Nicotinic acid - ნიკოტინის მჟავა 1% 1მლ. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 4,70 ლ რეგულარული ფასი 6,67 ლ
მარაგშია
SKU
1221_25
პელაგრა (ვიტამინ PP ავიტამინოზი), ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური დარღვევები; კიდურების სისხლძარღვების სპაზმი (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს სინდრომი); თირკმლის სისხლძარღვების სპაზმი; შაქრიანი დიაბეტის გართულებები (დიაბეტური პოლინეიროპათია, მიკრ

ზოგადი დახასიათება საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ნიცოტინიც აციდ, პირიდინ-3-კარბონმჟავა; ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე; შემადგენლობა 1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ ნიკოტინის მჟავას; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი სამკურნალწამლო ფორმა საინექციო ხსნარი ფარმაკოთერაპიული ჯგუფი პერიფერიული ვაზოდილატატორები. ნიკოტინის მჟავა და მისი წარმოებულები. ათქ კოდი: ჩ04A ჩ01. ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი PP) თავისუფალი ან ამიდის სახით წარმოადგენს ფერმენტების_ კოდეჰიდრაზა I (დიფოსფოპირიდინნუკლეოტიდი – ნად) და კოდეჰიდრაზა II (ტრიფოსფოპირიდინნუკლეოტიდი - ნადფ), პროსთეტულ ჯგუფს, რომლებიც ახორციელებს წყალბადის და ფოსფატების გადატანას ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. მონაწილეობს რა ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვაში, სინთეზის პროცესებში, ნიკოტინის მჟავა ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. გააჩნია ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. გააჩნია სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას), დეზინტოქსიკაციური თვისებები. ახდენს ვიტამინი PP-ის დეფიციტის ლიკვიდაციას, წარმოადგენს პელაგრის საწინააღმდეგო სპეციფიკურ საშუალებას. ფარმაკოკინეტიკა ნიკოტინის მჟავა - დარნიცა სწრაფად შეიწოვება შეყვანის ადგილიდან პარენტერული გამოყენების დროს. თანაბრად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ინაქტივირდება, ძირითადად, მეთილირების გზით და ნაკლებად, კონიუგაციით. ბიოტრანსფორმაციის პროდუქტები გამოიყოფა შარდით. ნიკოტინის მჟავა, შეიძლება შარდში გამოვლინდეს აქტიური ფორმით, თუ ორგანიზმში მისი ჭარბი რაოდენობა ხვდება. ჩვენებები პელაგრა (ვიტამინ PP ავიტამინოზი), ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური დარღვევები; კიდურების სისხლძარღვების სპაზმი (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს სინდრომი); თირკმლის სისხლძარღვების სპაზმი; შაქრიანი დიაბეტის გართულებები (დიაბეტური პოლინეიროპათია, მიკროანგიოპათია); ღვიძლის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები); სახის ნერვის ნევრიტი; სხვადასხვა გენეზის ინტოქსიკაცია (მათ შორის პროფესიული, მადიკამენტოზური, ალკოჰოლური); ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი; ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, წყლულები. მიღების გზები და დოზირება მოზრდილებში ინიშნება 1% ხსნარის კანქვეშა, კუნთშიდა და ინტრავენური ნელი ინფუზია 1 მლ 1-2-ჯერ დღეში 10-15 დღის განმავლობაში. როგორც ვაზოდილატატორი, ვენაში ნელა შეჰყავთ 1-2 მლ 1% ხსნარი დღეში. ბავშვებში ინიშნება ასაკის მიხედვით: • 2 წლამდე: 6-8 მგ დღეში • 2-7 წწ. – 9-11 მგ დღეში; • 8-10 წწ – 12-16 მგ დღეში; • 11-14 წწ – 17-18 მგ დღეში გვერდითი ეფექტები ალერგიული რეაქციები; სახის კანის და ტანის ზედა ნაწილის ჰიპერემია წვის შეგრძნებით, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, სახის ჰიპერემია; მიღებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოვლენები ქრება სპონტანურად. გამოხატული კორონარული ათეროსკლეროზის შემთხვევაში, პრეპარატის ინტრავენურმა შეყვანამ, შეიძლება გამოიწვიოს “მოპარვის სინდრომი”. სწრაფი შეყვანისას – არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი; ხანგრძლივი გამოყენებისას – ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ჰიპერურიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას დონის მატება სისხლში. კანქვეშა და კუნთშიდა შეყვანისას მტკივნეულობა ინექციის ადგილას. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა ნიკოტინის მჟავას მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია (მძიმე ფორმა), ათეროსკლეროზი (ი/ვ შეყვანის პირობებში), კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დააავადება (გამწვავების სტადიაში); პოდაგრა, ჰიპერურიკემია, ღვიძლის ციროზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ჭარბი დოზირება ჭარბი დოზირება ნაკლებ სავარაუდოა პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გამო. სიმპტომებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, შეიძლება გონების დაკარგვა. მკურნალობა: სიმპტომურია; სპეფიციკური ანტიდოტი არ არსებობს. სიფრთხილის ზომები რამდენადაც ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ამ უკანასკნელის პროფილაქტიკისთვის პაციენტების რაციონში უნდა იქნას ჩართული მეთიონინით მდიდარი პროდუქტები ან დაენიშნოთ მეთიონინი, ლიპოის მჟავა. მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. არ არის რეკომენდებული დისლიპიდემიის კორექციისთვის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში (იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებად), იგი შეიძლება შეიცვალოს ნიკოტინამიდით. სიფრთხილით ინიშნება ჰიპერაციდური გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების დროს (არა გამწვავების სტადიაში). ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან საჭიროა სიფრთხილე ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში გამოყენებისას. ამცირებს ნეომიცინის ტოქსიკურობას და ხელს უშლის მის მიერ ინდუცირებულ ქოლესტერინისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის დაქვეითებას. შენახვის პირობები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა - 5 წელი შეფუთვა 1 მლ ხსნარი ამპულაში, 10 ამპულა შეფუთვაში. აფთიაქიდან გაცემის პირობები ექიმის რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy