Tricortin - ტრიკორტინი 1000 2მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 38,93 ლ რეგულარული ფასი 54,78 ლ
მარაგშია
SKU
46593_990

ჩვენება:ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპოქსიური და დისმეტაბოლური დარღვევები.

დამხმარე ნივთიერებები:

ლიდოკაინის ქლორიდი; 

ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი 12H2O; 

ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი 2H2O; 

პ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები;

საინექციო წყალი საკმარისი 2 მლ- სთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფსიქო-ანალეპტიური საშუალებები,  ფსიქო-სტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები.

ფარმაკოდინამიკა:

ლიპოსომური ფოსფოლიპიდები ორგანიზმში შეყვანის შემდეგ გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სადაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში. მათი მოქმედება აძლიერებს, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინის ნეირონებში;  "უცხო" ფოსფოლიპიდების წყალობით აქტიურდება  გლუკოზისა და ენდოგენური ფოსფოლიპიდების გარდაქმნა. 

ციანკობალამინი არის მრავალი პროცესის ბიოლოგიური აქტივატორი ადამიანის ორგანიზმში. ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდური რეაქციები ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი უშუალო მონაწილეობით. ვიტამინი B12- ის როლი ასევე მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების აქტივობაში. ასტიმულირებს მიელინის გარსის რეგენერაციას, აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას და ნევრული გამტარობის სიჩქარეს; 

 ციანკობალამინი ზრდის ტკივილის ზღურბლს და საშუალებას გვაძლევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასას) მედიკამენტების დოზის შემცირებას.

ჩვენებები:

  • იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
  • ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
  • კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
  • ათეროსკლეროზული ენცეფალომიოპათიები,
  • ვაზოსპასტური ან ტოქსიური ცეფალგია, 
  • ტოქსიკური და ალკოჰოლური პოლინევრიტი, 
  • ართრიტული წარმოშობის  პოლირადიკულონევრიტი, 
  • პოლიალგიური სინდრომი ორგანული საფუძვლის გარეშე.

დოზირება:

18 წლიდან ზრდასრულებში: 1-2 ამპულა ი/მ 10-20 დღე,  პრეპარატის მიღება რეკომენდებული დღის საათებში

გამოშვების ფორმა:

2მლ N5 ამპულა საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: არ არის დადგენილი ტრიკორტინი 1000-ის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

გაფრთხილება:

პრეპარატის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ.

 პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზების მიღების დროს ადგილი არ ქონია ჭარბი დოზირების შემთხვევებს.

გვერდითი მოვლენები:

ადგილი არ ქონია პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითრებას. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ფიდია ფარმაცეუტიჩი, იტალია

მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy