Clamicantr - ქლამიკანტრი 1.6გ 10 სანთელი
ჩვენება:ტრიქომონიაზი,გენიტალური ჰერპესი ,ციტომეგალოვირუსი,ურეაპლაზმოზი ,ბაქტერიული ვაგინოზი.
სავაჭრო დასახელება :
ქლამიკანტრი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :
მეტრონიდაზოლი + აციკლოვირი + ფურაზოლიდონი
Metronidazol+Acyclovir +Furazolidon
წამლის ფორმა : ვაგინალური სუპოზიტორია
შემადგენლობა :
ერთი სუპოზიტორია შეიცავს :
აქტიური ნივთიერებები
მეტრონიდაზოლი 200 მგ
აციკლოვირი 100 მგ
ფურაზოლიდონი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები : ვიტეპსოლი - H15
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანთების საწინააღმდეგო , ანტივირუსული , ანტიმიკრობული , სოკოს საწინააღმდეგო დაანტიპროტოზული საშუალება .
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკა :
ქლამიკანტრი ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატია ; გამოიყენება გინეკოლოგიურპრაქტიკაში . პრეპარატი ხასიათდება ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრით ( ანტივირუსული ,იმუნომამოდულირებელი , ანთების საწინააღმდეგო ) ეფექტურია ინფექციების სამკურნალოდ :ჰერპესული ინფექცია , ურეთრიტები , არასპეციფიკური კანდიდოზური და სპეციფიკური გონორეულივაგინიტები და ვაგინოზები . პრეპარატი ეფექტურია ციტომეგალოვირუსისა და სხვა ვირუსების მიმართ .დადგენილია პრეპარატის მაღალი ანტიტრიქომონადური აქტივობა .
მეტრონიდაზოლი – ანტიპროტოზოული , ანტიბაქტერიული საშუალებაა . მიკრობულ უჯრედშიმეტრონიდაზოლის ნიტროჯგუფი გარდაიქმნება ჰიდროქსილამინად , რომელიც მოქმედებს მიკრობებისდნმ - ზე და იწვევს მათ განადგურებას . აქტიურია Trichomonas vaginalis, Entamoeba histolyca - სმიმართ , ასევე ანაერობული , მათ შორის ანაერობული გრამუარყოფითი ბაცილების ( Bacteroides spp., Bacteroides fragilis, Fusobacterium spp. ჯგუფის ჩათვლით ); ანაერობული გრამდადებითი ბაცილების( Clostridium spp. da Eubacterium - ის მგრძნობიარე შტამები ) ანაერობული გრამდადებითი კოკების (Peptococcus spp. და Peptostreptococcus spp. ჩათვლით ) მიმართ .
აციკლოვირი – ანტივირუსული საშუალებაა . ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში შეღწევისას ახდენსფოსფორილირებას აქტიური ნივთიერება აციკლოვირის ტრიფოსფატამდე , ვირუსული თიმიდინკინაზისმეშვეობით . აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ვირუსული დნმ - პოლიმერაზასარასპეციფიკური ინჰიბიტორი და სუბსტრატი და ხელს უშლის ვირუსული დნმ - ის სინთეზს მასპინძელიუჯრედების დაუზიანებლად .
ფურაზოლიდონი ანტიმიკრობული საშუალებაა , ნიტროფურანების წარმოებული . აქტიურიაგრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობების მიმართ , Trichomonas spp., Giardia lamblia . სუსტადმოქმედებს ჩირქოვანი და ანაერობული ინფექციის გამომწვევებზე . მიკროორგანიზმების მდგრადობავითარდება ნელა . ახდენს MAO - ს ბლოკირებას . ნიტროფურანები არღვევენ მიკროორგანიზმებისუჯრედული სუნთქვის პროცესებს , თრგუნავენ სამნახშირბადიან მჟავათა ციკლს ( კრებსის ციკლი ),აგრეთვე თრგუნავენ მიკროორგანიზმების სხვა ბიოქიმიურ პროცესებს , რის შედეგადაც ხდება მათიგარსების ან ციტოპლაზმური მემბრანის რღვევა .
ფარმაკოკინეტიკა :
ინტრავაგინური და რექტალური გამოყენებისას ხდება მეტრონიდაზოლის სისტემური აბსორბცია .მეტრონიდაზოლი თითქმის სრულად მეტაბოლიზირდება ღვიძლში არააქტიური წარმოებულებისჩამოყალიბებით . გამოთავისუფლება : T1/2 შეადგენს 8 სთ . მეტრონიდაზოლი გამოიყოფა უპირატესადშარდით .
მონაცემები აციკლოვირის და ფურაზოლიდონის სისტემური აბრობციის შესახებ ინტრავაგინური ანრექტალური შეყვანისას არ არის .
ჩვენება :
ქლამიკანტრი გამოიყენება ქალებში სასქესო სისტემის ინფექციურ - ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს ვაგინურად :
- ტრიქომონიაზი ;
- გენიტალური ჰერპესი ;
- ციტომეგალოვირუსი ;
- ურეაპლაზმოზი ;
- ბაქტერიული ვაგინოზი
ქლამიკანტრი გამოიყენება მამაკაცებში სასქესო სისტემის ინფექციურ - ანთებითი დაავადებებისკომპლექსური თერაპიის დროს რექტალურად :
- ტრიქომონიაზი ;
- ქლამიდიოზი ;
- გენიტალური ჰერპესი ;
- ციტომეგალოვირუსი ;
- ურეაპლაზმოზი
უკუჩვენება :
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს , ასევეფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში .
გაფრთხილება :
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის .
გვერდითი ეფექტი :
იშვიათად : თავბუსხვევა , გულისრევა , უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში .
გამოყენება და დოზები :
პრეპარატი ქლამიკანტრი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის , ასევე კომპლექსური თერაპიის დროს :
- ქალებში ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს გამოიყენება თითო სუპოზიტორიადილა - საღამოს ვაგინურად , პირველი ხუთი დღის განმავლობაში ; მომდევნო ათი დღისგანმავლობაში დღეში თითო სუპოზიტორია ;
- მამაკაცებში ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს გამოიყენება თითო სუპოზიტორიადილა - საღამოს რექტალურად , პირველი ხუთი დღის განმავლობაში ; მომდევნო ათი დღისგანმავლობაში დღეში თითო სუპოზიტორია ;
- პროფილაქტიკური კურსის სახით ქალებში , დღეში ერთი სუპოზიტორია ვაგინურად ,საღამოს , ათი დღის განმავლობაში .
- პროფილაქტიკური კურსის სახით მამაკაცებში , დღეში ერთი სუპოზიტორია რექტალურად ,საღამოს , ათი დღის განმავლობაში .
დაავადების ქრონიკული ფორმების მკურნალობის დროს პრეპარატი კარგად შეთავსებადია სხვასამკურნალო საშუალებებთან ( ვაგინური ტაბლეტები , ლინიმენტები ).
ჭარბი დოზირება :
ჭარბი დოზირების საშიშროება დგება არამიზანმიმართული გამოყენებისას .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
ქლამიკანტრი კარგად შეთავსებადია ყველა იმ სამკურნალო საშუალებასთან , რომელიც გამოიყენებააღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ ( ანტიბიოტიკები , გლუკოკორტიკოსტეროიდები ,იმუნოსუპრესორები )
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს :
არ არის რეკომენდებული
გამოშვების ფორმა :
#10 1.6 გრ სუპოზიტორია ბლისტერზე , მუყაოს კოლოფში , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
შენახვის პირობები :
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბნელ ადგილზე 4 - 10 ° C ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე
ვარგისიანობის ვადა :
12 თვე გამოშვების თარიღიდან .
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ .
გაცემის პირობა : ექიმის რეცეპტით .
მწარმოებელი : შ . პ . ს . ,, გეომედი ”
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account