Amytriptiline - ამიტრიპტილინი 25 მგ 50 ტაბლეტი

8,63 ლ
მარაგშია
SKU
8222_375
ამიტრიპტილინი ტრიციკლური ანტიდეპრესანტია ; გამოყენებულია ნებისმიერი ტიპის დეპრესიების შემთხვევაში ; ეფექტურია აგრეთვე ბავშვებში ღამის უნებლიე შარდვის შემთხვევაში .

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები , შეიცავს ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდს 25 მგ თითოეულ ტაბლეტში .

    

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ტრიციკლური ანტიდეპრესანტი

 

გამოყენების ჩვენებები :

ამიტრიპტილინი ტრიციკლური ანტიდეპრესანტია ; გამოყენებულია ნებისმიერი ტიპის

დეპრესიების შემთხვევაში ; ეფექტურია აგრეთვე ბავშვებში ღამის უნებლიე შარდვის

შემთხვევაში .

 

უკუჩვენება :

ჭარბი მგრძნობელობა პრეპარატისადმი ; მიღება დაუშვებელია მიოკარდიუმის ფუნქციის აღდგენისადრეულ ფაზაში ; არ ენიშნებათ ავადმყოფებს მაო - ინჰიბიტორებთან ერთდროულად ან მათიშეწყვეტიდან 14 დღეზე ნაკლებ ვადებში . თავის მხრივ , რამდენიმე დღით დაყოვნებაა აუცილებელიტრიციკლიური ანტიდეპრესანტის შეწყვეტისა და მაო - ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე .

 

ზემოქმედება მანქანა - დანადგარების მართვის უნარზე :

ამიტრიპტილინმა შეიძლება ყურადღება დააქვეითოს , ამიტომ ტრანსპორტისა და მანქანა - დანადგარებისმართვა რეკომენდებული არ არის . ამიტრიპტილინის გავლენით იზრდება ალკოჰოლისადმიმგრძნობელობა ;

 

უკუჩვენება

სიფრთხილითაა საჭირო ამიტრიპტილინის გამოყენება გულის დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში ,განსაკუთრებით რითმის დარღვევისა ან ახლად გადატანილი ინფარქტის დროს , აგრეთვე , ეპილეფსიისადა ღვიძლის დაავადებების დროს . ანტიქოლინერგული მოქმედების გამო ამიტრიპტილინის გამოყენებადაუშვებელია გლაუკომის შემთხვევაში და აგრეთვე , შარდის მოსალოდნელი რეტენციის შემთხვევაში .

 

სიფრთხილე :

შარდმა შეიძლება მოლურჯო - მომწვანო შეფერილობა მიიღოს . სიფრთხილით ენიშნებათ თირკმლისდაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში , აგრეთვე ეპილეფსიის ან ფსიქოზის დროს და ორსულ დამეძუძურ ქალებს .

 

გვერდითი მოვლენები :

ხშირად აღინიშნება პირის სიმშრალე , ყაბზობა , ტაქიკარდია და ოფლიანობის მომატება ; ზოგჯერჰიპოტენზია ან მხედველობის დაქვეითება ; ხშირია მცირედ გამოხატული ტრემორი   და სხვადასხვა სახისდისკომფორტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

პრეპარატის გავლენით ძლიერდება ალკოჰოლის სედატიური ეფექტი და აგრეთვე , ანტიპარკინსონული დაანტიფსიქოზური საშუალებების მოქმედება , იზრდება ანტიქოლინერგული ეფექტების გამოვლენის რისკი .

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება ქვეითდება , ხოლო მაოს ინჰიბიტორებთან ერთდროულიმიღების შემთხვევაში შეიძლება ჰიპერპირექსია ( სხეულის გადაჭარბებული ტემპერატურა ), კრუნჩხვებიდა კომა განვითარდეს ; სიმპათომიმეტური საშუალებების ჰიპერტენზიული მოქმედება   ძლიერდება .ბარბიტურატები ამიტრიპტილინის დონეს სისხლში აქვეითებს , ხოლო ნეიროლეფსიური საშუალებები მისმეტაბოლიზმს აფერხებს .

 

მიღების წესი და დოზირება

საწყისი დოზაა 10-25 მგ ; ყოველ მეორე ან მესამე დღეს დოზა 10-25 მგ - ით იზრდება ოპტიმალურიეფექტის მიღებამდე ; მაქსიმალური დოზაა 150-225 მგ დღეში . საწყისი დოზა 60 წელზე უფროსი ასაკისავადმყოფებში 10 მგ დღეში 3- ჯერ ; ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში დისფორიისა დადეპრესიის შემთხვევაში დოზაა შეადგენს 25 მგ 3-4- ჯერ დღეში . ღამის უნებლიე შარდვისსამკურნალოდ 6-10 წლის ბავშვებში ინიშნება 10-25 მგ ძილის წინ , ხოლო 11 წელზე უფროსი ასაკისბავშვებში – 25-50 მგ ძილის წინ .

 

დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ანტიდოტები .

დამახასიათებელი   ნიშნებია აგზნება , მოუსვენრობა , პირის სიმშრალე , გუგების გაფართოება ,ტაქიკარდია , შარდის რეტენცია ( შეხუთვა ).  

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა , შემდეგ რეკომენდებულია დაუყოვნებლივაქტივირებული ნახშირის მიღება , სიმპტომატური თერაპია შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ზომიერიმოწამვლის შემთხვევაში . ავადმყოფის მუდმივი კონტროლია საჭირო არითმიის დადგენისა და შესაბამისიანტიარითმული ზომების მისაღებად . არითმიების შემთხვევაში რეკომენდებულია პროპრანოლოლი .კრუნჩხვები შეიძლება მოიხსნას ვენაში დიაზეპამის ინექციით .

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy