Muscomed - მუსკომედი 8მგ 20 კაფსულა

26,39 ლ
მარაგშია
SKU
46515_2080

ჩვენება: მუსკომედი ნაჩვენებია სპასტიური ხასიათის ტკივილის სამართავად.

წამლის ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები.

აღწერილობა: 
მუსკომედი 8 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #2, სახურავი და კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.

შემადგენლობა 
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მუსკომედი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზურ მიორელაქსანტს, რომელიც ბუნებრივი გლიკოზიდისგან _ კოლხიკოზიდისგან მიიღება. ავლენს სელექტიურ აფინურობას გამა-ამინოერბომჟავასა (გაემ) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი ხასიათის სპაზმის, ასევე ცენტრალური წარმოშობის სპაზმის დროს.
მუსკომედს არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება, იგი არ იწვევს დამბლას, არ ახდენს გავლენას სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდი თავდაპირველად მეტაბოლიზდება აგლიკონ 3-დემეთილთიოკოლხიცინის (SL59.0955) წარმოქმნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ინტესტინალური მეტაბოლიზმის საშუალებით, რითაც აიხსნება სისხლის პლაზმაში შეუცვლელი ფორმით მოცირკულირე თიოკოლხიკოზიდის არარსებობა. შემდგომში SL59.0955 გლუკუროკონიუგირდება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად SL18.0740.
SL59.0955 და SL18.0740-ის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში. ერთჯერადი პერორალური დოზის სახით 8 მგ თიოკოლხიკოზიდის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC-ის მაჩვენებლები SL18.0740-სთვის შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 60 ნგ/მლ და 130 ნგ.სთ/მლ. SL59.0955-სთვის ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია: მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 13 ნგ/მლ, AUC ვარირებს 15,5 ნგ.სთ/მლ-დან (3 საათამდე) 39,7 ნგ.სთ/მლ-მდე (24 საათამდე).
SL18.0740-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3,2-7 საათს შეადგენს, SL59.0955-ის – 0,8 საათს.
შიგნით მიღების შემდეგ მიღებული დოზის 20% გამოიყოფა თირკმელებით, 75-81% ექსკრეტირდება ფეკალიებთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები 
მუსკომედი ნაჩვენებია სპასტიური ხასიათის ტკივილის სამართავად შემდეგი მდგომარეობებისას:
- ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (დორსალგია, ლუმბალგია და ა.შ.);
- კუნთების სპაზმით მიმდინარე ტრავმული დაზიანებები და ნევროლოგიური დაავადებები; 
- სახსრებზე წარმოებული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია.

გამოყენების წესი და დოზები
მუსკომედი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8-16 მგ-ს, გაყოფილი 2 მიღებად.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 5-7 დღე.
ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის მზადებისას კუნთების მოდუნების პერიოდი შეადგენს 1-2 საათს პრეპარატის მიღებიდან.

წინააღმდეგჩვენებები 
_ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ კუნთების ჰიპოტონია;
_ მსუბუქი დამბლა;
_ ორსულობა;
_ ლაქტაციის პერიოდი;
_ 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად: გამონაყარი კანზე, შეშუპება, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი), გასტრალგია, დიარეა.
ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია, გაღიზიანებადობა და ძილიანობა.

განსაკუთრებული მითითებები
მუსკომედი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ან კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა სხვა მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, კურარეს მსგავს პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მიორელაქსაციის გაძლიერება და ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოტონიის განვითარება.
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის რისკი.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი 
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy