Ciprinol - ციპრინოლი 200მგ 100მლ. 1ფლაკონი

24,31 ლ
მარაგშია
SKU
3613_37

ჩვენებები: საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები

შემადგენლობა

10 მლ (1 ამპულა) კონცენტრატი შეიცავს 100 მგ ციპროფლოქსაცინს ლაქტატის სახით.
1 მლ კონცენტრატი შეიცავს 10 მგ ციპროფლოქსაცინს ლაქტატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: რძემჟავა, მარილმჟავა, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
50 მლ (1 ფლაკონი) კონცენტრატი შეიცავს 100 მგ ციპროფლოქსაცინს ლაქტატის სახით.
100 მლ (1 ფლაკონი) კონცენტრატი შეიცავს 200 მგ ციპროფლოქსაცინს ლაქტატის სახით.
1 მლ ხსნარი შეიცავს 2 მგ ციპროფლოქსაცინს ლაქტატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაქტატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

თვისებები და მოქმედება

ციპრინოლი – ერთერთი ყველაზე ეფექტური სინთეტიკური ქიმიოთერაპიული საშუალებაა, რომელიც განეკუთვნება მიკრობების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ქინოლონების ჯგუფს. ბაქტერიული გირაზას A სუბერთეულის ინჰიბირებით, ციპრინოლი ანელებს ბაქტერიული დნმ-ს რეპლიკაციას, რომელიც აუცილებელია ცილების სინთეზისათვის. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება უმეტესი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების მოქმედებაზე მდგრადი მიკროორგანიზმების მიმართ. ციპროფლოქსაცინის in vitro  მიმართ მგრძნობიარენი არიან შემდეგი გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები: ენტერობაქტერიები (E. coli, Shigella spp., Salmonella spp., Citrobacter, Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus Providencia spp., Morganella morganii, Vibro spp., Yersinia spp.); ; სხვა გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები(Aeromonas spp., Plesiomonas shigeloides, Pseudomonas Aeruginosa, Neisseia spp., Moraxella (Branhamella) catarrhlis);  ზოგიერთი შიდაუჯრედული გამაღიზიანებელიgamaRizianebeli (Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Mycobacterium aviumintracellulare). გრამ-დადებით ბაქტერიებს შორის დამტკიცებულია მგრძნობელობა in vitro შემდეგი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp. (S. aureus, S. haemolyticus, S. hominis da S. saprophyticus) da Streptococcus spp. (S. pyogenes da S. agalactiae).). მეთიცილინის მიმართ მდგრადი სტაფილოკოკთა უმეტესობა, მდგრადნი არიან ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
ბაქტერიების Staphylococcus spp. (S. aureus, S. haemolyticus, S. hominis da S. saprophyticus) da Streptococcus spp. (S. pyogenes da S. agalactiae).მგრძნობელობა ზომიერია.
Corynebacterium spp., Bacteroides fragillis, Pseudomonas ceracia da maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridiumdifficile, Nocardia asteroides, Streptococcus faecium da  Treponema pallidum  ჯგუფის ბაქტერიები ციპროფლოქსაცინის მიმართ მდგრადნი არიან.
ინფუზიის დაწყებიდან 60 წუთში 200 მგ და 400 მგ დოზირებისას პრეპარატის კონცენტრაცია შრატში შეადგენს 2.1 μგ/მლ ან 4.6 μგ/მლ. პრეპარატის კონცენტრაცია შარდში მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში თითქმის 100-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. ნახევარგამოყოფის პერიოდი თითქმის 3-5 საათს შეადგენს. დოზის დაახლოებით 50-70% უცვლელი სახით შარდთან ერთად გამოიყოფა, თითქმის 10% მეტაბოლიტის სახით და დაახლოებით 15% შლაკებთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

ინფუზიები ვენაში იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც მკურნალობა პერორალურად შეუძლებელია. მკურნალობა ტარდება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ: საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები; სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონიები (პნევმოკოკურის გარდა), მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, გამწვავებები ავადმყოფებში კისტოზური ფიბროზით (განსაკუთრებით, თუ გამაღიზიანებელია P. aeruginosa); ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციები: შუაყურის მწვავე ინფექცია, სინუსიტი, მასტოიდიტი გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დროს (P. aeruginosa); მენჯის ორგანოების ინფექციები: ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები (სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულური აბსცესი და მენჯის პერიტონიტი); აბდომინალური და ჰეპატობილიალური ინფექციები: პერიტონიტი, აბსცესები მუცლის ღრუში, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (კომბინაციაში მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან); ძვლებისა და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი; კანისა და სხვა რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ცელულიტი, ინფიცირებული დამწვრობები; მძიმე სისტემური ინფექციები: სეფსისი, ინფექციები ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); ბაცოლამატარებლების S. typhi და სხვა სალმონელების მკურნალობა; ინფექციური დიარეები: თუ გამაღიზიანებლები არიან ენტეროტოქსიკური შტამები E. coli  და Campylobacter jejuni მიკრობების საწინააღმდეგო თერაპია ნამდვილად საჭიროა; ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს ძირითადად უროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) და ორთოპედიაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და ქინოლინების რიგის სხვა პრეპარატების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია, ბავშვებსა და მოზარდებისათვის ზრდის პერიოდში, ვინაიდან ამ პერიოდში პრეპარატის ზემოქმედების თაობაზე საკმარისი ცდები ჩატარებული არ არის, და არ გამოირიცხება სახსრის ხრტილის დაზიანების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებ გამართლებული მხოლოდ მაშინ, თუ სარგებელი რისკს აღემატება.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილის დაცვა საჭიროა პრეპარატის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით (ეპილეფსია, კურნჩხვის უნარის დაქვეითება, კრუნჩხვები ანამნეზში, ტვინის სიხლით მომარაგების დაქვეითება, ალოპეცია, ფსიქიკური დაავადებები), ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის გაამოხატული დარღვევებით, თირკმლის ყველა ფორმის უკმარისობით, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობით. ციპრინოლით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ყურადღების მიქცევა შარდის მჟავიანობაზე და მზის სხივების მორიდება. 
ციპრინოლით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს აუცილებელია ავადმყოფის შესაბამისი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა.
ქინოლონებით მკურნალობის დროს არის მყესების ანთების ან დაწყვეტის ცალკეული შემთხვევები. თუმცა ამის პრეპარატთან კავშირი დამტკიცებული არ არის, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა მყესების ტკივილის წარმოქმნის ან მყესების ანთების პირველი ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში. მკურნალობის მიმდინარეობისას ან უშუალოდ მის შემდეგ ავადმყოფი უნდა მოერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია

ციპრინოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ციპრინოლი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ ციპრინოლით მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზეგავლენა ფსიქოფიზიკურ უნარებზე

სტანდარტული დოზირებით ციპრინოლს შეუძლია შეამციროს სწრაფი რეაქციის უნარი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი მას ალკოჰოლთან ერთად იღებს. ექიმმა და ფარმაცევტმა ამის შესახებ ავადმყოფს უნდა აცნობონ, თუ მკურნალობის დროს ავადმყოფი ავტოტრანსპორტს მართავს ან დაზგებზე მუშაობს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ან კოფეინის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში თეოფილინის ან კოფეინის კონცენტრაციის მომატება და მათი გამოყოფის დროის გახანგრძლივება. ციპრინოლისა და ციკლოსპორინის ერთად მიღება ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობას ზრდის. რეკომენდებულია შრატში თეოფილინისა და ციკლოსპორინის კონცენტრაციის ხშირი კონტროლის ჩატარება.
ციპრინოლისა და ანტიკოაგულანტების კომბინირებისას შესაძლოა გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო, რის შედეგადაც აუცილებელია პროთრომბინული დროის კონტროლი.

დოზირება და გამოყენების წესი

ვენაში შესაყვანად ყველა კარგია ხანმოკლე ინფუზიის გამოყენება (იგი 60 წუთი უნდა გრძელდებოდეს). რეკომენდებულია შემდეგი დოზები: ზედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: 200 მგ დღეში ორჯერ.
ზედა საშარდე გზების გართულებელი ინფექციები: 400 მგ დღეში ორჯერ.
მძიმე ინფექციები (პნევმონია, ოსტეომიელიტი): 400 მგ დღეში ორჯერ.
სხვა ინფექციები: 200-400 მგ დღეში ორჯერ.
ძალიან მძიმე ინფექციებისა და გამაღიზიანებლის სუსტი მგრძნობელობის დროს (მაგ., ინფექცია, გამოწვეული P. aeruginos ფიბროზული კისტოზის დროს) სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 400 მგ-მდე სამჯერ დღეში ვენაში. მწვავე გონორეის მკურნალობის დროს საკმარისია 100 მგ-ს ერთჯერადად ვენაში შეყვანა.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის შემცირება შეიძლება კრეატინინის კლირენსის, დაავადების სახობისა და სიმძიმის მიხედვით.
ქირურგიული ჩარევების დროს ინფექციების პრევენციისათვის ინიშნება 200-400 მგ ვენაში 1/2-1 საათით ადრე ოპერაციამდე. ოპერაციის 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელებისას დოზა მეორდება.
ავადმყოფებში, რომლებსაც თირკმელების ფუქნციის მძიმე დარღვევები აწუხებთ, 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით (0.33 მლ/წ; კრეატინინის კონცენტრაცია შრატში 400 μმოლი/ლ-ზე მეტი) ინიშნება ან ჩვეულებრივი ერთჯერადი სადღეღამისო დოზა ან დოზის ნახევარი დღეში ორჯერ. ავადმყოფებში თირკმლის ტერმინალური უკმარისობით, რომლებიც მუდმივად ქრონიკულ ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 მგ-ს დღეში. ჰემოდიალიზის დროს პრეპარატის უმნიშვნელო დანაკარგის შედეგად, მისი ჩატარების შემდეგ ციპრინოლის ანაზღაურება საჭირო არ არის.
ამბულატორულ პერიტონულ ჰემოდიალიზზე მყოფ პერიტონიტით დაავადებულ ავადმყოფებში რეკომენდებულია 50 მგ/ლ ციპროფლოქსაცინის დიალიზატის მუცლის ღრუში დღეში ოთხჯერ შეყვანა. 
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, კლინიკური და ბაქტერიოლოგიური ანალიზების სიმძიმეზე.  ინფუზიით საწყისი მკურნალობის გაგრძელება ტაბლეტებით თერაპიით შეიძლება. მკურნალობა გრძელდება: ჩვეულებრივ 3-14 დღე, ხოლო ქრონიკული პროსტატიტისა და ოსტეომიელიტის დროს – 4-6 კვირა და მეტი.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
გამოყენების წინ საინფუზიო კონცენტრატი აუცილებლად უნდა გაზავდეს შესაბამისი საინფუზიო სითხით: ფიზიოლოგიური ხსნარით, რინგერის ან ჰარტმანის ხსნარით, 5% ან 10%-ანი გლიკოზათი, ფრუქტოზას 10% ხსნარით და გლუკოზას 5% ხსნარით 0.225% NaCl ან 0.45% NaCl (მინიმალური მოცულობა 50 მლ).
არ შეიძლება ციპრინოლის შერევა საინფუზიო ხსნარებთან და ინექციებთან, რომლებსაც pH 3-4 ფიზიკური და ქიმიური არასტაბილურობა გააჩნიათ.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შედეგი შეიძლება იყოს ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი და გულყრა, უფრო მძიმე შემთხვევებში შფოთვა, აღელვება, ჰალუცინაციები და კრუნჩცვები. დოზები უნდა შემცირდეს ან დროებით შეწყდეს ინფუზია. მკურნალობა სიმპტომატურია. მნიშვნელოვანია კარგი ჰიდრატაცია. მოწამვლისას ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ვითარდება და ღებინების, გულისრევის, მეტეორიზმის, მუცელში ტკივილის, უმადობის, დიარეის სახით ვლინდება. ძლიერი და ხანგრძლივი დიარეის ან ფსევდომემბრანული კოლიტის დროს, აუცილებელია თერაპიის შეწყვეტა. 
სხვა გვერდითი მოვლენები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვლინდება (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ნაღვლიანობის შეგრძნება, კრუნჩცვები, ქალაშიდა წნევის მომატება, ტოქსიკური ფსიქოზი, ჰალუცინაციები და სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის დარღვევები, დიპლოპია, არასასიამოვნო გემო, შუილი ყურებში). ალერგიული რეაქციები: კანის (ეგზათემა, ერითემა, ქავილი), ცხელება, სახის შეშუპება, იშვიათია მგრძნობელობა სინათლის მიმართ და ანაფილაქსიური რეაქცია, ეოზინოფილია.
კარდიოვასკულარული რეაქციები: სისხლის წნევის დაწევა, ჰიპერტენზია, პაროქსიზმული ტაქიკარდია.
სხვა რეაქციები: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ლოკალური რეაქციები ინექციის დგილას, კრისტალურია.
ზეგავლენა ლაბორატორიულ პარამეტრებზე: უპირველესად ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით შესაძლოა დროებით გაეზარდოთ ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფოტაზის აქტივობა; ასევე შეიძლება ტრანზიტულად გაიზარდოს შარდოვანას, კრეატინინისა და ბილირუბინის კონცენტრაცია შრატში.
ძალიან იშვიათად და როგორც წესი სხვა მავნე ფაქტორებთან კომბინაციაში ფტორქინოლონებს შეუძლიათ გამოიწვიოს მყესის ტენდინიტი და გაწყვეტა.
აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, თუ მძიმე გვერდითი ეფექტები განვითარდა (განსაკუთრებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ფსევდომემბრანული კოლიტი, ნერვული სისტემის დარღვევები, ჰალუცინაციები და ტკივილი მყესების არეში).

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. პრეპარატის გაყინვა არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა 

პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გაცემის პირობები 

საინფუზიო კონცენტრატი: გამოყენება ნებადართულია მხოლოდ საავადმყოფოებში. გამონაკლის შემთხვევებში, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მკურნალობის გაგრძელებისას პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
ვენაში შესაყვანი ხსნარი 100 მგ/50 მლ და 200 მგ/100 მლ: გამოყენება ნებადართულია მხოლოდ საავადმყოფოებში.

შეფუთვა

საინფუზიო ხსნარი (კონცენტრატი), 10 მლ-ანი 5 ამპულა, 100 მგ/50 მლ.
საინფუზიო ხსნარი, 100 მლ/ანი 1 ფლაკონი, 200 მგ/100 მლ.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy