Umckalor - უმკალორი 20მგ 15 ტაბლეტი
უმკალორი
Umckalor
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია!
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ
მისი წაკითხვა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ
თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისაგან. თუ საჭიროდ ჩათვლით, მიმართეთ მათ რჩევისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
მრგვალი, მოწითალო-მოყავისფრო ფერის ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ბალბიფოთოლას (Pელარგონიუმ სიდოიდეს) ფესვების გამომშრალი თხევადი ექსტრაქტი (1: 8-10) _ 20 მგ; ექსტრაგენტი: ეთანოლი _ 11 % (მასა/მასაზე).
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 5მპა, მაკროგოლი 1500, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, რკინის ოქსიდი წითელი E 172, ტიტანის დიოქსიდი Е 171, ტალკი, ქაფის საწინააღმდეგო ემულსია.
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველის და გაცივების დროს.
ათქ-კოდი: ღ05.
ჩვენებები
სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ბრონქიტი, სინუსიტი, ანგინა, ტონზილიტი, რინოფარინგიტი).
უკუჩვენებები
− მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.
− ღვიძლის მძიმე დაავადებები, რადგან არ არსებობს გამოყენების სათანადო გამოცდილება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.
პრეპარატი უმკალორის სისხლის შედედების პარამეტრებზე შესაძლო ზემოქმედების გამო, ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებზე, მაგ., ვარფარინზე, მოქმედება.
ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად ორმაგი ბრმა კვლევების დროს არ გამოვლენილა ურთიერთქმედება პელარგონიის ექსტრაქტსა და პენიცილინ V-ს შორის.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ ერთი კვირის განმავლობაში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ასევე ციების დროს, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, ქოშინის ან სისხლიანი ნახველის არსებობისას.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში, ასევე ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის დროს.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
უსაფრთხოების სათანადო მონაცემების არარსებობის გამო, სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინფორმაცია ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ არ არსებობს.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (დილას, შუადღეს და საღამოს).
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).
უმკალორის მიღება რეკომენდებულია დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
გარდა ამისა, რეციდივების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმტომების გაქრობიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას.
უმკალორის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მოცემული სამკურნალო ფორმა არ გამოიყენება ამ ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირად (≥1/10)
ხშირად (≥1/100 - <1/10)
არც ისე ხშირად (≥1/1 000 - <1/100)
იშვიათად (≥1/10 000 - <1/1 000)
ძალიან იშვიათად (<1/10 000)
უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუზლებელია)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არც ისე ხშირად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
იშვიათად: ღრძილებიდან მცირე სისხლდენა.
სუნთქვის, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:
იშვიათად: ცხვირიდან მცირე სისხლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ/იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა გენეზის დარღვევები: პრეპარატის გამოყენებასთან პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. სიხშირე უცნობია.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შენახვის პირობები
ამ სამკურნალო საშუალების შენახვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული 15 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. აპკიანი გარსით დაფარული 15 ან 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტუი დუქტი ჯგუფი III გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
დრ. ვილმარ შვაბე გმბხ და კო. კგ.,
ვილმარ-შვაბე-შტრასე, 4
76227, კარლსრუე
გერმანია
Units | 15 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account