Hydrocortison - ჰიდროკორტიზონი აკოსი თვალის მალამო 0.5% 5გრ
ჩვენება: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის შემაერთებელი გარსის ანთებითი მდგომარეობა. თვალისა და ქუთუთოს კიდეების ალერგიული დაავადებები.
ჰიდროკორტიზონი თვალის მალამო 0,5%
შემადგენლობა
ჰიდროკორტიზონის აცეტატი 5,0 მგ
მეთილჰიდროქსიბენზოატი 2,0 მგ
თეთრი ვაზელინი 1,0 გ-მდე
თვისებების აღწერილობა
ჰიდროკორტიზონი - 0,5% თვალის მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს; ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიულ მოქმედებას.
გლუკოკორტიკოსტეროიდები, თვალის ქსოვილების საზღვრებში, აფერხებს მექანიკური, ქიმიური ან იმუნოლოგიური გამღიზიანებლებით გამოწვეული ანთებითი რეაქციის განვითარებას. ამცირებს შეშუპებას, ფიბრინის ჩალაგებას, სისხლძარღვების მოდუნებას, ლეიკოციტების მიგრაციას, სისხლძარღვების პროლიფერაციას, კოლაგენის ჩალაგებასა და დანაწიბურებას.
გამოყენების ჩვენება
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის შემაერთებელი გარსის ანთებითი მდგომარეობა.
თვალისა და ქუთუთოს კიდეების ალერგიული დაავადებები.
ტრავმის შემდგომი პერიოდი ან თვალის კაკალზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევა (ტრავმიდან ან ოპერაციიდან უნდა იყოს გასული არანაკლებ 7 დღე).
ასეპტიური დამწვრობა (ქიმიური, თერმული ან გამოსხივებით გამოწვეული).
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
უკუჩვენება
თვალის ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური, სოკოვანი დაავადებები.
პირველადი გლაუკომა. რქოვანას ეპითელიის დეფექტები.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალება გამოიყენება სიფრთხილით და ხანმოკლე პერიოდით.
ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის შეფასებით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ საფრთხეს.
გამოყენების წესი და დოზა
მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
ოკულისტმა შეიძლება გაახანგრძლივოს სამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდი.
პოსტტრავმული მდგომარეობა - დღეში 1-2-ჯერ (ტრავმიდან ან ოპერაციიდან უნდა იყოს გასული არა ნაკლებ 7 დღე).
ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
პრაქტიკულად არ არის.
გვერდითი მოქმედება
რქოვანას ეპითელიის მთლიანობის დარღვევისას, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს შეხორცება და განაპირობოს თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირება. ხელს უწყობს თვალის ინფექციური დაავადებების გავრცელებას, განსაკუთრებით კი ვირუსულის. ხანგრძლივი გამოყენებისას (3-6 კვირაზე მეტი პერიოდი) შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის განვითარება, განსაკუთრებით, ასეთი მიდრეკილების მქონე პირებში.
ასევე, მკურნალობის მრავალწლიანი განმეორებითი კურსები იწვევს კატარაქტის განვითარებას.
დღის განმავლობაში პრეპარატის ჭარბმა, ხშირმა გამოყენებამ ან გამოყენებამ პატარა ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს შეწოვა და სტეროიდის სისტემური მოქმედება.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account