Spasmobloc - სპაზმობლოკი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 6,41 ლ რეგულარული ფასი 8,90 ლ
მარაგშია
SKU
75000_1370

ჩვენება: შინაგანი ორგანოების ჭვალის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, მტკივნეული მენსტრუაციგლუვი კუნთების საშუალო ან ზომიერი ტკივილის სინდრომის სიმპტომატური მკურნალობისთვის.

1. რას წარმოადგენს სპაზმობლოკი და რისთვის გამოიყენება იგი

სპაზმობლოკი არის კომბინირებული პროდუქტი რომელსაც აქვს ანალგეზიური და გლუვი კუნთების მომადუნებელი მოქმედება.

სპაზმობლოკი გამოიყენება შინაგანი ორგანოების, კუჭის ან ნაწლავური ჭვალის, ნაღვლის ჭვალის, თირკმლის ჭვალის ან  თირკმლის კენჭოვანი დაავადების, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) გლუვი კუნთების საშუალო ან ზომიერი ტკივილის სინდრომის სიმპტომატური მკურნალობისთვის.

2. რა უნდა იცოდეთ სპაზმობლოკის გამოყენებამდე

არ მიიღოთ სპაზმობლოკი თუ:

· ხართ ალერგიული  (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა)  ამ მედიკამენტის რომელიმე ნივთიერების და/ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

· გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პირაზოლონ წარმოებული ან  სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

· გაქვთ კუჭ-ნაწლავის გაუვალობა და მეგაკოლონი (ნაწლავის გაგანიერება);

· გაქვთ კუნთების სისუსტით (ატონია) განპირობებული ნაღვლის ბუშტის დაცლის გაძნელება.

· გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა.

· გაქვთ ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება (გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზა და პორფირია).

· გარკვეული სისხლის დაავადებები - ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის ადქვეითება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რიცხვის ან გრანულოციტების რიცხვის შემცირება), აპლასტური ანემია (ძვლის ტვინის ჰემოპოეზური ფუნქციის ძლიერი დაქვეითებით განპირობებული ანემია).

· დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მწვავე გლაუკომა, რასაც ახასიათებს თვალის წნევის სწრაფი მომატება).

· ორსულობა და ძუძუთი კვება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სპაზმობლოკის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პროდუქტი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რაც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შევიწროებასთან და კუჭ-ნაწლავის შემცველობის გატარების გაძნელებასთან (აქალაზია, პილოროდუოდენალური სტენოზი), გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადებასთან, ნაწლავის ატონიასთან, პარალითიური ნაწლავის გაუვალობასთან, გლაუკომასთან (თვალის წნევის მომატება), მიასთენია გრავისთან (კუნთების სისუსტე), გულის დაავადებასთან (არითმია, გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი  უკმარისობა), ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანალგეზურების საშუალებების, რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (ანალგეტიკების აუტანლობა), ასევე სხვა მედიკამენტების ან საკვების მიმართ ან სხვა სახის ალერგიები (თივის ცხელება, ასთმა). გახანგრძლივებული ყლაპვის (7 დღეზე მეტი) შემთხვევაში საჭიროა პერიფერიული სისხლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.

მეთამიზოლის მეტაბოლიტებს შეუძლიათ შარდის წითლად შეფერადება, რასაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.  

სხვა პრეპარატები და სპაზმობლოკი

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

სპაზმობლოკთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს მათი ეფექტები:

·  მეთამიზოლი ზრდის ანტიპარაზიტული აგენტის ქლოროქუინის შემცველობას სისხლში, ამცირებს კუმარინის ანტიკოაგულანტების (პროდუქტი ამცირებს სისხლის შედედებას) და ციკლოსპორინების ეფექტს.

· ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ორალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი ანელებს მეთამიზოლის მეტაბოლიზმს და ზრდის ტოქსიურობას.

· ბარბიტურატებმა, გლუტეთიმიდმა, ფენილბუტაზონმა (პრეპარატები რომლებიც აძლიერებენ ღვიძლის ფუნქციის დეგრადაციას) შესაძლოა შეამცირონ მეთამიზოლის ეფექტი.

· ნერვული სისტემის დამამშვიდებელი პრეპარატები (ანქსიოლიზურები და სედაციური საშუალებები) აძლიერებენ სპაზმობლოკის ანალგეზიურ ეფექტს.

· სიცხის დამწევ, ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად სპაზმობლოკის მიღება ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს.

· ქლორპრომაზინთან და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან ერთად მეთამიზოლის მიღება ზრდის სხეულის ტემპერატურის შემცირების რისკს.

სპაზმობლოკი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:

ამ პროდუქტით მკურნალობის დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

 ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს სპაზმობლოკის მიღება არ შეიძლება.

ძუძუთი-კვება

პროდუქტი გადადის დედის რძეში და მისი მიღება ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში რომლებიც მართავენ ავტომანქანას ან მექანიზმებს, რადგან სპაზმობლოკის უწყვეტად მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა და აკომოდაციის დარღვევა (თვალის უნარი, ნათლად გაარჩიოს საგნები სხვადასხვა მანძილზე).

სპაზმობლოკი შეიცავს ხორბლის სახამებელს და ლაქტოზას

პროდუქტის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი დამხმარე ნივთიერების სახით, რაც შეუთავსებელია გლუტენური (წებოვანა) ენტეროპათიის (წვრილი ნაწლავის თანდაყოლილი დარღვევები, რაც ვლინდება დიარეის სახით ხორბლის პროდუქტების მოხმარებისას) მქონე პაციენტებისთვის.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს  ლაქტოზას ინგრედიენტის სახით, რაც შეუთავსებელია ლაქტოზას აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის.

3.  როგორ მიიღება სპაზმობლოკი

მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართში მოცემული ინფორმაციის, ექიმის, ფარმაცევტის  ან ექთნის მითითების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა:

ზრდასრულები და 15 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:

1-2 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს.

ბავშვები და 15 წლამდე ასაკის მოზარდები

12-15 წლის ასაკი - 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3 ტაბლეტი.

9-დან 12 წლამდე ასაკი - ½ ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 2 ტაბლეტი.

ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, პერორალურად, წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივოვა არ უნდა აჭარბებდეს 3 დღეს. 

თუ თქვენ იღებთ უფრო მეტ სპაზმობოლკს ვიდრე უნდა ღებულობდეთ:

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თუ რა ზომები უნდა მიიღოს და რა არის საჭირო.  ჭარბი დოზის მიღებისას  ყველაზე ხშირად ნანახია ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, შოკი, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, კრუნჩხვა.

ჭარბი დოზის მიღებისას პირველი ზომებია პირღებინება, კუჭის ამორეცხვა რასაც შემდგომ მოჰყვება სიმპტომური მკურნალობა. კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს.

თუ დაგავიწყდათ სპაზმობლოკის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გააგრძელეთ შემდეგი დოზა რეგულარულად დოზის გაზრდის გარეშე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვიტავთ სპაზმობლოკის მიღებას

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.

უარყოფითი რეაქციები იყოფა ჯგუფებად სამედიცინო ლექსიკონის ტერმინოლოგიის მიხედვით მარეგულირებელი მოქმედებებით და შესაბამისი სიხშირით:

ძალიან ხშირი (> 1/10), ხშირი (> 1/100 -დან <1/10-მდე), არახშირი (> 1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (> 1/10,000 -დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (მონაცემები არ არის შეფასებული). სპაზმობლოკთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციები ხშირად დროებითია და გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა თავი იჩინოს სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევებმა - ცვლილება სისხლის უჯრედებში (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და თრომბოციტების და ლეიკოციტების შემცირება).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათად მწვავე ალერგიული რეაქციები - ბრონქოსპაზმი (ბრონქების კედლების გლუვი კუნთების შევიწროება), ანგიონევროტული შეშუპება (სახის, ტუჩების, ქუთუთოების და ლორწოვანი გარსის სხვა შეშუპებები), იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

ნერვული სისტემის დარღვევები - თავბრუსხვევა;

თვალთან დაკავშირებული დარღვევები - მხედველობის დაღვევები;

გულთან დაკავშირებული დარღვევები - კანკალის შეგრძნება, სწრაფი გულისცემა, არარეგულარული გულისცემა.

სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები - დაბალი არტერიული წნევა.

სასუნთქ გზებთან, გულმკერდთან და შუასაყართან დაკავშირებული დარღვევები  - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევები  - დისკომფორტი, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გასტრიტის ან პეპტიური წყლულის გამწვავება.

კანი და კანქვეშა ქსოვილი  - იშვიათად, კანის ალერგიები და გამონაყარი, ლაილის სინდრომი ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი (გამწვავებული ბუშტუკოვანი გამონაყარი).

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები - შარდვის გაძნელება, შარდის მცირე ან დიდი რაოდენობა, თირკმელების ანთება.

რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

5. როგორ შევინახოთ სპაზმობლოკი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ტაბლეტები შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და შეფუთვაზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს  თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სპაზმობლოკი:

თითოეულ ტაბლეტში აქტიური ნივთიერება არის მეთამიზოლ ნატრიუმის 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 5 მგ, ფენპივერინის ბრომიდი 0,1 მგ.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება სპაზმობლოკი და შეფუთვის შიგთავსი

აღწერა

სპაზმობლოკი არის თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ფორმის ტაბლეტი გამყოფი ზოლით ერთ მხარეზე. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ალუმინის პვქ ბლისტერზე.

2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:                          

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy