Docetaxel - დოცეტაქსელი 80მგ/4მლ 1 ფლაკონი

194,87 ლ
მარაგშია
SKU
79290_3180
Docetaxel - დოცეტაქსელი 80მგ/4მლ 1 ფლაკონი

დოცეტაქსელი 20 მგ/მლ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი

 

 

ამ პრეპარატის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს.

- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.  იხილეთ პუნქტი 4.

 

რა არის ამ ჩანართში:

  1. რას არის დოცეტაქსელი და რისთვის გამოიყენება იგი
  2. რა უნდა იცოდეთ დოცეტაქსელის გამოყენებამდე
  1. როგორ გამოიყენება დოცეტაქსელი
  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  1. როგორ შევინახოთ დოცეტაქსელი
  2. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

 

  1. რა არის დოცეტაქსელი და რისთვის გამოიყენება იგი

ამ პრეპარატის სახელია დოცეტაქსელი. მისი ზოგადი სახელია დოცეტაქსელი.  დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც მიიღება ურთხელის ხის წიწვებიდან. დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ტაქსოიდები ეწოდება.

 

დოცეტაქსელი დაგენიშნათ ექიმის მიერ ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს განსაკუთრებული ფორმების (ფილტვების არამცირეუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავის და კისრის კიბოს სამკურნალოდ:

  • ძუძუს შორსწასული კიბოს მკურნალობისთვის დოცეტაქსელის გამოყენება შეიძლება ცალკე ან დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში.
  • ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე მკურნალობისთვის ლიმფური კვანძების დაზიანებით ან მის გარეშე, დოცეტაქსელის გამოყენება შეიძლება დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში.
  • ფილტვის კიბოს მკურნალობისთვის, დოცეტაქსელის გამოყენება შეიძლება ცალკე ან ცისპლატინთან კომბინაციაში.
  • პროსტატის კიბოს მკურნალობისთვის, დოცეტაქსელი გამოიყენება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში.
  • კუჭის მეტასტაზური კიბოს მკურნალობისთვის, დოცეტაქსელი გამოიყენება ცისპლაზინთან და 5 - ფლოროურაცილთან კომბინაციაში.
  • თავის და კისრის კიბოს მკურნალობისთვის, დოცეტაქსელი გამოიყენება ცისპლაზინთან და 5 - ფლოროურაცილთან კომბინაციაში.

 

  1. რა უნდა იცოდეთ დოცეტაქსელის გამოყენებამდე

არ მიიღოთ დოცეტაქსელი

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დოცეტაქსელის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).
  • თუ ლეოკოციტების რაოდენობა ძალიან დაბალია.
  • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება.

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დოცეტაქსელით ყოველი მკურნალობის დაწყებამდე, თქვენ მოგიწევთ სისხლის ანალიზების შემოწმება იმის დასადგენად, რომ გაქვთ საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედები და ღვიძლის ფუნქციები, რომ მიიღოთ დოცეტაქსელი. ლეიკოციტების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა აღგენიშნოთ მასთან დაკავშირებული ცხელება ან ინფექციები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ აღგენიშნებათ  მუცლის ტკივილი ან სისუსტე, დიარეა, რექტალური სისხლდენა, სისხლი განავალში ან ცხელება. ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს კუჭნაწლავის სერიოზული ტოქსიურობის პირველი ნიშნები, რაც შესაძლოა იყოს ფატალური. თქვენმა ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს პრობლემა.

უთხარით თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები. მხედველობის პრობლემების შემთხვევაში, კერძოდ ბუნდოვანი მხედველობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოთ თვალები და მხედველობა.

უთხარით თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ ადრე პაკლიტაქსელით მკურნალობისას გქონდათ ალერგიული რეაქცია.

უთხარით თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ გაქვთ გულის პრობლემები. დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ განვითარდება მწვავე ან გაუარესებული პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით (ცხელება, ქშინვა ან ხველა). იქიმმა შეიძლება დაუყოვნებლივ შეგაწყვეტინოთ მკურნალობა.

დოცეტაქსელის მიღებამდე ერთი დღით ადრე, თქვენ შეიძლება მოგთხოვონ პრემედიკაცია რომელიც შედგება პერორალური კორტიკოსტეროიდებისგან, როგორიცაა დექსამეტაზონი, და ამის შემდეგ გაგრძელდეს ერთი ან ორი დღე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გარკვეული არასასურველი მოვლენები, რაც შესაძლოა აღინიშნოს  დოცეტაქსელის ინფუზიის შემდეგ, კერძოდ ალერგიული რეაქციები და სითხის შეკავება (ხელების, ტერფების და ფეხების შეშუპება ან წონის მომატება).

 

მკურნალობის დროს, თქვენ შესაძლოა მოგცენ სხვა პრეპარატები სისხლის უჯრედების რაოდენობის შესანაჩუნებლად.

 

დოცეტაქსელის გამოყენებისას აღინიშნა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი:

  • სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები შეიძლება იყოს ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა კანის რომელიმე ნაწილიდან (ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის, გენიტალიების, ხელების ან ფეხების ჩათვლით) გამონაყარით ან მის გარეშე. ამავდროულად თქვენ ასევე შესაძლოა აღგენიშნოთ გრიპის მაგვარი სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ციება ან კუნთების ტკივილი.
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის სიმპტომები შეიძლება იყოს წითელი, ქერცლიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ამობურცვით შეშუპებული კანის ქვეშ (კანის ნაკეცების, ტანის და ზედა კიდურების ჩათვლით) და ბუშტუკები რომელსაც თან ახლავს ცხელება.

 

კანის მწვავე რეაქციების ან რომელიმე ზემოაღნიშნული რეაქციებიის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სფეროს სპეციალიტს.

 

დოცეტაქსელით მკურნალობის დაწყებამდე უთხარით თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები ან სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე.

 

დოცეტაქსელი შეიცავს ალკოჰოლს. განიხილეთ ექიმთან თუ ხართ ალკოჰოლდამოკიდებული, გაქვთ ეპილეფსია ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ქვემოთ ასევე იხილეთ პუნქტი „დოცეტაქსელი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)“.

 

სხვა პრეპარატები და დოცეტაქსელი

უთხარით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის პრეპარატებს რეცეპტის გარეშე.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ დოცეტაქსელმა ან სხვა პრეპარატებმა შესაძლოა არ იმოქმედონ ისე  როგორც მოსალოდნელია და მეტად სავარაუდოა, რომ აღინიშნოს გვერდითი მივლენები. ამ სამკურნალო პროდუქტში შემავალმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს სხვა პრეპარატების მოქმედება.

 

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

დოცეტაქსელის გამოყენება არ შეიძლება თუ ხართ ორსული და თუ ნათლად არ არის მითითებული ექიმის მიერ.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს თქვენ არ უნდა დაორსულდეთ და მკურნალობის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რადგან დოცეტაქსელი შეიძლება საზიანო იყოს დაუბადებელი ბავშვისთვის.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ მკურნალობის დროს დადგა ორსულობა.

დოცეტაქსელით მკურნალობის დროს ბავშვი არ კვებოთ ძუძუთი.

თუ თქვენ ხართ მამაკაცი და მკურნალობთ დოცეტაქსელით, გირჩევთ რომ მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 6 თვის მანძილზე არ გახდეთ მამა და მკურნალობის დაწყებამდე რჩევისთვის მიმართოთ სპერიმის შენახვის თაობაზე, რადგან დოცეტაქსელმა შეიძლება შეცვალოს მამაკაცის ფერტილობა.

 

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამ სამკურნალო პროდუქტში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გააუარესოს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარი.

 

ამ წამალთან დაკავშირებით თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ გვერდითი მოვლენები რამაც  შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის, იარაღების გამოყენების ან დანადგარების მართვის უნარზე (იხ. პუნქტი 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ ეს მოხდება, არ მართოთ ან გამოიყენოთ იარაღები ან დანადგარები სანამ არ განიხილავთ თქვენ ექიმთან, ექთანთან ან საავადმყოფოს ფარმაცევტთან.

 

დოცეტაქსელი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 50% ეთანოლს (ალკოჰოლი). ე.ი 395 მგ (0.5 მლ) უწყლო ეთანოლს ყოველი 1 მლ მოცულობის შევსებულ ფლაკონში, რაც 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის ეკვივალენტურია ყოველ 1 მლ ფლაკონში, 1.58გ (2 მლ) უწყლო ეთანოლს ყოველ 4 მლ მოცულობის შევსებულ ფლაკონში, რაც 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის ეკვივალენტურია ყოველ 4 მლ ფლაკონში, ან 3.16 გ (4 მლ) უწყლო ეთანოლს ყოველ 8 მლ მოცულობის შევსებულ ფლაკონში, რაც 80 მლ ლუდის ან 33 მლ ღვინის ეკვივალენტურია ყოველ 8 მლ ფლაკონში.

საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.

გასათვალისწინებელია ორსულ ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებსა და მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიც არის ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

ამ სამკურნალო პროდუქტში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი რომელიც მოიცავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს).

 

  1. როგორ გამოიყენება დოცეტაქსელი

დოცეტაქსელი უნდა გაგიკეთოთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა.

 

ჩვეულებრივი დოზა

დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს წონასა და ზოგად მდგომარეობაზე. ექიმი გამოითვლის თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრში (მ2) და განსაზღვრავს დოზას რომელიც უნდა მიიღოთ.

 

მიღების მეთოდი და გზა

დოცეტაქსელის ინფუზია გაკეთდება ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენური გამოყენება). ინფუზია გაგრელდება დაახლოებით ერთი საათი რა დროსაც თქვენ იქნებით საავადმყოფოში.

 

სიხშირე და მიღება

ინფუზია უნდა გაკეთდეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და დოზის სიხშირე, რაც დამოკიდებული იქნება თქვენი სისხლის ანალიზებზე, ზოგად მდგომარეობასა და დოცეტაქსელის მიმართ თქვენს რეაქციაზე. კერძოდ, დიარეას, პირში წყლულების, დაბუჟების ან ჩხვლეტის, ცხელების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს და მიეცით მათ თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები. ამ ინფომაციის მიღების შემდეგ იგი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება.

ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან საავადმყოფოს ფარმაცევტს.

 

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მსგავსად ყველა პრეპარატისა ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველასთან არ ვითარდება. თქვენი ექიმი ამ საკითხს განიხილავს თქვენთან და აგისხნით მკურნალობის პოტენციური რისკის და სარგებელის შესახებ.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებიდან რომელიც აღინიშნა დოცეტაქსელის მარტო მიღებისას იყო: ერითროციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, დიარეა და დაღლილობა.

 

დოცეტაქსელის უარყოფითი რეაქციების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს როდესაც დოცეტაქსელი მიიღება სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში. საავადმყოფოში ინფუზიის მიმდინარეობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ალერგიული რეაქციები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანში):

  • წამოხურება, კანის რეაქციები, ქავილი
  • გულმკერდის შებოჭილობა; სუნთქვის გაძნელება
  • ხცელება ან ციება
  • ზურგის ტკივილი
  • დაბალი არტერიული წნევა.

 

შესაძლოა აღინიშნოს უფრო მძიმე რეაქციები.

თუ პაკლიტაქსელის მიმართ გქონდათ ალერგიული რეაქცია, დოცეტაქსელის მიმართაც შესაძლოა აღგენიშნოთ ალერგიული რეაქცია, რაც შესაძლოა იყოს უფრო მწვავე.  

მკურნალობის პერიოდში საავადმოყოს პერსონალი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას. დაუყოვნებლივ უთხარით მათ თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს.

დოცეტაქსელის ინფუზიებს შორის შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი, და სიხშირე შეიძლება იცვლებოდეს პრეპარატების კომბინაციით რომელსაც ღებულობთ:

 

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანში):

  • ინფექციები, ერითროციტების (ანემია) ან ლეიკოციტების (რაც მნიშვნელოვანია ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
  • ცხელება: თუ ეს მოხდება დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს
  • ზემოთ აღწერილი ალერგიული რეაქციები
  • მადის დაკარგვა (ანორექსია)
  • უძილობა
  • სახსრებში ან კუნთებში დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება
  • თავის ტკივილი
  • გემოს შეგრძნების შეცვლა
  • თვალის ანთება ან თვალებში ცრემლიანობის მომატება
  • გაუმართავი ლიმფური დრენაჟით გამოწვეული შეშუპება
  • ქშინვა
  • გამონადენი ცხვირიდან; ყელის და ცხვირის ანთება; ხველა
  • სისხლდენა ცხვირიდან
  • წყლულები პირის ღრუში
  • კუჭის გაღიზიანება გულისრევის ჩათვლით, ღებინება და დიარეა, ყაბზობა
  • მუცლის ტკივილი
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა
  • თმის ცვენა: უმეტეს შემთხვევაში კვლავ ბრუნება თმის ნორმალური ზრდა. ზოგიერთ შემთხვევაში (სიხშირე უცნობია) აღინიშნა მუდმივი თმის ცვენა
  • ხელის და ფეხის გულების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (ეს ასევე შეიძლება აღინიშნოს მკლავებზე, სახეზე ან სხეულზე)
  • ფრჩხილის ფერის შეცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების გაყოფა
  • კუნთების ტკივილი; ზურგის ტკივილი ან ძვლის ტკივილი
  • მენსტრუალური პერიოდის შეცვლა ან არ არსებობა
  • ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება
  •  დაღლილობა; ან გრიპის მსგავსი სიმპტომები
  • წონის მატება ან კლება
  • ზედა სასუნქთი გზების ინფექცია.

 

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10 -დან 1-მდე ადამიანში):

  • პირის ღრუს კანდიდოზი
  • გაუწყლოება
  • თავბრუსხვევა
  • სმენის დარღვევა
  • არტერიული წნევის შემცირება; არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
  • გულის უკმარისობა
  • ეზოფაგიტი
  • პირის სიმშრალე
  • ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას
  • სისხლდენა
  • ღვიძლის ფერმენტების ზრდა (აქედან გამომდინარე საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარულად ჩატარება)
  • სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)
  • სისხლში კალიუმის, კალციუმის და/ან ფოსფატის შემცირება.

 

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100 -დან 1 ადამიანში):

  • გულის წასვლა
  • ინექციის ადგილზე, კანის რეაქცია, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება
  • სისხლის შედედება
  • შეიძლება აღინიშნოს მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლასტიური სინდრომი (სისხლის კიბოს ტიპი) პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ დოცეტაქსელით კიბოს საწინააღმდეგო გარკვეულ პრეპარატებთან ერთად.

 

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000 -დან 1-მდე ადამიანში):

  • მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ანთება, რაც შეიძლება იყოს ფატალური

(სიხშირე უცნობია); ნაწლავის პერფორაცია.

 

უცნობი სიხშირე (არსებული მონაცემებით ვერ ხდება შეფასება)

  • ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას; ფილტვების ანთება ასევე შესაძლებელია განვითარდეს როდესაც დოცეტაქსელის თერაპია გამოიყენება რადიოთერაპიაში)
  • პნევმონია (ფილტვების ინფექცია)
  • ფილტვის ფიბროზი (ფილტვებში ნაწიბურების განვითარება და შესქელება სუნთქვის უკმარისობით)
  • ბუნდოვანი მხედველობა რაც გამოწვეულია თვალში ბადურის შეშუპებით (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება)
  • სისხლში ნატრიუმის და/ან მაგნიუმის შემცირება (ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა)
  • პარკუჭოვანი არითმია ან პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ვლინდება არარეგულარული და/ან სწრაფი გულისცემით, სუნთქვის მწვავე გაძნელებით, თავბრუსხვევით და/ან გულის წასვლით). ზოგიერთი ეს სიმპტომი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა უთხრათ ექიმს.
  • ინექციის ადგილის რეაქცია წინა რეაქციის ადგილზე
  • არაჰოჯკინის ლიმფომა (კიბო გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე) და სხვა კიბო შესაძლოა აღინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დოცეტაქსელით, კიბოს საწინააღმდეგო სხვა გარკვეულ პრეპარატებთან ერთად.
  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა კანის რომელიმე ნაწილიდან (ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის, გენიტალიების, ხელების ან ფეხების ჩათვლით) გამონაყარით ან მის გარეშე. ამავდროულად თქვენ ასევე შესაძლოა აღგენიშნოთ გრიპის მაგვარი სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ციება ან კუნთების ტკივილი).
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (წითელი, ქერცლიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ამობურცვით შეშუპებული კანის ქვეშ (კანის ნაკეცების, ტანის და ზედა კიდურების ჩათვლით) და ბუშტუკები რომელსაც თან ახლავს ცხელება).
  • სიმსივნის ლიზისის სინდრომი არის სერიოზული მდგომარეობა რაც ვლინდება სისხლის ანალიზებში ცვლილებით, როგორიც არის შარდმჟავას, კალიუმის, ფოსფორის ზრდა და კალციუმის დონის შემცირება, რაც იწვევს სიმპტომებს როგორიცაა პაროქსიზმი, თირკმლის უკმარისობა (შარდის შემცირება ან გამუქება) და გულის რითმის დარღვევა. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს.
  • მიოზიტი (კუნთების ანთება - ცხელი, წითელი და შეშუპებული - რაც წარმოქმნის კუნთების ტკივილს და სისუსტეს).

 როგორ შევინახოთ დოცეტაქსელი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს გარე  შეფუთვაზე და ფლაკონის ეტიკეტზე EXP. ვადის ამოწურვა გულისხმობს  თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში რათა მოარიდოთ სინათლეს.

ფლაკონი გამოიყენეთ გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ. თუ იგი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მისი გამოყენების შენახვის დროზე და მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მისი გახსნა/გაზავება უნდა მოხდეს კონტროლირებულ და ასეპტურ გარემოში.

საინფუზიო პარკში დამატების შემდეგ წამალი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. თუ იგი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მისი გამოყენების შენახვის დროზე და მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და საინფუზიო ბოთლში მისი დაყოვნება არ უნდა მოხდეს 8 საათზე მეტ ხანს ან 6 საათი საინფუზიო პარკში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ერთ საათიანი ინფუზიის ჩათვლით.

რეკომენდაციის მიხედვით მომზადებული საინფუზიო ხსნარის ფიზიკური და ქიმიური მდგრადობა გამოვლინდა არა-პვქ პარკში 48 საათი 2 - 80C ტემპერატურაზე შენახვისას.

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი არის გაჯერებული, აქედან გამომდინარე შესაძლოა დაკრისტალდეს დროის გასვლის შემდეგ. კლისტალების გაჩენის შემთხვევაში ხსნარის გამოყენება აღარ შეიძლება და უნდა განადგურდეს.

პრეპარატები არ გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

 

  1. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დოცეტაქსელი

- აქტიური ნივთიერება არის დოცეტაქსელი.

ერთი მლ დოცეტაქსელის კონცენტრატი შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.

- სხვა ინგრედიენტებია პოლისორბატი 80, უწყლო ეთანოლი (იხ. პუნქტი 2) და ლიმონმჟავა.

 

როგორ გამოიყურება დოცეტაქსელი და შეფუთვის შიგთავსი

დოცეტაქსელის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე ბლანტი, უფეროდან მოყავისფრო-ყვითელი სტერილური ხსნარი.

კონცენტრატი მოცემულია 2 მლ უფერო შუშის ფლაკონში მწვანე მოსახსნელი ხუფით.

ყოველ კოლოფში არის 1 მლ კონცენტრატის (20 მგ დოცეტაქსელი) 1 ფლაკონი.

კონცენტრატი მოცემულია 6 მლ უფერო შუშის ფლაკონში ნარინჯისფერი მოსახსნელი ხუფით.

ყოველ კოლოფში არის 4 მლ კონცენტრატის (80 მგ დოცეტაქსელი) 1 ფლაკონი.

კონცენტრატი მოცემულია 15 მლ უფერო შუშის ფლაკონში წითელი მოსახსნელი ხუფით.

ყოველ კოლოფში არის 8 მლ კონცენტრატის (160 მგ დოცეტაქსელი) ერთი ფლაკონი.

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy