Trigan D - ტრიგანი D 10 ტაბლეტი

3,05 ლ
მარაგშია
SKU
2231_229

ჩვენება: შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ნაწლავის კოლიკა, ღვიძლისა და თირკმლის კოლიკა, ალიგოდისმენორეა; თავის, კბილის, შაკიკისმიერი ტკივილი, ნევრალგია, მიალგია;

ტრიგან-დ
(თრიგან-D)

სავაჭრო დასახლება: ტრიგან-დ
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლტები
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პარაცეტამოლი - 500მგ
დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი - 20მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი (აეროსილი), მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა:
თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი, სადა ტაბლეტები, დაქანებული კიდეებიტ და ნაზოლით ცალ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზური საშუალება (არანარკოტიკული ანალგეზური საშუალება + სპაზმოლიზური საშუალება).

ათქ კოდი: [N02BE51]

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ პარაცეტამოლს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მცირე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1-ის ზომიერ და უფრო ნაკლები ხარისხით ციკლოოქსიგენაზა-2 ის დათრგუნვასთან პერიფერიულ ქსოვილებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რის შედეგადაც ფერხდება ტკივილის შეგრძნების, თერმორეგულაციისა და ანთებითი რეაქციბის მოდულატორი პროსტაგლანდინების ბიოსინთეზი.
მეორე კომპონენტი - დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი, მესამეული ამინი ხასიათდება შედარებით სუსტი არასელექციური მ-ქოლინომაბლოკირებელი და პირდაპირი მიოტროპული სპაზმოლიზური მოქმედებით შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე. თერაპიულ დოზებში იწვევს გლუვი კუნთების ეფექურ მოდუნებას და არ ახლავს ატროპინისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები.
ტრიგან-დ-ს ამ ორი კომპონენტის კომბინიერბული მოქმედება უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების სპაზმური გლუვი კუნთების მოდუნებას და ტკივილის შეგრძნობის შესუსტებას.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 60-90 წუთის შემდეგ. განაწილების მოცულობა 3,65ლ/კგ. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთაგან ერთი - N-აცეტილ-ბენზოქინონიმინი გარკვულ პირობებში (პრეპარატის ჭარბი დოზირება, ღვიძლში გლუტათიონის დეფიციტი) შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ღვიძლსა და თირკმელებზე. პრეპარატის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით, მცირე რაოდენობა განავალთან ერთად.

მიღების ჩვენება
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ნაწლავის კოლიკა, ღვიძლისა და თირკმლის კოლიკა, ალგოდისმენორეა; თავის, კბილის, შაკიკისმიერი ტკივილი, ნევრალგია, მიალგია;
ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლისა და დიციკლოვერინის მიმართ, ნაწლავის, სანაღვლე და საშარდე გზების ობსტრუქციული დაავადებები, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზა), რეფლუქს-ეზოფაგიტი, ჰიპოვოლემიური შოკი, მიასთენია გრავის, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (15 წლამდე).

სიფრთხილით მიღება საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური უკმარისობისას, სისხლის დაავადებებისას, გლაუკომისას, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიისას (მათ შორის ჟილბერის სინდრომისას), ვირუსული ჰეპატიტისას, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებისას, ალკოჰოლიზმისას, ხანდაზმული ასაკისას.

გამოყენების მეთოდი და დოზები
მიიღება შიგნით, მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღეში 2-3ჯერ. მოზრდილებისთვის მაქსიმალური ერთჯეადი დოზაა 2 ტაბლეტი, დღე-ღამური - 4 ტაბლეტი. პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე დასაშვებია 5 დღის განმავლობაში თუU იგი დანიშნულია ტკივილის შესამცირებლად და 3 დღის განმავლობაში თუ იგი დანიშნულია სიცხის დასაწევად.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია პერიფრიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
არ შეიძლება დღე-ღამური დოზის გადაჭარბება; მისი გაზრდა ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გემოვნების შეგრძნების დაკარგვა, მადის დაქვეითება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ყაბზობა, <<ღვიძლის>> ფერმენტების მომატებული აქტივობა, როგორც წესი სიყვითლის განვითარების გარეშე, ჰეპატონეკროზი (დოზადამოკიდებული ეფექტი).
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: (ჩვეულებრივ ვითარდება დიდი დოზების მიღებისას): ძილიანობა, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიურ კომამდე.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანემია, მეტჰემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, ტკივილი გულის არეში), ჰემოლიზური ანემია (განსაკუთრებით ავადმყოფებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით).
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: პიურია, შარდის შეკავება, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: მიდრიაზი, მხედველობის აღქმის სიმკვეთრის დაქვეითება, აკომოდაციის დამბლა, თვალშიდა წნევის მომატება.

- პოტენციის დაქვეითება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ცხელება, აგზნება, კრუნჩხვები, ეპიგასტრალური ტკივილები, მადის დაქვეითება, ანემია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია, ნეფროტოქსიკურობა (პაპილარული ნეკროზი), ჰეპატონეკროზი.
მკურნალობა: საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა. ადსორბენტების დანიშვნა, ისეთი საშუალებების შეყვანა, რომლებიც აძლიერებს გლუტათიონის წარმოქმნას (აცეტილცისტეინი შიგნით) და კონიუგაციის რეაქციებს (მეთიონინი შიგნით).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დიციკლოვერინის მოქმედებას აძლიერებს: ამანტადინი, 1-ლი კლასის ანტიარითმიურლი საშუალებები, ანტიფქსიქოზური საშუალებები, ბენზოდიაზეპინები, მაო-ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ნიტრიტები და ნიტრატები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
დიციკლოვერინი ზრდის სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციას (კუჭის დაცლის შენელების შედეგად).
ღვიძლში მიკროსომური დაჟანგვის სტიმულატორები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნას, რაც პარაცეტამოლის დოზის მცირედ გადაჭარბების შემთხვევაში განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობას. ადრენოსტიმულატორები და ასევე ანტიქოლინერგული მოქმედების სხვა პარეპარატები ზრდიან გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. მიკროსომური დაჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს. ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების ეფექტურობას.
პარაცეტამოლი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით მიღება საჭიროა ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, სხვა ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად, ასევე ანტიკოაგულანტებსა და იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის ან ქოლესტირამინის მიღებისას ასევე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
პარაცეტამოლი ცვლის ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლებს პლაზმაში შარდმჟავისა და გლუკოზის რაოდენობრივი განსაზღვრისას.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პარაცეტამოლის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე მისი მიღება სასურველი არ არის იმ პირებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ. ღვიძლის დაზიანების რისკი მატულობს ალკოჰოლური ჰეპატოზით დაავადებულ პირებში.
პრეპარატის მიღებისას პაციენტებმა თავი უდა შეიკავონ პოტენციურად საშიში მოქმედებებისგან, რომლებიც კონცენტრაციის მომატებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვ.).
მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.

გამოშვების ფორმა
პვქ/ალუმინის ბლისტერი ან ალუმინის სტრიპი, თითო შეიცავს 10 ტაბლეტს. 1, 2 ბლიტერი ან 10 სტრიპი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
დაიცავით ბავშვებისგან.

ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy