Flastin - ფლასტინი 150მგ 3 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 79,57 ლ რეგულარული ფასი 116,67 ლ
მარაგშია
SKU
44633_2052

ჩვენება: ახდენს ოსტეოპოროზით გამოწვეული ძვლების განლევის პრევენციას და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას, ამცირებს ძვლების მოტეხილობის შესაძლებლობას.

ფლასტინი 150 მგ
შემოგარსული ტაბლეტი
იბანდრონის მჟავა

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, მასში მოცემულია პაციენტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
- გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ-ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს ფლასტინი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ ფლასტინის გამოყენებამდე
3. როგორ მიღება ფლასტინი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფლასტინი
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ფლასტინი და რისთვის გამოიყენება
ფლასტინი მიეკუთვნება ბისფოსფონატების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას. ფლასტინს შეუძლია ძვლის განლევის პროცესის უკუქცევა ძვლის განლევის შეჩერებითა და ძვლის მასის გაზრდით ქალებში, თუმცა ეს პროცესი შეიძლება შესამჩნევი არ იყოს და პაციენტმა შეიძლება ცვლილება ვერ იგრძნოს. ფლასტინი ხელს უწყობს ძვლების მოტეხვის შესაძლებლობის შემცირებას. მოტეხილობების შემცირება აღინიშნა ხერხემლის არეში, მაგრამ არა ბარძაყის მიდამოში.

ფლასტინი დაგენიშნათ თქვენ პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რადგან თქვენ გაქვთ მოტეხილობების მომატებული რისკი. ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და დასუსტება, რომლებიც ხშირად აღინიშნება ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს ქალებში საკვერცხეები აღარ გამოიმუშავებენ ქალის ჰორმონს ესტროგენს, რომელიც ხელს უყობს ჩონჩხის ძვლების სიჯანსაღეს.

რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება მენოპაუზა, მით უფრო მაღალია მოტეხილობების რისკი ოსტეოპოზის დროს. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მოტეხილობების რისკის გაზრდას, მოიცავს შემდეგს:
- კვების რაციონში კალციუმისა და ვიტამინი D-ს ნაკლებობა
- მოწევა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება
- არასაკმარისი სიარული ან სხვა სახის ფიზიკური დატვირთვები
- ოსტეოპოროზის არსებობა ოჯახურ ანამნეზში.

წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი პირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რაც გულისხმობს კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარ ბალანსირებულ კვების რეჟიმს; სიარულს ან სხვა სახის ფიზიკურ აქტივობას; მოწევაზე უარის თქმას და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისაგან თავის შეკავებას.

2. რა უნდა ვიცოდეთ ფლასტინის მიღებამდე
არ მიიღოთ ფლასტინი
- თუ გაქვთ ალერგია იბანდრონის მჟავას ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
- თუ გაქვთ საყლაპავ მილთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა საყლაპავის შევიწროვება ან ყლაპვის გაძნელება.
- თუ არ შეგიძლიათ მინიმუმ ერთი საათის (60 წუთი) განმავლობაში დგომა ან ჯდომა.
- თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ სისხლში კალციუმის დაბალი დონეები. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ზოგიერთ ადამიანში შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ფლასტინის გამოყენებისას.
ფლასტინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:
- თუ გაქვთ მინერალების მეტაბოლიზმის დარღვევები (როგორიცაა D ვიტამინის ნაკლებობა).
- თუ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია.
- თუ გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები.
თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან დაგეგმილი გაქვთ სტომატოლოგიური ოპერაცია, უთხარით თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ ამ პრეპარატით. უთხარით ასევე, თუ გაქვთ სიმსივნე.

შეიძლება განვითარდეს საყლაპავი მილის გაღიზიანება, ანთება ან დაწყლულება გულ-მკერდის არეში ტკივილით, საკვების და/ან სასმელის ყლაპვის შემდეგ მძიმე ტკივილით, მწვავე გულისრევით ან ღებინებით, განსაკუთრებით თუ არ დალევთ ერთ ჭიქა ჩვეულებრივ წყალს და/ან თუ არ დაწვებით ფლასტინის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ ფლასტინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს (იხ. პუნქტი 3).

ბავშვები და მოზარდები
ფლასტინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ან მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და ფლასტინი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს, განსაკუთრებით:
- კალციუმის, მაგნიუმის, რკინის ან ალუმინის შემცველი დანამატები, ვინაიდან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლასტინის ეფექტებზე.
- ასპირინი ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მათ შორის იბუპროფენი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და ნაპროქსენი) – ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება. იგივე შეიძლება გამოიწვიონ ბისფოსფანატებმა (როგორიცაა 150 მგ ფლასტინი). შესაბამისად, ფლასტინით მკურნალობის პერიოდში გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტკივილგამაყუჩებლების ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას.

ფლასტინის ტაბლეტის მიღების შემდეგ, ნებისმიერი სხვა პრეპარატები, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტაბლეტები, კალციუმის დანამატები ან ვიტამინები, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ 1 საათში.

ფლასტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
არ მიიღოთ ფლასტინი საკვებთან ერთად. ფლასტინი ნაკლებად ეფექტურია საკვებთან ერთად მიღებისას.
შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყლის მიღება, მაგრამ არა სხვა სასმელების (იხ. პუნქტი 3. როგორ მიიღება ფლასტინი).

ორსულობა და ლაქტაცია
ფლასტინი გამოიყენება ქალებში მხოლოდ მენოპაუზის შემდეგ. არ მიიღება
ქალებში, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის გაჩენა.
ფლასტინი არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევსათვის მიმართეთ ექიმს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
თქვენ შეგიძლიათ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა, ვინაიდან ფლასტინი მაღალი ალბათობით გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფლასტინი შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მაგ. გალაქტოზას აუტანლობა, Lაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის პრობლემები), ფლასტინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. როგორ მიიღება ფლასტინი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლასტინის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი თვეში.

ყოველთვიური ტაბლეტის მიღება
აუცილებელია აქ წარმოდგენილი მითითებების დაცვა. მათი მიზანია, რომ ტაბლეტმა სწრაფად მიაღწიოს კუჭამდე, ამდენად, ნაკლებსავარაუდოა, რომ მან გამოიწვიოს გაღიზიანება.

- მიიღეთ ფლასტინი 150 მგ-ის ერთი ტაბლეტი თვეში ერთხელ.
- შეარჩიეთ თვის ერთი დღე, რაც იოლად დაგამახსოვრდებათ. ტაბლეტის მისაღებად შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთიდაიგივე რიცხვი (მაგალითად, ყოველი თვის პირველი რიცხვი) ან ერთიდაიგივე დღე (მაგალითად, ყოველი თვის პირველი კვირა დღე). შეარჩიეთ ისეთი დღე, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს.
- ფლასტინის ტაბლეტი მიიღეთ საკვების ან სასმელის, გარდა წყლის მიღებიდან მინიმუმ 6 საათის შემდეგ.
- ფლასტინის ტაბლეტი მიიღეთ
- დილით, როგორც კი ადგებით საწოლიდან, და
- საკვების ან სასმლის მიღებამდე (უზმოზე).
- ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ ერთი სავსე ჭიქა ჩვეულებრივი წყლის მიყოლებით (მინიმუმ 180 მლ). ტაბლეტს არ მიაყოლოთ მინერალური წყალი, ხილის წვენი ან ნებისმიერი სხვა სასმელი. თუ არსებობს ეჭვი, რომ ონკანის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ნაჩვენებია ბოთლის წყლის მიღება მინერალების მცირე შემცველობით.

- ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად – ტაბლეტის დაღეჭვა, გატეხვა ან დაწუწვნა არ შეიძლება.
- ტაბლეტის მიღებიდან შემდეგი ერთი საათის (60 წუთის) განმავლობაში:
-არ დაწვეთ; აუცილებელია დგომა ან ჯდომა, რათა პრეპარატმა უკან საყლაპავში არ გამოაღწიოს.

- არ მიიღოთ არავითარი საკვები
- არ მიიღოთ არავითარი სასმელი (გარდა ჩვეულებრივი წყლისა, საჭიროებისას)
- არ მიიღოთ სხვა არავითარი პრეპარატი.

- ტაბლეტი მიღებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ დღის პირველი საკვები და სასმელი. საკვების მიღების შემდეგ შეგიძლიათ დაწვეთ, თუ სურვილი გაქვთ და მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, საჭიროებისას.

არ მიიღოთ ტაბლეტი ღამით დაწოლისას ან დილით ადგომამდე.

ფლასტინის ტაბლეტის მიღების გაგრძელება
აუცილებელია, რომ ფლასტინი მიიღოთ ყოველთვიურად, იმ დროის განმავლობაში, რასაც ექიმი დაგინიშნავთ. ფლასტინის გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ, გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ფლასტინით მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ფლასტინი უზრუნველყოფს ოსტეოპოროზის მკურნალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დანიშნული ხანგრძლივობით მიიღებთ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ფლასტინი
თუ შეცდომით მიიღეთ ერთზე მეტი ტაბლეტი, დალიეთ სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ნუ გამოიწვევთ ღებინებას და ნუ დაწვებით – ამან შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის გაღიზიანება.

თუ დაგავიწყდათ ფლასტინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება დილით თქვენ მიერ შერჩეულ დღეს, არ მიიღოთ ტაბლეტი მოგვიანებით იმ დღეს. სანაცვლოდ, გადახედეთ კალენდარს და ნახეთ შემდეგი დოზის მიღების განრიგი:

თუ შემდეგი დოზის მიღება დაგეგმილია მხოლოდ 1-7 დღეში
დაელოდეთ განრიგით დადგენილ შემდეგი დოზის მიღების დროს და მიიღეთ ჩვეულებრივ; შემდეგ კი გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის თვეში ერთხელ მიღება კალენდარში მონიშნულ დღეს.

თუ შემდეგი დოზის მიღება დაგეგმილია 7-ზე მეტი დღის შემდეგ
უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი დილით მომდევნო დღეს, როდესაც გაგახსენდებათ; შემდეგ კი გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის თვეში ერთხელ მიღება კალენდარში მონიშნულ დღეს.

არასოდეს მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში ფლასტინის ორი ტაბლეტი.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მედდას ან ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირით, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ:
არახშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში):
• ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერი ტკივილი საკვების ან სასმელის გადაყლაპვის შემდეგ, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, ყლაპვის გაძნელება. თქვენ შესაძლოა გქონდეთ საყლაპავის ძლიერი ანთება, წყლულთან ან საყლაპავის შევიწროვებასთან ერთად.
იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში):
• ქავილი, სახის, ტუჩების, ენის და ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით.
• მუდმივი ხასიათის თვალის ტკივილი და ანთება
• ახალი ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი თეძოს, ბარძაყის ან საზარდულის არეში, რადგან თქვენ იშვიათად შესაძლოა გქონდეთ ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშნები
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში):
• პირის ღრუსა და ყბის ტკივილი ან წყლული, თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ ყბის სერიოზული პრობლემების (ნეკროზი (ყბის მკვდარი ქსოვილი) ყბის ძვალზე) ადრეული ნიშნები.
• სერიოზული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში):
• თავის ტკივილი
• გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, კუჭის ან საყლაპავის ტკივილი (შესაძლოა კუჭის ანთების გამო), მოუნელებლობა, გულისრევა, ფაღარათი (თხიერი განავალი)
• მუცლის ტკივილი, სახსრებისა და კიდურების შებოჭილობა
• გრიპისმაგვარი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, შემცივნება, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლების, სახსრებისა და კუნთEბის ტკივილი. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა შემაწუხებელი ან გაგრძელდა 2 დღეზე მეტ ხანს, მიმართეთ მედდას ან ექიმს
• გამონაყარი

არახშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში):
• თავბრუსხვევა
• შებერილობა
• ზურგის ტკივილი
• დაღლილობა და დაქანცულობა

იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში):
• თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (ნაწლავის პირველი ნაწილი) რომელიც იწვევს კუჭის ტკივილს
• ჭინჭრის ციება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში.

5. როგორ ინახება ფლასტინი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენება კოლოფზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატები არ გადაყაროთ საკანალიზაციო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ექიმს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლასტინი
- აქტიური სუბსტანცია არის იბანდრონის მჟავა. ერთი ტაბლეტი შეიცავს 150 მგ იბანდრონის მჟავას.
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური კაჟბადი უწყლო.
ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000.

ფლასტინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ფლასტინი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს წარწერით “LC”.
ფლასტინი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია 1 და 3 ტაბლეტიანი შეფუთვის ზომებში.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზის მფლობელი
“ეგის ფარმასიუტიკალს პლს”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი

მწარმოებელი:
“ლაბორატორიოს ლიკონსა, ს.ა.”
ავდა. მირალკამპო, #7, პოლიგონო ინდუსტრიალ მირალკამპო
19200 აზუკუეკა დე ჰენარეს (გუადალაჯარა), ესპანეთი.

მეტი ინფორაცია
Units 3
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy