Pram - პრამი 20მგ 14 ტაბლეტი

15,23 ლ
მარაგშია
SKU
79647_1353

ჩვენება: დეპრესიული აშლილობების და სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის მდგომარეობები.

პრამი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ციტალოპრამი. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 24,990 მგ ციტალოპრამის ჰიდრობრომიდს, რაც 20 მგ ციტალოპრამის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის საფარი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლი 6000.

აღწერა

პრამის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები -  თეთრი ფერის, მოგრძო გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომელსაც ორივე მხარეს გააჩნია ნაჭდევი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალება. გუნება-განწყობის

დარღვევისა და განწყობის აშლილობის (დეპრესია), ასევე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, შფოთვითი და პანიკის აშლილობის სამკურნალო საშუალება.

ჩვენება

- დეპრესიული აშლილობების და სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის მდგომარეობები,

სხვადასხვა მიზეზების და გამოვლინებების დროს, როგორიცაა დეპრესია, სევდა,

უსიამოვნება, ფიქრი, შიში, ტკივილი;

- დეპრესიული განწყობის გასაუმჯობესებლად, თავის ტვინის დარღვევების, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსიური და პანიკური აშლილობის, პანიკური შეტევის დროს, კლაუსტროფობიით ან მის გარეშე (აგორაფობია).

უკუჩვენება

- ციტალოპრამის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგია;

- თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინზოლიდს (ანტიბიოტიკი). მაშინაც კი, თუ პაციენტი შეწყვეტს მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღებას, მაინც უნდა დაელოდოს 2 კვირა, სანამ დაიწყებს პრამით მკურნალობას (იხილეთ აგრეთვე ნაწილი  „პრამის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“). საჭიროა  1 კვირა მოცდა პრამით მკურნალობის შეწყვეტიდან მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების-ს მიღებამდე.

- თუ პაციენტს აქვს თანდაყოლილი გულის რითმის დარღვევა ან ოდესმე ჰქონია გულის რითმის დარღვევა (აღოჩენილი ეკგ-ზე).

- თუ პაციენტი იღებს გულის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატებს ან

მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რიტმზე (მაგ,

პიმოზიდი, მედიკამეტი, რომელიც გამოიყენება მძიმე ფსიქიკური აშლილობის

სამკურნალოდ), (იხილეთ ასევე ნაწილი „პრამის მიღება სხვა მედიკამენტებთან

ერთად“).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტმა პრამის მიღებამდე უნდა მიმართ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ აქვს  ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, რადგან ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობა. კერძოდ, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რადგან

- ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტები შესაძლოა გადავიდნენ მანიაკალურ ფაზაში. ამას ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეები, გადაჭარბებული ბედნიერება და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

- თუ პაციენტს განუვითარდება სუბიექტურად არასასიამოვნო ან შემაშფოთებელი მოუსვენრობის ნიშნები, ფსიქომოტორული მოუსვენრობა და გადაადგილების სურვილი (ხშირად თან ახლავს ჯდომის ან დგომის უუნარობა), (ცნობილია როგორც აკათიზია): ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.  რომელიმე ამ

ნიშნის შემჩნევის შემთხვევაშიპაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

- თუ პაციენტს აწუხებს პანიკური აშლილობა. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გაძლიერდეს შფოთვის სიმპტომები, მაგრამ მათი ჩაცხრობა  ხდება მკურნალობის მსვლელობისას.

- თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება. ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა.

- თუ პაციენტს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. პრამით მკურნალობამ შეიძლება

გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზის და/ან ტაბლეტების დოზის კორექტირება, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.

- თუ პაციენტს აწუხებს ეპილეფსია. პრამით მკურნალობა უნდა შეწყდეს, როდესაც პირველად აღინიშნება კრუნჩხვები ან გაიზრდება კრუნჩხვების სიხშირე.

- თუ პაციენტს აქვს სისხლდენის ან სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება, ან თუ არის ორსულად (იხ. ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“).

- თუ  პაციენტი იტარებს ელექტროკონვულსიურ თერაპიას.

- თუ პაციენტს აწუხებს მძიმე ფსიქიკური დაავადება დეპრესიული ეპიზოდებით.

- თუ პაციენტი მიდრეკილია გარკვეული დაავადებებისადმი (ე.წ. QT ინტერვალის

გახანგრძლივება ეკგ-ზე) ან თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობითი „გრძელი QT სინდრომის“ შესახებ.

- თუ სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონე დაბალია.

- სეროტონინის სინდრომი: პრამი არ უნდა იქნას მიღებული სეროტონინერგულ

მედიკამენტებთან ერთად (მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ

სეროტონზე, გარკვეულ ნეიროტრანსმიტერზე), როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა

ტრიპტანები, ტრამადოლი, ოქსიტრიპტანი და ტრიპტოფანი.

- მოხსნის სიმპტომები: ხანგრძლივი მიღების შემდეგ, მოხსნის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც პრამის უეცარი შეწყვეტა ხდება. მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად,  ექიმი მიმართვს დოზის თანდათანობით შემცირებას ერთიდან ორ კვირამდე.

- ნატრიუმის დეფიციტი: ავადმყოფობის შეგრძნება და კუნთების სისუსტე ან დაბნეულობა შეიძლება იყოს ჰიპონატრიემიის იშვიათი მდგომარეობის ნიშანი (სისხლში ნატრიუმის არანორმალურად დაბალი დონე), რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ ტიპის ანტიდეპრესული პრეპარატის (სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები).

უპირატესად ხანდაზმულ მდედრობითი სქესის პაციენტებში მიღებისას.

- თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის პრობლემები ან ჰქონდა გულის შეტევა.

- თუ პაციენტს აქვს მარილის დეფიციტი, გახანგრძლივებული და მძიმე დიარეის

ან ღებინების გამო, ან იმის გამო, რომ იღებს დიურეტიკებს.

- თუ პაციენტს აქვს არარეგულარული გულისცემა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის ფუნქციის დარღვევაზე.

- თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია გლაუკომის განსაკუთრებული ფორმა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა).

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს, თუ აღენიშნება რაიმე შემაშფოთებელი აზრები ან შედეგი, ან თუ  მკურნალობის დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ან სიმპტომები გამოვლინდა.

პაციენტმა ასევე უნდა აცნობოს ექიმს იმის შესახებაც, თუკი ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ოდესმე წარსულში.

საკუთარი თავის მოკვლის აზრები (თვითმკვლელობის აზრები) და დეპრესიის ანშფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ პაციენტს აქვს დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს აზრები საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან მოკვლის შესახებ.

ეს შეიძლება გაუარესდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტებს დრო სჭირდება მოქმედებისთვის. როგორც წესი, მკურნალობის ეფექტი შესამჩნევია ორი კვირის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ამას უფრო მეტი დრო სჭირდება.

პაციენტს შეიძლება უფრო მეტად გაუჩნდეს ეს აზრები

- თუ ოდესმე ჰქონია საკუთარი თავის მოკვლის ან ზიანის მიყენებაზე აზრები;

- თუ პაციენტი ზრდასრული ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში,ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

ნებისმიერ დროს თავის მოკვლის ან ზიანის მიყენების შესახებ აზრის გაჩენის შემთხვევაში, პირმა უნდა აცნობოსექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართოსუახლოეს საავადმყოფოს.

შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს პაციენტისთვის, რომ ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს უთხრას, რომ დეპრესია აქვს თუ აქვს შფოთვითი აშლილობა. ამიტომ მიშვნელოვანია, რომ ასეთი სანდო ადამიანი გაეცნოს ამ ინსტრუქციას. პაციენტმა ასევე შეგიძლიათ სთხოვოს სანდო ადამიანს უთხრას, ფიქრობს თუ არა, რომ  დეპრესია ან შფოთვა უარესდება ან ამჩნევს თუ არა პაციენტის ქცევაში ცვლილებებს.

მედიკამენტმა, როგორიცაა პრამი (სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები შენარჩუნდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

 

ბავშვები და მოზარდები

ჩვეულებრივ, პრამი  არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

აღსანიშნავია, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს, როდესაც ისინი იღებენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს, აქვთ ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი).

თუმცა, შესაძლოა ექიმმა პრამი დაუნიშნოს 18 წლამდე ასაკის პაციენტს, თუკი ჩათვლის, რომ ეს წამალი მის საუკეთესო ინტერესშია.

როდესაც 18 წლამდე პაციენტები იღებენ პრამს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან მდგომარეობა გაუარესდება, უნდა ეცნობოს ექიმს.

პრამის გრძელვადიანი და უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან, კოგნიტურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის ნაჩვენები.

 

პრამის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებს/იყენებს, ცოტა ხნის წინ იღებდა/იყენებდა ან შესაძლოა მიიღოს/გამოიყენოს სხვა მედიკამენტები.

პაციენტმა არ უნდამიიღოსპრამი

- თუ იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების

სამკურნალოდ ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ, ფენოთიაზინი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, სპეციფიკური ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს ან წამლებს შემდეგი ინგრედიენტებით:

- პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრამი, თუ იღებს მაო-ინჰიბიტორ სელეგილინს 10 მგ-ზე მეტი დოზით დღეში.

- პრამი არ უნდა იქნას გამოყენებული პიმოზიდთან (ფსიქიკური დაავადებების

სამკურნალო საშუალება) და მოკლობემიდთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

- პრამი არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკ ლინზოლიდთან ერთად.

-  მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტები (მაო-

ინჰიბიტორები). პრამი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა უადრეს 14 დღისა ე.წ.

შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან. ე. წ. შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორების (მაგ, მოკლობემიდი) შეწყვეტის შემდეგ,

საინფორმაციო ფურცელში მითითებული მაო-ის შექცევადი ინჰიბიტორებისთვის შესაბამისი დროის მონაკვეთი უნდა იყოს დაცული პრამის მიღების დაწყებამდე. პრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, პაციენტმა არ უნდა მიიღოს მაო-ს ინჰიბიტორები სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

- სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) ან ტრამადოლი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი). ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს.

- ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის

სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ციტალოპრამის დონის მატება.

- მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს სისხლის თრომბოციტების ფუნქციაზე, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა და  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მედიკამენტები ტკივილის შესამსუბუქებლად) ან დიპირიდამოლი და ტიკლოპიდინი (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები) და ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადების ან დეპრესიის სამკურნალოდ, ზრდის სისხლდენის რისკს.

- კრაზანა (Hypericum perforatum), სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება

დეპრესიისთვის. გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს, თუ  პაციენტი იმავდროულად პრამს მიიღებს.

- მეფლოქინი (მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი), ბუპროპიონი (გამოიყენება

დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი) გულყრის შემცირების შესაძლო რისკის გამო.

- ნეიროლეპტიკები, მაგალითად, ფენოთიაზინი, თიოქსანთენი, ბუტიროფენონი

(შიზოფრენიის და ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები) და ანტიდეპრესანტები

კრუნჩხვითი შემცირების შესაძლო რისკის გამო.

- მეტოპროლოლი, ფლეკაინიდი და პროპაფენონი (გამოიყენება მაღალი წნევის და/ან გულის დაავადებების სამკურნალოდ) და დესიპრამინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ლითიუმი (ანტიდეპრესანტები), ასევე რისპერიდონი, ფენოთიაზიდი, პიმოზიდი, თიორიდაზინი, ოქსიტრიპტანი, ტრიპტოფანი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალება).  შესაძლოა საჭირო გახდეს პრამის დოზის კორექტირება.

- მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს ეკგ-ზე ან მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ კალიუმის ან მაგნიუმის დონეს სისხლში.

 

პრამის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრამის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად. რეკომენდებულია პაციენტმა არ დალიოს ალკოჰოლი პრამით მკურნალობის დროს.

 

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ პაციენტი ორსულადაა ან ძუძუთი კვებავს ჩვილს, ან ფიქრობს, რომ ორსულად არის ან თუ გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა  მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრამი, თუ არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი ამას საჭიროდ ჩათვლის.

ორსულობა

თუ პაციენტი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში იღებს პრამს, უნდა იცოდეს, რომ ახალშობილებში შეიძლება გამოვლინდეს: სუნთქვის პრობლემები, მოლურჯო კანი, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაქვეითება, კუნთების დაჭიმულობა, იმპულსური რეფლექსები, კანკალი, ნერვიულობა, გაღიზიანება, ლეტარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება. თუ ახალშობილს მსგავსი რამ აღენიშნება, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

უმჯობესია, რომ პაციენტმა ექიმს ან ბებიაქალს აცნობოს, რომ იღებს პრამს. ორსულობის დროს პრამის მიღებამ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში სერიოზული გართულების, ფილტვის მუდმივი ჰიპერტენზიის რისკი. ეს გართულება იწვევს სუნთქვის აჩქარებას და ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მოლურჯო ფერი. ამგვარი ნიშნები ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან 24 საათის შემდეგ თავიდანვე.  მსგავსი შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბებია ქალს ან ექიმს.

ლაქტაცია

აქტიური ნივთიერება ციტალოპრამი გადადის დედის რძეში. ამიტომ, პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრამი ძუძუთი კვების დროს, თუ ამას ექიმი არ ჩათვლის

საჭიროდ მას შემდეგ, რაც გულდასმით შეაფასებს სარგებელს შესაძლო

რისკებთან მიმართებაში.

მამაკაცის რეპროდუქციული უნარი

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. ამან თეორიულად შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე. თუმცა, ჯერჯერობით, ადამიანის ნაყოფიერებაზე არანაირი დადასტურებული გავლენა არ დაფიქსირებულა.

 

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მექანიზმებთან მუშაობის

უნარზე და მანქანის მართვის უნარზე.

ყველა წამლის მსგავსად, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, განსჯის და რეაგირების უნარი შეიძლება დაქვეითდეს. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, რა გავლენას ახდენს მასზე პრამი.

 

მიღების წესი

ეს წამალი პაციენტმა ყოველთვის უნდა მიიღოს ექიმის დანიშნულების სიზუსტის დაცვით.

რეკომენდებული დოზირება

მოზრდილები

დეპრესია

რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში.

ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.

პანიკური აშლილობა

საწყისი დოზაა 10 მგ დღეში, პირველი კვირის განმავლობაში დოზა იზრდება 20 მგ-მდე დღეში.

ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

საწყისი დოზაა 20 მგ დღეში.

ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

საწყისი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული დოზის ნახევრამდე, ანუ 10 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში.

როგორც წესი, ხანდაზმულმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 20 მგ-ზე მეტი დღეში.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 20 მგ-ზე მეტი დღეში.

მიღების წესი

გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხესთან ერთად.

ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ჭარბი დოზირება

თუ აღმოჩნდება, რომ პაციენტი ან სხვა პიროვნება მიიღებს ძალიან ბევრ პრამის ტაბლეტს,  დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს (გადაუდებელი დახმარების განყოფილებას). ამის გაკეთება აუცილებელია მაშინაც კი, თუ რაიმე დისკომფორტი ან მოწამვლის

სიმპტომები არ არის შესამჩნევი. ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას რეკომენდებულია წამლის შეფუთვის წაღებაც.

დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება იყოს: უფრო სწრაფი ან შენელებული გულის აქტივობა, კრუნჩხვები, გულის რიტმის ცვლილებები, გულის გაჩერება, ძილიანობა, კომა, არტერიული წნევის ვარდნა, არტერიული წნევის მატება, ღებინება, გულისრევა, კანკალი, სეროტონინის სინდრომი, მღელვარება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოძრაობის დარღვევა, გაფართოებული გუგები, ოფლიანობა, კანის ცისფერი შეფერილობა და სწრაფი სუნთქვა. დოზის გადაჭარბება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

დოზის გადაჭარბების შესახებ სპეციალისტებისათვის განკუთვნილი რჩევები მოცემულია ინსტრუქციის ბოლოს.

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზს მიღება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.

თუ პაციენტი შეწყვეტსპრამის მიღებას

პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს პრამის მიღება, თუ ამას ექიმი არ ეტყვის. შეწყვეტისას, ზოგადად გავრცელებული პრაქტიკაა პრამის დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა შემცირდეს მოხსნის სიმპტომების რისკი.

თუ პაციენტი შეწყვეტს პრამის მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს მოულოდნელია, შეიძლება განიცადოს მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება (ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნებები), ძილის დარღვევა (ცხადი სიზმრებისა და უძილობის ჩათვლით), მღელვარება ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, დაბნეულობა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, პალპიტაცია, აგზნებადობა, გაღიზიანება და მხედველობა. როდესაც პაციენტი დაასრულებს მკურნალობის ხანგრძლივ კურსს, პრამის დოზა უნდა შემცირდეს ეტაპობრივად რამდენიმე

კვირის განმავლობაში, ექიმის დანიშნულებისამებრ, და არ უნდა მოხდეს უეცრად შეწყვეტა. მოხსნის სიმპტომების რისკი უფრო მაღალია, როდესაც პრამი მიიღება დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობაში სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად ქრება ორი კვირის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება იყოს უფრო ინტენსიური ან უფრო ხანგრძლივი (2-დან 3 თვემდე ან მეტი). თუ პაციენტს აღენიშნება მოხსნის მძიმე სიმპტომები პრამის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, აუცილებელია აცნობოს ექიმს. შესაძლოა მკურნალმა ექიმმა ისევ დაუნიშნოს პაციენტს პრამი და შემდეგ უფრო ნელა შემცირდეს დოზა.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების

შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტს აქვს რომელიმე ქვემოთ მოცემული ნიშანი ან სიმპტომი, აუცილებელია შეწყვიტოს პრამის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

- სეროტონინის სინდრომი: მაღალი ცხელება, აგზნება, დაბნეულობა, კანკალი და

კუნთების შეკუმშვა; ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „სეროტონინის სინდრომის“

ნიშნები, რომელიც შეიძლება განვითარდეს, როდესაც ისეთი მედიკამენტებით ხდება მკურნალობა, რომლებიც ასევე გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერ სეროტონინზე,

- ალერგია:  კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება და გაძნელებული სუნთქვა ან ყლაპვა (ალერგიული რეაქციები).

- სისხლდენა:  უჩვეულო სისხლდენა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

- ნატრიუმის დეფიციტი: ავადმყოფობის შეგრძნება და საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე ან დაბნეულობა; ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ჰიპონატრიემიის იშვიათი მდგომარეობის ნიშნები (სისხლში ნატრიუმის არანორმალურად დაბალი დონე), რომელიც იშვიათად შეიძლება განვითარდეს უპირატესად ხანდაზმულ, მდედრობითი სქესის პაციენტებში ამ ტიპის ანტიდეპრესანტის (სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების) მიღებისას.

- სწრაფი, არარეგულარული პულსი და გულისცემა, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც torsades de pointes.

ცალკეული ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პაციენტმა საჭროა გაითვალისწინოს, რომ ქვემოთ მოცემული ზოგიერთი ნიშანი და

სიმპტომი შეიძლება ასევე იყოს მისი ავადმყოფობის ნაწილი და, შესაბამისად, გაქრება, როცა თავს უკეთ იგრძნობს.

ძალიან ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

- ძილის დარღვევა, ძილიანობა;

- თავის ტკივილი;

- გულის აჩქარება;

- პირის სიმშრალე (პირის სიმშრალე ზრდის კბილების გაფუჭების რისკს, ამიტომ საჭიროა კბილების ჩვეულებრივზე ხშირად გახეხვა), გულისრევა;

- მომატებული ოფლიანობა;

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს)

- მადის დაქვეითება, წონის დაკლება;

- მღელვარება, შფოთვა, ნერვიულობა, დაბნეული მდგომარეობა, უჩვეულო სიზმრები;

-კანკალი, თავბრუსხვევა, ყურადღების მიქცევის პრობლემები, კანის ჩხვლეტა;

- ყურებში შუილი (ტინიტუსი);

- დიარეა, ყაბზობა, ღებინება;

- ქავილი;

- ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;

- ეაკულაციის დარღვევა, ეაკულაციის უკმარისობა, იმპოტენცია, ორგაზმული დარღვევები;

- ქალებში, დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა;

- დაღლილობა.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1 ადამიანს)

- მადის მომატება, წონის მომატება;

- აგრესია, პიროვნული აშლილობა, ჰალუცინაციები, მანიაკალური ქცევა;

- გულყრა;

- გაფართოებული თვალის გუგები;

- შენელებული ან აჩქარებული გულისცემა;

- ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის გამონაყარი, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თმის ცვენა, კანიდან მცირე სისხლდენა (პურპურა);

- შარდსასქესო სისტემის დარღვევები;

- ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენა;

- კიდურების შეშუპება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)

- სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;

- კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევა, გემოვნების დარღვევა;

- სისხლდენები;

- ღვიძლის ანთება;

- ცხელება.

უცნობია (ხელმისაწვდომობის მიხედვით, სიხშირის მონაცემების შეფასება შეუძლებელია)

- საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან მოკვლის აზრები (იხილეთ აგრეთვე

„გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);

- პანიკური შეტევები, მოუსვენრობა, ღამით კბილების ჭრიალი;

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და

სისხლჩაქცევების რისკს;

- ჰიპერმგრძნობელობა;

- სერიოზული ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა (ანაფილაქსია);

- ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) არასაკმარისი პროდუქცია;

- ჰიპოკალიემია: სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები ან გულის რითმის დარღვევა;

- მხედველობის დარღვევა;

- არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე დგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, ყურებში შუილს ან გაბრუებას;

- კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი, კუნთების უნებლიე მოძრაობები (აკათია),

მოძრაობის დარღვევები;

- QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, არარეგულარული გულისცემა;

- კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული, მტკივნეული შეშუპება, განსაკუთრებით სახის მიდამოში (ანგიოედემა);

- ცხვირიდან სისხლდენა;

- კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (მათ შორის რექტალური სისხლდენა);

- კანის მცირე ზომის სისხლდენა (ექიმოზი);

- ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა საშვილოსნოდან;

- რძის გამონადენი მამაკაცებში სარძევე ჯირკვლებიდან;

- მტკივნეული ერექცია;

- მოტეხილობების გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის

მედიკამენტს;

- პათოლოგიური ღვიძლის ფუნქციის ტესტი.

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

რაიმე გვერდით მოვლენის გამოვლენისას, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ზემოთ დასახელებულია არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტს შეუძლია დაეხმაროს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური

თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

 

ინფორმაცია ჯანდაცვის პერსონალისთვის.

ტოქსიკურობა

ციტალოპრამის ჭარბი დოზირების შესახებ ვრცელი კლინიკური მონაცემები შეზღუდულია და შემთხვევების დიდი ნაწილი უკავშირდება სხვა წამლებთან ან ალკოჰოლთან ერთდროულად დოზის გადაჭარბებას. დაფიქსირდა ციტალოპრამის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ფატალური შემთხვევები, მაგრამ

სიკვდილიანობის უმეტესობა დაკავშირებული იყო თანმხლები მედიკამენტების დოზის გადაჭარბებასთან.

სიმპტომები

ციტალოპრამის ჭარბი დოზირებისას გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:

კრუნჩხვები, ტაქიკარდია, ძილიანობა, QT ინტერვალის გახანგრძლივება, კომა, ღებინება, კანკალი, ჰიპოტენზია, გულის გაჩერება, გულისრევა, სეროტონინის სინდრომი, აგზნება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ბლოკადა, QRS გახანგრძლივება, ჰიპერტენზია, მიდრიაზი, ტორსადოზი ციანოზი, ჰიპერვენტილაცია და წინაგულებისა და პარკუჭოვანი არითმიები.

თერაპია

ციტალოპრამის სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. თერაპია უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. შეიძლება განხილული იქნას კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის და ოსმოსურად აქტიური საფაღარათო საშუალებების (მაგ. ნატრიუმის სულფატი) შეყვანა ასპირაციული დაცვით. თუ ცნობიერება დაქვეითებულია, პაციენტი უნდა იყოს ინტუბირებული. საჭიროა ეკგ-ისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგის განხორციელება.

ეკგ-ს მონიტორინგი რეკომენდებულია პაციენტებში დოზის გადაჭარბებით და გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიით; პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულად QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო საშუალებებს, ან პაციენტებში, რომლებსაც დარღვევული აქვთ  მეტაბოლიზმი, მაგალითად, ღვიძლის დისფუნქცია.

შენახვის წესი

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

წამალი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება წამლების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით ხელსშეუწყობთ გარემოს დაცვას.

 

შეფუთვა

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები

შეფუთვის ტიპი: ბლისტერი

პრამი ხელმისაწვდომია 14 და 28 გარსით დაფარულ ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში.

შესაძლოა  ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

მწარმოებელი

შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი. ავსტრია.

მეტი ინფორაცია
Units 14
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy