პირის ღრუს სავლები Lipsosal 250მლ ფლ.
ჩვენებები:
გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
0.1% CHLORHEXIDINE DIGLUCONATE, SALVIA OFFICINALIS
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პირის ღრუს სავლები
მწარმოებელი:
ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)
გამოშვების ფორმა:
მინის ბოთლი, 250მლ
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი . . . . . . . 0,1%,
სალბის ექსტრაქტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2%.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის საქარინი, გლიცერინი, PEG 40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გამოხდილი წყალი, არომა.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პირის ღრუს სავლები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქლორჰექსიდინი -ერთ-ერთი ყველაზე ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასთანავე ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (Candida albicans).
სალბის ექსტრაქტი -სალბის ფოთლებს გააჩნიათ მთრიმლავი, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიმიკოზური მოქმედება. ასევე ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი -ხასიათდება სწრაფი ადსორბციით პირის ღრუს ლორწოვანზე, ბაქტერიოციდულ მოქმედებით, აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას და მოქმედებს როგორც დამცავი საფარი.
ნატრიუმის საქარიდი -აძლიერებს სავლების ბაქტერიოციდულ მოქმედებას.
ჩვენებები:
-გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
-პირის ღრუს ლორწოვანის პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
-კბილის პროთეზის ან ბრეკეტ-სისტემის გამოყენების შედეგად განვითარებული ღრძილის დაზიანება;
- კბილებზე ნადების შემცირება და პირის ღრუს ჰიგიენა;
მიღების წესი და დოზირება:
შეავსეთ ბოთლის ქუდი სითხით ( დაახლოებით 10 მლ), გამოივლეთ განუზავებელი სითხით დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, დღეში 2- 3 ჯერ. სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვებისა და სასმელის მიღება. პროდუქტი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე, იმ შემთხვევაშიც თუ მოხდება მისი გადაყლაპვა. გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლიდან.
უკუჩვენებები:
სავლების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
250მლ, ბოთლი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account