Diclofenac retard - დიკლოფენაკი რეტარდი 100მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, ტკივილის სინდრომი: თავის (მათ შორის შაკიკი) და კბილის ტკივილი, ლუმბაგო, იშიალგია, ოსალგია, ნევრალგია, მიალგია,
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიკლოფენაკი
წამლის ფორმა:
პროლონგირებული მოქმედების ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი
1 ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 100მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი (რძის შაქარი) 50მგ,
ჰიპრომელოზა 95მგ,
მიკროკრისტალური ცელულოზა 53მგ,
პოვიდონი К25 7მგ,
ტალკი 2მგ,
მაგნიუმის სტეარატი 3მგ.
დამხმარე ნივთიერებები (გარსი):
ნარევი «Acryl-EZE WHITE 93A» მეტაკრილის მჟავა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი [1: 1].
აღწერა
მრგვალი, ორმაგ-ამობურცული ფორმის, ნაწლავში ხსნადი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები. დასაშვებია ხორკლიანი ზედაპირის არსებობაც.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (ასაპ)
ათქ კოდი: M01AB05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფენილძმარმჟავის ნაწარმი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტიაგრეგაციული და სიცხის დამწევი მოქმედება. არაშერჩევითად თრგუნავს რა ციკლოქსიგენაზა1-ს და ციკლოქსიგენაზა 2-ს, აფერხებს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების უბანზე. ყველაზე ეფექტურია ანთებითი ხასიათის ტკივილების დროს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის შენელებული გამოთავისუფლების შედეგად Cmax (მაქსიმალური კონცენტრაცია) პლაზმაში უფრო დაბალია იმ კონცენტრაციებთან შედარებით, რომელიც ხანმოკლე მოქმედების სამკურნალო საშუალების შეყვანის დროს იქმნება; თუმცა იგი მაღალი რჩება მიღებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პროლონგირებული მოქმედების 100მგ ტაბლეტის მიღების შემდეგ Cmax – 0.5-1 მგკ/მლ, TCmax (მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო) – 5 საათია.
პლაზმაში კონცენტრაცია წრფივად არის დამოკიდებული შეყვანილი დოზის სიდიდეზე.
მრავალჯერადი შეყვანის ფონზე დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები არ აღინიშნება. საკვების მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდებული ინტერვალის დაცვის დროს კუმულირება არ ხდება.
ბიოშეღწევადობა – 50%-ია. პლაზმის ცილებთან კავშირი – 99%-ზე მეტია (უმეტესი ნაწილი უკავშირდება ალბუმინებს). აღწევს რძეში, სინოვიალურ სითხეში. სინოვიალურ სითხეში Cmax აღინიშნება 2-4 საათით გვიან, ვიდრე პლაზმაში. სინოვიალური სითხიდან T1/2 (ნახევრადგამოდევნის პერიოდი) – 3-6 სთ-ია (პრეპარატის კონცენტრაციები სინოვიალურ სითხეში მისი შეყვანიდან 4-6 საათის შემდეგ უფრო დიდია, ვიდრე პლაზმაში, და რჩება უფრო მაღალი მომდევნო 12 საათის განმავლობაში).
პრეპარატის 50% მეტაბოლიზდება ღვიძლის მეშვეობით “პირველი გავლის” დროს; AUC (ფართი “კონცენტრაცია-დრო”-ის მრუდის ქვეშ) 2-ჯერ ნაკლებია პრეპარატის პერორალური შეყვანის შემდეგ, ვიდრე იგივე დოზის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ. მეტაბოლიზმი ხდება მრავალჯერადი ან ერთჯერადი ჰიდრომჟავების და გლუკურონის მჟავასთან კონიუგირების შედეგად. პრეპარატის მეტაბოლიზმში ასევე მონაწილეობს იზოფერმენტი CYP2C9. მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტიურობა უფრო დაბალია, ვიდრე დიკლოფენაკის.
სისტემური კლირენსი შეადგენს 260 მლ/წთ. T1/2 პლაზმიდან – 1-2 სთ-ია. შეყვანილი დოზის 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმლიდან; 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით, დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველთან ერთად.
ღვიძლის გამოხატული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 10 მლ/წთ) მეტაბოლიტების გამოყოფა მატულობს ნაღველთან ერთად, ამასთან მათი კონცენტრაციის გაზრდა სისხლში არ შეიმჩნევა.
ქრონიკული ჰეპატიტის ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზის მქონე ავადმყოფებთან ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
გამოყენების ჩვენებები
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდური ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება); ნიკრესის ქარის ართრიტი, ოსტეოქონდროზი, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეფორმირებული ოსთეოართროზი, მათ შორის რადიკულარული სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).
პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, ტკივილის და ანთების შემცირებისთვის გამოყენების მომენტში, იგი გავლენას არ ახდენს დაავადების პროგრესირებაზე.
- ტკივილის სინდრომი: თავის (მათ შორის შაკიკი) და კბილის ტკივილი, ლუმბაგო, იშიალგია, ოსალგია, ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, რადიკულიტი, ონკოლოგიური დაავადებების დროს, პოსტ-ტრავმული და ოპერაციის შემდგომი ტკივილის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ანთება.
- ალგოდისმენორეა; ანთებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუში, მათ შორის ადნექსიტი.
- ტკივილის სინდრომით გამოხატული ყურის, ყელის, ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).
უკუჩვენებები
- აქტიური ნივთიერების, დამხმარე კომპონენტების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- ბრონქული ასთმის, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების (ასაპ) აუტანლობის (მათ შორის ანამნეზში) სრული ან არასრული თანხვედრა;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- კუჭ-ნაწლავისმიერი აქტიური სისხლდენა;
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
- ღვიძლის რთული უკმარისობა; ღვიძლის აქტიური დაავადება;
- გულის რთული უკმარისობა;
- აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი მდგომარეობები;
- თირკმლის რთული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30 მლ/წთ); თირკმლის პროგრესირებადი დაავადება;
- დადასტურებული ჰიპერკალიემია;
- ბავშვთა ასაკი (18 წლამდე);
- ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, ლაქტაზის უკმარისობა.
სიფრთხილით:
ბრონქული ასთმა, ცერებროვასკულური დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, პერიფერიული არტერიების დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, ღვიძლის პორფირია, დისლიპიდემია/ ჰიპერლიმიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოცირკულირე სისხლის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება (მათ შორის ფართო ქირურგიული ჩარევის შემდეგ).
ანამნეზის მონაცემები კუჭ-ნალწავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების განვითარების შესახებ, Helicobacter pylori-ინფექციის არსებობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, ალკოჰოლიზმი, მოწევა, რთული სომატური დაავადებები.
ხანდაზმული პაციენტები (მათ შორის დიურეტიკების მომხმარებლები, დასუსტებული და სხეულის მცირე წონის მქონე პაციენტები).
ერთდროული თერაპია ისეთ საშუალებებთან, როგორიცაა ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), ანტიაგრეგანტები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი), პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (მაგალითად, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი).
ორსულობის I-II ტრიმესტრის დროს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.
ორსულობისა დალაქტაციისპერიოდში გამოყენება
ორსულობის I-II ტრიმესტრში წამლის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით საკვების მიღების დროს ან შემდეგ, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით. პროლონგირებული მოქმედების დიკლოფენაკის დოზირებაა 100 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში.
ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევისას დოზას თანდათანობით ამცირებენ და გადადიან შემანარჩუნებელ მკურნალობაზე 50 მგ\დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ-ს.
პროლონგირებული მოქმედების 100 მგ ტაბლეტების მიღების დროს სადღეღამისო დოზის 150 მგ-მდე გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით, ჩვეულებრივი (50 მგ) დიკლოფენაკის 1ტაბლეტის მიღება.
გვერდითიმოქმედება
ხშირად - 1-10%; ხანდახან - 0.1-1%; იშვიათად - 0.01 - 0.1%; ძალიან იშვიათად - 0.01%-ზე ნაკლები, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.
საკვების მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – ეპიგასტრალური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, ანორექსია, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება; იშვიათად – გასტრიტი, პროქტიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლიანი ღებინება, მელენა, დიარეა სისხლიანი ნარევით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული (სისხლდენით ან პერფორაციით ან მათ გარეშე), ჰეპატიტი, ბოტკინი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – სტომატიტი, გლოსიტი, ეზოფაგიტი, არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, კუჭის შეკრულობა, პანკრეატიტი, ელვისებრი ჰეპატიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათად – ძილიანობა; ძალიან იშვიათად – მგრძნობელობის დარღვევა, მათ შორის პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, აღგზნება, ცერებროვასკულური დარღვევები, ასეპტიური მენინგიტი, დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანება, ფსიქოლოგიური დარღვევები.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ხშირად – ვერტიგო; ძალიან იშვიათად – მხედველობის დარღვევა (არამკაფიო მხედველობითი აღქმა, დიპლოპია), სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, გემოს შეგრძნების დარღვევები.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური და აპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი.
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია\ანაფილაქსიური რეაქციები, არტერიული წნევის გამოხატული დაცემისა და შოკის ჩათვლით; ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – გულისცემის გახშირება, ტკივილი მკერდის არეში, არტერიული წნევის მომატება, ვასკულიტი, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით); ძალიან იშვიათად – პნევმონია.
კანის მხრივ: ხშირად – გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად – ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, მათ შორის მულტიფორმიანი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ქავილი, თმების ცვენა, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა, მათ შორის ალერგიული.
სხვა: იშვიათად – შეშუპებები
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ეპიგასტრული ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ლეთარგია, კრუნჩხვები, იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, თიკრმლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატოტოქსიური მოქმედება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი; თირკმლის ფუნქციის დარღვევის, კრუნჩხვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების, სუნთქვის დათრგუნვის შესაბამისი სიმპტომური თერაპია, ასევე საშუალებები, რომელთა მოქმედება მიმართული იქნება არტერიული წნევის მომატების თავიდან აცილებისკენ; ფორსირებული დიურეზი ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია ნაკლებად ეფექტურია (სისხლის პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი ხარისხით დაკავშირებისა და ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ზრდის დიგოქსინის, მეტოტრექსატის, ლითიუმის და ციკლოსპორინის პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში.
ამცირებს დიურეტიკების ეფექტს, კალიუმ-შემანარჩუნებელი დიურეტიკების ფონზე ძლიერდება ჰიპერკალიემიის რისკი;
ანტიკოაგულანტების, ანტითრომბოზული საშუალებების (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი (უფრო ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან).
ამცირებს ჰიპოტენზიური და საძილე საშუალებების ეფექტებს.
ზრდის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობას (სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში), მეტოტრექსატის ტოქსიკურობას და ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობას.
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლში.
პარაცეტამოლთან ერთდროულად გამოყენება ზრდის დიკლოფენაკის ნეფროტოქსიური ეფექტების განვითარების რისკს.
ცვლის ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ეფექტს.
ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა და პლიკამიცინი ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების სიხშირეს.
ციკლოსპორინისა და ოქროს პრეპარატების ფონზე იზრდება დიკლოფენაკის ზემოქმედება თირკმელში პროსტაგლანდინების სინთეზზე, რაც ამაღლებს ნეფროტოქსიურობას.
ეთანოლთან, კოლხიცინთან, კორტიკოტროპინთან, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან და კრაზანის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების განვითარების რისკს.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას, დიკლოფენაკის მასენსიბილიზებელ მოქმედებას ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ ზრდიან.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ მილაკოვანი სეკრეციის ბლოკირებას, ზრდიან დიკლოფენაკის კონცენტრაციას პლაზმაში და ამით ზრდიან მის ტოქსიურობას.
ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები ქმნის კრუნჩხვების განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი მოვლენების რისკის განვითარების შემცირების მიზნით რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელი მოკლე კურსით.
თირკმლის სისხლმომარაგებაზე პროსტაგლანდინების მნიშვნელოვანი როლის გამო განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დანიშვნისას, ასევე ხანდაზმული პაციენტების თერაპიის დროს, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, პაციენტებში, რომელთაც რაღაც მიზეზის გამო აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (მათ შორის ფართო ქირურგიული ჩარევა). ასეთ შემთხვევებში დიკლოფენაკის გამოყენების საჭიროებისას, რეკომენდებულია სიფრთხილის ღონისძიების სახით თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის კომპენსირებული ციროზი) კინეტიკა და მეტაბოლიზმი არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან არსებული ანალოგიური პროცესებისგან. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი, ფარულ სისხლდენაზე განავლის გამოკვლევა.
ზეგავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე: დიკლოფენაკმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შრატის ტრანსამინაზების მაჩვენებლებზე (ამ ზეგავლენის ხანგძრლივი ხასიათის ან გართულებების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს), ასევე შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის კონცენტრაციის მომატება.
ფერტილობაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო ქალებისთვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულებამდე (მათ შორის გამოკვლევაზე მყოფ) პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის შეწყვეტა.
ნიკრისის ქარის მწვავე შეტევისას უპირატესობა ენიჭება სწრაფმოქმედ სამკურნალო ფორმებს.
ზეგავლენა ავტროტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია ფსიქიური და მოძრაობის რეაქციების სიჩქარის დაქვეითება. ამიტომ აუცილებელია თავის შეკავება ავტოტრანსპორტის ტარებისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის სახეებით დაკავებისგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვებისფორმა
პროლონგირებული მოქმედების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ.
10, 20 ტაბლეტი მოთავსებული პოლივინქლორიდის გარსისა და ალუმინის საბეჭდი პრიალა ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. სამკურნალო საშუალებებისთვის განკუთვნილ პოლიმერულ კონტეინერში მოთავსებული 10, 20, 30, 40, 50 ან 100 ტაბლეტი. ერთი კონტეინერი ან 1, 2, 3, 4, 5, 6, 8 ან 10 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად განთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
შპს “ოზონ” რუსეთი.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account