MiroVit Zn15 - მიროვიტ Zn15 15მგ 30 ტაბლეტი
ჩვენებები: მიროვიტ Zn15 გლუკონატის ფორმით წარმოდგენილი კარგად აბსორბირებადი თუთიის წყაროა.
მიროვიტ Zn15
MiroVit Zn15
საკვები დანამატი
შემადგენელი კომპონენტები | 1 ტაბლეტი შეიცავს | % RDA* |
თუთია (თუთიის გლუკონატი) | ეკვ 15 მგ | 100 |
RDA - რეკომენდებული დღიური დოზა
მიროვიტ Zn15-ის ერთი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თუთიის გლუკონატს 15 მგ თუთიის ეკვივალენტურს და დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიდექსტროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი,საშუალო-მოლეკულური ტრიგლიცერიდები (MCT).
მოქმედების მექანიზმი: მიროვიტ Zn15 გლუკონატის ფორმით წარმოდგენილი კარგად აბსორბირებადი თუთიის წყაროა.მის შემადგენლობაში შემავალი თუთია მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის,მათ შორის ნახშირწყლების და ცილების სინთეზის პროცესში. ორგანიზმში თუთია არეგულირებს სტეროიდული (სასქესო) ჰორმონების დონეს, მამაკაცებში მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესში და ასევე ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს. თუთია წარმოადგენს A და E ვიტამინების ბიოქიმიურ აქტივატორს და ამგვარად დადებით გავლენას ახდენს კანის საფარველის, ცხიმოვანი ჯირკვლების,თმის და ფრჩხილების რეგენერაციის უნარზე.თუთიის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ხელს უწყობს აკნესმაგვარი გამონაყარის შემცირებას. ხანდაზმულ ასაკში თუთია აუცილებელია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის,ხელს უშლის კოგნიტური დარღვევების და სმენის დაქვეითების განვითარებას. იგი ზრდის ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის უნარს. თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის
გამართულ ფუნქციონირებას,შესაბამისად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული,ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი დღეში პერორალურად.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისათვის სასურველია მიმართოთ ექიმს.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25 °C ოთახის ტემპერატურაზე, არ მოათავსოთ მზის პირდაპირ შუქზე,შეინახეთ საკვები დანამატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: NatLabo UG (haftungsbeschränkt) ლანგე ენდენი 29, 13437
ბერლინი,გერმანია.
ვარგისიანობა: 08.2023
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account