შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე, შეცვალოს მათი მოქმედება:
• დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და გლუკოზის დონის დამწევი პერორალური გამოყენების პრეპარატები. ჰარტილი ამლომ შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. ჰარტილი ამლოს მიღებისას მუდმივად უნდა აკონტროლებდეთ სისხლში შაქრის შემცველობას. • ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). ჰარტილი ამლომ შეიძლება გაზარდოს სისხლში ლითიუმის დონე. სისხლში ლითიუმის დონე მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. თუ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი პუნქტი ვრცელდება თქვენზე (ან თუ თქვენ არ ხართ ამაში დარწმუნებული), ჰარტილი ამლოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ჰარტილი ამლო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო კალენდარული დღე.
არ გამოიყენოთ ჰარტილი ამლო, თუ შენიშნეთ პრეპარატის ხარისხის გაუარესების ნიშნები (მაგალითად, ფერის შეცვლა).
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციის წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ რა გზით უნდა მოხდეს გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy