Pulmoxol - პულმოქსოლი პედიატრიული სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 10,07 ლ რეგულარული ფასი 13,99 ლ
მარაგშია
SKU
9117_929
პულმოქსოლი გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქიალური ასთმის, ბრონქოექტაზიების, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, რინიტის და პოსტოპერაციული ბრონქოპულმონური გართულებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

შემადგენლობა

სიროფის თითოეული 5 მლ. შეიცავს 30მგ. ამბროქსოლ ჰიდროქლორიდის აქტიურ ნივთიერებას. სხვა ინგრედიენტები: ბენზოის მჟავა, სორბიტოლი, მარწყვის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ავლენს მუკოლიზურ და ამოსახველებელ მოქმედებას. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი. გამოხატული აქვს უფრო ძლიერი ამოსახველებელი ეფექტი. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, ზრდის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას. ნახველის გათხიერების და ადჰეზიის შემცირების ხარჯზე ავლენს ამოსახველებელ მოქმედებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას ხველების დროს, რომელიც გროვდება სასუნთქ გზებში. ზრდის ბრომქულ სეკრეციას და ამცირებს მის სიბლანტეს. მუკოლიზური მოქმედების შედეგად ირღვევა ლორწოს ადჰეზიურობა, მნიშვნელოვნად რბილდება ნახველი და ამის შედეგად ადვილდება მისი გამოყოფა.

ფარმაკოკინეტიკა
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70 %. ამ რაოდენობის 13 ელიმინირდება ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ. მშიერ კუჭზე მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2,5 სთ.-ის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-10 სთ. თერაპიული პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც იმყოფება 30ნგრმლ. ფარგლებში, მიიღწევა 30მგ. პრეპარატის ორჯერადი მიღებისას დღეში. განმეორებითი მიღებისას პლაზმაში კუმულაცია არ ხდება. პრეპარატის 90% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. Pპერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის 85% მეტაბოლიტებისა და 10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები
პულმოქსოლი გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქიალური ასთმის, ბრონქოექტაზიების, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, რინიტის და პოსტოპერაციული ბრონქოპულმონური გართულებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზები
თუ არ არის ექიმის სხვა რეკომენდაციები, პულმოქსოლი ინიშნება შემდეგი წესით:
მკურნალობის პირველ 2-3 დღეს 1 საზომი კოვზი 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 საზომი კოვზი 2-ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი

უკუჩვენება
პულმოქსოლი არ ინიშნება ბრომგექსინისა და ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ აჩვენა პრეპარატის ფეტოტოქსიურობა,Mმარგამ არ არსებობს ორსულებზე პრეპარატის კონტროლირებადი გამოკვლევები. აღწევს დედის რძეში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და მეძუძურობის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
- არ შეიძლება კოდეინთან და სხვა ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია. ამან შეიძლება გააუარესოს ნახველისა და ლორწოს გამოყოფა.
- სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მოშლილობის დროს და პეპტიური წყლულის დროს.

ჭარბი დოზირება
მოწამვლის შემთხვევები არ აღნიშნულა. სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ავადმყოფში გამოიწვევა ღებინება, გამოირეცხება კუჭი და ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეუთავსებელია ხველისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კოდეინს, ატროპინის მსგავს საშუალებებთან და პრეპარატის სეკრეციის შემამცირებელ საშუალებებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 ºC. ინახება შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy