აკატინოლი 10მგ 90 ტაბლეტი

115,45 ლ
მარაგშია
SKU
47070_580

ჩვენება: ალცჰაიმერის ტიპის დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია, ყველანაირი სიმძიმის შერეული ტიპის დემენცია.

შემადგენლობა:
 
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 90 ცალი.
1 შემოგარსული ტაბლეტი:
მემანტინის ჰიდროქლორიდი 10 მგ
 დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა - 174.75მგ,
მიკროკრისტალური ცელულოზა - 52,1მგ
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი - 1,25მგ
თალკი - 11,15მგ 
მაგნიუმის სტეარატი - 0,75მგ 
გარსი:
მეთაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტიპი ჩ - 1,449მგ 
ნატრიუმის ლაურილ სულფატი - 0,01მგ 
პოლისორბატ 80 - 0,034მგ
თრიაცეტინი - 0,15მგ; 
სიმეთიკონის ემულსია - 0,007მგ 
თალკი - 0,35მგ 
 აღწერილობა:
ტაბლეტები დაფარულია აპკიანი გარსით - თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, ორივე მხარეს გამყოფი ზოლით.
 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დემენციის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:
ფარმაკოდინამიკა:
წარმოადგენს რა N-მეთილ-D- ასპარტატის  (NMDA) რეცეპტორების არაკონკურენტულ ანტაგონისტს, ახდენს გლუტამინერგული სისტემის მოდულირებას, არეგულირებს იონების ტრანსპორტს, ახშობს კალციუმის არხებს, აწესრიგებს მემბრანულ პოტენციალს და აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.
აუმჯობესებს კოგნიტიურ პროცესებს და ზდრის ყოველდღიურ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-6 საათის განმავლობაში. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება. პრეპარატი გამოიყოფა ორფაზიანი გზით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი პირველ ფაზაში შეადგენს 4-9 საათს, ხოლო მეორე ფაზაში- 40-65 საათს. პრეპარატი გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენება: 
- ალცჰაიმერის ტიპის დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია, ყველანაირი სიმძიმის შერეული ტიპის დემენცია. 
უკუჩვენება: 
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის ბავშვები (არასაკმარისი მონაცემების გამო). განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზის, ეპილეფსიის, კრუნჩხვების (მათ შორის ანამნეზში), მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზა:
შიგნით მისაღებად, ინიშნება ჭამის დროს. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. 
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მინიმალური ეფექტური დოზით. 
მოზრდილთა დემენციის დროს
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5მგ/დღეში, მეორე კვირის განმავლობაში-10 მგ/დღეში, მესამე კვირის განმავლობაში- 15-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის ყოველკვირეული ზრდა 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს.
ოპტიმალური დოზა თანდათანობით მიიღწევა, ყოველკვირეულად დოზის გაზრდის შემთხვევაში. 

მთლიანად ორგანიზმის მხრივ – ზოგადი გვერდითი მოვლენები

ხშირი

იშვიათი


თავის ტკივილი

დაღლილობა


ინფექციები

იშვიათი
სოკოვანი ინფექციები
ფსიქიკური დარღვევები


ხშირი

იშვიათი

იშვიათი

სიხშირე არ არის დადგენილი


ძილიანობა

გონების გაფანტვა

ჰალუცინაციები1

ფსიქოზური დარღვევები2

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ


იშვიათი

იშვიათი
არც ისე ხშირი


ჰიპერტენზია

ვენების თრომბოზი/

თრომბოემბოლია

გულის უკმარისობა

სასუნთქი სისტემის დარღევვა ხშირი ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი

იშვიათი

სიხშირე არ არის დადგენილი

ყაბზობა

გულისრევა, ღებინება

პანკრეატიტი2


ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები

 

იშვიათი

იშვიათი
ძალიან იშვიათი

 

თავბრუსხვევა

მოძრაობის დარღვევა

კრუნჩხვები


გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება კლინიკური გამოვლინებების (განსაზღვრული ორგანოთა სისტემების დაზიანების შესაბამისად) და გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (> 1/10), ხშირი (> 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირი (> 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე არ არის დადგენილი (გვერდითი მოვლენების სიხშირის შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს).

 

1 ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში ჰალუცინაციები ძირითადად ვლინდება დემენციის მძიმე სტადიაში. 

2 კლინიკურ პრაქტიკაში ამ პრეპარატის გამოყენებისას არსებობს აღნიშნული მოვლენის განვითარების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები (მონაცემები მიღებულ იქნა პრეპარატის გაყიდვის შემდგომ).

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: გვერდითი მოვლენები განსაკუთრებულად არის გამოხატული.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

L-დოფასთან, დოფამინის აგონისტებთან, ანტიქოლინერგულ საშუალებებთან  კომბინირებული მიღებისას ამ უკანასკნელთა მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ბარბიტურატებთან და ნეიროლეპტიკებთან  კომბინირებული გამოყენებისას ამ უკანასკნელთა მოქმედება შეიძლება შემცირდეს. კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება შეცვალოს (გააძლიეროს ან შეამციროს) დანტროლენის ან ბაკლოფენის მოქმედება, ამიტომ პრეპარატის დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. თავიდან უდა იქნეს აცილებული კომბინირებული მიღება ამანტადინთან, კეტამინთან და დექსამეტოფანთან ერთად. მემანტინთან ერთდროულად გამოყენების დროს პლაზმაში შესაძლებელია მოიმატოს ციმეტიდინის, პროკაინამიდის, ქინიდინის, ქინინის და ნიკოტინის დონემ. 

მემანტინთან ერთდროულად მიღების დროს შეიძლება შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის დონე. 

განსაკუთრებული მითითებები:

ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებში დემენციის ზომიერი და მძიმე  სტადიის დროს ხშირად დარღვეულია  მანქანისა და რთული მექანიზმების მართვის უნარი. გარდა ამისა, მემანტინს შეუძლია რეაქციის სიჩქარის შეცვლა, ამიტომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულ პირობებში, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დროს.

შენახვის ვადა:

4 წელი.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის შესაბამისად.

 

მეტი ინფორაცია
Units 90
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy