Lamotrigina - ლამოტრიგინი 25მგ 56 ტაბლეტი
ჩვენება:პარციალური გულყრა პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა. ლენოქს-გასტოს სინდრომისთვის დამახასიათებელი გენერალიზებული გულყრა.
ჩვენებები
ეპილეფსია
• მოზრდილები (12 წელზე უფროსი ასაკის):
ლამოტრიგინი ნორმონი ნაჩვენებია დამატებითი ან მონოთერაპიის სახით ეპილეფსიის, გენერალიზებული გულყრების და მცირე გულყრების, მათ შორის ტონურ-კლონური კრუნჩხვების და ლენოქს-გასტაუტის სინდრომთან დაკავშირებული გულყრების მკურნალობაში გამოსაყენებლად.
• ბავშვები (2-12 წლის):
ლამოტრიგინი ნორმონი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით ეპილეფსიის, გენერალიზებული გულყრების და მცირე გულყრების, მათ შორის ტონურ-კლონური კრუნჩხვების და ლენოქს-გასტაუტის სინდრომთან დაკავშირებული კრუნჩხვების მკურნალობაში გამოსაყენებლად.
დამატებითი თერაპიის განმავლობაში ეპილეფსიის დარეგულირების შემდეგ შეიძლება თანმხლები ანტიეპილეფსიური პრეპარტების (აეპ) მოხსნა და პაციენტებში ლამოტრიგინი ნორმონის მონოთერაპიის გაგრძელება.
ლამოტრიგინი ნორმონი ნაჩვენებია მონოთერაპიიიის სახით ტიპიური მცირე გულყრის დროს
ბიპოლარული დარღვევები
• მოზრდილები (18 წლის და უფროსი ასაკის).
ლამოტრიგინი ნორმონი ნაჩვენებია განწყობილებითი შეტევის პრევენციისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ბიპოლარული დარღვევები, უმთავრესად პრევენციული დეპრესიული ეპიზოდებით.
დოზირება და მიღების წესები
ლამოტრიგინი ნორმონის დისპერსიული/საღეჭი ტაბლეტები შეიძლება დაიღეჭოს, გაიხსნას წყლის მცირე მოცულობაში (სულ მცირე იმდენში, რომ დაფაროს ტაბლეტი) ან გაიდაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
თუ ლამოტრიგინის გამოთვლილი დოზა მაგალითად ბავშვებში გამოსაყენებელი (ეპილეფსიის დროს მხოლოდ) ან ჰეპატური დარღვევების მქონე პაციენტებში, არ შეიძლება გაიყოს რამდენიმე დაბალი სიძლიერის ტაბლეტებად, მისაღები დოზა უნდა იყოს თითქმის მთელი ტაბლეტის დაახლოებით უფრო მცირე დოზის ტოლი.
განახლებითი თერაპია
დანიშნულების გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს მომატებიდან შემანარჩუნებელ დოზამდე, როდესაც ხელახლა იწყება ლამოტრიგინი ნორმონის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს მისი მიღება რაიმე მიზეზის გამო, იმდენად რამდენადაც მწვავე გამონაყრის რისკი დაკავშირებულია მაღალ საწყის დოზებთან და რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებასთან ლამოტრიგინი ნორმონის დოზის აწევისას. (იხილე სპეციალური სიფრთხილის ზოემ,ბი). დროის უფრო დიდი ინტერვალი წინა დოზიდან, უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს დოზის მომატებიდან შემანარჩუნებელ დოზამდე მისვლას. როდესაც ლამოტრიგინი ნორმონის მოხსნიდან ინტერვალი აჭარბებს ხუთ ნახავარდაშლის პერიოდს (იხილე ფარმაკოკინეტიკა), ლამოტრიგინი ნორმონის დოზა უნდა აიწიოს შემანარჩუნებლ დოზამდე შესაბამისი გრაფიკის მიხედვით.
რეკომედნირებულ;ია რომ ლამოტრიგინი ნორმონის ხელახალი დანიშვნა არ მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებმაც მის მიღება შეწყვიტეს იმ გამონაყრის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო ლამოტრიგინი ნორმონის წინასაწარ მკურნალობასთან, თუ პოტენციური სარგებელი აშკარად არ აჭარბებს რისკს.
ეპილეფსია
როდესაც ხდება თანმხლები ანტიეპილეპტიკური პრეპარატების მოხსნა იმისათვის რომ მიღწეული იქნა ლამოტრიგინი ნორმონის მონოთერაპია ან სხვა აეპ პრეპარტები ემატება ლამოქტინის შემცველ მკურნალობის რეჟიმს, გათვალისწინებული უნდა იყოს ის ეფექტი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხილე ურთიერთქმედება).
Units | 56 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account