Amvilab - ამვილაბი აკნეს ფორმულა 30 კაფსულა
აკნეს ფორმულა
აკნეს ფორმულა წარმოადგენს სინერგიული მოქმედების მქონე კომპონენტების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება აკნეს, პრობლემური კანის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
აკნეს ფორმულა შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს - თუთიას, ნიაცინამიდს და ლუდის საფუარს.
- გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება
- თრგუნავს Propian Bacterium Acne-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას, ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით, აინჰიბირებს ახალი კომედონების წარმოქმნას
- აფერხებს ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციას
- აუმჯობესებს კანის სტრუქტურას
- აძლიერებს იმუნიტეტს
თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ პროცესში. თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში ,უჯრედების შენება, აღდგენასა და დაცვაში. განაპირობებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას .
თუთია ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაშინ , როდესაც მისი დეფიციტია ორგანიზმში. მისი გამოყენების დროს 65% -ში აღინიშნება გამონაყარის შემცირება და 85%-ში კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. თუთიის დეფიციტის დროს აღინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შენელება, კანის სტრუქტურის გაუარესება, ქრონიკული დერმატიტი, აკნე და სხვა.
ნიაცინამიდი ივიგე ვიტამინი B3, ვიტამინი PP , მონაწილეობს ჟანგვა - აღდგენით პროცესებში, ლიპიდებისა და ნახშირწყების ცვლაში, ფერმენტების სინთეზში. კვლევებით გამოვლენილია მისი დადებითი ეფექტი დერმატოლოგიაში. ნიაცინამიდი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში, ხელს უწყობს მიკროელემენტებისა და ჟანგბადის ტრასპორტირებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ტოქსინების გამოდევნას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რის შედეგადაც კანი ხდება გლუვი და ელასტიური, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, შავი წერტილების დროს. ახდენს მცირე ჭრილობების , აკნეს შემდგომი ნაწიბურების შეხორცებას, არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის გამომუშავებას, ეფექტურია პიგმენური ლაქების შესამცირებალად.
ლუდის საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, თუთია, რკინა, სელენი,ფოსფორი) ცილებით, ამინომჟავებით, ფერმენტებით. ლუდის საფუარში შემავალი კომპონენტები ახდენენ ანტიოქსიდანტურ, ბაქტერიოსტატიკულ მოქმედებას. ლუდის საფუარი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კანის გაჯანსაღება გაახალგაზრდავებას, კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსებას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და ანელებს დაბერების პროცესს, მისი გამოყენებით უმჯობესდება თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურა.
ჩვენება: აკნე (Acne Vulgaris), სებორეული დერმატიტი, პათოლოგიური ჰიპერპიგმენტაცია, როზაცეა.
შემადგენლობა: თუთია (ოქსიდი) - 20მგ, ნიაცინამიდი - 500 მგ, ლუდის საფუარი (Saccharomyces Cerevisiae) - 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
მიღება და დოზირება: 1, 2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში, საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა მინიმუმ 8 კვირა.
უკუჩვენება: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციიის პერიოდში, პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სიყვითლე, ღვიძლის დაავადებები , დიაბეტი, კრონის დაავადება.
18 წლამდე გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით
გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA - ს მიერ.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account