Cordiamin - კორდიამინი 25% 2მლ 10 ამპულა
ჩვენება: მწვავე კოლაფსი და ასფიქსია.
კორდიამინი-დარნიცა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო ქიმიური სახელწოდება: Nikethamide, N,N-დიეთილპირიდინ-3-კარბოქსამიდი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე თავისებური სუნით;
შემცველობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 250 მგ ნიკეტამიდს (ნიკოტინის მჟავას დიეთილამიდი);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სასუნთქი ანალეპტიკები. კოდი ATC R07A B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. შერეული ტიპის მოქმედების ანალეპტიკური საშუალება. სტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას სუნთქვისა და სისხლძარღვმამოძრავებელ ცენტრებზე პირდაპირი და რეფლექტორული ზემოქმედების ხარჯზე. მოქმედების მექანიზმი შედგება ორი კომპონენტისაგან: ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალური მექანიზმი დაკავშირებულია მოგრძო ტვინის სისხლძარღვმამოძრავებელ ცენტრზე უშუალო ზემოქმედებასთან, რაც იწვევს მის გაღიზიანებას და სისტემური არტერიული წნევის აწევას (განსაკუთრებით ამ ცენტრის პირველადი დათრგუნვისას). მოქმედების მექანიზმის პერიფერიული კომპონენტი დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების გაღიზიანებასთან, რაც იწვევს სუნთქვის მოძრაობების სიხშირისა და სიღრმის მომატებას. უშუალოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არ მოქმედებს.
ფარმაკოკინეტიკა. კარგად აღწევს სისტემურ სისხლდინებაში შეყვანის სხვადასხვა სახეობების დროს. ექვემდებარება სწრაფ მეტაბოლიზმს ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტებია ნიკოტინის მჟავას მონიეთილამიდი, ნიკოტინამიდი, ნიკეტამიდ-M-ოქსიდი და ნიკოტინის მჟავა. ძირითადად გამოყოფა თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები.
მწვავე კოლაფსი და ასფიქსია (მ.შ. ახალშობილთა ასფიქსია), შოკური მდგომარეობები ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში, სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები, სისხლძრღვების ტონუსის შემცირება, სუნთქვის შესუსტება ინფექციური დაავადებების დროს და გამოჯანმრთელების პერიოდში, მოწამვლა ნარკოტიკული, საძილე და ანალგეტიკური საშუალებებით.
გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ, ი/კ და ი/ვ. კანქვეშ, ი/კ და ი/ვ უფროსებში შეიყვანება დოზით 1-2 მლ 1-3-ჯერ დღე-ღამეში; ბავშვებში კანქვეშ შეიყვანება დოზით 0.1 მლ სიცოცხლის 1 წელიწადშე 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
ი/ვ შეყვანა ხორციელდება ნელა.
ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით, საძილე საშუალებებით მოწამვლისას უფროსებში ი/ვ ნელა შეიყვანება 3-5მლ პრეპარატი (ასევე შეიძლება კანქვეშ და კუნთებში შეყვანა).
უმაღლესი დოზები უფროსებისათვის კანქვეშ: ერთჯერადი – 2 მლ, დღე-ღამის –6 მლ. უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშა და ი/ვ შეყვანისათვის ნარკოტიკებით მოწამვლისას შეადგენს 5მლ.
გვერდითი მოქმედება.
შფოთვა, კუნთების კრთომა, რომელიც იწყება პირის გარშემო კუნთებით, სახის სიწითლე, კანის საფარის ქავილი, ღებინება, გულის რითმის დარღვევა, შეყვანის ადგილზე ინფილტრაცია და ტკივილი.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნოებლობა კორდიამინის ან პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მიდრეკილება კრუნჩხვების მიმართ, ეპილეფსია, ეპილეფსიური შეტევები (ანამნეზში), ჰიპერთერმია ბავშვებში, ორსულობა.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზირებული ტონიკოკლონური კრუნჩხვები, გონებისა და სუნთქვის დარღვევების განვითერება, აპნოე კრუნჩხვების დროს, არ გამოირიცხება ლეტალური დასასრული.
მკურნალობა. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში მართვადი სუნთქვა. ფორსირებული დიურეზი.
გამოყენების განსაკუთრებულობანი.
ვინაიდან კორდიამინი–დარნიცას კანქვეშ და ი/კ ინექციები მტკივნეულია, ტკივილების შემცირებისათვის, სიტუაციის მიხედვით, ინექციის ადგილში წინასწარ შეიყვანება ნოვოკაინი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
კორდიამინი–დარნიცას ანალეპტიკური მოქმედება მცირდება, სალუზიდის, ფენოლთიაზინის (ამინაზინი და სხვ.) ზემოქმედებით. ამინაზინსა და რეზერპინს შეუძლიათ გააძლიერონ კორდიამინი–დარნიცას კრუნჩხვითი მოქმედება. პრეპარატის პრესორული ეფექტი ძლიერდება მაო ინჰიბიტორების ზემოქმედებით. კორდიამინი–დარნიცა ხელს უწყობს ფტივაზიდის ამტანობის გართულების განვითარებას. პრეპარატი ამცირებს მადეპრიმირებელი საშუალებების დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნარკოზის, საძილე და სხვა საშუალებები). ღრმა ნარკოზის ფონზე კორდიამინი–დარნიცა არ მოქმედებს. პრეპარატი ინაქტივირდება მჟავებითა და ტუტეთი.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ან 2 მლ ხსნარი ამპულებში, 5 ან 10 ამპულა შეფუთვაში.
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account