დოქტორ მომი 20 საწუწნი ტაბლეტი მარწყვით
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი თვისებებით.
სავაჭრო დასახელება: დოქტორ მომი ® მცენარეული საწუწნი ტაბლეტები
სამკურნალწამლო ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები ( ფორთოხლის , ლიმნის , ჟოლოს , მარწყვის , ანანასის )
შემადგენლობა: (1 საწუწნი ტაბლეტი )
აქტიური ნივთიერებები:
მშრალი ექსტრაქტები:
ძირტკბილას ფესვებიდან ( Glyciriza glabra ) – 15,0 მგ
სამკურნალო კოჭას ფესურებიდან ( Zingiber officinale ) – 10,0 მგ
სამკურნალო ემბლიკას ნაყოფებიდან ( Emblica officinalis ) – 10,0 მგ
და
ლევომენთოლი – 7,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
- ფორთოხლის საწუწნი ტაბლეტებისთვის: საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,ფორთოხლის არომატიზატორი , პიტნის არომატიზატორი ( პიტნის ესენცია ), საღებავი ყვითელისანსეტი;
- ლიმნის საწუწნი ტაბლეტებისთვის: საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,ლიმნის ზეთი , პიტნის არომატიზატორი ( პიტნის ესენცია ), საღებავი ყვითელი ქინოლინი;
- ჟოლოს საწუწნი ტაბლეტებისთვის: საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი , ჟოლოს არომატიზატორი ,საღებავი აზორუბინი;
- მარწყვის საწუწნი ტაბლეტებისთვის: საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,მარწყვის არომატიზატორი , ალისფერი საღებავი ( პონცო 4 R);
- ანანასის საწუწნი ტაბლეტებისთვის: საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,პიტნის არომატიზატორი ( პიტნს ესენცია ), ანანასის არომატიზატორი , საღებავი BQ სუპრა , (საღებავი , ცისფერი ბრილიანტის და ყვითელი ქინოლინის ნარევი ).
აღწერილობა
- ფორთოხლის საწუწნი ტაბლეტები: მრგვალი , ორმხრივამობურცული , ფორთოხლისფერისაწუწნი ტაბლეტები . დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და უსწორმასწოროკიდეები;
- ლინმის საწუწნი ტაბლეტები: მრგვალი , ორმხრივამობურცული , მომწვანო - მოყვითალოდანყვითლამდე ფერის საწუწნი ტაბლეტები. დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობადა უსწორმასწორო კიდეები;
- ჟოლოს საწუწნი ტაბლეტები: მრგვალი , ორმხრივამობურცული , წითლიდან მუქ წითლამდეფერის საწუწნი ტაბლეტები. დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობა დაუსწორმასწორო კიდეები;
- მარწყვის საწუწნი ტაბლეტები: მრგვალი , ორმხრივამობურცული , წითლიდან ალუბლისფერ- წითლამდე ფერის საწუწნი ტაბლეტები. დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკებისარსებობა და უსწორმასწორო კიდეები;
- ანანასის საწუწნი ტაბლეტები: მრგვალი , ორმხრივამობურცული , მწვანე ფერის საწუწნიტაბლეტები. დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და უსწორმასწოროკიდეები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება
ათქ კოდი [ R05CA10 ]
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი , ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელითვისებებით . პრეპარატის მოქმედება გაპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით .ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინაარმდეგო , ამოსახველებელი , სპაზმოლიზურიმოქმედება ; სამკურნალო კოჭას ფესურების ექსტრაქტი ავლენს ანთების საწინააღმდეგო დატკივილგამაყუჩებელ თვისებებს ; სამკურნალო ემბლიკის ექსტრაქტი – ანთების საწინააღმდეგო და სიცხისდამწევ მოქმედებას . პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მენთოლი ავლენს სპაზმოლიზურ ,ანტისეპტიკურ მოქმედებას .
მიღების ჩვენება
,, მშრალი ’’ ხველის თანხლებით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითიდაავადებების ( ფარინგიტი , ლარინგიტი , მათ შორის ,, ლექტორთა ’’, ტრაქეიტი , ბრონქიტი )სიმპტომური თერაპია .
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე , ბავშვთა ასაკი (18 წლამდე ) ( კლინიკური მონაცემებისარარსებობის გამო ).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციი პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის .
(კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო ).
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილებში 1 საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა მოიწუწნოს ყოველ 2 საათში ერთხელ .
მაქსიმალური დღიური დოზა – 10 საწუწნი ტაბლეტი . მკურნალობის ხანგრძლივობა – 2-3 კვირა .
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რეკომენდებული არ არის ერთდროული გამოყენება ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად ,ასევე , ნახველის შემამცირებელ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად , რადგანაც ეს აძნელებსგათხიერებული ნახველის ამოხველებას .
ჭარბი დოზირება
დღეისათვის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს შაქარს , რაც უნდა გაითვალისწინონ ჰიპოკალორიულ დიეტაზე მყოფმა და შაქრიანიდიაბეტით დაავადებულმა პირებმა .
გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები ( ფორთოხლის , ლიმნის , ჟოლოს , მარწყვის , ანანასის ).
- ალუმინის სტრიპი 4 საწუწნი ტაბლეტი ; 5 ალუმინის სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთანერთად მუყაოს კოლოფში ;
- ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთანერთად მუყაოს კოლოფში ;
- ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთანერთად მუყაოს კოლოფში ;
- ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 2 ბლისტერი მრავალშრიან , ლამინირებულპაკეტში . 1 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში ;
- ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 3 ბლისტერი მრავალშრიან , ლამინირებულპაკეტში . 1 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები
მშრალ ადგილას , არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა ურეცეპტოდ )
მწარმოებელი
<< უნიკ ფარმაციუტიკალ ლაბორატორიზ >>
( ფირმა << დჯ . ბ . კემიკალს ენდ ფარმასიუტიკლ ლტდ >>- ს განყოფილება ),
ვორლი მუმბაი – 400 030, ინდოეთი
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account