Melitor - მელიტორი 25 მგ 28 ტაბლეტი

47,02 ლ
მარაგშია
SKU
34292_193

ჩვენებები: დიდი დეპრესიული დარღვევების მკურნალობა მოზრდილებში.


1. რა არის მელიტორი და რა შემთხვევაში გამოიყენება

მელიტორი შეიცავს აქტიურ კომპონენტს აგომელატინს. ის მიეკუთვნება სამედიცინო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდება ანტიდეპრესანტები. თქვენ მელიტორი დაგენიშნათ დეპრესიის სამკურნალოდ. მელიტორი ენიშნებათ მოზრდილებს. 

დეპრესია ეს არის განწყობის მუდმივი დარღვევა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ საქიანობაში. დეპრესიის სიმპტომები განსხვავდება ადამიანებში, მაგრამ მათ ჩვეულ კომპონენტებს წარმოადგენს ღრმა მოწყენილობა, წარუმატებლობის შეგრძნება, ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, ძილის დარღვევა, შენელებულობის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, წონის ცვლილება. მელიტორის მოსალოდნელი სარგებელი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომების შემცირებასთან და თანდათან გაქრობასთან. 

2. რისი ცოდნაა აუცილებელი მელიტორის მიღების დაწყებამდე 

რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ მელიტორი

- თქვენ გაქვთ ალერგია აგომელატინის ან ამ სამკურნალო პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ 

 (ჩამოთვლილია მე-6 განყოფილებაში),

- თუ თქვენ დარღვეული გაქვთ  ღვიძლის მუშაობა (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა),

- თუ იღებთ ფლუვოქსამინს (დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატი) ან ციპროფლოქსაცინს (ანტიბიოტიკი),

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მელიტორი შეიძლება თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს რამდენიმე მიზეზის გამო:

- თუ იღებთ პრეპარატებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ ისინი ცვლიან ღვიძლის მუშაობას. თქვენი ექიმი გეტყვით, რომელ პრეპარატებზეა საუბარი.

- თუ თქვენ გაწუხებთ სიმსუქნე ან ჭარბი წონა, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

- თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. 

- თუ თქვენ აღმოგაჩნდათ ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, მკურნალობამდე თქვენი ექიმი გადაწყვეტს, მისაღებია თუ არა თქვენთვის მელიტორი. 

- თუ გაწუხებთ ბიპოლარული დარღვევა, თუ წარსულში ან ამჟამად აღგენიშნებათ მანიის სიმპტომები (ანომალურად მაღალი აგზნებადობის და ემოციურობის პერიოდი), ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან გაგრძელებამდე მიმართეთ ექიმს (ასევე იხ. <<შესაძლო გვერდითი მოქმედება>>, განყოფილება 4.) 

- თუ თქვენ გაქვთ დემენცია, ექიმი ჩაატარებს ინდივიდუალურ შეფასებას, იმისთვის, რომ გაირკვეს უსაფრთხოა თუ არა თქვენს შემთხვევაში მელიტორის მიღება.  

მელიტორით თერაპიის დროს:

ქმედებები, მიმართული ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის თავიდან ასაცილებლად:

 

- თერაპიის დაწყებამდე თქვენს ექიმს უნდა შეემოწმებინა თქვენი ღვიძლის მუშაობა. ზოგიერთ პაციენტში, მელიტორით მკურნალობისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში ღვიძლის ფერმენტების შემცველობა. ამიტომ აუცილებელია საკონტროლო ანალიზების ჩატარება შემდეგი სქემის შესაბამისად:

  თეარპიის დაწყების ან დოზის გაზრდის წინ დაახლოებით 3 კვირა დაახლოებით 6 კვირა დაახლოებით 12 კვირა დაახლოებით 24 კვირა
სისხლის ანალიზები V V V V V

 

ამ ანალიზების შედეგების საფუძველზე თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა თქვენთვის მელიტორის დანიშნვა ან მისი მიღების გაგრძელება (ასევე იხ. <<როგორ მიიღება მელიტორი>>), განყოფილება 3).

ყურადღებით დააკვირდით ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების და სიმპტომების შესაძლო განვითარებას. 

 

  • თუ თქვენ შეამჩნიეთ ღვიძლის მხრივ პრობლემების ნიშნები და სიპტომები: შარდის უჩვეულო გამუქება, კანის/თვალების სკლერების გაყვითლება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა არეში,
  • უჩვეულო დაღლილობა (განსაკუთრებით ზემოთჩამოთვლილ სხვა სიმპტომებთან კომბინაციაში) – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც სავარაუდოდ, გირჩევთ მელიტორის მიღების შეწყვეტას.

მელიტორის ეფექტი 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოკუმენტირებული არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მელიტორის დანიშნვა არ შეიძლება.   

სუიციდური აზრები და დეპრესიის გაუარესება

თუ გაქვთ დეპრესია, შეიძლება ზოგჯერ გაგიჩნდეთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების პირველი მიღებისას, რადგან ეს სამედიცინო პრეპარატები თავის მოქმედებას არ იწყებენ მაშინვე, ჩვეულებრივ მოქმედებენ ორი კვირის შემდეგ ან ზოგჯერ უფრო გვიან. 

ყველაზე ხშირად, სავარაუდო, ასეთი აზრები შეიძლება გაგიჩნდეთ:

- თუ ადრეც გქონდათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები, 

- თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ სუიციდური ქცევის რისკი იზრდება ახალგაზრდებში (25 წელზე ნაკლები ასაკის) ფსიქიატრიული მდგომარეობით, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ რომელიმე ანტიდეპრესანტს. 

თუ თავში მოგდით საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები, მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. 

შეიძლება თავი უკეთ იგრძნოთ, თუ ეტყვით რომელიმე ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია და თხოვოთ წაგიკითხოთ ეს ბროშურა. შეიძლება თხოვოთ მათ, რომ გითხრან თუ მათი აზრით თქვენი დეპრესია ღრმავდება და თუ შეშფოთებულნი არიან თქვენი ქცევის ცვალებადობით. 

ბავშვები და მოზარდები

მელიტორის მიღება არ შეიძლება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (18 წლამდე)

სხვა პრეპარატები და მელიტორი 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით უახლოეს წარსულში ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

თქვენ არ უნდა მიიღოთ მელიტორი ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად (იხ. აგრეთვე <<რა შემთხვევებში არ უნდა გამოიყენოთ მელიტორი>> განყოფილებაში 2): ფლუვოქსამინს (დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატი) და ციპროფლოქსაცინს (ანტიბიოტიკი) შეუძლიათ სისხლში აგომელატინის მოსალოდნელი დოზის შეცვლა.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს: პროპრანოლოლი (ჰიპერტენზიის სამკურნალო ბეტა-ბლოკატორი), ენოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ასევე თუ თქვენ ეწევით დღეში 15 სიგარეტზე მეტს. 

მელიტორი და სპირტიანი სასმელები

მელიტორით თერაპიის დროს ალკოჰოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვნ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამედიცინო პრპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

თუ თქვენ დაგენიშნებათ მელიტორი, საჭირო გახდება ძუძუთი კვების შეწყვეტა. 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:

თქვენ შეიძლება გაგინვითარდეთ თავბრუსხვევა ან ძილიანობა, რამაც შეიძლება იმოქმედოს თქვენს უნარზე მართოთ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები. საჭესთან დაჯდომამდე ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენი რეაქციები შეესაბამება ნორმას. 

მელიტორი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი სახის შაქრის აუტანლობა, მელიტორის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

მელიტორი შეიცავს ნატრიუმს

მელიტორი ერთ ტაბლეტში შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს. 

3. როგორ მიიღება მელიტორი

მელიტორის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მელიტორის რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი (25მგ) ძილის წინ. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მაღალი დოზა (50მგ), ანუ ორი ტაბლეტი ერთდროულად, ძილის წინ. 

მიღების მეთოდი

მელიტორი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს, წყლის დაყოლებით. მელიტორის მიღება შეიძლება როგორც საკვების მიღებისას ასევე მისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

დეპრესიის მქონე ადამიანების უმრავლესობაში მელიტორი სიმპტომებზე მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში. 

დეპრესიის თერაპია უნდა გაგრძელდეს საკმარისი დროის განმავლობაში, არა ნაკლებ 6 თვე, სიმპტომების სრულად გაქრობაში დასარწმუნებლად.

როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ, დეპრესიის რეციდივის თავიდან ასაცილებლად, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს მელიტორის დანიშნვნა. 

თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმელების მუშოაბა. ექიმი ჩაატარებს ინდივიდუალურ შეფასებას, იმისთვის, რომ უსაფრთხოა თუ არა პრეპარატი მელიტორი თქვენთვის.  

ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (ასევე იხილეთ განყოფილება 2)”

თერაპიის დაწყებამდე ექიმი დაგინიშნავთ ანალიზებს, იმისთვის, რომ შეაფასოს ღვიძლის მუშოაბა, ხოლო შემდეგ პერიოდულად მკურნალობის მიმდინარეობისას, ჩვეულებრივად 3 კვირის, 6 კვირის, 12 კვირის და 24 კვირის შემდეგ.

თუ ექიმი გაზრდის დოზას 50მგ-მდე, ანალიზები უნდა ჩატარდეს მკურნალობის დააწყებამდე, ხოლო შემდეგ პერიოდულად, მკურნალობის მიმდინარეობისას, ჩვეულებრივად 3 კვირის, 6 კვირის, 12 კვირის და 24 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ ანალიზები შემოწმდება იმ შემთხვევაში თუ ამას საჭიროდ ჩათვლის ექიმი. 

   თქვენ არ უნდა მიიღოთ მელიტორი თუ თუ გაქვთ ღვიძლის მუშაობის დარღვევა. 

როგორ უნდა მოხდეს დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებიდან (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) მელიტორით თერაპიაზე გადასვლა?

თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს ჩაანაცვლოს სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით ან სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით თერაპია მელიტორით, ის როგორც წესი მოგცემთ რჩევას, რომ მელიტორის მიღების დაწყებამდე შეწყვიტოთ მიმდინარე თერაპია.

რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ შეიძლება განიცდიდეთ წინამორბედი თერაპიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, იმის მიუხედავად, რომ თქვენ თანდათან ამცირებდით დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზას. 

თერაპიის შეწყვეტის სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, დაბუჟებას, ძილის დარღევვას, აგზნებულ მდგომარეობას ან შფოთვას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას და კანკალს. ამ მოვლენებს გააჩნია მსუბუქი და ზომიერი ხასიათი და სპონტანურად ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუ მელიტორის მიღება იწყება ადრე მიღებული პრეპარატის დოზის შემცირების პერიოდში, მოსახსნელი პრეპარატის მიღების შეწყვეტის სიმპტომების შესაძლო განვითარება არ უნდა ჩაითვალოს მელიტორის ადრეული ეფექტის არ არსებობად. 

მელიტორის მიღების დააწყებამდე თქვენ, თქვენს ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ, ადრე დანიშნული დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შეწყვეტის საუკეთესო მეთოდი.        

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი მელიტორი 

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მელიტორი ან თუ პრეპარატი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. 

მელიტორის ჭარბი დოზირების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მაგრამ სიმპტომებს შორის აღინიშნება ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში,  ძილიანობა, დაღლილობა, აგზნება, მოუსვენრობა, დაძაბულობა, თავბრუსხვევა, ციანოზი და შეუძლოდ ყოფნა. 

თუ თქვენ დაგავიწყდათ მელიტორის მიღება 

არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა. უბრალოდ მიიღეთ ის ჩვეულ დროს. 

ტაბლეტების შემცველი კონტურულ-უჯრედულ ბლისტერზე დაბეჭდილი კალენდარი დაგეხმარებათ გაიხსენოთ, ბოლოს როდის მიიღეთ მელიტორი. 

თუ თქვენ წყვეტთ მელიტორის მიღებას 

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთ გრძნიობთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ წამალმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. 

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ან ზომიერია. ისინი ჩვეულებრივ ვითარდევა მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში და გააჩნიათ დროებითი ხასიათი. 

ამ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება:

- ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): თავის ტკივილი

- გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაძინების გაძნელება (ინსომნია), გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი ზურგის არეში, დაღლილობა, შფოთვა, უცნაური სიზმრები, სისხლში ღვიძლის ფერმენტების შემცველობის მომატება, ღებინება, სხეულის მასის გაზრდა.

- არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში): შაკიკი, ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში (პარესთეზია), მხედველობის სიმახვილის დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი (დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობის მოთხოვნილება), ყურებში შუილი, ეკზემა, მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარული გამონაყარი), აგზნებადობა, გაღიზიანებულობა, მოუსვენრობა, აგრესიული ქცევა, ღამის კოშმარები, მანია/ჰიპომანია (იხ. ასევე <<გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები>> განყოფილებაში 2), სუიციდური აზრები ან ქცევა, ცნობიერების აღრევა, სხეულის მასის შემცირება, ტკივილი კუნთებში.

- იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში): კანის სერიოზული გამონაყარი (ერითემული გამონაყარი), სახის შეშუპება (გასიება) და ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან/და ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), ჰეპატიტი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის უკმარისობა*, ჰალუცინაციები, სიმშვიდის შენარჩუნების შეუძლებლობა (ფიზიკური და მენტალური მოუსვენრობის გამო), შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა.

*არსებობს ლეტალური შედეგის და ღვიძლის გადანერგვის შესახებ შეტყობინებების უმნიშვნელო რიცხვი. 

გვერდით ეფექტებზე შეტყობინებების შეგროვება

თუ თქვენ გაგინვითარდათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდიტი ეფექტების შეტყობინების გაკეთება შესაძლებელია პირდაპირ შეტყობინებების სახელმწიფო სისტემის საშუალებით, რომელიც აღწერილია დანართში V. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგაქვთ წვლილი აღნიშნული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგოვებაში.

 5. როგორ ინახებმელიტორი 

ეს სამკურნალო პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. 

ეს სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე. 

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

არ შეიძლება წამლების ჩაგდება კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცვეტს, თუ როგორ უნდა განტავისუფლდეთ წამლებისგან, რომელთა გამოყენებაც დასრულებულია. ეს ღონისძიებები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია 

რას შეიცავს მელიტორი:

- აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს აგომელატინი. აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25მგ აგომელატინს. 

- სხვა კომპონენტები:

• ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (K30), ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი (ტიპი A), სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი. 

• ჰიპრომელოზა, გლიცერინი, მაკროგოლი (6000), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171),

• საბეჭდი საღებავი: შელაქი, პროპილენგლიკოლი და ინდიგოტინის ალუმინის ლაქი (E132).

როგორ გამოიყურება მელიტორი და შეფუთვა

მელიტორი 25მგ  (ტაბლეტები) – ეს არის ყვითელ-ნარინჯისფერი, მოგრძო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ფირმის ცისფერი ლოგოტიპით  ერთ მხარეს. 

მელიტორი 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში, კალენდრით. კოლოფი შეიცავს 14, 28, 56, 84 და 98 ტაბლეტს. სტაციონარებისთვის ასევე გამოდის კოლოფები აპკიანი გარსით დაფარული 100 ტაბლეტით.  

შეიძლება თქვენს ქვეყანაში ყველა დაფასოება არ იყოს. 

მეტი ინფორაცია
Units 28
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy