NO-SPA Forte - ნო-შპა ფორტე 80მგ 24 ტაბლეტი
სავაჭრო დასახელება : ნო - შპა ® ფორტე / NO-SPA® forte
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : დროტავერინი / drotaverine.
სამკურნალო ფორმა : ტაბლეტები .
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს :
მოქმედი ნივთიერება : დროტავერინის ჰიდროქლორიდი – 80 მგ .
დამხმარე ნიოვთიერებები :
მაგნიუმის სტეარატი 6,0 მგ
ტალკი 8,0 მგ
პოვიდონი 12,0 მგ
სიმინდის სახამებელი 70,0 მგ
ლაქტოზას მონოჰიდრატი 104,0 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : სპაზმოლიზური საშუალება
ათქ კოდი : A03AD02.
ჩვენება
- ბილიარული ტრაქტის დაავადებებით გამოწვეული გლუვი მუსკულატურის სპაზმი :ქოლეცისტოლითიაზი , ქოლანგიოლითიაზი , ქოლეცისტიტი , პერიქოლეცისტიტი , ქოლანგიტი ,პაპილიტი ;
- საშარდე გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმი : ნეფროლითიაზი , ურეთროლითიაზი , პიელიტი ,ცისტიტი , შარდის ბუშტის ტენეზმები ;
- კუჭ - ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმი : კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანიდაავადება , გასტრიტი , კუჭის პილორული და კარდიალური ნაწილის სპაზმი , ენტერიტი , კოლიტი ,სპასტიური კოლიტი და ყაბზობა და ლორწოვანი კოლიტის მეტეორიტული ფორმები ;
- ტენზიური ტიპის თავის ტკივილები ( კუნთოვანი დაჭიმულობით გამოწვეული თავის ტკივილები ,პსიქოგენური , სტრესული , ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილები , ტრანსფორმირებულიშაკიკი );
- მეანობა და გინეკოლოგია : მტკივნეული მენსტრუაცია , ორსულობის პერიოდში საშვილოსნოსსპაზმის დაქვეითების მიზნით , აბორტის საშიშროების შემთხვევაში .
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარენივთიერების მიმართ ;
- ღვიძლის ან თირკმელების მძიმე უკმარისობა ;
- გულის მძიმე უკმარისობა ;
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები .
მიღების წესი და დოზები
მოზრდილები : ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 120-240 მგ , ე . ი . 1.5-3 ტაბლეტს 2-3 ჯერდღეში . მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 40-80 მგ (0,5-1 ტაბლეტს ).
6 წლის ზევით ბავშვები : ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 80-200 მგ , ე . ი . 1-2,5 ტაბლეტს 2-5ჯერ დღეში . 6 წლის ზევით ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 40 მგ (0,5 ტაბლეტს ).
ჭარბი დოზა
ინფორმაცია დროტავერინის ჭარბი დოზით მიღების შესახებ არ არის .
გვერდითი მოვლენები
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ :
იშვიათად : გულისრევა , ყაბზობა ;
- ნერვული სისტემის მხრივ :
იშვიათად : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , უძილობა .
- გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ :
იშვიათად : გახშირებული გულისცემა , არტერიული წნევის დაქვეითება .
გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა .
იმ შემთხვევაში , თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას , რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში ,შეატყობინეთ მკურნალ ექიმს .
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ლევოდოპასთან ერთდროული მიღების შემთხვევაში , აუცილებელია სიფრთხილის დაცვა , რადგან ამშემთხვევაში ქვეითდება ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი და აღინიშნება ტრემორისა დარიგიდობის გაძლიერება .
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები
ჰიპოტენზიის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით .
პრეპარატი შეიცავს 104 მგ ლაქტოზას . რეკომენდებული დოზირებით მიღების შემთხვევაში თითოეულიდოზა შეიცავს 156 მგ - მდე ლაქტოზას , რაც იწვევს კუჭ - ნაწლავის ფუნქციის დარღვევებს ლაქტოზასაუტანლობის მქონე პაციენტებში .
აღნიშნული სამკურნალო ფორმა არ გამოიყენება ლაქტოზის დეფიციტის , გალაქტოზემიის ან გლუკოზა /გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომის მქონე ავადმყოფებში .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ცხოველებზე რეპროდუქტიულობის ექსპერიმენტებმა და კლინიკური მონაცემების რეტროსპექტულმაგამოკვლევებმა გამოავლინა , რომ ორსულობის პერიოდში დროტავერინის პერორალური მიღებაზეგავლენას არ ახდენს ნაყოფზე და მის განვითარებაზე . თუმცა , ორსულობის პერიოდში პრეპარატისდანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა .
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის , ვინაიდან საკმარისი კლინიკურიმონაცემები არ არსებობს .
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე
თავბრუსხვევის გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულება ,მაგალითად , ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა .
შენახვის ვადა
5 წელი . არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ალუმინის ბლისტერში . 2 ბლისტერი და ჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !
ინახება 15-250 C ტემპერატურაზე .
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ( გაიცემა ურეცეპტოდ ).
მწარმოებელი კომპანია
დსს , ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქციის ქარხანა ~ ხინოინი ~, უნგრეთი .
Units | 24 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account