Noxibel - ნოქსიბელი 30მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 12,74 ლ რეგულარული ფასი 17,69 ლ
მარაგშია
SKU
57475_1236

ჩვენება: დეპრესიის მკურნალობა.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): mirtazapine

მწარმოებელი კომპანიაLaboratorios Bago

მწარმოებელი ქვეყანა:არგენტინა

გამოშვების ფორმა:ტაბლეტი #30

შემადგენლობა:

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მირტაზაპინი 30მგ. ექსციპიენტები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტლური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, მალტოდექსტრინი, ლაქტოზა.

თერაპიული მოქმედება: ტეტარციკლური დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება:

მირტაზაპინი განკუთვნილია დეპრესიის სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები /თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა: მირტაზაპინის მოქმედების მექანიზმის შესახებ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს რომ მირტაზაპინი აძლიერებს ცენტრალურ სეროტონინერგულ და ნორადრენერგულ აქტივობას. შესაბამისად, მირტაზაპინი მოქმედებს როგორც ანტაგონისტი, აუტორეცეპტორების და ჰეტერორეცეპტორების მაინჰიბირებელ ალფა-2-ადრენერგულ ცენტრალურ პრესინაპსში, რაც წარმოადგენს პოსტულირებულ მოქმედებას, გაძლიერებული ნორადრენერგული და სეროტონინერგული ცენტრალური გაძლიერებული აქტივობის შედეგს.

მირტაზაპინი არის 5-HT2 და 5-HT3 რეცეპტორების ძლიერი ანტაგონისტი.

მირტაზაპინი არის ჰისტამინის რეცეპტორების (H1) ძლიერი ანტაგონისტი, რის გამოც ავლენს სედაციურ ეფექტს.

მირტაზაპინი არის ალფა-1 საშუალო ადრენერგული ანტაგონისტი, რის გამოც ზოგჯერ ავლენს ორთოსტაზულ ჰიპოტენზიურ ეფექტს.

მირტაზაპინი არის მუსკარინული რეცეპტორების მსუბუქი ანტაგონისტი, ამით აიხსნება მისი ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტების შედარებით დაბალი სიხშირე. ფარმაკოკინეტიკა: მირტაზაპინის ტაბლეტები სწრაფად და სრულად შეიწოვება ორალურად მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-40 საათს. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა ორალური მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ. საკვებს მინიმალური გავლენა აქვს შეწოვაზე და არ არის საჭირო დოზის კორექცია. ორალური მიღების შემდეგ, მირტაზაპინი ფართოდ მეტაბოლიზდება; მეტაბოლიზმის ძირითადი გზებია დემეთილირება (ციტოქრომ 3A-თი) და ჰიდროქსილირება (ციტოქრომ 2D6 და 1A2-ით), რასაც მოსდევს კონიუგაცია. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. ექსკრეცია ხდება ძირითადად შარდით (75%), ნაკლები პროპორციით – განავლით (15%). პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 85%-ს.  ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 20-40 საათს შორის, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და სქესში, ელიმინაციის თ1/2 მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში (37 და 26 საათი). პლაზმაში მყარი მდგომარეობა მიიღწევა 5 დღის განმავლობაში.

დოზირება და გამოყენება:

დოზის ცვლილება მოხდება პაციენტის კლინიკური სტატუსის სამედიცინო კრიტერიუმების მიხედვით. საშუალო საორიენტაციო დოზად რეკომენდებულია:

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები.

საწყისი მკურნალობა: იწყება 15მგ/დღეში, ერთჯერადი დოზის სახით, უმჯობესია ძილის წინ. თუ პაციენტის მდგომარეობა ამ დოზით არ უმჯობესდება, შეიძლება სასარგებლო იყოს მისი თანდათან გაზრდა, დღეში მაქსიმუმ 45მგ-მდე.

მირტაზაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო (20-40სთ), დოზის ცვლილება არ უნდა მოხდეს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რათა შესაძლებელი იყოს გარკვეული დოზისადმი თერაპიული პასუხის ზუსტი შეფასება.

ხანდაზმულიდა თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები:

მირტაზაპინის კლირენსი მცირდება ხანდაზმულ და თირკმლის ან ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ამიტომ მკურნალი ექიმისთვის ცნობილი უნდა იყოს პლაზმაში მირტაზაპინის დონე, რომელიც შეიძლება ამ პაციენტებში გაიზარდოს ახალგაზრდა პირებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნებთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.

შემანარჩუნებელი/ხანგრძლივი მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დეპრესიით დაავადებული პაციენტის მირტაზაპინით მკურნალობა, ზოგადად მიღებულია, რომ მწვავე დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 თვე ან უფრო დიდხანს. უცნობია დეპრესიის რემისიის მისაღწევი ანტიდეპრესანტის დოზა, შენარჩუნებისთვის იგივეა თუ არა. შემდეგ მკურნალობის მოხსნა შეიძლება თანდათან.

პაციენტებირომლებიცმედიკამენტის მიღებას წყვეტენ ან მას ანაცვლებენ მაოითი (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები): 

მირტაზაპინით მკურნალობის დაწყებისთვის მაოი-ს მოხსნიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. დამატებით, მირტაზაპინის მოხსნიდან 14 დღე უნდა გავიდეს მაოი-ს მიღების დაწყებამდე.

უკუჩვენება

უკუნაჩვენებებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მირტაზაპინის ან ფორმულის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

მანიაკალური ეპიზოდები. ორსულობა და ლაქტაცია.

გაფრთხილებები

აგრანულოციტოზი: მირტაზაპინით მკურნალობისას ორ პაციენტში აღწერილია აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების რაოდენობა <500მმ3 დაკავშირებული ნიშნებით: ცხელება, ინფექცია და სხვ), ერთ შემთხვევაში კი მწვავე ნეიტროპენია, რომელიც უკუგანვითარდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მაო-ს ინჰიბიტორები: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები მაოი-ს მირტაზაპინთან ურთიერთქმედების შესახებ, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის მაოი-სთან ერთად ან ამ პრეპარატების მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში, რადგან არსებობს სხვა ანტიდეპრესანტების და მაოი-ს მწვავე ურთიერთქმედების შემთხვევები. ინდივიდუალური მკურნალობა:

მწვავე დეპრესიული დარღვევის და სხვა ფსიქიატრული დაავადების მქონე პირებში ანტიდეპრესანტების გამოყენების დამტკიცება უნდა მოხდეს კლინიკური კონტროლირებული კვლევებით, პაციენტის ყოველი სიტუაციისთვის ადაპტაციით, ეს მოიცავს შემდეგს:

დანიშვნა უნდა მოხდეს იმ სპეციალისტის მიერ, რომელსაც შეუძლია ინტენსიურად დააკვირდეს გაუარესების ან სუიციდური იდეის ნებისმიერ ნიშანს, აგრეთვე ქცევით ცვლილებებს, ისეთი სიმპტომებით როგორიც არის მაგალითად აჟიტირება.

გათვალისწინებული უნდა იყოს ბოლო კლინიკური კვლევების შედეგები.

უნდა ითვლებოდეს, რომ კლინიკური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც შღI ანტიდეპრესანტებით ან იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე სხვა საშუალებებით მკურნალობენ მწვავე დეპრესიული დაავადების ან სხვა ჩვენების გამო (ფსიქიატრული და არაფსიქიატრული), აღწერილია შემდეგი სიმპტომები: შფოთვა, აჟიტირება, პანიკის შეტევა, უძილობა, გაღიზიანება, მტრული ქცევა (აგრესიულობა), იმპულსურობა, აკათიზია, ჰიპომანია და მანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომების განვითარების, დეპრესიის გაუარესების და/ან სუიციდური იმპულსების განვითარების მიზეზი დადგენილი არ არის, არსებობს ეჭვი, რომ ეს სიმპტომები შეიძლება წარმოადგენდეს სუიციდური აზრების წინამორბედს. პაციენტების ნათესავები და მომვლელები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ზემოაღწერილი სიმპტომების და სუიციდური აზრების შესახებ და მათი განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს. ამგვარი მონიტორინგი უნდა მოიცავდეს ნათესავების და მომვლელების მიერ პაციენტების ყოველდღიურ შეფასებას. თუ მიიღება მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, პრეპარატის დოზა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ყოველი აქტიური ინგრედიენტისთვის შესაბამისი სქემა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მოხნის სიმპტომები.

ტაბლეტების გაყოფით დანიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოიქცეთ შემდეგნაირად: ტაბლეტი მოათავსეთ მაგარ ბრტყელ ზედაპირზე და ნაზოლის ორივე მხარეს დააწექით გატეხვამდე.

შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ასპექტის ცვლილებები, მაგრამ ეს არ იმოქმედებს თერაპიულ მოქმედებაზე

18 წლამდე ასაკის პაციენტებში: უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. უსაფრთხოების ზომები: აშშ-ში კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა შემდეგი:

ზოგადი

ძილიანობა: მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა; თუმცა ოპტიმალური ანტიდეპრესიული ეფექტის მისაღწევად რეკომენდებული არ არის დოზის შემცირება. პაციენტები უნდა გააფრთხილონ სამუშაოს შესახებ, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, რადგან მირტაზაპინით მკურნალობამ შეიძლება იმოქმედოს ფსიქომოტორულ მოქმედებაზე. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით უნდა მოერიდონ პოტენციურად საშიშ მოქმედებებს, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

თავბრუსხვევა: მირტაზაპინით ნამკურნალები პაციენტების 7%-ს განუვითარდა თავბრუსხვევა. უცნობია ვითარდება თუ არა ტოლერანტობა.

მადის მომატება/წონაში მატება: ზოგიერთი კვლევა აჩვენებს მადის მომატებას და წონაში მატებას.

ქოლესტეროლი/ტრიგლიცერიდები: პაციენტების 15%-ში აღინიშნა უზმოზე ქოლესტეროლის ზედა ზღვარის ≥20%-ით მომატება, ხოლო ტრიგლიცერიდები ≥500მგ-თი გაიზარდა, მირტაზაპინით ნამკურნალები პაციენტების 6%-ში.

ტრანსამინაზების მომატება: თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები არ აჩვენებს ტრანსამინაზების მირტაზაპინით მკურნალობასთან დაკავშირებულ მატებას, ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. მანიის/ჰიპომანიის აქტივაცია: მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებზე გავლენა ძალიან დაბალი იყო, მირტაზაპინი ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენონ ანამნეზში მანიის/ჰიპომანიის მქონე პაციენტებში.

გამოყენება თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში: ამ დროისათვის ხელმისაწვდომი მონაცემების ნაკლებობის გამო მირტაზაპინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ, ისეთი მდგომარეობის და/ან დაავადების მქონე პირებში, რომლებიც მოქმედებს მეტაბოლიზმზე და ჰემოდინამიკურ პასუხზე.

მირტაზაპინის სისტემატური შეფასება არ ჩატარებულა პაციენტებში, რომლებმაც ბოლო პერიოდში გადაიტანეს ინფარქტი ან გულის სხვა მნიშვნელოვანი დაავადებები. რადგან გარკვეულ შემთხვევებში აღწერილი იყო ორთოსტაზული ჰიპოტენზია, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ან ცერებროვასკულური დაავადებები (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი, ანგინა ან ინსულტი), რომლებიც შეიძლება ჰიპოტენზიით გაძლიერდეს და/ან დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწევვდეს ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილებას (ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა).

მირტაზაპინის კლირენსი დაქვეითებულია თირკმლის მსუბუქი (გლომერულური ფილტრაციის სისწრაფე 11-39მლ/წთ/1.73მ2) და მწვავე (<10მლ/წთ/1.73მ2) უკმარისობის მქონე პაციენტებში, აქედან გამომდინარე ამ ჯგუფში უნდა გამოიყენონ სიფრთხილით. ლაბორატორიული ტესტები: არ არსებობს რეკომენდებული ლაბორატორიული ტესტები.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა მექანიზმით ურთიეთქმედება (იხ. “ფარმაკოკინეტიკა” და “ფარმაკოდინამიკა”).

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ღვიძლის მეტაბოლიზმზე: მირტაზაპინის მეტაბოლიზმი და ფარმაკოკინეტიკა შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის მეტაბოლიზმში მონაწილე ენზიმის ინდუქციით ან ინჰიბირებით.

პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ენზიმებით და/ან აინჰიბირებს მას: სისტემურად შესწავლილი არ არის მირტაზაპინის სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენება, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ენზიმებით, აქედან გამომდინარე არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამგვარ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ.

ალკოჰოლი: თუმცა ალკოჰოლის მიღებას მინიმალური გავლენა აქვს პლაზმაში მირტაზაპინის დონეზე, ვითარდება დამატებითი ეფექტი მოტორულ და კოგნიტიურ უნარებზე. პაციენტები უნდა გააფრთხილონ მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღების შესახებ.

დიაზეპამი: მის მიღებას მინიმალური გავლენა აქვს პლაზმაში მირტაზაპინის დონეზე, თუმცა შესაძლებელია დამატებითი ეფექტი მოტორულ და კოგნიტიურ უნარებზე. პაციენტებს უნდა ურჩიონ მკურნალობის პერიოდში დიაზეპამი არ მიიღონ.  კარცინოგენობა, მუტაგენობა და ფერტილობაზე ეფექტი

კარცინოგენობა: ვირთაგვებში მაღალი დოზის კვლევებმა (ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 20-პუნქტით მეტი) გამოავლინა ადენომის, ჰეპატოცელულური კარცინომის და ადენომის და ფოლიკულური ცისტადენომის და თიროიდული კარცინომის რიცხვის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტები შეიძლება გამოწვეული იყოს არა გენოტოქსიკური მექანიზმებით, ადამიანებში ნამდვილი მნიშვნელობა უცნობია.

მუტაგენობა: მირტაზაპინი არ არის მუტაგენური და კლასტოგენური და არ იწვევს დნმ-ის ზოგად დაზიანებას, რაც განსაზღვრულია გენოტოქსიკური შეფასებებით. ეფექტები ფერტილობაზე: ვირთაგვებში ჩატარდა ფერტილობის კვლევები, რომლებმაც გამოვლინა, რომ მირტაზაპინის მაღალი დოზები არ მოქმედებს ჩასახვაზე, მაგრამ მოქმედებს კვერცხუჯრედის ციკლზე და იწვევს იმპლანტაციამდე დანაკარგს. ორსულობა

ტერატოგენური ეფექტები: ორსულ ქალეში ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს მირტაზაპინის გამოყენება შეიძლება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ექიიმა ყველა შემთხვევაში უნდა შეაფასოს რისკის/სარგებლის შეფარდება.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა მირტაზაპინი ლაქტატში. მაგრამ იმ ფაქტის გამო, რომ მრავალი პრეპარატი გამოიყოფა, მეძუძურ დედებში ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

პედიატრიაში გამოყენება

ბავშვებში მირტაზაპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. გერიატრიაში გამოყენება

რადგან ეს პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით და პლაზმაში მისი კლირენსი შეიძლება დაქვეითდეს თირკმლის დაზიანებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პირებში ის უნდა გამოიყენონ სიფრთხილით (65 წელზე უფროს ასაკში), დოზა ფრთხილად უნდა შეირჩეს დოზის გადაჭარბების რისკის გამო რაც გამოიწვევს ზედმეტ სედაციას და კონფუზიას.

გვერდითი რეაქციები

დაკავშირებული მკურნალობის შეწყვეტასთან:

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული და პრეპარატთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია ძილიანობა და გულისრევა.

10%-ზე მაღალი სიხშირე

საჭმლის მომნელებელი სისტემა: პირის სიმშრალე, მადის ზრდა, ყაბზობა.

მეტაბოლური და კვების დარღვევები: წონის მატება.

ნერვული სისტემა: ძილიანობა

პროცენტული სიხშირე 1-10%

მთლიანი სხეული: ასთენია, გრიპის სინდრომი, ზურგის ტკივილი, მუცლის ტკივილი, მწვავე აბდომინური სინდრომი

მეტაბოლური და კვების დარღვევები: პერიფერიული ედემა, ედემა, წყურვილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ღებინება, ანორექსია.

ძვალ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია, მიასთენია, ართრალგია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია

ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, ანომალური სიზმრები, ანომალური ფიქრები, ტრემორი, კონფუზია, აპათია, დეპრესია, ჰიპოკინეზია, ვერტიგო, აჟიტირება, კუნთების კრამპები, შფოთვა, ამნეზია, ჰიპერკინეზია, პარესთეზია.

სასუნთქი სისტემა: დისპნოე, ხველა, სინუსიტი.

შარდ-სასქესო სისტემა: დიზურია, საშარდე ტრაქტის ინფექციები.

კანი, თმა და ფრჩხილები: ქავილი, კანის გამონაყარი.

1%-ზე ნაკლები სიხშირე:

მთლიანი სხეული: წყლული, ფოტოსენსიტიურობის რეაქციები, ანთება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულის ანგინა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, წინაგულოვანი არითმია,  ბიგემინიზმი, ფილტვის ემბოლია, ცერებრული იშემია, მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ქოლეცისტიტი, წყლულოვანი სტომატიტი, ნაწლავის ობსტრუქცია, პანკრეატიტი, ღვიძლის ციროზი, გასტრიტი, გასტროენტერიტი.

ენდოკრინული სისტემა: ჰიპოთირეოზი.

ლიმფური და სისხლის სისტემა: ლეიკოპენია, პეტექიები, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: შ-Aშთ მომატება, ნიკრისის ქარი, შ-ALთ მომატება, შაქრიანი დიაბეტი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ართრიტი, ტენოსინოვიტი, პათოლოგიური მოტეხილობები, ოსტეოპოროზული მოტეხილობები, მიოზიტი, მყესის გაგლეჯა, ბურსიტი.

ნერვული სისტემა: ატაქსია, ცხელება, დელუზიები, დეპერსონალიზაცია, ექსტრაპირამიდალიზმი, ჰალუცინაციები, მანიაკალური რეაქციები, პარანოიდული რეაქციები, აფაზია, სტუპორი, დემენცია, დიპლოპია, წამალდამოკიდებულება, დამბლა, დიდი გულყრები, ფსიქოზური დეპრესია, აბსტინენციის სინდრომი.

სასუნთქი სისტემა: ეპისტაქსისი, ასთმა, პნევმონია, ასფიქსია, პნევმოთორაქსი.

კანი, თმა და ფრჩხილები: ექსფოლიაციური დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, კანის წყლულები.

განსაკუთრებული შეგრძნებები: კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ცრემლის სეკრეციის დარღვევები, გლაუკომა, შუა ოტიტი.

შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის კენჭები, ჰემატურია, ამენორეა, მეტრორაგია, მკერდის გადიდება ან გასქელება.

წამლის ბოროტად გამოყენება და დამოკიდებულება

ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება: თუმცა არ ჩატარებულა ბოროტად გამოყენების, ტოლერანტობის ან ფიზიკური დამოკიდებულების კვლევები, საჭიროა პაციენტების ფრთხილი შეფასება რათა გამოვლინდეს ბოროტად გამოყენების, ტოლერანტობის განვითარების, დოზის ზრდის ნიშნები.

ჭარბი დოზირება

მირტაზაპინით ინტოქსიკაცისთვის კლინიკური უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ტოქსიკურობის კვლევები აჩვენებს, რომ მირტაზაპინით ინტოქსიკაციისას არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოტოქსიკური ეფექტები. მირტაზაპინის კლინიკურ შეფასებებში – ჭარბი სედაციის გარდა – არ აღინიშნა დოზის გადაჭარბების დროს მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტები.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვით, შესაბამის სიმპტომურ თერაპიასთან და სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებასთან ერთად. მირტაზაპინის დოზის გადაჭარბების დროს აღწერილია დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევები და ტაქიკარდია. მხოლოდ მირტაზაპინის დოზის გადაჭარბების შემდეგ აღწერილი არ არის ელეტროკარდიოგრაფიული დარღვევები, კომა ან კრუნჩხვები.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა:

გამოიყენება ანტიდეპრესანტების დოზის გადაჭარბებისას მიღებული ზოგადი ზომები. არ არსებობს მირტაზაპინის სპეციფიკური ანტიდოტი. თუ პაციენტი უგონოდაა შენარჩუნებული უნდა იყოს სასუნთქი გზების გამავლობა სათანადო ვენტილაციის და ოქსიგენაციის უზრუნველყოფისთვის. კუჭის ევაკუაციისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა, აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იყოს აქტივირებული ნახშირი. რეკომენდებულია სასიცოცხლო ნიშნების და გულის მონიტორინგი, სიმპტომური და ზოგადი მკურნალობა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობისას უნდა გაითვალისწინონ მრავალი პრეპარატის მიღებაც.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს.

გამოშვების ფორმა: შეფუთვა შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შენახვის პირობები და სიფრთხილის ზომები: არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის რეჟიმი:II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy