Trinomia- ტრინომია 100მგ/20მგ/10მგ 28 კაფსულა
ჩვენება: გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის გართულებების მეორადი პროფილაქტიკა
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი ტრინომია®.
პრეპარატის ტრინომია® კაფსულები შეიცავს სამ ნივთიერებას: აცეტილსალიცილის მჟავას, ატორვასტატინს და რამიპრილს.
- აცეტილსალიცილის მჟავა განეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს სახელწოდებით ანტიაგრეგანტული საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის უჯრედების ერთმანეთთან შეწებებას და თრომბის წარმოქმნას.
- ატორვასტატინი განეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, სახელწოდებით სტატინები, რომლებიც არეგულირებენ ლიპიდების (ცხიმების) შემცველობას და გამოიყენებიან ლიპიდების დონის დასაქვეითებლად, რომლებიც ცნობილია როგორც ქოლესტერინი და სისხლის ტრიგლიცერიდები, როდესაც ამისი მიღწევა ვერ ხერხდება ცხიმის დაბალი შემცველობის დიეტით და ცხოვრების წესის შეცვლით. თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადებების მომატებული რისკი, ატორვასტატინის გამოყენება ასევე შეიძლება ამ რისკის შესამცირებლად, მაშინაც კი, თუ ქოლესტერინის დონე ნორმაშია. მკურნალობის დროს თქვენ უნდა დაიცვათ სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით
- რამიპრილი განეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს სახელწოდებით აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების წარმოების შემცირებით, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის წნევის მომატება; ადუნებენ სისხლძარღვებს და აფართოებენ მათ, რაც საშუალებას აძლევს გულს უფრო ადვილად გადატუმბოს სისხლი სისხლძარღვების გავლით ორგანიზმში.
პრეპარატი ტრინომია® გამოიყენება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის გართულებების მეორადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია თერაპია მონოკომპონენტური პრეპარატებით ექვივალენტური თერაპიული დოზებით.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ტრინომია® გამოყენებამდე.
არ მიიღოთ პრეპარატი ტრინომია®:
- თუ გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა სალიცილატების ან ტარტრაზინის (საღებავის) მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
- თუ გაქვთ ალერგია რამიპრილზე ან სხვა აგფ ინჰიბიტორ პრეპარატზე.
- თუ გაქვთ ალერგია ატორვასტატინზე, ნებისმიერ მსგავს სისხლის ლიპიდების კონცენტრაციის დამაქვეითებელ პრეპარატზე, ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტებზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
- თუ გაქვთ ალერგია სოიოს ან არაქისის მიმართ.
- თუ წარსულში გქონიათ ასთმის შეტევები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები გარკვეულ ტკივილგამაყუჩებელ, ცხელების ან ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებზე (სალიცილატები ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).
- თუ გაქვთ პეპტიკური წყლული აქტიურ ფორმაში, ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიკური წყლული და/ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, ან სხვა სახის სისხლდენები, როგორიცაა ცერებროვასკულური სისხლჩაქცევები, ან თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი (ჰემოფილია).
- თუ გაქვთ გულის დაავადება, რომელიც არ კონტროლდება საკმარისად (გულის მძიმე უკმარისობა).
- თუ ღებულობთ კვირაში 15 მგ ან მეტ მეტოტრექსატს.
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან თირკმლის უკმარისობა და იღებთ ალისკირენის შემცველ არტერიული წნევის დამაქვეითებელ სამკურნალო პრეპარატს.
- თუ გაქვთ ასთმასთან დაკავშირებული ცხვირის პოლიპები (ანთებადი წანაზარდები ცხვირში).
– თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებები.
- თუ თქვენს სისხლის ანალიზებში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ გამოვლენილია აუხსნელი ნორმიდან გადახრები.
- თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც აქვს შვილების გაჩენის უნარი და არ იყენებთ საიმედო კონტრაცეფციას.
- თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას.
- თუ კვებავთ ძუძუთი.
- თუ თქვენ ღებულობთ:
o აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა ტიპრანავირი ან რიტონავირი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
o ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელსაც ხშირად იყენებენ პაციენტებში ტრანსპლანტირებული ორგანოებით).
- თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ე.წ. „ანგიონევროზული შეშუპება“. სიმფტომები მოიცავს ქავილს, გამონაყარს (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და ყელში, ყელისა და ენის შეშუპება, შეშუპება თვალებისა და ტუჩების გარშემო, სუნთქვისა და ყლაპვის გართულება.
- თუ დანიშნული გაქვთ დიალიზი ან სხვა ტიპის სისხლის ფილტრაცია. გამოყენებული დიალიზის სისტემის შესაბამისად, ტრინომია® შეიძლება თქვენთვის უსარგებლო აღმოჩნდეს.
- თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მათი სისხლით მომარაგების შემცირებას (თირკმლის არტერიის სტენოზი).
- თუ არტერიული წნევა ანომალურად დაბალი ან არასტაბილურია. ეს უნდა განისაზღვროს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
- თუ ჯერ არ შეგრსრულებიათ 18 წელი. ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში მომატებული ტემპერატურით, გრიპით ან ჩუტყვავილით, არსებობს რეინოს სინდრომის განვითარების რისკი.
- თუ გამოიყენებთ გლეკაპრევირისა და პიბრენტასვირის კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ტრინომია® მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია სხვა ანალგეტიკებსა ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, სხვა ცხელების, რევმატიზმის სამკურნალო საშუალებებზე, აცეტილსალიცილის მჟავის გარდა, ან სხვა ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებზე.
- თუ გაქვს ალერგიის სხვა სახეობა (მაგალითად, კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება).
- თუ გაქვთ ბრონქიალური ასთმა, თივის ციებ-ცხელება, ცხვირის ლორწოვანი გარისის შეშუპება, ან ფილტვების ქრონიკული დაავადება.
- დაგეგმილი ოპერაციის ან მცირე ჩარევების შესახებ, როგორიცაა კბილის ამოღება, ვინაიდან არსებობს სიხლდენისადმი მიდრეკილების მაღალი რისკი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მცირე ხნით ტრინომიას მიღების შეწყვეტა.
- თუ წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის წყლული, ან სისხლდენა.
- თუ ერთდროულად იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, გამაყუჩებლებს, ცხელების ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად იბუპროფენი), კორტიკოსტეროიდები (ალერგიის და ანთების სამკურნალო), ანტიდეპრესანტები, მაგალითად სერეტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
- თუ თქვენ ღებულობთ ან მიიღეთ ბოლო 7 დღის განმავლობაში პრეპარატი სახელწოდებით ფუზიდის მჟავა (წამალი ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ) პერორალურად ან ინექციის გზით. ფუზიდის მჟავასა და პრეპარატის ტრინომია® კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემები (რაბდომიოლიზი).
- თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
o ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერი (არბ) (ასევე ცნობილი როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), კერძოდ, თუ გაქვთ თირკმელების დიაბეტური პრობლემები.
o ალისკირენი.
- თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეაიმოწმოთ თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა. იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ტრინომია“
- თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ გულის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, ტრინომია® შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი
- თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ნაკლებობა
- თუ თქვენ გაქვთ პოდაგრის განვითარების რისკი, რადგან აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია შეამციროს შარდმჟავას გამოყოფა. გარკვეულ პირობებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა.
- თქვენმა ექიმმა უნდა დანიშნოს სისხლის ანალიზი ტრინომიას® დაწყებამდე და რეგულარულად გაიმეოროს მკურნალობის დროს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შეამოწმოთ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ღვიძლი.
- თუ ბევრ ალკოჰოლს მოიხმართ
- თუ გაქვთ მძიმე სუნთქვის უკმარისობა
- თუ თქვენმა სხეულმა დაკარგა ბევრი მარილი ან სითხე (ავადმყოფობის გამო (მაგალითად, თან ახლავს ღებინება), დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, დიეტა დაბალი მარილით, დიურეზულების ხანგრძლივი გამოყენებისას ან დიალიზის შემდეგ)
- მკურნალობამდე, რომელიც მიმართულია ფუტკრის ან ვოსფის ნაკბენზე ალერგიის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია)
- თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით)
- თუ გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით კუნთებში აუხსნელ ტკივილს, მტკივნეულ მგრძნობელობას ან სისუსტეს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ იშვიათ შემთხვევებში, კუნთების პრობლემები შეიძლება იყოს სერიოზული, კუნთების ქსოვილების დაშლისა და თირკმლის დაზიანების ჩათვლით; და ძალიან იშვიათად შემთხვევები დაფიქსირდა ფატალური გამოსავალი.
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე. სათანადო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტები და სამკურნალო საშუალებები. ზოგიერთ პაციენტს აქვს კუნთების ქსოვილის დაშლის მომატებული რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გეხებათ ერთერთი შემდეგი დებულებებიდან:
- ადრე გქონდათ ინსულტი თავის ტვინის სისხლჩაქცევით ან თავის ტვინში სითხის მცირე დაგროვებით გადატანილი ინსულტების შემდეგ.
- თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები.
- თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
- თქვენ გქონიათ კუნთების პრობლემები სხვა ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს (მაგალითად, სხვა "-სტატინებით" ან "-ფიბრატებით").
- თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ კუნთების მემკვიდრეობითი დარღვევები.
- თქვენ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
- თქვენ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ, ექიმმა უნდა გაიაროს სისხლის ტესტი მკურნალობის დაწყებამდე და შესაძლოა მკურნალობის დროსაც, კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკის პროგნოზირებისთვის. ცნობილია, რომ კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა რაბდომიოლიზი, იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას (იხ. სხვა პრეპარატები და ტრინომია®).
სანამ იღებთ მოცემულ პრეპარატს, თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ ამ პრეპარატის მიღებისას, თუ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ მისი განვითარების რისკი. დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ ხართ, თუ სისხლში გლუკოზისა და ცხიმის დონე მაღალია, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.
ზოგადად რეკომენდებულია დეჰიდრატაციის, სხეულის სითხის და მარილის დონის შემცირების კორექტირება მკურნალობის დაწყებამდე (თუმცა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასეთი მაკორექტირებელი მოქმედება გულდასმით უნდა შეფასდეს მოცულობითი გადატვირთვის რისკთან მიმართებაში).
სხვა პრეპარატები და ტრინომია®
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება ღებულობდით ნებისმიერ სხვა პრეპარატებს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეპარატმა ტრინომია® შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატის ტრინომია® მოქმედებაზე.
ტრინომია® შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ამ ნივთიერებას შეუძლია ხელი შეუშალოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებას. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რამაც შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა:
- ანტიკოაგულანტებმა (როგორიცაა ვარფარინი და ჰეპარინი) და წამლებმა, რომლებიც ხსნიან თრომბებს, შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი. თვალყური ადევნეთ შიდა და გარე სისხლდენის ნიშნებს (როგორიცაა სისხლჩაქცევები) ამ პრეპარატებით მკურნალობამდე
- თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორებმა (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ სისხლის თრომბოციტების შეკავშირებას ან ადჰეზიას), როგორიცაა ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი, შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი.
- მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს კორტიზონს ან კორტიზონის ექვივალენტურ ნივთიერებებს, როგორიცაა პრედნიზონი (გარდა წამლებისა, რომლებიც გამოიყენება კანზე ან კორტიზონზე, გამოიყენება ადისონის დაავადების სამკურნალოდ), ზრდის არასასურველი ეფექტების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
- სხვა ტკივილგამაყუჩებლები ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; მედიკამენტები (არასტეროიდული ანალგეტიკები, როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაინი) და სხვა ანტირევმატული საშუალებები, როგორც წესი, ზრდის სისხლდენის და კუჭ-ნაწლავის წყლულების რისკს.
- მედიკამენტებმა სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად (ანტიდიაბეტური საშუალებები) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
- დიგოქსინი (გულის ფუნქციის გასაუმჯობესებელი პრეპარატი)
- მეთოტრექსატი (კიბოს და ზოგიერთი რევმატული დაავადების სამკურნალოდ)
- ვალპროის მჟავა კრუნჩხვების სამკურნალოდ (ეპილეფსია)
- სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალოდ) შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.
- ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ პაციენტებში)
- ვანკომიცინმა (ანტიბიოტიკმა) შეიძლება გამოიწვიოს სმენის პრობლემები
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გააუარესოს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება:
- სპეციალური პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის გამოყოფას (დიურეტიკები, ანტაგონისტები
ალდოსტერონი, როგორიცაა სპირონოლაქტონი და კანრენოატი, მარყუჟის შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა
ფუროსემიდი);
- მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას გამოყოფას (როგორიცაა პრობენეციდი და ბენზბრომარონი)
- იბუპროფენი: აცეტილსალიცილის მჟავას ანტითრომბოციტული ეფექტი შეიძლება იყოს დასუსტებული.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელზეც შეიძლება გავლენა იქონიოს აცეტილსალიცილის მჟავამ:
- ინტერფერონი-a: აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს მის აქტივობას;
- მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები (ლითიუმი)
- ანტაციდები (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი დარღვევების სამკურნალოდ)
- ბარბიტურატები (გამოიყენება კრუნჩხვითი დარღვევების სამკურნალოდ) ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
- ფენიტოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლისა და შარდის ტესტების შედეგებზე
ტრინომია® შეიცავს ატორვასტატინს და ამ ნივთიერებას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებას. ასევე, ზოგიერთმა წამალმა შეიძლება ხელი შეუშალოს ატორვასტატინის მოქმედებას. შესაძლებელია, რომ ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი ან სიმძიმე, მათ შორის მნიშვნელოვანი კუნთოვანი დარღვევების, რომელიც აღწერილია განყოფილებაში „განსაკუთრებული ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები“). აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება პაციენტებში ორგანოს გადანერგვის შემდეგ)
- ზოგიერთი ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოზაკონაზოლი, რიფამპინი
- თუ თქვენ გჭირდებათ ფუზიდის მჟავის პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყვიტოთ ტრინომიას® გამოყენება. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის არის უსაფრთხო ტრინომის® მიღების დაწყება. ტრინომის® გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4.
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ, როგორიცაა რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, საკვინავირი, ეფავირენცი, ტიპრანავირი / რიტონავირის კომბინაცია და სხვა.
- სხვა მედიკამენტები ლიპიდების დონის რეგულირებისთვის, მაგ.
გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი
- ზოგიერთი პრეპარატი C ჰეპატიტის სამკურნალოდ, როგორიცაა ტელაპრევირი ბოცეპრევირი და
ელბასვირის/გრაზოპრევირის კომბინაცია;
- კალციუმის არხის ზოგიერთი ბლოკატორი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის ან მაღალი წნევის დროს, როგორიცაა ამლოდიპინი, დილთიაზემი გულისცემის მარეგულირებელი მედიკამენტები, როგორიცაა დიგოქსინი, ვერაპამილი, ამიოდარონი;
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ატორვასტატინთან, მათ შორის ეზეტიმიბი (ამცირებს ქოლესტერინს), ვარფარინი (ამცირებს სისხლის შედედებას), ორალური კონტრაცეპტივები, სტირიპენტოლი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება), ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი), ციმეტიდინი (H2-ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტი), კოლხიცინი (გამოიყენება ჩიყვის სამკურნალოდ) და ანტაციდები (მედიკამენტები, რომლებიც ათავისუფლებს გულძმარვას, რომელიც შეიცავს ალუმინს ან მაგნიუმს)
- ურეცეფტოდ გაცემული კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები.
ტრინომია® შეიცავს რამიპრილს და ამ ნივთიერებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ზოგიერთის სხვა მედიკამენტების მოქმედებას. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რამიპრილის მოქმედებაზე. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი ეფექტების ალბათობა:
- კიბოს სამკურნალო საშუალებები (ქიმიოთერაპია)
- ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოების მიუთვისებლობის თავიდან ასაცილებელი სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ციკლოსპორინი.
- შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა ფუროსემიდი
- მედიკამენტები, რომლებიც ზრდის სისხლში კალიუმს, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად) სტეროიდული მედიკამენტები ანთებისთვის, როგორიცაა პრედნიზოლონი.
- ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის შესამცირებლად).
- პროკაინამიდი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევისთვის).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელსაც შეუძლია შეამციროს რამიპრილის ეფექტურობა:
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დაბალი წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა ეფედრინი, ნორეპინეფრინი ან ეპინეფრინი. თვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა.
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. რამიპრილს შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ მოქმედებაზე:
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა პერორალური გლუკოზის დამწევი პრეპარატები და ინსულინი. რამიპრილმა შეიძლება შეამციროს სისხლში გლუკოზის დონე. ტრინომიას® გამოყენებისას გულდასმით შეამოწმეთ თქვენი სისხლში შაქარი.
- ლითიუმი (ფსიქიკური დაავადებისთვის). რამიპრილმა შეიძლება გაზარდოს სისხლში ლითიუმის დონე. ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს ლითიუმის შემცველობა.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება:
თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია სათაურებში „არ მიიღოთ ტრინომია®“ და „სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები“). თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ტრინომიას® მიღებამდე.
პრეპარატი ტრინომია® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლი ზრდის კუჭ-ნაწლავის წყლულების და სისხლდენების რისკს. გარდა ამისა, ალკოჰოლს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი ეფექტები არტერიული წნევის შესამცირებლად გამოყენებულ სამკურნალო საშუალებებზე. ამიტომ პრეპარატის ტრინომია® მიღებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
გრეიფრუტის წვენი შეიცავს ერთ ან მეტ კომპონენტს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის მიერ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მათ შორის პრეპარატის ტრინომია® გამოყენებაზე. უნდა ერიდოთ ერთდროულად გრეიფრუტის წვენის მიღებას. სასურველია პრეპარატის ტრინომია® მიღება ჭამის შემდეგ (იხ. პუნქტი 3).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
არ მიიღოთ პრეპარატი ტრინომია® თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.
თუ თქვენ დაორსულდებით პრეპარატის ტრინომია® მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.
არ მიიღოთ პრეპარატი ტრინომია® თუ კვებავთ ძუძუთი.
შვილოსნობის ასაკის ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატის ტრინომია® მიღების დროს შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა. დიდი ალბათობით, სხვა სამკურნალო საშუალებებიდან პრეპარატზე ტრინომია® გადასვლისას ან უფრო მაღალი დოზის მიღებისას. თუ ეს ხდება, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტები ან მექანიზმები.
ტრინომია® შეიცავს ლაქტოზას და სოიოს ლეციტინს
ტრინომია® შეიცავს შაქარ ლაქტოზას. თუ გითხრეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
ტრინომია® შეიცავს სოიოს ზეთს. თუ თქვენ გაქვთ ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი.
პრეპარატის ტრინომია® გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღება
- მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად, სასურველია ჭამის შემდეგ.
- კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად, და დააყოლეთ წყალი.
- არ გახსნათ, არ დაჭყლიტოთ და არ დაღეჭოთ კაფსულები.
რეკომენდებული დოზა:
ჩვეულებრივი დოზაა - ერთი კაფსულა, დღეში ერთხელ.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაბამის დოზირებას თქვენი მდგომარეობის, მიმდინარე მკურნალობის და თქვენი პირადი რისკის სტატუსის შესაბამისად.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ტრინომია®
თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, შეიძლება იყოს სერიოზული ინტოქსიკაციის სიმპტომები.
აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ წადით უახლოესი საავადმყოფოს პირველი დახმარების განყოფილებაში. არ დაჯდეთ თავად საჭესთან, წაგიყვანოთ ვინმე სხვამ, ან დარეკეთ სასწრაფო დახმარებაში. თან წაიღეთ პრეპარატის პაკეტი, რომ ექიმმა იცოდეს რას ღებულობთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის ტრინომია® მიღება
- თუ თქვენ გამოტოვეთ მიღება, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა სქემით შემდეგი მიღების დროს.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის ტრინომია® მიღება
არ შეაჩეროთ და არ შეწყვიტოთ პრეპარატით ტრინომია® მკურნალობა, სანამ არ დაელაპარაკებით მკურნალ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
არასასურველი რეაქციების შეფასება ემყარება მათი განვითარების სიხშირის შემდეგ კლასიფიკაციას:
ძალიან ხშირად |
უვითარდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს |
ხშირად |
უვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს |
არც ისე ხშირად |
უვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს |
იშვიათად |
უვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს |
ძალიან იშვიათად |
უვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს |
უცნობია |
სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით |
შეწყვიტეთ პრეპარატის ტრინომია® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი სერიოზული არასასურველი რეაქციები - თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კუპრისებრი განავალი ან სისხლიანი ღებინება (კუჭის ძლიერი სისხლდენის ნიშნები).
- იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში. შესაძლებელია დაავადების შემდეგი სიმპტომები: დაბალი არტერიული წნევა, რესპირატორული დისტრესის შეტევები, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ალერგიული შოკი, სახის, ენისა და ხორხის შეშუპება (ქვინკეს შეშუპება).
- დაფიქსირდა იშვიათი ან ძალიან იშვიათი ინფორმაცია მძიმე სისხლდენის შესახებ, როგორიცაა თავის ტვინში სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევა და/ან ერთდროულად მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით (ხელს უშლიან სისხლის შედედებას), ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
- კუნთების ტკივილი, მტკივნეული მგრძნობიარობა, სისუსტე ან კრუნჩხვები. იშვიათ შემთხვევებში ეს კუნთების პრობლემები შეიძლება იყოს სერიოზული, კუნთების მხრივი დარღვევების ჩათვლით, რომლებიც იწვევენ თირკმელების დაზიანებას, და ძალიან იშვიათად დაფიქსირებულია სიკვდილის შემთხვევები.
- იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიები), მათ შორის სახის, ენისა და ყელის შეშუპება, რომელიც ართულებენ ყლაპვას ან სუნთქვას, და ასევე ქავილი და გამონაყარი.
- სერიოზული დაავადება კანის მძიმე აქერცვლითა და შეშუპებით, კანის, პირის ღრუს, თვალების, გენიტალიების შეშუპებითა და ცხელებით. გამონაყარი კანზე ვარდისფერ-წითელი ლაქებით, განსაკუთრებით ხელისგულების ან ფეხისგულების ზედაპირებზე, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს ბუშტუკებად.
- იშვიათად - ღვიძლის ანთება კანისა და თვალების გაყვითლებით, ქავილით, მუქი შეფერილობის შარდით ან ღია ფერის განავლით, ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათია).
-იშვიათად - პანკრეასის ანთება მუცლის ძლიერი ტკივილით.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ განიცდით:
- გულისცემის გახშირება, არათანაბარი ან ძლიერი გულისცემა, გულმკერდში ტკივილი, გულმკერდში შებოჭილობა ან უფრო სერიოზული პრობლემები, გულის შეტევისა და ინსულტის ჩათვლით.
- ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს ფილტვებში პრობლემების ნიშნები.
- სისხლჩაქცევების წარმოქმნა; ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, სისხლდენები; სისხლდენების ნებისმიერი ნიშნები (მაგალითად, ღრძილებიდან სისხლდენა); მეწამული ლაქები; ლაქები კანზე ან ინფიცირება თვალსაჩინო მიზეზის გარეშე; ყელის ტკივილი და ცხელება; დაღლილობის შეგრძნება; სისუსტე; თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის პრობლემების ნიშნები.
- მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის ნიშანი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება).
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ის შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას, ატორვასტატინის ან რამიპრილის მიღებასთან:
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მძიმეა ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება.
აცეტილსალიცინის მჟავა
ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- კუჭ-ნაწლავის მხრივი ჩივილები, როგორიცაა გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის მცირედი დაკარგვა (მიკრო-სისხლდენა).
არც ისე ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და წყლული.
- ტრინომიას® ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლატენტური სისხლის დაკარგვის გამო.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ისინი ძალიან იშვიათად პერფორირებენ ენდოთელიუმის ფენებს.
- კუჭ-ნაწლავის ანთება.
- კანის რეაქციები.
იშვიათად - ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში):
- სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, სისხლდენა კანიდან ან სისხლდენა საშარდე გზებსა და რეპროდუქციულ ორგანოებში, რაც ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლდენის დროის მატებასთან. ეს ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შემდეგ 4-დან 8 დღემდე.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს10000-დან 1 ადამიანში):
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების ინდიკატორების გაზრდილი მნიშვნელობები.
- თირკმლის დისფუნქცია.
- სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
- აცეტილსალიცილის მჟავა მცირე დოზებით ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას გარკვეულ გარემოებებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა ამ რისკის მქონე პაციენტებში.
- კანის გამონაყარი ცხელებით და ლორწოვანი გარსით (ერითემა მულტიფორმული)
უცნობი (სიხშირე შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფსიქიკური დაავადება, სმენის დაქვეითება ან ყურებში ზუზუნი (ყურებში ხმაური), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების სიმპტომები (იხ. ნაწილი „თუ იღებთ საჭიროზე მეტ ტრინომიას®“).
ატორვასტატინი
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა გარკვეული სტატინების (იგივე ტიპის წამლების) გამოყენებისას:
- სექსუალური დისფუნქცია.
- დეპრესია.
- სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა ან ქოშინი, ან ცხელება. შაქრიანი დიაბეტი. უფრო სავარაუდოა, თუ გაქვთ სისხლში გლუკოზისა და ცხიმის მაღალი დონე, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი წნევა. თქვენი გააკონტროლებს ყველა ამ პარამეტრს პრეპარატის მიღებისას.
ხშირად (უვლინდება 10-დან 1 ადამიანს):
- ცხვირის გასავლების ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა.
- ალერგიული რეაქციები.
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება (თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ გლუკოზის დონის ყურადღებით მონიტორინგი), სისხლში კრეატნიკინაზას შემცველობის გაზრდა.
- თავის ტკივილი.
- გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა.
- სახსრების ტკივილი, კუნთების და ზურგის ტკივილი.
- სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე.
არც ისე ხშირად (უვითარდება 100-დან 1 ადამიანს):
- ანორექსია (მადის დაკარგვა), წონის მომატება, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება (თუ გაქვთ დიაბეტი, თქვენ უნდა გააგრძელოთ გლუკოზის კონცენტრაციის საფუძვლიანად კონტროლი).
- კოშმარული სიზმრები, უძილობა.
- ხელის და ფეხის და თითების დაბუჟება ან ჩხვლეტა, ტკივილის ან შეხების შეგრძნების შემცირება, გემოს მგრძნობელობის ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა.
- ბუნდოვანი მხედველობა.
- ხმაური ყურებში და/ან თავში
- ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის ზედა და ქვედა ნაწილში, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც იწვევს მუცლის ტკივილს).
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება).
- გამონაყარი, კანზე გამონაყარი და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა.
- კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა.
- დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, სისუსტე, ტკივილი გულმკერდში, კოჭ-წვივის სახსრების შესიება (შეშუპება), მომატებული ტემპერატურა.
- ლეიკოციტების არსებობა შარდის ანალიზში.
იშვიათად (უვლინდება 1000-დან 1 ადამიანს):
მხწედველობის დარღვევა.
ხელებისა და ფეხების თითების დაბუჟება ან გაწითლება.
მოულოდნელი სისხლდენა ან სიხლცაქცევები.
ქოლესტაზი (კანისა და თვალის კაკლების სიყვითლე).
მყესების დაზიანება.
ძალიან იშვიათად (უვლინდება 10000-დან 1 ადამიანს):
- ალერგიული რეაქცია - სიმპტომებში შეიძლება მოიცავდეს უეცარ ხმაურიან სუნთქვას, ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს.
- თმის ცვენა.
- გინეკომასტია (მკერდის ზრდა მამაკაცებში და ქალებში).
- ღვიძლის მძიმე პრობლემები.
უცნობი (სიხშირე არ დგინდება არსებული მონაცმების საფუძველზე):
- კუნთების მუდმივი სისუსტე.
რამიპრილი
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):
- თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება.
- თავბრუსხვევა. ალბათობა მაღალია, თუ თქვენ დაიწყეთ პრეპარატის ტრინომია მიღება ან დაიწყეთ უფრო მაღალი დოზის მიღება.
- გულის წასვლა, ჰიპოტენზია (ანომალურად დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით ფეხზე მკვეთრად წამოდგომისას, ან დაჯდომისას.
- მშრალი ხველა, ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი.
- ტკივილი კუჭში ან ნაწლავებში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, ცუდი თვითგრძნობა.
- გამონაყარი კანზე, შეშუპებული ადგილებით ან მათ გარეშე.
- გულკერდში ტკივილი.
- კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი.
- თქვენი სისხლის ანალიზების შედეგები, რომლებიც ადასტურებენ კალიუმის მაღალ შემცველობას.
არც ისე ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
- წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო).
- ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა ან კანის დასუსხვა (პარესთეზია).
- გემოვნების დაკარგვა ან შეცვლა.
- ძილის დარღვევა.
- დეპრესია, შფოთვის შეგრძნება, ნევროზულობა (ჩვეულებრივზე მეტად) ან მოუსვენრობა.
- ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გამწვავება.
- ნაწლავების შებერვა, სახელწოდებით „ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება“, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა.
- გულძმარვა, ყაბზობა ან პირის სიმშრალე.
- უფრო ხშირი შარდვა დღის განმავლობაში.
- ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობა.
- მადის შემცირება ან დაკარგვა (ანორექსია).
- გახშირებული პულსი ან არითმია.
- შეშუპებული ხელები და ფეხები. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენი ორგანიზმი ჩვეულებრივზე მეტ წყალს აკავებს.
- ჰიპერემია (ალები).
- ბუნდოვანი მხედველობა.
- სახსრების ტკივილი.
- ცხელება.
- მამაკაცების სექსუალური უძლურება, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში.
- ზოგიერთი ლეიკოციტის რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია, რომელიც აღმოჩნდება სისხლის ანალიზით.
- სისხლის ანალიზები, რომლებიც ასახავენ ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების ფუნქციის ცვლილებებს.
იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 ადამიანს):
- ჟრუანტელის შეგრძნება ან გონების არევა.
- წითელი შეშუპებული ენა.
- კანის ძლიერი აშრევება ან აქერცლა, ქავილი, აქტინომიკოზური გამონაყარი.
- ფრჩხილების პრობლემები (მაგ., ფრჩხილის განშრევება, ან მისი აწერცვლა ფრჩხილის ბუდიდან).
- კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები.
- ლაქები კანზე და ცივი კიდურები.
- წითელი, მქავანა, შეშუპებული ან ცრემლმდენი თვალები.
- სმენის დაქვეითება და ყურებში ზუზუნი.
- სისუსტის შეგრძნება.
- სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის, ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 ადამიანში):
- მზის სინათლის მიმართ უჩვეულოდ მომატებული მგრძნობელობა.
უცნობია (მიღებული მონაცემებიდან სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
- ყურადღების დარღვევა.
- შესიებული პირი.
- სისხლის ანალიზები ადასტურებს ძალიან ცოტა უჯრედების არსებობას.
- სისხლის ანალიზებში ნატრიუმის შემცველობა ჩვეულებრივზე ნაკლებია.
- როდესაც გცივათ, ხელის და ფეხის თითები იცვლიან ფერს, ხოლო შემდეგ გათბობისას გრძნობთ ჩხვლეტას ან ტკივილს (რეინოს ფენომენი).
- მკერდის გადიდება მამაკაცებში.
- ნელი ან დარღვეული რეაქციები.
- წვის შეგრძნება.
- ყნოსვის შეცვლა.
- თმის ცვენა.
არასასურველი ეფექტები დაკავშირებული ტრინომიას® (აცეტილსალიცილის მჟავა, ატორვასტატინი ან რამიპრილი) მიღებასთან:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები, როგორიცაა გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის უმნიშვნელო დანაკარგი (მიკროსისხლდენა).
ხშირად (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
- ცხვირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა.
- მშრალი ხველა, სინუსის ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი.
- მკერდის ტკივილი.
- ყაბზობა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა.
- ტკივილი კუჭში ან ნაწლავებში, ტკივილები.
- თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება.
- თავბრუსხვევა. დიდი ალბათობით, თუ დაიწყეთ ტრინომიას® მიღება ან დაიწყეთ უფრო მაღალი დოზების მიღება.
- გულღონება, ჰიპოთენზია (ანომალიურად დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკვეთრად დგებით ან ჯდებით.
- ალერგიული რეაქციები.
- გამონაყარი კანზე შეშუპების უბნებით ან მის გარეშე.
- კრუნჩხვები ან კუნთების ტკივილი.
- ტკივილი სახსრებში და ზურგში.
- სისხლის ანალიზი, რომელიც აჩვენებს ცვლილებებს ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების ფუნქციონირებაში.
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება (თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ ფრთხილად გლუკოზის დონის მონიტორინგი), სისხლში კრეატინკინაზის შემცველობის მომატება.
- თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც მიუთითებს კალიუმის მაღალ შემცველობაზე.
არც ისე ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
- კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და წყლულები, მაგრამ ძალიან იშვიათად ენდოთელიუმის პერფორაცია.
- კუჭ-ნაწლავის ანთება.
- ანორექსია (მადის დაკარგვა), მადის დაქვეითება, წონის მომატება, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება (თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა გააგრძელოთ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი).
- ყაბზობა, ტკივილი მუცლის ზედა და ქვედა არეში, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს კუჭის ტკივილს).
- ნაწლავების შეშუპება, რომელსაც ეწოდება "ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება", სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა.
- ტრინომიას ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლატენტური სისხლის დაკარგვის გამო.
- კანის რეაქციები.
- გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა.
- კოშმარები, უძილობა.
- ძილის დარღვევა.
- თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელებისა და ფეხების თითებში, ტკივილის ან შეხების შეგრძნების დაქვეითება, გემოს მგრძნობელობის ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა.
- წონასწორობის დაკარგვა (ვერტიგო).
- ბუნდოვანი მხედველობა.
- ხმაური ყურებში ან/და თავში.
- გემოვნების დაკარგვა ან შეცვლა.
- ქავილი და კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვის შეგრძნება ან კანზე „ჭიანჭველების“ შეგრძნება (პარესთეზია).
- დეპრესია და შფოთვის გრძნობა, ნერვიულობა (ჩვეულებრივზე მეტი) ან შფოთვა.
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება).
- კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა.
- დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, სისუსტე, შეშუპება, განსაკუთრებით ტერფის სახსრებში (შეშუპება), ცხელება.
- ცხვირის გაჭედვა, ქოშინი ან ასთმის გაუარესება.
- პირის სიმშრალე.
- ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობა.
- დღის განმავლობაში უფრო ხშირი შარდვა.
- შეშუპებული ხელები და ფეხები. ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული ჩვეულებრივზე მეტ წყალს იკავებს.
- ჰიპერემია (ალები).
- Ცხელება.
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
- მამაკაცების სექსუალური უუნარობა, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებში ან ქალებში.
- ლეიკოციტების არსებობა შარდის ანალიზში.
- ზოგიერთი ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა (ეზინოფილია), აღმოჩენილი სისხლის ანალიზის დროს.
- სისხლის ანალიზები, ღვიძლის ფუნქციის, პანკრეასისა და თირკმელების დემონსტრაციული ცვლილებები.
იშვიათად - ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს):
- სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, სისხლდენა კანიდან ან სისხლდენა საშარდე გზებში და რეპროდუქციულ ორგანოებში, რაც ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლდენის დროის მატებასთან. ეს ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შემდეგ 4-დან 8 დღემდე.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს):
- ხელისა და ფეხის თითების დაბუჟება ან ჩხვლეტა.
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა.
- ქოლესტაზი (კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება).
- მყესების დაზიანება.
- ჟრუანტელის შეგრძნება ან დაბნეულობა.
- წითელი, შეშუპებული ენა.
- კანის ძლიერი აქერცვლა ან სიმშრალე, ქავილი, აქტინომიკოზური გამონაყარი.
- ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ. ფრჩხილის გაყოფა, ან ფრჩხილისფუძიდან აქერცვლა).
- ლაქები კანზე და ცივი კიდურები.
- წითელი, ქავილიანი, შეშუპებული ან ცრემლმდენი თვალები.
- სმენის დაქვეითება.
- სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების, ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10000-დან 1 ადამიანს):
- ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაზრდილი მნიშვნელობები.
- ღვიძლის მძიმე დისფუნქცია.
- აცეტილსალიცილის მჟავა მცირე დოზებით ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას. გარკვეულ პირობებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა ამ რისკის მქონე პაციენტებში.
- ალერგიული რეაქცია - სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ხიხინს, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს.
- ჩვეულებრივზე მეტი მგრძნობელობა მზის მიმართ.
- თმის ცვენა.
- გინეკომასტია (მკერდის გადიდება მამაკაცებსა და ქალებში).
უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
- ყურადღების დარღვევა.
- შეშუპებული პირი.
- სიცივეზე ხელისა და ფეხის თითები ფერს იცვლის, შემდეგ კი როცა თბება, იგრძნობა ჩხვლეტა ან ტკივილი (რეინოს ფენომენი).
- დაგვიანებული ან დაქვეითებული რეაქციები.
- წვის შეგრძნება.
- ყნოსვის ცვლილება.
- თქვენი სისხლის ანალიზი აჩვენებს, რომ თქვენს სისხლში ძალიან ცოტა უჯრედია.
- სისხლის ანალიზი აჩვენებს ნატრიუმის ნორმაზე დაბალ დონეს სისხლში.
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- სექსუალური დისფუნქცია.
- დეპრესია.
- სუნთქვის პრობლემები, ხველის, ქოშინის, ან ცხელების ჩათვლით.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამკურნალო პრეპარატის რისკისა და სარგებლის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგი.
პაციენტებს ურჩევენ მიმართონ ექიმს გვერდითი რეაქციის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში ან არ არის მითითებული მასში.
ჯანდაცვის სპეციალისტებს მოუწოდებენ შეატყობინონ სამკურნალო პროდუქტის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ, რესპუბლიკურ უნიტარულ საწარმოში "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი" (იხ. განყოფილება "არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მისამართზე").
პრეპარატის ტრინომია® შენახვა
შეინახეთ პრეპარატი არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღია მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
პაკეტის შედგენილობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტრინომია®
ტრინომია® კაფსულები 100 მგ / 20 მგ / 10 მგ
თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას, 20 მგ ატორვასტატინს (რაც ექვივალენტურია 21,69 მგ ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის) და 10 მგ რამიპრილს.
ცნობილი მოქმედების მქონე დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს 73,61 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და 0,48 მგ სოიოს ლეციტინს.
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა 101; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი A ტიპის; ტალკი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; პრეჟელატინირებული სახამებელი 1500; კალციუმის კარბონატი; ჰიპროლოზა; პოლისორბატი 80; კროსპოვიდონი A ტიპის; კოლოიდური უწყლო სილიციუმი; მაგნიუმის სტეარატი; ჰიპრომელოზა 2910; მიკროკრისტალური ცელულოზა 200; ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
ტაბლეტის აპკისებრი გარსი:
ოპადრაი АВМ თეთრი OY-B-28920, რომელიც შეიცავს პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს(E171), ტალკს, სოიოს ლეციტინს, ქსანტანურ ფისს;
ოპადრაი მწვანე 06O21881, რომელიც შეიცავს ტიტანის დიოქსიდს (E171), ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ჰიპრომელოზას 6 cP, ჰიპრომელოზას 15 cP, ტრიეთილციტრატს, პოვიდონს, რკინის შავ ოქსიდს (E172);
ოპადრაი ABM ყვითელი 80W32039 (100/20 /2,5 მგ დოზირებისთვის)/ 80W32656 (100/20/5 მგ დოზირებისთვის) / 80W32880 (100/20/10 მგ დოზირებისთვის), რომელიც შეიცავს პოლივინლის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), სოიოს ლეციტინს, ქსანტანურ ფისს.
კაფსულის გარსი (ფიქსირებული კომბინაციისთვის 100/20/10):
ჟელატინი; ტიტანის დიოქსიდი (E171); რკინის ოქსიდი წითელი (E172); შავი მელნი, რომელიც შეიცავს Shellac-მინანქარს-45% ეთანოლში, რკინის შავ ოქსიდს (E172), პროპილენგლიკოლს, ამონიუმის ჰიდროქსიდს 28%.
სამკურნალო პრეპარატის ტრინომია® აღწერა
კაფსულები.
აღწერა
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით 0, რომელიც შედგება ღია ვარდისფერი კორპუსისგან და თავსახურისგან, თავსახურზე მარკირებით "AAR 100/20/10". კაფსულების შიგთავსია ორი 50 მგ აცეტილსალიცილის მჟავას ტაბლეტი, ორი 10 მგ ატორვასტატინის ტაბლეტი და ერთი 10 მგ რამიპრილის ტაბლეტი (ფიქსირებული კომბინაციისთვის 100 მგ /20 მგ /10მგ).
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით 0, რომელიც შედგება ღია ნაცრისფერი კორპუსისგან და ღია ვარდისფერი თავსახურისგან, თავსახურზე მარკირებით "AAR 100/20/5". კაფსულების შიგთავსია ორი 50 მგ აცეტილსალიცილის მჟავას ტაბლეტი, ორი 10 მგ ატორვასტატინის ტაბლეტი და ერთი 5 მგ რამიპრილის ტაბლეტი (ფიქსირებული კომბინაციისთვის 100 მგ / 20 მგ / 5 მგ).
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით 0, რომელიც შედგება ღია ნაცრისფერი კორპუსისგან და თავსახურისგან, თავსახურზე მარკირებით "AAR 100/20 /2.5". კაფსულების შიგთავსი - ორი 50 მგ აცეტილსალიცილის მჟავას ტაბლეტი, ორი 10 მგ ატორვასტატინის ტაბლეტი და ერთი 2,5 მგ რამიპრილის ტაბლეტი (ფიქსირებული კომბინაციისთვის 100მგ/ 20მგ/2,5 მგ).
კაფსულის შიგთავსის აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით და ერთ მხარეს "AS" მარკირებით (აცეტილსალიცილის მჟავას ტაბლეტი).
მომწვანო-მოყავისფრო ფერის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით და ერთ მხარეს "AT" მარკირებით (ატორვასტატინის ტაბლეტი).
ღია ყვითელი ფერის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით და ერთ მხარეს "R2" მარკირებით (რამიპრილის ტაბლეტი დოზით 2,5 მგ).
ღია ყვითელი ფერის აპკისებრი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით და ერთ მხარეს "R5" მარკირებით (რამიპრილი ტაბლეტი დოზით 5მგ).
ღია ყვითელი ფერის, აპკისებრი გარსით დაფარულიტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით და ერთ მხარეს "Rl" მარკირებით (რამიპრილის ტაბლეტი დოზირებით10 მგ).
შეფუთვა
7 კაფსულა მოთავსებულია OPA/Al/PVC/Al ბლისტერში. 4 შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
Ferrer Internacional, S.A., Gran Via Carlos III, 94 08028, Barcelona, Spain
ფერრერ ინტერნასიონალ, ს.ა., გრან ვია კარლოს III, 94 08028, ბარსელონა, ესპანეთი
Form | სპრეი |
---|---|
Units | 28 |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account