Eliquis - ელიქუისი 2.5მგ 56 ტაბლეტი

50,55 ლ
მარაგშია
SKU
67682_283

ჩვენება:ელიქუისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და განეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის სისხლის შედედებას.

ელიქუისი 2.5 მგ
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები აპიქსაბანი
გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან თქვენ შეიძლება კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ
მისი წაკითხვა.
• რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს,
ფარმაცევტს ან ექთანს.
• აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ თქვენთვის არის დანიშნული და ნუ
გადასცემთ სხვას. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც კი,
თუ მისი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
• რაიმე არასასურველი რექაციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება
ყველა შესაძლო არასურველ რეაქციასაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ
ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რას შეიცავს ინსტრუქცია?
1. რას წარმოადგენს ელიქუისი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ელიქუისის მიღების წინ
3. ელიქუისის მიღების წესი
4. არასასურველი რეაქციები
5. ელიქუისისშენახვა
1. რას წარმოადგენს ელიქუისი და რისთვის გამოიყენება იგი
ელიქუისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და განეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის სისხლის შედედებას Xa ფაქტორის მოქმედების ბლოკირების მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს სისხლის შედედების დროს.
ელიქუისიგამოიყენება მოზრდილებში:
- ფეხის ვენებში შედედებული სისხლის (ღრმა ვენოზური თრომბოზი DVT) მენჯბარძაყის ან მუხლის სახსრების პროთეზირების ოპერაციის შემდეგ. მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრების პროთეზირების ოპერაციის შემდეგ შესაძლოა წარმოიქმნას ფეხის ვენებში სისხლის შედედების რისკი. Aმან შეიძლება მიგვიყვანოს ფეხის შეშუპებამდე ტკივილით ან ტკივილის გარეშე. თუ სისხლის შედედება ფეხებიდან ფილტვებში გადავა მას შეუძლია დაბლოკოს სისხლდენა და შეაფერხოს ჰაერის მიწოდება. Eეს მდგომარეობა (ფილტვების ემბოლიზმი) სეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშუში და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
- სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, გულის არასწორი რითმის (მოციმციმე არითმია) და თუნდაც ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში. შედედებული სისხლი შეიძლება მოწყდეს და მიაღწიოს თავის ტვინამდე და წარმოიქმნას ინსულტი, ან მიაღწიოს სხვა ორგანოს და ხელი შეუშალოს სისხლის მიწოდებას აღნიშნული ორგანოს მიმართ (აღნიშნული ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.
- ფეხის ვენებში შედედებული სისხლის (ღრმა ვენოზური თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვების (ფილტვების ემბოლიზმი) სამკურნალოდ და ასევე სისხლის შედედების განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ფეხის ან/და ფილტვის სისხლძარღვებში.
2. რა უნდა იცოდეთ ელიქუისის მიღების წინ არ გამოიყენოთ ელიქუისი:
- თუ აღგენიშნებათ ალერგია აპიქსაბანის ან მოცემული პრეპარატის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის მიმართ (აღნიშნული კომპონენტების ჩამონათვალი წარმოდგენილია მე-6 პუნქტში);
- თუ თქვენ გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
- თუ გაწუხებთ იმ ორგანოს დაავადება, რომელიც აძლიერებს სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად, აქტიური კუჭის ან ნაწლავების წყლული, თავის ტვინში სისხლჩაქცევა);
- თუ აღგენიშნებათ ღვიძლის დაავადება, რაც იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას (ღვიძლის კოაგულოპათია);
- თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს სისხლის შედედების შესაჩერებლად (მაგალითად, ვარფარინს, რივაროქსივანს, დაბიგატრანს ან ჰეპარინს), გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ ცვლით სისხლის შედედების საწინააღმდეგო მკურნალობას ან ჯერ კიდევ ჩართული გაქვთ ვენური ან არტერიული კათეტერი და მისი მეშვეობით ღებულობთ ჰეპარინს, რათა არ წარმოიშვას დაცობა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
აღნიშნული პრეპარატის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ აღწერილი სიმპტომიდან რომელიმე:
- სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად,
 სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც გულისხმობს მდგომარეობას, როცა მცირდება თრომბოციტების აქტივობა;
 ძალიან მაღალი სისხლის წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტოზური მკურნალობით.
 თუ თქვენ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის;
 თუ თქვენი წონა არის 60კგ ან უფრო ნაკლები;
- თუ თქვენ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება ანთქვენ იმყოფებით დიალიზზე.
- თუ თქვენ აღგენიშნება ღვიძლის პრობლემა ახლა ან აღგენიშნებოდათ ანამნეზში.
- ელიქუისიგამოიყენება სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით ღვიძლის ფუნქციების დარღვევის სიმპტომების დროს.
- თუ თქვენ გაქვთ გულის სარქველის პროთეზირება;
- თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია, ან იგეგმება სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა თქვენი ფილტვებიდან სისხლის შედედების მოსაცილებლად.
თუ თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია ან სისხლდენის გამომწვევი რაიმე პროცედურა, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღების შეჩერება ხანმოკლე პერიოდით. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, გამოიწვევს თუ არა ეს პროცედურა სისხლდენას.
ბავშვები და მოზარდები: ელიქუისიარ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ელიქუისიდასხვა პრეპარატების მიღება:
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ რაიმე სხვა პრეპარატს ან ახლახან დაასრულეთ სხვა პრეპარატის მიღება.
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს ელიქუისის ეფექტი. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის კურსს, სანამ ღებულობთ სხვა პრეპარატებს და გირჩევთ, რომ ადევნოთ თვალყური თქვენს მდგომარეობას. შემდეგ პრეპარატებს შეუძლია გააძლიეროს ელიქუისისეფექტი და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის განვითარების რისკი:
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.);
- აივ ინფექციების/შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები (მაგალითად, რიტონავირი);
- სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და სხვ.);
- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, ასპირინი, ნაპროქსენი) განსაკუთრებით, თუ თქვენ ხართ 75 წლის ან მეტი ასაკის და თქვენ ღებულობთ ასპირინს, სისხლდენის ალბათობა შეიძლება იყოს უფრო მეტი.
- მაღალი წნევის სამკურნალო ან გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი).
შემდეგ პრეპარატებს შეუძლია შეამციროს ელიქუისისსისხლის შედედების საწინააღმდეგო მოქმედება:
- ეპილეფსიის და კრუნჩხვების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, სენიტოინი და ა.შ.);
- ყვითელი კანტარიონი(რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
- ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი).
ორსულობა, ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან აღნიშნული პრეპარატის მიღების წინ. ელიქუისის მოქმედება ორსულ ქალებსა თუ ნაყოფზე უცნობია.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება, თუ იმყოფებით ორსულად. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ დაორსულდით ელიქუისით მკურნალობის დროს.
არ არის დადგენილი ელიქუისის გამოყოფა დედის რძეში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობისას ლაქტაციამდე. ისინი გირჩევენ ლაქტაციის ან აღნიშნული პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების მუშაობა
არ არსებობს მონაცემები აღნიშნული პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს.
ელიქუისი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა).
თუ ექიმი გირჩევთ, რომ თქვენს ორგანიზმს აღენიშნება აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მიიღეთ რჩევა მისგან აღნიშნული პრეპარატის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. ელიქუისის მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული დოზით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ექთანს.
დოზა:
გადაყლაპეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ელიქუისიშეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. თუ თქვენთვის ძნელია მთლიანი აბის გადაყლაპვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ელიქუისის სხვა სახით მიღების შესახებ.
ტაბლეტი შეიძლება დაიფშვნას და შეერიოს წყლაში ან 5%-იან დექსტროზის წყლის ხსნარში, ან ვაშლის წვენთან ან ვაშლის ხილფაფასთან ერთად.
წამლის დაფშვნის ინსტრუქცია:
 დავფქვათ ტაბლეტი ქვასანაყში;
 ყურადღებით გადაიტანეთ მიღებული ფხვნილი შესაბამის ჭურჭელში,
რის შემდეგაც შეურიეთ ის 30მგ. (2ს.კ.) წყალში ან სხვა ზ/აღნიშნულ საკვებში;  გადაყლაპეთ ეს შენაერთი.
 გამოავლეთ ქვასანაყი, რომელიც თქვენ გამოიყენეთ წამლის დასაფქვავად და გამოავლეთ ის ჭურჭელი (მაგ. 30 მგ), რომელშიც ის შეურიეთ და გადაყლაპეთ.
საჭიროებისშემთხვევაში, ექიმი თვითონ შემოგთავაზებთ დაფშვნილი ელიქუისის 60% წყალში ან 5% დექსტროზის წყლის ხსნარში გახსნილად ნაზოგასტრალური ზონდით მიღებას. მიიღეთ ელიქუისი ექიმის დანიშნულებით შემდეგი მდგომარეობისთვის:
სისხლის შედედების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არათანაბარი გულის (არითმიის) მუშაობის მქონე პაციენტებში და სულ ცოტა კიდევ ერთი რისკ ფაქტორის შემთხვევაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქუისის 2.5 მგთითო ტაბლეტს 2-ჯერ დღეში.
მაგ. 1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს. ეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს საუკეთესო ეფექტის მისაღებად. Pპირველი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ოპერაციის შემდეგ 12-დან 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენ ჩაგიტარდათ მენჯ-ბარძაყის სახსრის დიდი ოპერაცია ჩვეულებრივად მიიღეთ აბები 32-38 დღის განმავლობაში. თუ თქვენ ჩაგიტარდათ მუხლის ოპერაცია, ჩვეულებრივად მიიღეთ აბები 10-14 დღის განმავლობაში.
სისხლის შედედებისწარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ოპერაციის შემთხვევაში.
სისხლის შედედების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არათანაბარი გულის (არითმიის) მუშაობის მქონე პაციენტებში და სულ ცოტა კიდევ ერთი რისკ ფაქტორის შემთხვევაში.
პრეპარატის რეკომენდებულიდოზა არის ერთი ტაბლეტი ელიქუისი 2.5 მგ დღეში 2ჯერ, თუ:
- თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებული.
- თუ აღგენიშნებათ ქვემოთ წარმოდგენილი ორი ან მეტი სიმპტომი:
- თქვენი სისხლის ანალიზის შედეგი, რომელიც უჩვენებს თირკმლის ფუნქციების ძლიერ დაქვეითებას (შრატის კრეატინინი შეადგენს 1.5მგ/დლს) (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტს); - თუ თქვენ 80 წელზე მეტი ასაკის ხართ; - თუ თქვენი წონაა 60კგ და ნაკლები.
რეკომენდებული დოზა შეადგენს თითო ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, ეცადეთ მიიღოთ წამალი ერთსა და იმავე დროს საუკეთესო ეფექტის მისაღებად. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თქვენი მკურნალობა.
ფეხის ვენების და ფილტვების სისხლძარღვებში სისხლის შედედების სამკურნალოდ:
რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქუისის 5 მგორტაბლეტს 2-ჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგ.: 2 ტაბლეტი დილით, 2 ტაბლეტი საღამოს.
7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქუისის 5 მგერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, მაგ. 1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს. ეცადეთ მიიღოთ წამალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს საუკეთესო ეფექტის მისაღებად.
სისხლის შედედების განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად 6 თვიანი სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ: რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქუისის 2,5 მგ ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, 1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს. ეცადეთ მიიღოთ წამალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს საუკეთესო ეფექტის მისაღებად.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თქვენი მკურნალობა.
თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს თქვენი სისხლის შედედების საწინააღმდეგო მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში:
- ელიქუისიდან გადასვლა სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატზე:
შეაჩერეთ ელიქუისის მიღება. დაიწყეთ მკურნალობა სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატით, მაგალითად, ჰეპარინით, მაშინ, როდესაც თქვენ უნდა მიგეღოთ ელიქუისისმომდევნოტაბლეტი.
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატიდან გადასვლა ელიქუისზე:
შეაჩერეთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება. დაიწყეთ მკურნალობაელიქუისითმაშინ, როდესაც თქვენ უნდა მიგეღოთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი.
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო ვიტამინი K-ს ანტაგონისტებით მკურნალობიდან (მაგალითად, ვარფარინიდან)ელიქუისზე გადასვლა:
შეაჩერეთვიტამინი K-ს ანტაგონისტის შემცველი სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება. ელიქუისის მიღებამდე თქვენმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი და გაგიწიოთ ინსტრუქტაჟი, თუ როდის უნდა დაიწყოთელიქუისისმიღება.
- ელიქუისიდან გადასვლა ვიტამინი K-ს ანტაგონისტის შემცველ სისხლის შედედების საწინააღმდეგოპრეპარატზე(მაგალითად,ვარფარინზე):
თუ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ აუცილებელია მიიღოთ ვიტამინი K-ს ანტაგონისტის შემცველი სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი, განაგრძეთ ელიქუისის მიღება კიდევ 2 დღე ვიტამინი K-ს ანტაგონისტის შემცველი სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების დაწყებიდან.
თქვენმა ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი და გაგიწიოთ ინსტრუქტაჟი ელიქუისის მიღების შეჩერებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ მიიღეთ ელიქუისის საჭიროზე მეტი დოზა,
დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ ექიმს და აჩვენეთ პრეპარატის შეფუთვა, მაშინაც კი, თუ მასში აღარ არის პრეპარატი.
ელიქუისისსაჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.სისხლდენის შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეთ ოპერაცია ან სისხლის გადასხმა.
თუ თქვენ გამოტოვებთ ელიქუისის მისაღებ დოზას:
- მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე:
- მიიღეთ პრეპარატის მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს;
- ამის შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივად;
თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებული, როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, ან თქვენ გამოტოვებთ ერთზე მეტ დოზას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ელიქუისის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთელიქუისისმიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგანაც სისხლის შედედების წარმოქმნის რისკი შეიძლება გაიზარდოს.
აღნიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა პრეპარატს, ელიქუისსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.Eელიქუისი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამი სხვადასხვა დაავადებისას. ცნობილი არასასურველი რეაქციები და მათი სიხშირე ამ დაავადებების დროს შეიძლება იყოს განსხვავებული და ღწერილია ქვემოთ. Aამ დაავედებების დროს ყველაზე ხშირი ძირითადი არასასურველი რეაქცია არის სიხლდენა, რომელიც სეიძლება გახდეს პოტენციურად საშიში სიცოცხლისთვის და თხოულობს სამედიცინო დახმარებას.
ცნობილია შემდეგი არასასურველი რეაქციები. თუ თქვენ ღებულობთ ელიქუისს გულის რითმის დარღვევის და კიდევ ერთი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში სისხლის შედედების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ:
ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10-დან 1 პაციენტში):
- ანემია, რომელიც იწვევს დაღლილობას და სიფერმკრთალეს; - სისხლდენა:
- ვარდისფერი ან წითელი შარდი;
- ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები
- ვაგინალური სისხლდენები;
- ღებინება; არც ისე ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 100-დან 1 პაციენტში):
- თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა სისხლში (შეიძლება გავლენა მოახდინოს შედედებაზე) - სისხლდენა მოიცავს:
- სისხლდენა ოპერაციის შემდეგ ჩალურჯებები და სისხლჩაქცევების ჩათვლით, - ქირურგიული ჭრილობიდან სითხის ან სისხლის დენა (ჭრილობიდან სეკრეცია).
- სისხლდენა კუჭში, ნაწლავებსა და განავალში.
- სისხლი შარდში
- სისხლდენა ცხვირიდან.
- დაბალი წნევა, რომელიც გამოწვეულია თავბრუსხვევით ან პულსის აჩქარებით.
- სისხლის ანალიზმა შეიძლება უჩვენოს შემდეგი:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
- ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის გადიდება.
-ბილირუბინის, წითელი სისხლის უჯრედების პროდუქტის ზრდა, რომელმაც შეიზლება გამოიწვიოს კანის ან თვალების გაყვითლება.
- ქავილი
იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 1000-დან 1 პაციენტში):
- ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ზემოაღნიშნულ სიმპტომს.
- სისხლდენა:
- კუნთებში
- თვალებში
- ღრძილებში
- ნახველში
- სწორნაწლავში
ცნობილია შემდეგიარასასურველი რეაქციები, თუ თქვენ ღებულობთ ელიქუისს გულის არათანაბარი რითმის და კიდევ ერთი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში სისხლის შედედების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის:
ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10-დან 1 პაციენტში):
სისხლდენა, შემდეგის ჩათვლით:
- თვალებიდან
- მუცელში, ნაწლავებში და სწორ ნაწლავებში ან მუქი/წითელი განავალი
- სისხლი შარდში (ლაბორატორიული ანალიზის დროს)
- სისხლდენა ცხვირიდან
- ღრძილებიდან
- სისხლჩაქცევები და ჩალურჯებები არც ისე ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 100-დან 1 პაციენტში):
სისხლდენა, შემდეგის ჩათვლით:
- თავის ტვინში ან ხერხემალში;
- პირში ან ნახველში;
- მუცელში, სწორ ნაწლავში ან საშოში;
- ღია ან წითელი ფერის განავალი;
- სისხლდენა რომელიც წაროიქმნება ოპერაციის შემდგომ სისხლჩაქცევების და შეშუპების ჩათვლით. სისხლდენა ან სხვა სითხის გამოყოფა ქირურგიული ჭრილობიდან ან სისხლდენა ინექციის ადგილებიდან.
- ქავილი
- ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება.
იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 1000-დან 1 პაციენტში):
- სისხლდენა ფილტვებსა და ყელში; - სისხლდენა მუცლის უკანა ნაწილის არეში;
ცნობილია შემდეგიარასასურველი რეაქციები, თუ თქვენ ღებულობთ ელიქუისს ფეხის ვენების ან ფილტვების სისხლძარღვებში სისხლის შედედების განმეორებით წარმოქმნის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის. ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10-დან 1 პაციენტში):
- სისხლდენა ცხვირიდან
- სისხლდენა ღრძილებიდან;
- სისხლი შარდში(ვარდისფერი ან წიტელი შარდი) - სისხლჩაქცევები კანქვეშ და შეშუპება.
- სისხლჩაქცევები მუცელში, ნაწლავებში და სწორ ნაწლავებში. არც ისე ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 100-დან 1 პაციენტში):
- სისხლჩაქცევები თვალებში;
- სისხლჩაქცევები პირსა და ნახველში;
- მუქი ან შავი განავალი
- საშოში ან საშვილოსნოში;
- სისხლის ან შარდის ანალიზებში ნაჩვენები სისხლჩაქცევების დროს.
- სისხლჩაქცევები და შეშეპებები ინექციის ადგილებში;
- ქავილი
იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 1000-დან 1 პაციენტში):
- უჩვეულო მიდრეკილება სპონტანური სისხლდენისკენ, სისხლის წითელი უჯრედების დაკარგვა სისხლის დაკარგვის გამო.
სისხლდენა შემდეგის ჩათვლით:
- ტვინში.
- მუცელში, ფილტვებსა და გულის გარეთა გარსზე.
შეტყობინებაარასასურველი რეაქციების შესახებ:

5. ელიქუისის შენახვა
ელიქუისი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მეტი ინფორაცია
Units 56
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy