Benlek - ბენლეკი 20 ტაბლეტი
ჩვენება: ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო.
1. რა არის ბენლეკი და რისთვის გამოიყენება ის
ბენლეკი არის მედიკამენტი რომელიც შეიცავს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი.
ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო.
კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე; ის ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ხელს უწყობს მის შეღწევას ცერებრალურ ქსოვილში.
ვიტამინი B1 ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
ბენლეკი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილების სიმპტომატური მკურნალობისთვის:
- თავის ტკივილი (დაძაბულობის ტიპი, შაკიკი) და კბილის ტკივლი;
- ლოკომოტორული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატიული ტკივილი);
- პოსტოპერაციული და პოსტტრავმული მდგომარეობები
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია);
- მენსტრუალური ტკივილი
2. რა უნდა იცოდეთ ბენლეკის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბენლეკის ტაბლეტები:
- თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერებების მიმართ (მეტამიზოლი, კოფეინი, ვიტამინი B1) ან სხვა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ ან სხვა ნებისმიერი ამ მედიკამენტში შემავალი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)
- თუ თქვენ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენია) თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია), ანემია, ღვიძლის პორფირია;
- თუ თქვენ განიცდით ბრონქულ ასთმას, მძიმე ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობას;
- თუ თქვენ გაქვთ მემკვიდრეობითი გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი.
- თუ ხართ ორსულობის ბოლო სამ თვეში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
თუ გაქვთ ან გქონდათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მანამ, სანამ მიიღებთ ბენლეკს, განსაკუთრებით თუ გქონდათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
- თუ აღგენიშნებათ ალერგია საკვების, მედიკამენტების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ტიპის ალერგია;
- თირკმელის და/ან ღვიძლის დისფუნქცია;
- აქტიური წყლულოვანი დაავადება;
- გლაუკომა;
- რითმის დარღვევები;
- უძილობა;
- გაურკვეველი წარმოშობის მძიმე თავის ტკივილი;
- ჰიპერტენზია.
ბენლეკის უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, სისხლის უჯრედების კონტროლი საჭირო იქნება.
ბენლეკი არ უნდა იქნას მიღებული ადენოზინის ან დიფირიდამოლის ტესტების ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე, რადგან მასში შემავალმა კოფეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
ეს პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან და მეტამიზოლთან ერთად.
ბავშვები
ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ.
სხვა მედიკამენტები და ბენლეკი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ბენლეკის ერთდროული მიღება სხვა მედიკემენტებთან ერთად მოითხოვს ყურადღებას მეტამიზოლის შემცველობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ზოგიერთი მედიკამენტის მეტაბოლიზმზე.
მეტამიზოლის ერთდროული გამოყენება სხვა ანალეზიკებთან, ანტიპირეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან, ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს.
არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების რისკი თუ ბენლეკი ერთსროულად მიღებულ იქნება ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების ფორმირებაზე.
ზოგიერთი მედიკამენტი ნევროლეპტიკების და ტრანკვილიზატორების ჯგუფიდან აძლიერებს ბენლეკის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ერთდროული მიღება ქლორფრომაზინთან ერთად შესაძლოა იყოს სხეულის ტემპერატურის უეცარი შემცირების გამომწვევი.
ზოგიერთი პერორალურმა კონტრაცეპტივებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაახანგრძლივოს მეტამიზოლის დეგრადაცია და ამით გაიზარდოს ბენლეკის ტოქსიკურობა.
ბენლეკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქსოვილის გადანერგვის შემთხვევაში მეტამიზოლის თვისებების გამო, შეამციროს ციკლოსპორინ A-ს კონცენტრაცია სისხლში.
ერთდროულმა მიღებამ სიმპათომიმეტიკებთან შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვულის სისტემის აგზნება.
მეტამიზოლი არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამნტებთან.
ბენლეკი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს შეზღუდვები საკვებთან და სასმელთან ერთად პროდუქტის გამოყენების შესახებ.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ იყოლიოთ ბავში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მანამ, სანამ მიიღებთ ამ მედიკამენტს.
ორსულობა
ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტამიზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ლიმიტირებულია, მაგრამ არ მიუთითებს ნაყოფისთვის მავნე ზეგავლენაზე. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს მკურნალობის სხვა გზები, შესაძლებელია განხილულ იქნას მეტამიზოლის ერთჯერადი დოზების გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციისა და მეტამიზოლის მიერ გამოწვეული შესაძლო რისკებისა და სარგებელის შანსების ყურადღებით შეფასების შემდეგ. თუმცა, მეტამიზოლის გამოყენება პირველ და მეორე ტრიმესტრებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული.
ორსულობის ბოლო სამი თის განმავლობაში, არ უნდა მიიღოთ ბენლეკი დედისა და ბავშვის გართულებების მაღალი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ე.წ. ბოტალის სადინარი, მომავალში, რომელიც მხოლოდ ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).
ლაქტაცია
მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ჩვილებისთვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს. ამიტომ თავიდანვე უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის განმეორებითი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
მეტამიზოლის ერთდჯერადად გამოყენების შემთხვევაში, დედებისათვის რჩევაა, შეაგროვონ და არ გამოიყენონ რძე, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბენლეკი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ბენლეკი შეიცავს ხორბლის სახამებელს, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოიყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აქვთ კოელიაკია (გლუტენ-მგრძნობიარე ენთეროპათია).
პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ალერგია ხორბლის მიმართ (კოელიაკის დაავადებისგან განსხვავებული) არ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი.
3. ბენლეკის მიღების წესი
ყოველთბის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორ აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზა დამოკიდებულია ტკივილის ან სიცხის ინტენსივობასა და ბენლეკის მიმართ ინსივიდუალურ მგრძნობელობაზე.
უნდა შეირჩეს უმცირესი დოზა ტკივილისა და სიცხის კონტროლისთვის. თქვენი ექიმი გეტყვით თუ როგორ უნდა მიიღოთ ბენლეკი.
ზრდასრულებმა ან მოზარდებმა 15 წლის ან ზევით ასაკის (რომლებიც იწონიან 53 კგ-ზე მეტს) შესაძლოა მიიღონ 1,000 მგ მეტამიზოლი როგორც ერთჯერადი დოზა (2 ტაბლეტი), რომელიც შესაძლოა იქნას მიღებული 4-ჯერ დღეში 6-8 საათიანი ინტერვალებით.
მაქსიმალური დღიური დოზა არის 4,000 მგ (8 ტაბლეტის შესაბამისი).
გამოხატული ეფექტი მოსალოდნელია პერორალური მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
ბენლეკი არ უნდა იქნას გამოყენებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. შედარებით ახალგაზრდა ბავშვებისთვის აქტიური ნივთიერების სხვა ფორმირებული დოზები და რაოდენობები ხელმისაწვდომია ამ მედიკამენტის ერთეულ დოზებში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხანდაზმულები და პაციენტები სუსტი ზოგადი ჯანმრთელობით/ თირკმლის უკმარისობით
დოზა უნდა იქნას შემცირებული ხანდაზმულ, დაუძლურებულ პაციენტებში და პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ვინაიდან მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტების ექსკრეცია, შეიძლება შეფერხდეს.
პაციენტები დაქვეითებული თირკმლის და ღვიძლის ფუნქციით
ვინაიდან, ექსკრეციის სიხშირე შემცირებულია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დაქვეითებული თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია, განმეორებითი დოზები თავიდან უნდა იქნას აცილებული. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის. გრძელვადიან გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არის.
თუ მიიღეთ ბენლეკის ზედმეტი რაოდენობა
თუ მიიღეთ იმაზე მაღალი დოზა, ვიდრე რეკომენდირებულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!
დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ აღინიშნება რეკომენდირებული დოზის რეჟიმის დროს. შემდეგი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ამ უეცარი შეტევისას ამ პროდუქტის დიდი დოზის გამო:
გულისრევა, ღებინება, აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში: უფრო სერიოზულ შემთხვევებში შემცირებული შარდვა ან შარდვის არ არსებობა, კრუნჩხვები, ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი, საფაღარათო საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა შესაძლოა მიღებულ იქნას; არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში.
დოზის გადაჭარბების ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!
თუ დაგავიწყდათ ბენლეკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს დოზის გაზრდის გარეშე.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციების სიხშირე კატეგორიზებულია, როგორც:
ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტზე), ხშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 100 პაციენტიდან), არახშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 1000 პაციენტიდან), იშვიათი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 10 000 პაციენტიდან), ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 1-ზე ნაკლებზე 10 000 პაციენტიდან), სიხშირე არ არის ცნობილი (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებიდან).
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბენლეკმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განიცდის ამას.
შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
იმუნური სისტემის დარღვევები: კანის ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის სიწითლე); ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაძნელება, ალეგიული შოკი ან ანაფილაქტიური რეაქციები
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: სისხლის თეთრი უჯრედების და/ან თრომბოციტების რაოდენობა. ძალიან იშვიათი: წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში, ანემია.
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, უძილობა
კარდიოვასკულარული დარღვევები: სწრაფი გულისცემა, მომატებული გულისცემა გულმკერდის არეში.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ნაღვლის ნაკადის დაქვეითება, სიყვითლე.
გვერდითი ეფექტების შესახებ განცხადება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, არმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების განცხადებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში.
5. ბენლეკის შენახვის წესი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25C.
არ გამოიყენოთ ბენლეკი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მოცემულია მუყაოს ყუთზე.
ar unda moxdes samkurnalo saSualebis gadayra gamdinare wylebSi da sayofacxovrebo narCenebSi. gamouyenebeli samkurnalo saSualebis likvidaciasTan dakavSirebiT mimarTeT farmacevts. es zomebi xels Seuwyoben garemo pirobebis dacvas.
6. შეფუთვის შემადგენლობა
რას შეიცავს ბენლეკი
აქტიური ნივთიერებებია:
მეტამიზოლის ნატრიუმი
თიამინის ჰიდროქლორიდი
კოფეინი
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო.
გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი გაუმჭირვალე PVC/Al ბლისტერები თითოეული 9, 18, 20 ან 27 ტაბლეტთან ერთად, მოთავსებული მუყაოს ყუთში.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account