Panthenol -პანთენოლი 58გრ აეროზოლი
განსაკუთრებული ფასი
6,86 ლ
რეგულარული ფასი
9,15 ლ
მარაგშია
SKU
11698_1053
კანის სიმშრალე.
დამწვრობა,ნაწოლები
ტროფიკული წყლული,ჰერპესი
ნახეთქები(ანალური),
დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
პოსტ-ოპერაციული
საერთაშორისო დასახელება:
DEXPANTHENOL
მწარმოებელი: ANKEPHARM GROUP CHAUVIN
მოქმედი ნივთიერება: დექსაპანთენოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რეგენერაციის სტიმულატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის:
ფლაკონში 58 გრ
100 მგ
დექსაპანთენოლი .......... 4.63 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ჩვენებები:
- კანის სიმშრალე.
- დამწვრობა,ნაწოლები
- ტროფიკული წყლული,ჰერპესი
- ნახეთქები(ანალური),
- დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
- კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
- კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
- პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
- აბსცესები, ფურუნკულოზი.
- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
ხმარების წინ ბალონს შეანჟღრევან და 10–20სმ დაშორებიდან დაზიანებულ ზედაპირს მოასხურებენ,ისე, რომ მთელი დაზიანებული ზედაპირი დაიფაროს.
მკურნალობა და პროფილაქტიკა:
ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია
უკუჩვენებები:
ჰიპერმგძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Write Your Own Review
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account