Hydrocortisone - ჰიდროკორტიზონი მალამო 1% 15გ
თვისებები: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის. გააჩნია ანთებასაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციული და ქავილსაწინააღმდეგო მოქმედება.
ჰიდროკორტიზონი
Hydrocortisone
1% მალამო გარე გამოყენებისათვის
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი
პრეპარატის საერთაშორისო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი (Hydrocortisone)
Hydrocortisone 1% მალამო გარე გამოყენებისათვის.
შემადგენლობა:
თითოეული გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პარაფინი თხევადი, პროპილპარაბენი, ვაზელინი თეთრი, ეთერის სპირტი (1.62%).
აღწერა:
თეთრი ფერის ერთგვარონი მალამო სუსტი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდი გარე გამოყენებისათვის.
პრეპარატის კოდი АТХ: D07AA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის. გააჩნია ანთებასაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციული და ქავილსაწინააღმდეგო მოქმედება. თრგუნავს A2 ფოსფოლიპაზას აქტიურობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. ამუხრუჭებს ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერისაკენ.
ამცირებს ანთებითი რეაქციის გამოვლენებებს, ექსუდაციულ პროცესებსა და კაპილარების შეღწევადობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის შემთხვევაში, ანთების ან კანის დაზიანების დროს შესაძლებელია პრეპარატის შეწოვება გლუკოკორტიკოიდების სისტემური გვერდითი ყფექტების გნვითარებით. ეპიდერმისის ქვედა შრეებში აღინიშნება პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა, რომელიც სისტემურ სისხლნაკადში გადადის.
მეტაბოლიზება ხდება, ძირითადად, ღვიძლის მიერ, გამოყოფა – შარდთან ერთად.
გამოყენების ჩვენება:
– ალერგიული დერმატიტი;
– სებორეული დერმატიტი;
– ეკზემა;
– ფსორიაზი;
– მწერების ნაკბენი.
გამოყენების ხერხი და დოზა:
თხელი ფენით კანის დაზიანულ უბნებზე 1-4-ჯერ დღე-ღამეში გაუმჯობესების დადგომამდე. დაუშვებელია ოკლუზიური სახვევის გამოყენება.
გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი რეაქციები: ხანგრძლივი ინტერსიული მკურნალობის შემთხვევაში – ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, კანის გათხელება, სტრიები, ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერტრიქოზი, მეორადი ინფექციების განვითარება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
ადგილობრივი რეაქციები: მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გაჩენა, განსაკუთრებით ბავშვებთან.
ჰიდროკორტიზონით ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობისა და ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
უკუჩვენება:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
– ვარდისფერი ფერისჭამელები, ჩვეულებრივი ფერისჭამელები;
– პერიორალური დერმატიტი;
– დისკოიდური ფსორიაზის მონოთერაპია;
– კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა);
– კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები;
– კანის პირველადი სოკოვანი დაზიანება;
– ასაკი 1 წლამდე;
– ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითეთიბა:
ჰიდროკორტიზონი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის.
მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალში; მალამოს თვალში მოხვედრისას დაუყოვნებლით ჩამოიბანეთ წყლით.
თუ ჰიდროკორტიზონის 7-დღიან გამოყენებას გაუმჯობესება არ მოჰყვა ან აღინიშნა მდგომარეობას გაუარესება, აგრეთვე პრეპარატის მოსხნიდან რამდენიმე დღეში სიმპტომების განახლების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ინფექციის განვითარების შემთხვევაში უმჯობესია პრეპარატის მოხსნა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
ფსორიაზის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა გუსდასმითი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეციდივი, ტოლერანტობის განვითარება, გავრცელებული პუსპულოზური ფსორიაზის წარმოქმნა და ადგილობრივი ან სისტემური რეაქციის განვითარება კანის საბარიერო ფუნქციის დარღვევის გამო.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნიშნების წარმოქმნისას საჭიროა თერაპიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სხვა, უფრო სუსტი მოქმედების, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის დანიშვნა.
ოკლუზიური სახვევის გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების აბსორბციას. ქუთუთოზე მალამოს მოხვედრისას აუცილებელია დაუყოვნებლივ სათანადო ზომბის მიღება თვალში პრეპარატის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
გამოყენება პედიატრიაში:
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება.
1-12 წლის ბავშვებთან პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო ხანმოკლე, სიფრთხილის ზომების დაცვით. ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით, ვინაიდან ბავშვებთან არსებობს ჰიდროკორტიზონის პროპორციულად დიდი ნაწილის სისტემური შეწოვების საშიშროება – იმის გამო, რომ კანის ზედაპირის ფართი აღემატება სხეულის მასას, აგრეთვე ეპიდერმისის არასაკმარისი სიმწიფის მიზეზით. პატარა ბავშვის შემთხვევაში კანის ნაოჭებმა და შესახვევმა შეიძლება გამოიწვიოს ოკლუზიური სახვევის მსგავსი მოქმედება და გაზარდოს პრეპარატის სისტემური რეზორბცია. ამ დროს შესაძლებელია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება. შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, თავისქალის შიდა წნევის მომატება.
გამოშვების ფორმა:
1% მალამო გარე გამოყენებისათვის, ალუმინის ტუბაში 15 მგ, 1 ტუბა პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინტსრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
გრილ და მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “არპიმედი”
სომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზ. ქ. აბოვიანი, მე-2-ე მ/რ, ს. 19
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account