ქსარელტო 15მგ 28 ტაბლეტი

41,15 ლ
მარაგშია
SKU
57645_1350
მიღების ჩვენებები: - ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფიოლაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით, როგორიც არის გულის შეგუბებით უკამრისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ≥75 წელი ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა. - ღრმა ვენების (ღვთ) თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში.
"გამოყენების წესი"), ან როდესაც არაფრაქციული ჰეპარინის (აფჰ) შეყვანა ხდება დოზით, რომელიც აუცილებელია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის გამავლობის უზრუნველსაყოფად (იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშულებებთან").
- ღვიძლის დაავადება, რომელსაც თან ახლავს კოაგულოპათია და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკი, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით B და ჩ კლასის ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით.
- ორსულობა და ლაქტაცია (იხ. განყოფილება «ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი»).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ჩYP3A4-ის და Р-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები
ქსარელტოს® და კეტოკონაზოლის (400 მგ 1-ჯერ დღეში) ან რიტონავირის (600 მგ 2-ჯერ დღეში) ერთობლივი გამოყენება იწვევდა ქსარელტოს® საშუალო AUჩ-ის (ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ) ზრდას 2,6/2,5-ჯერ და ქსარელტოს® საშუალო ჩმახ-ის (მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში) მომატებას 1,7/1,6-ჯერ, რომელსაც თან ახლდა პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი გაძლიერება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი. მაშასადამე, ქსარელტოს® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სისტემურ თერაპიას აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა, მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი, ან აივ პროთეაზას ინჰიბიტორებით (მაგალითად, რიტონავირი). ეს ნივთიერებები წარმოადგენენ როგორც ჩYP3A4-ის, ასევე P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები").
მოსალოდნელია, რომ სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც ძლიერ თრგუნავენ რივაროქსაბანის ექსკრეციის მხოლოდ ერთ-ერთ გზას - ჩYP3A4-ის ან P-გლიკოპროტეინის მონაწილეობით - ნაკლებად გაზრდის რივაროქსაბანის კონცენტრაციას პლაზმაში.
მაგალითად, კლარითრომიცინმა (500 მგ 2-ჯერ დღეში), რომელიც ითვლება ჩYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორად და P-გლიკოპროტეინის ზომიერ ინჰიბიტორად, გამოიწვია საშუალო AUჩ–ის 1,5–ჯერ გაზრდა და რივაროქსაბანის ჩმახ–ის 1,4–ჯერ მომატება. AUჩ-ის და ჩმახ–ის ასეთი ზრდა მიიჩნევა, როგორც კლინიკურად უმნიშვნელო.
ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში), რომელიც ზომიერად თრგუნავს ჩYP3A4-ს და P-გლიკოპროტეინს, იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო AUჩ-ის და ჩმახ-ის 1,3-ჯერ გაზრდას. ეს ზრდა კლინიკურად უმნიშვნელოდ ითვლება.
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითრომიცინის მიღებამ (500 მგ სამჯერ დღეში) გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUჩ–ის გაზრდა 1,8–ჯერ და ჩმახ–ისა 1,6–ჯერ, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ადამიანებთან შედარებით. თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითრომიცინის გამოყენებამ გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUჩ-ის 2,0-ჯერ და ჩმახ-ის 1,6-ჯერ გაზრდა, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. ერითრომიცინის მოქმედება აძლიერებს თირკმლის უკმარისობის ეფექტს.
ფლუკონაზოლი (400 მგ დღეში ერთხელ), რომელიც ითვლება ჩYP3A4-ის ზომიერად ინჰიბიტორად, იწვევს რივაროქსაბანის საშუალო AUჩ-ის მომატებას 1,4-ჯერ და საშუალო ჩმახ-ის ზრდას 1,3-ჯერ. AUჩ-ის და ჩმახ–ის ასეთი გაზრდა კლინიკურად უმნიშვნელოა.
დრონედარონის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ მისი კომბინირებული გამოყენება ქსარელტოსთან® ერთად თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ანტიკოაგულანტები
ენოქსაპარინის (ერთჯერადი დოზით 40 მგ) და ქსარელტოს® (ერთჯერადი დოზით 10 მგ) კომბინირებული გამოყენების შემდეგ, დაფიქსირდა ანტი-Xა-ფაქტორის ეფექტის გაძლიერება, სისხლის კოაგულაციის მაჩვენებლებში დამატებითი ცვლილებების არარსებობისას (პროთრომბინის დრო, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო - APთთ). ენოქსაპარინი არ ახდენდა გავლენას რივოროქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე.
სისხლდენის მომატებული რისკის გამო, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ქსარელტოს® სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) / თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები
15 მგ ქსარელტოს® და 500 მგ ნაპროქსენის ერთდროულად დანიშვნის შემდეგ, სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული ფარმაკოდინამიკური პასუხი.
ქსარელტოსა® და აცეტილსალიცილის მჟავის 500 მგ დოზით კომბინირებული გამოყენებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა.
არ არის გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ქსარელტოს® 15 მგ და კლოპიდოგრელს შორის (დარტყმითი დოზა 300 მგ, შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა 75 მგ), თუმცა, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა სისხლდენის დროის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც არ იყო კორელირებული თრომბოციტების აგრეგაციასთან და P-სელექტინის ან GPIIბ / IIIა რეცეპტორების დონეებთან.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნისას, რადგან მოცემული პრეპარატები, როგორც წესი, ზრდიან სისხლდენის რისკს.
სეროტონინის / სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი
ისევე, როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაში, არსებობს იმის ალბათობა, რომ პაციენტებს აქვთ სისხლდენის მომატებული რისკი სეროტონინის ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, თრომბოციტებზე მათი გავლენის გამო. კლინიკური კვლევების პროგრამაში მათი რივაროქსაბანთან ერთდროული გამოყენებისას, მკურნალობის ყველა ჯგუფში აღინიშნა მასიური ან არა მასიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის უფრო მაღალი სიხშირე.
ვარფარინი
პაციენტების გადაყვანისას ვარფარინიდან (სნშ 2,0-3,0) ქსარელტოზე (20მგ) ან ქსარელტოდან (20მგ) ვარფარინზე პროთრომბინის დრო/სნშ (ნეოპლასტინი®) იზრდებოდა უფრო მეტად, ვიდრე სუმარული ეფექტი (ცალკეულ პაციენტებში სნშ მნიშვნელობა იზრდებოდა 12-მდე), როდესაც აპთდ-ზე გავლენა, Ха ფაქტორის აქტივობის შეფერხება და თრომბინის ენდოგენური პოტენციალი ატარებდა ადიტიურ ხასიათს.
თუUაუცილებელია ქსარელტოს ფარმაკოდინამიკური მოქმედრების განსაზღვრა გარდამავალ პერიოდში, შეიძლება გამოიყენონ შემდეგი ტესტები: ანტიფაქტორი Ха, Pიჩთ და Hეპთესტ აქტივობა, რადგან ვარფარინის მიღება გავლენას არ ახდენს აღნიშნულ ტესტებზე.
ვარფარინის მიღების შეწყვეტიდან 4 დღის შემდეგ ყველა ტესტის შედეგი (მათ შორის, პროთრომბინის დროის, აპთდ, Ха ფაქტორის ინჰიბირების აქტივობა და თეპ (თრომბინის ენდოგენური პოტენციალის)) ასახავს მხოლოდ ქსარელტოს მოქმედებას.
ვარფარინის ფარმაკოდინამიკური მოქმედების შეფასება გარდამავალ პერიოდში შეიძლება სნშ-ს ტესტით განსაზღვრით, რივაროქსაბანის ჩ0 დროს (რივაროქსაბანის წინა მიღებიდან 24 საათის შემდეგ), რადგან რივაროქსაბანის გავლენა აღნიშნულ ტესტზე ამ დროისთვის მინიმალურია.
ვარფარინს და ქსარელტოს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება აღნიშუნლი არ არის.
ჩYP3A4-ის ინდუქტორები
ქსარელტოს® და ჩYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის რიფამპიცინის ერთობლივმა მიღებამ გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUჩ–ის დაქვეითება დაახლოებით 50%-ით და მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელური დაქვეითება. ქსარელტოს® კომბინირებულმა გამოყენებამ ჩYP3A4-ის სხვა ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან პერფორირებული (დახვრეტილი) კრაზანა), ასევე შეიძლება გამოიწვიოს რივაროქსაბანის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში.
ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ქსარელტოს® დანიშვნა ჩYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთად მანამდე, სანამ პაციენტი გულდასმით არ იქნება გამოკვლეული თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე.
სხვა თანმხლები პრეპარატები
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება რივაროქსაბანსა და მიდაზოლამს (ჩYP3A4-ის სუბსტრატი), დიგოქსინს (P გლიკოპროტეინის სუბსტრატი) ან ატორვასტატინს (ჩYP3A4-ის და P გლიკოპროტეინის სუბსტრატი) შორის ან ომეპრაზოლს (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) შორის არ აღინიშნა. ქსარელტო® არ აინჰიბირებს და არ ინდუცირებს ჩYP ციტოქრომის ძირითად იზოფერმენტებს, როგორიცაა ჩYP3A4.
ქსარელტოს® კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან არ დაფიქსირებულა.
ლაბორატორიული პარამეტრები
მოსალოდნელია, რომ ქსარელტო მოქმედებს სისხლის შედედების პარამეტრებზე (მაგ., PთV, APთთ, Hეპთესტ) მისი მოქმედების მექანიზმის გამო.

უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები
ქსარელტოს® გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში, გულის ხელოვნური სარქველებით შესწავლილი არ არის, შესაბამისად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქსარელტოს® 20მგ გამოყენება (15მგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით) უზრუნველყოფს საკმარის ანტიკოაგულაიცურ ეფექტს, პაციენტთა მოცემულ კატეგორიაში.
ქსარელტოს® გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას აზოლის ჯგუფის სისტემური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, კეტოკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგ., რიტონავირით). ეს სამკურნალწამლო საშუალებები წარმოადგენს იზოფერმენტ ჩYP3A4 და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს. შედეგად, ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაცია, კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რაც ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. განყოფილება “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდ

მეტი ინფორაცია
Units 28
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy