პროპოფოლ ლიპურო 1% 50მლ N1
პროპოფოლი ეს არის ხანმოკლე მოქმედების ზოგადი ანესთეტიკი ინტრავენური
ანესთეზიისათვის.
პროპოფოლ ლიპურო 1% 50მლ N1
სავაჭრო დასახელება: პროპოფოლ-ლიპურო
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პროპოფოლი ქიმიური დასახელება: 2,6-
ბის-(1-მეთილეთილ)ფენოლი
სამკურნალო ფორმა: ემულსია ინტრავენური შეყვანისათვის
შემადგენლობა:
1000 მლ ემულსია შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას:
პროპოფოლი 10,00 გ
დამხმარე ნივთიერებებს:
სოიოს ზეთი 50,00 გ
საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები 50,00 გ
კვერცხის ლეციტინი 12,00 გ
გლიცეროლი 25,00 გ
ნატრიუმის ოლეატი 0,30 გ
საინექციო წყალი 1000 მლ-მდე
აღწერილობა: რძისფერი-მოთეთრო ემულსია “ზეთი წყალში” ტიპის, ფენოლის სუსტი
სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არაინჰალაციური ზოგადი საანესთეზიო საშუალება
ათქ კოდი: N01AX10
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი, ფარმაკოდინამიკური მოქმედება
პრეპარატის ინტრავენური შეყვანის შემდეგ სწრაფად დგება საძილე ეფექტი. ინექციის
სიჩქარის მიხედვით ანესთეზიაში შეყვანის პერიოდი შეადგენს 30-40 წამს. მოქმედების
ხანგრძლივობა ერთჯერადი ბოლუსური შეყვანის შემდეგ ხანმოკლეა (4-6 წუთი)
ეკსკრეციის და მეტაბოლიზმის სწრაფი ტემპის გამო.
პროპოფოლის გამოყენების რეკომენდაციების დაცვისას კლინიკურად მნიშვნელოვანი
დაგროვება განმეორებითი ბოლუსური ინექციების ან ინფუზიის დროს არ ხდება.
ცნობიერება პაციენტებში სწრაფად აღდგება.
ანესთეზიაში შეყვანისას, სავარაუდოდ, ვაგოლიზური აქტივობის არარსებობის შედეგად,
ხანდახან ვითარდება ბრადიკარდია და არტერიული წნევის დაქვეითება. გულსისხლძარღვთა
სისტემის ფუნქცია ანესთეზიის შენარჩუნებისას ჩვეულებრივ
ნორმალიზდება.
პროპოფოლის მიწოდების სისტემის სახით გამოყენებულია ცხიმოვანი ემულსია
საშუალო- და გრძელჯაჭვიანი ტრიგლიცერიდების სახით, რისი წყალობითაც ემულსიის
წყლის ფაზა შეიცავს მოქმედი ნივთიერების მნიშვნელოვნად ნაკლებ კონცენტრაციას,
ვიდრე მხოლოდ გრძლეჯაჭვიანი ტრიგლიცერიდების შემცველი ემულსიების
გამოყენებისას. ამის წყალობით უზრუნველყოფილია ტკივილის აღნიშვნის შემთხვევების
სიხშირის და მისი ინტენსივობის შემცირება, დემონსტრირებული შედარებით კლინიკურ
კვლევებში პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ გამოყენებისას და განპირობებული
თავისუფალი პროპოფოლის ძალიან დაბალი კონცენტრაციით.
პედიატრიული პაციენტები
ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებში პროპოფოლის გამოყენების უსაფრთხოება და
ეფექტურობა არ იცვლება 4 საათამდე ხანგრძლივობის ანესთეზიის ჩატარების დროს.
არსებობს ლიტერატურული მონაცემები პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ
გამოყენების შესახებ ბავშვებში ხანგრძლივი ოპერაციების დროს უსაფრთხოებისა და
ეფექტურობის პროფილის ცვლილების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ პროპოფოლის დაახლოებით 98% უკავშირდება პლაზმის
ცილებს.
ბოლუსური ინტრავენური შეყვანის შემდეგ პროპოფოლის საწყისი კონცენტრაცია
სისხლში სწრაფად მცირდება სხვადასხვა ქსოვილებში სწრაფი განაწილების წყალობით
(-ფაზა). ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 წუთს.
ელიმინაციის დროს სისხლში კონცენტრაციის შემცირების სიჩქარე ნელდება. ნახევრად
გამოყოფის პერიოდი -ფაზის დროს შეადგენს 30-დან 60 წუთამდე. შემდეგ მოჰყვება
უფრო ნელი საბოლოო ფაზა, რისთვისაც დამახასიათებელია პროპოფოლის
გადანაწილება სუსტი პერფუზიული ქსოვილებიდან სისხლში.
განაწილების ცენტრალური მოცულობა მდებარეობს ინტერვალში 0,2-0,79 ლ/კგ სხეულის
მასაზე, განაწილების მდგრადი მოცულობა - 1,8-5,3 ლ/კგ სხეულის მასაზე.
მეტაბოლიზმი
მეტაბოლიზმი მიმდინარეობს, ძირითადად, ღვიძლში პროპოფოლის გლუკურონიდების და
მისი შესაბამისი ქინოლოლის გლუკურონიდების და სულფატების სახით. ყველა
მეტაბოლიტი არააქტიურია.
გამოყოფა
პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან (საერთო კლირენსი შეადგენს
დაახლოებით 2 ლ/წთ). კლირენსი უზრუნველყოფილია ძირითადად მეტაბოლიზმით
ღვიძლში, რომელიც დამოკიდებულია სისხლის ნაკადის ინტენსივობაზე. კლირენსი
ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. შეყვანილი დოზის დაახლოებით 88%
გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, დაახლოებით 0,3% - უცვლელი სახით
შარდით.
პედიატრიული ასაკის პაციენტები
3 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ
პროპოფოლის კლირენსი იზრდებოდა ასაკთან ერთად შემდეგნაირად: კლირენსის მედიანა
მნიშვნელოვნად ნაკლები იყო 1 თვესე უმცროსი ასაკის ბავშვებში (ნ=25) (20 მლ/წთ/კგ
სხეულის მასაზე) უფრო უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით (ნ=36, ასაკი 4 თვიდან 7
წლამდე). გარდა ამისა, ახალშობილებში აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური
ვარიაბელურობა (დიაპაზონი 3,7-78 მლ/წთ/კგ სხეულის მასაზე). რეკომენდაციები დოზის
შერჩევასთან დაკავშირებით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვერ იქნება მოცემული, ვინაიდან
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს მაღალი ვარიაბელურობა.
პროპოფოლის კლირენსის მედიანამ უფრო უფროსი ასაკის ბავშვებში ერთჯერადი
ბოლუსური ინექციის შემდეგ დოზით 3 მგ/კგ სხეულის მასაზე შეადგინა 37,5 მლ/წთ/კგ
სხეულის მასაზე (4-24 თვე) (ნ=8), 38,7 მლ/წთ/კგ სხეულის მასაზე (11-43 თვე) (ნ=6), 48
მლ/წთ/კგ სხეულის მასაზე (1-3 წელი) (ნ=12), 28,2 მლ/წთ/კგ სხეულის მასაზე (4-7 წელი)
(ნ=10), 23,6 მლ/წთ/კგ სხეულის მასასთან (ნ=6) შედარებით.
გამოყენების ჩვენება
პროპოფოლი ეს არის ხანმოკლე მოქმედების ზოგადი ანესთეტიკი ინტრავენური
ანესთეზიისათვის, რომელიც გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
საერთო ანესთეზიაში შეყვანა და მისი შენარჩუნება მოზრდილებსა და 1 თვეზე
უფროსი ასაკის ბავშვებში;
სედაცია 16 წელზე უფროსი ასაკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების
პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე;
სედაცია მოზრდილებსა და 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში დიაგნოსტიკური
და ქირურგიული პროცედურების ჩატარებისას ერთდადერთი საშუალების სახით
ან ადგილობრივ ან რეგიონალურ ანესთეზიასთან კომბინაციაში.
უკუჩვენებები
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ცნობილი
ჰიპერმგრძნობელობით პროპოფოლის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ შეიცავს სოიოს ზეთს და არ უნდა იქნას გამოყენებული
პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით სოიოს ან არაქისის მიმართ.
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ არ უნდა იქნას გამოყენებული 16 წელზე უმცროსი ასაკის
პაციენტებში სედაციისათვის ინტენსიური თერაპიის დროს.
სიფრთხილით
სხვა ინტრავენური ანესთეტიკების მსგავსად, პროპოფოლი სიფრთხილით უნდა იქნას
გამოყენებული პაციენტებში გულის, სუნთქვის, თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობით,
ასევე პაციენტებში ჰიპოვოლემიით ან დასუსტებულ პაციენტებში.
პროპოფოლის შეყვანამ პაციენტებში ეპილეფსიით შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი
შეტევის განვითარების რისკი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
პროპოფოლის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი.
ამიტომ არ არის რეკომენდირებული პროპოფოლის გამოყენება ორსულ ქალებში მკაფიო
ჩვენებების გარეშე. პრეპარატი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და მისმა გამოყენებამ
შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დათრგუნვა. მაგრამ პროპოფოლის გამოყენება შეიძლება
ინდუცირებული აბორტის ჩატარებისას.
ძუძუთი კვების პერიოდი
კვლევებმა მეძუძური დედების მონაწილეობით აჩვენა, რონ პროპოფოლის მცირე
რაოდენობა ეკსკრეტირდება დედის რძეში. რეკომენდირებულია ძუძითი კვების შეჩერება
პრეპარატის გამოყენების პერიოდში და პროპოფოლის შეყვანიდან 24 საათის
განმავლობაში. რძე, რომელიც სეკრეტირდება ამ პერიოდში, არ უნდა იქნას
გამოყენებული ბავშვის კვებისთვის.
გამოყენების წესი და დოზირება
ზოგადი მითითებები
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტაციონარებში ან
შესააბამისად მოწყობილ დღის სტაციონარებში პერსონალით, რომელსაც გააჩნია
მომზადება ანესთეზიოლოგიაში ან ინტენსიურ თერაპიაში. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ
უნდა იყოს სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის ფუნქცია (მაგალითად, ეკგ,
პულსოქსიმეტრია). უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირობები სასუნთქი გზების
გამავლობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის, ფილტვების ხელოვნური
ვენტილაციისთვის, ასევე პირობები სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად.
სედაციისთვის ქირურგიული ოპერაციების ან დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების
დროს პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ არ უნდა იქნას გამოყენებული პერსონალის
მიერ, რომელიც ატარებს ქირურგიულ ოპერაციას ან დიაგნოსტიკურ პროცედურას.
პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ შეყვანისას ჩვეულებრივ საჭიროა დამატებითი
ტკივილის გამაყუჩებელი საშულების დამატებითი შეყვანა.
გამოყენების წესი
ინტრავენურად.
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ შეიყვანება ინტრავენურად ინექციის ან
გახანგრძლივებული ინფუზიის გზით განუზავებელი ან განზავებული სახით. პრეპარატის
განზავებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას გლუკოზას 5% ხსნარი, ნატრიუმის
ქლორიდის 0,9% ხსნარი, 0,18% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან გლუკოზას 4% ხსნარი.
გამოყენების წინ საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა, ამპულის ყელის ან ფლაკონის
რეზინის საცობის ზედაპირის დეზინფიცირება სამედიცინო სპირტით (მოწმენდით ან
შესხურებუს გზით). გამოყენებული ამპულები ან ფლაკონები უნდა განადგურდეს.
განუზავებელი პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ ინფუზია
პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ გახანგრძლივებული ინფუზიისთვის ინფუზიის
სიჩქარის კონტროლის მიზნით რეკომენდირებულია ყოველთვის ინფუზიური სისტემების,
შპრიცის და ვოლუმეტრული საინფუზიო ტუმბოების გამოყენება.
განზავებული პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ ინფუზია
პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ გახანგრძლივებული ინფუზიისთვის ინფუზიის
სიჩქარის კონტროლის და განზავებული პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ დიდი
მოცულობის შემთხვევითი არაკონტროლირებადი შეყვანის პრევენციის მიზნით
რეკომენდირებულია ყოველთვის საინფუზიო სისტემის, შპრიცის და ვოლუმეტრული
საინფუზიო ტუმბოების გამოყენება.
მაქსიმალური განზავება არ უნდა აღემატებოდეს პროპოფოლ-ლიპუროს 1 ნაწილის
შეფარდებას გლუკოზას 5% ხსნარის, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის, 0,18%
ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზას 4% ხსნარის 4 ნაწილთან (პროპოფოლის
მინიმალური კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 2 მგ/მლ). ნარევი მზადდება ასეპტიურ
პირობებში უშუალოდ შეყვანის წინ და უნდა იქნას გამოყენებული მომზადებიდან 6
საათის განმავლობაში.
ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად საწყისი შეყვანისას პროპოფოლ-ლიპურო 10
მგ/მლ შეიძლება შერეული იქნას საინექციო ლიდოკაინის 1%-ან ხსნართან, რომელიც არ
შეიცავს კონსერვანტებს (პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ 20 ნაწილთან
შეიძლება საინექციო ლიდოკაინის 1%-ანი ხსნარის 1 ნაწილამდე შერევა).
პრეპარატისთვის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ გამოყენებული საინფუზიო სისტემა
გამორეცხილი უნდა იქნას მიორელაქსანტების ატრაკურიუმის და მივაკურიუმის შეყვანის
წინ.
პროპოფოლი ასევე შეიძლება შეყვანილი იქნას ინფუზიის გზით მიზნობრივი
კონცნეტრაციით. მაგალითად ბაზარზე არის სხვადასხვა მოწყობილობები, რომლებიც
იძლევა ინფუზიის ჩატარების საშუალებას მიზნობრივი კონცენტრაციით, გთხოვთ
გამოიყენოთ რეკომენდაციები დოზირებასთან დაკავშირებით მოწყობილობის
ექსპლუატაციის ინსტრუქციასთან შესაბამისად.
დოზები
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ შეიყვანება ინტრავენურად. დოზა შეირჩევა
ინდივიდუალურად, პაციენტის საპასუხო რეაქციის შესაბამისად.
ზოგადი ანესთეზია მოზრდილებისთვის
შესავალი ანესთეზია:
შესავალი ანესთეზიისათვის პრეპარატი შეიყვანება ტიტრირების მეთოდით (პროპოფოლის
20-40 მგ ყოველ 10 წამში) ანესთეზიის კლინიკური ნიშნების გაჩენამდე.
55 წლამდე ასაკის პაციენტებს ჩვეულებრივ ესაჭიროებათ პროპოფოლის 1,5-დან 2,5 მგმდე/კგ
სხეულის მასაზე.
55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და AშA-ს (ამერიკის ანესთეზიოლოგთა
საზოგადოება) კლასიფიკაციით III და IV კლასის პაციენტებში, განსაკუთრებით გულის
უკმარისობით, პროპოფოლის დოზა უნდა იქნას შემცირებული. საერთო დოზა შეიძლება
შემცირდეს 1 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე, პრეპარატის შეყვანის სიჩქარე ასეთ
პაციენტებში ასევე მცირდება და უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 მლ-ს, რაც
შეესაბამება 20 მგ-ს ყოველ 10 წამში.
შემანარჩუნებელი ანესთეზია:
ანესთეზია ნარჩუნდება ან პრეპარატის ხანგრძლივი ინფუზიით, ან განმეორებითი
ბოლუსური ინექციებით. განმეორებითი ბოლუსური ინექციების გამოყენებისას, ბოლუსის
მოცულობა, კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით, შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის 2,5
მლ-დან (პროპოფოლის 25 მგ) პრეპარატის 5,0 მლ-მდე (პროპოფოლის 50 მგ) პაციენტის
მდგომარეობის მიხედვით. ანესთეზიის შესანარჩუნებლად ხანგრძლივი ინფუზიის
მეთოდით აუცილებელი დოზირება ჩვეულებრივ მერყეობს ინტერვალში 4-12 მგ/კგ
სხეულის მასაზე/საათში.
ხამდაზმული ასაკის პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის მძიმე საერთო
მდგომარეობით, AშA-ს კლასიფიკაციით III და IV კლასის პაციენტებისათვის, ასევე
პაციენტებისათვის ჰიპოვოლემიით დოზა საჭიროებისამებრ შეიძლება შემცირდეს
პაციენტის მდგომარეობის და ანესთეზიის ჩასატარებელი მეთოდის მიხედვით.
ზოგადი ანესთეზია 1 თვეზე უფროსი ბავშვებისათვის
შესავალი ანესთეზია:
შესავალი ანესთეზიისათვის პროპოფოლი შეიყვანება ნელი ტიტრირების მეთოდით
ანესთეზიის კლინიკური ნიშნების გაჩენამდე. დოზირება დამოკიდებულია ასაკზე და/ან
სხეულის მასაზე.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების უმეტესობას საწყისი ანესთეზიისთვის ესაჭიროებათ
პროპოფოლის დაახლოებით 2,5 მგ/კგ სხეულის მასაზე. 8 წელზე უმცროსი ასაკის
ბავშვებში, განსაკუთრებით 1 თვიდან 3 წლამდე, საჭირო დოზა შეიძლება იყოს უფრო
მაღალი (2,5-4 მგ/კგ სხეულის მასაზე).
შემანარჩუნებელი ანესთეზია:
ანესთეზია შეიძლება შენარჩუნებული იქნას პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ
შეყვანით ინფუზიის ან განმეორებითი ბოლუსური ინექციების სახით ანესთეზიის საჭირო
ხარისხის შესანარჩუნებლად.
შეყვანის საჭირო სიჩქარე მნიშველოვნად ვარირებს სხვადასხვა პაციენტებში, მაგრამ
შეყვანის სიჩქარე დიაპაზონში 9-15 მგ/კგ სხეულის მასაზე/საათში ჩვეულებრივ
უზრუნველყოფს დამაკმაყოფილებელი ანესთეზიის მიღწევას.
მცირეწლოვან, განსაკუთრებით 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭირო დოზა
შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
AშA-ს კლასიფიკაციით III და IV კლასის ბავშვებში რეკმენდირებულია დოზის
შემცირება.
სედატიური ეფექტის უზრუნველყოფა პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ფილტვების
ხელოვნურ ვენტილაციაზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ფილტვების
ხელოვნურ ვენტილაციაზე, რეკომენდირებულია ხანგრძლივი ინფუზიის მეთოდი. ამ
შემთხვევაში შეყვანის სიჩქარე დამოკიდებული იქნება სედაციის საჭირო ხარისხზე და
შეადგენს ჩვეულებრივ 0,3-4,0 მგ/კგ სხეულის მასაზე საათში.
16 წლამდე ბავშვებში სედატიური ეფექტის უზრუნველყოფისთვის ინტენსიური თერაპიის
ჩატარებისას პროპოფოლი არ ინიშნება.
პროპოფოლის შეყვანა მიზნობრივი კონცენტრაციით სედაციისთვის ინტენსიური თერაპიის
განყოფილებაში არ არის რეკომენდირებული.
სედაციის უზრუნველყოფა დიაგნოსტიკური და ქირირგიული პროცედურების ჩატარებისას
მოზრდილებში
პრეპარატის შეყვანის დოზა და სიჩქარე შეირჩევა პაციენტის საპასუხო რეაციის
მიხედვით. პაციენტების უმეტესობას სედატიური ეფექტის მისაღწევად ესაჭიროება დოზის
შეყვანა 0,5-1,0 მგ/კგ სხეულის მასაზე 1-5 წუთის განმავლობაში. სედატიური ეფექტის
შენარჩუნება მიიღწევა პროპოფოლის ტიტრირების გზით სედაციის საჭირო დონის
მიღწევამდე. პაციენტების უმეტესობას ესაჭიროება 1,5-4,5 მგ/კგ სხეულის მასაზე საათში.
ინფუზიის დამატების სახით შეიძლება 10-20 მგ-ის (1-2 მლ პრეპარატის პროპოფოლილიპურო
10 მგ/მლ) ბოლუსური შეყვანა, თუ აუცილებელია სედაციის სიღრმის სწრაფი
ზრდა.
55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისათვის და AშA-ს კლასიფიკაციით III და IV
კლასის პაციენტებისათვის დოზები და შეყვანის სიჩქარე უნდა იქნას შემცირებული.
სედაციის უზრუნველყოფა დიაგნოსტიკური და ქირირგიული პროცედურების ჩატარებისას
1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში
დოზა და შეყვანის სიჩქარე კორექტირებული უნდა იქნას სედაციის საჭირო სიღრმის და
პაციენტის საპასუხო რეაქციის შესაბამისად. პედიატრიული პაციენტების უმეტესობას
სედატიური ეფექტის მისაღწევად ესაჭიროება პროპოფოლის დოზა 1-2 მგ/კგ სხეულის
მასაზე. სედაციის შენარჩუნება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს პრეპარატის
პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ ტიტრირების გზით სედაციის საჭირო დონის მიღწევამდე.
პაციენტების უმეტესობას ესაჭიროება პროპოფოლის დოზა 1,5-9 მგ/კგ სხეულის
მასაზე/საათში. ინფუზიის დამატების სახით შეიძლება 1 მგ-მდე დოზის ბოლუსური
შეყვანა, თუ აუცილებელია სედაციის სიღრმის სწრაფი ზრდა.
AშA-ს კლასიფიკაციით III და IV კლასის ბავშვებში რეკომენდირებულია დოზის
შემცირება.
გამოყენების ხანგრძლივობა
პროპოფოლის შეყვანის მაქსიმალური პერიოდი შეადგენს 7 დღეს.
გვერდითი მოქმედება
ანესთეზიაში შეყვანა, ანესთეზიის შენარჩუნება, სედაცია პროპოფოლის დახმარებით
ჩვეულებრივ მიმდინარეობს აგზნების მინიმალური ნიშნებით. ყველაზე ხშირ
არასასურველ გვერდით რეაქციებს წარმოადგენს ფარმაკოლოგიურად განპირობებული
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩნდება პრეპარატების დანიშვნისას ანესთეზიისა ან
სედაციისთვის, როგორიცაა არტერიული წნევის დაქვეითება. არასასურველი გევრდითი
რეაქციების ხასიათი, გამოხატულების ხარისხი და განვითარების სიხშირე პაციენტებში,
რომლებსაც ენიშნებათ პროპოფოლი, შეიძლება განპირობებული იყოს პაციენტის
მდგომარეობით, ასევე ჩასატარებელი ოპერაციული ჩარევებით და თერაპიული
პროცედურებით.
არასასურველი გვერდითი რეაქციების ცხრილი
ორგანოების სისტემის
კლასი
განვითარების სიხშირე არასასურველი გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური
სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი (1/10
000)
ანაფილაქსია - შეიძლება მოიცავდეს
ანგიონევროტულ შეშუპებას,
ბრონქოსპაზმს, ერითემას და
არტერიული წნევის დაქვეითებას
დარღვევები განვითარების სიხშირე მეტაბოლური აციდოზი(5),
ნივთიერებათა ცვლის
და კვების მხრივ
უცნობია(9) ჰიპერკალიემია(5), ჰიპერლიპიდემია(5)
ფსიქიკური დარღვევები განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
ეიფორია, სამკურნალწამლო
დამოკიდებულება(8)
დარღვევები ნერვული
სისტემის მხრივ
ხშირი (1/100, 1/10) თავის ტკივილი გამოღვიძების
სტადიაში
იშვიათი (1/10000,
1/1000):
ეპილეპტიმორფული კრუნჩვები,
კონვულსიების და ოპისტოტონუსის
ჩათვლით ანესთეზიაში შეყვანის,
შენარჩუნების დროს და
გამოღვვიძების სტადიაში
ძალიან იშვიათი (1/10
000)
უგონო მდგომარეობა ოპერაციის
შემდეგ
განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
უნებლიე მოძრაობები
დარღვევები გულის
მხრივ
ხშირი (1/100, 1/10) ბრადიკარდია(1)
ძალიან იშვიათი (1/10
000)
ფილტვების შეშუპება
განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
გულის არითმია(5), გულის
უკმარისობა(5), (7)
დარღვევები
სისხლძარღვების მხრივ
ხშირი (1/100, 1/10) არტერიული წნევის დაქვეითება (2)
არახშირი (1/1000,
1/100)
თრომბოზები და ფლებიტები
დარღვევები სასუნთქი
სისტემის, გულმკერდის
და შუასაყარის
ორგანოების მხრივ
მხრივ
ხშირი (1/100, 1/10) გარდამავალი აპნოე ანესთეზიაში
შეყვანის დროს
დარღვევები კუჭნაწლავის
ტრაქტის
მხრივ
ხშირი (1/100, 1/10) გულისრევა და ღებინება გამოღვიძების
სტადიაში
ძალიან იშვიათი (1/10
000)
პანკრეატიტი
დარღვევები ღვიძლის
და სანაღვლე გზების
მხრივ
განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
ჰეპათომეგალია(5)
დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი
და
შემაერთებელი
ქსოვილის მხრივ
განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
რაბდომილიოზი(3), (5)
დარღვევები
თირკმელების და
საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი (1/10
000)
შარდის გაუფერულება ხანგრძლივი
ინფუზიის დროს
განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
თირკმელების უკმარისობა(5)
დარღვევები სასქესო
ორგანოების და
სარძევე ჯირკვლების
მხრივ
ძალიან იშვიათი (1/10
000)
სექსუალური განმუხრუჭება
ზოგადი დარღვევები ძალიან ხშირი (1/10) ტკივილი შეყვანის ადგილას(4)
და დარღვევები
შეყვანის ადგილას
ლაბორატორული და
ინსტრუმენტალური
მონაცემები
განვითარების სიხშირე
უცნობია(9)
ბრუგადას ტიპის ეკგ(5), (6)
ტრავმები,
ინტოქსიკაცია და
მანიპულაციების
გართულებები
ძალიან იშვიათი (1/10
000)
ოპერაციის შემდგომი ცხელება
(1) მძიმე ბრადიკარდია იშვიათად ვითარდება. ერთეულ ანგარიშებში არის შეტყობინება
ასისტოლიის განვითარების შესახებ.
(2) იშვიათად არტერიული წნევის დაქვეითებისას შეიძლება საჭირო გახდეს საინფუზიო
თერაპიის ჩატარება და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირება.
(3) ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის შესახებ პროპოფოლის
შეყვანისას 4 მგ-ზე/კგ სხეულის მასაზე /სთ მეტი დოზით სედაციისთვის ინტენსიური
თერაპიის დროს.
(4) შეიძლება მინიმიზირებული იყოს პრეპარატის შეყვანის გზით იდაყვის და წინამხრის
მსხვილ ვენებში. ამის გარდა, ტკივილი შეყვანის ადგილას შეიძლება მინიმიზირებული
იყოს ლიდოკაინთან კომბინირებული შეყვანის გზით. (5) სიმპტომების კომბინაცია, რომელსაც ეწოდება “პროპოფოლის ინფუზიის სინრომი”,
შეიძლება აღინიშნოს მძიმედ დაავადებულ პაციენტებში მათი განვითარებისადმი
განწყობით.
(6) ბრუგადას ტიპის ეკგ – შთ-სეგმენტის ზრდა და თ-სეგმენტის შემცირება ეკგ-ზე.
(7) სწრაფად მზარდი გულის უკმარისობა (ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური
დასასრულით) მოზრდილებში. გულის უკმარისობა ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ არ
ექვემდებარებოდა ინოტროპულ ჩანაცვლებით თერაპიას.
(8) სამკურნალწამლო დამოკიდებულება (უპირატესად სამედიცინო პერსონალში).
(9) განვითარების სიხშირე უცნობია, ვინაიდან არსებული მონაცემებით შეუძლებელია
განვითარების სიხშირის შეფასება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია სასუნთქი სისტემის და გულ-სისხლძარღვთა
სისტემის დათრგუნვა. მკურნალობა: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადის
გამოყენებით. გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვისას საჭიროა პაციენტისთვის
ფეხების აწევა, აუცილებლობის შემთხვევაში პლაზმის შემცვლელი და ვაზოპრესორული
პრეპარატების შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
პროპოფოლის გამოყენებისას სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიასთან, ასევე ფართოდ
გამოყენებად პრეპარატებთან პრემედიკაციისთვის, პრეპარატებთან საინჰალაციო
ანესთეზიისთვის, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად ფარმაკოლოგიური
შეუთავსებლობა გამოვლენილი არ ყოფილა. ზოგადი ანესთეზიის ან სედაციის
გამოყენებამ რეგიონალური ანესთეზიის დამატების სახით შეიძლება მოითხოვოს
პროპოფოლის დოზის შემცირება.
პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ შერევა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ
პრეპარატებთან: დექსტროზას 5% ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან, 0,18%
ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, დექსტროზას 4% ხსნართან, საინექციო ლიდოკაინის
ჰიდროქლორიდის 1%-ან ხსნართან კონსერვანტების გარეშე.
პრეპარატის პროპოფოლ-ლიპურო 10 მგ/მლ ერთობლივი შეყვანა დექსტროზას 5%
ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან, 0,18% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან,
დექსტროზას 4% ხსნართან, რეკომენდირებულია -მსგავსი კონექტორის მეშვეობით
შეყვანის ადგილთან რაც შეიძლება ახლოს.
განსაკუთრებული მითითებები
პროპოფოლი შეყვანილი უნდა იქნას მხოლოდ პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს
შესაბამისი მომზადება ანესთეზიოლოგიაში ან ინტენსიურ თერაპიაში.
პაციენტები, რომლებისთვისაც შეყავთ პროპოფოლი, უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი
დაკვირვების ქვეშ. საშუალებები სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნებისთვის,
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩასატარებლად, ოქსიგენოთერაპიისთვის, ასევე
სარეანიმაციო ღონისძიებებისთვის უნდა იყოს გამოსაყენებლად მუდმივ მზადყოფნაში.
პროპოფოლი არ უნდა იქნას გამოყენებული პერსონალის მიერ, რომელიც ატარებს
ქირურგიულ ოპერაციას ან დიაგნოსტიკურ პროცედურას.
არსებობს ცნობები პროპოფოლზე სამკურნალწამლო დამოკიდებულების შესახებ,
გამოვლენილი ძირითადად სამედიცინო პერსონალში. პროპოფოლის გამოყენებამ, როგორც
ზოგადი ანესთეზიის სხვა პრეპარატებისა, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კონტროლის
გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები სასუნთქი სისტემის
მხრივ.
როდესაც პროპოფოლი შეიყვანება სედაციისთვის გონების შენარჩუნებით ქირურგიული
და დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებისას, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ
მუდმივი დაკვირვების ქვეშ არტერიული ქნევის დაქვეითების ადრეული სიმპტომების,
სასუნთქი გზების ობსტრუქციის და ჟანგბადით სისხლის გაჯერების დაქვეითების
გამოვლენის მიზნით.
პროპოფოლის, როგორც სხვა სედატიური პრეპარატების, გამოყენებისას სედაციისთვის
ქირურგიული მანიპულაციების ჩატარების დროს, პაციენტებში შესაძლებელია უნებლიე
მოძრაობების აღნიშვნა. პროცედურების ჩატარებისას, რომელიც მოითხოვს უმოძრაობას,
ასეთი მოძრაობები შეიძლება სახიფათო იყოს საოპერაციო არესთვის.
პროპოფოლის გამოყენების შემდეგ სრული აღდგენის უზრუნველყოფისთვის პაციენტებს
ესაჭიროებათ დროის საკმაო პერიოდი. ძალიან იშვიათად პროპოფოლის გამოყენება
შეიძლება დაკავშირებული იყოს უგონო მდგომარეობის განვითარებასთან ოპერაციის
შემდეგ, რომელსაც შეიძლება ახლდეს კუნთების ტონუსის ზრდა. ამას შეიძლება წინ
უძღოდეს ფხიზლად ყოფნის პერიოდი. თუმცა გონების აღდგენა ხდება თვითნებურად,
პაციენტი უგონო მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.
პროპოფოლის მოქმედება ჩვეულებრივ წყდება შეყვანის დასრულებიდან 12 საათის
შემდეგ. პროპოფოლის ზეგავლენა, მკურნალობის მეთოდები, თანხმლები პრეპარატები,
ასაკი და პაციენტის მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იქნას გადაწყვეტილების
მიღებისას შემდეგი საკითხების შესახებ:
თანხლების აუცილებლობა სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერისას;
საშიში ან საქმიანობის ისეთი სახეობების შესრულების უნარის აღდგენის ვადები,
რომლებიც მოითხოვს გარკვეული უნარის ქონას, როგორიცაა ავტომობილის
ტარება;
სხვა საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება მოახდინოს სედატიური
ეფექტი (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, ოპიატები, ალკოჰოლი).
პროპოფოლის კლირენსი დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევის მდგომარეობაზე,
მაშასადამე, თანხმლები თერაპია, რომელიც ამცირებს გულის წუთმოცულობას, Aასევე
ამცირებს პროპოფოლის კლირენს.
არის შეტყობინებები ბრადიკარდიის განვითარების შესახებ (ხანდახან გამოხატულის),
ასევე ასისტოლიის შესახებ, დაკავშირებულის პროპოფოლის არასაკმარის ვაგოლიზურ
აქტივობასთან. რეკომენდირებულია ანტიქოლინერგული პრეპარატების ინტრავენური
შეყვანის განხილვა ანესთეზიის შეყვანამდე ან მისი შენარჩუნების დროს, განსაკუთრებით
სიტუაციებში, როდესაც ცთომილი ნერვის ტონუსი, სავარაუდოდ, იქნება გადაჭარბებული,
ან როდესაც პროპოფოლი გამოიყენება ბრადიკარდიის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან
კომბინაციაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები ცხიმოვანი ცვლის დარღვევებით
და სხვა დარღვევებით, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს ცხიმოვანი ემულსიის
დანიშვნისას.
რეკომენდირებულია ლიპიდების კონცენტრაციის კონტრ
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account