Dorado - დორადო სიროფი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 26,11 ლ რეგულარული ფასი 45,80 ლ
მარაგშია
SKU
46055_2099
ჩვენებები: -ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა -ფიზიკური და გონებრივი გადაღლა -ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია -მეხსიერების დაქვეითება, დემენცია -ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია...

დორადო

Dorado

შემადგენლობა: სიროფის  ყოველი  5მლ.  შეიცავს:

საერთო  ომეგა-3  – 1500  მგ., EPA  (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 270  მგ.,  DHA (დოკოზაჰექსანის

მჟავა)-180 მგ.,  L-არგინინი- 100 მგ ., L-კარნიტინი-50 მგ.,  თუთიის  ოქსიდი- 10 მგ., ტოკოფეროლი (ვიტამინი E) -5 მგ.,  ვიტამინი A- 150 მკგ.,  ვიტამინი D- 5 მკგ.,  ვიტამინი  C- 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  ბანანის  ნატურალური  არომატიზატორი, დამტკბარი საქარინით.

ფარმაკოლოგიური  თვისებები:  თევზის  ქონი  შეიცავს  A და D  ვიტამინებს  და პოლიუჯერ

ცხიმოვან  მჟავებს.  ასტიმულირებს  სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს  აგრესიულობას

სტრესულ  სიტუაციებში,  აფერხებს  დემენციის  განვითარებას.   EPA და DHA  მიეკუთვნებიან პოლიუჯერ  ცხიმოვან  მჟავებს,  რომელებიც  შედიან  ლიპიდების  შემადგენლობაში.  ისინი ხელს  უწყობენ  უჯრედის  მემბრანების მობილობის, განვლადობისა და  მთლიანობის შენარჩუნებას.  აუცილებელია  ორსულებში  ნაყოფის  თავის  ტვინისა  და  მხედველობის  ორგანოს განვითარებისათვის. DHA  არეგულირებს  ორგანიზმში ცხიმოვანი  ქსოვილის განვითარებას.

საერთო  ომეგა-3  ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის  განვითარების რისკს.

აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების  მიელინის გარსისა და

შემაერთებელი  ქსოვილის  წარმოსაქმნელად. L-არგინინი  ამინომჟავაა.  ის ხელს  უწყობს

ზრდის  ჰორმონის წარმოქმნას,  აჩქარებს დაზიანებული  ქსოვილების  რეგენერაციას,

აუმჯობესებს გულის  კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს  არტერიულ  წნევას.  L-კარნიტინი

B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი  ნივთიერებაა, ხელს  უწყობს ცხიმოვანი მჟავების  დაჟანგვას,

ამარაგებს  ორგანიზმს ენერგიით, ზრდის  ფიზიკურ ამტანობას. თუთიის ოქსიდს  აქვს

შემკვრელი თვისებები, ხელს  უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ.E)

ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში, აინჰიბირებს ქოლესტერინის

სინთეზს. ასტიმულირებს  კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების

სინთეზს. ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად  ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური

მხედველობისათვის. მონაწილეობს  კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის

ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D  მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს .მონაწილეობს  კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს  ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის,  ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას, ამაღლებს  იმუნიტეტს.

ფარმაკოლოგიური  მოქმედება: დორადო მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი

მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის  ორგანოების,  ნერვული

სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის.  დორადოში შემავალი კონპონენტები ამცირებენ მეტაბოლური

სინდრომის განვითარების  რისკს. დორადო აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ

და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს  მეხსიერებას. აუმჯობესებს

 დასწავლის  პროცესებს  და პრობლემების გადაჭრის  უნარს,  ამაღლებს  ყურადღების კონცენტრაციის უნარს. დორადო უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსულ და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.

ჩვენებები:

 -ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა

-ფიზიკური და გონებრივი გადაღლა

-ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია

-მეხსიერების დაქვეითება, დემენცია

-ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია

-თვალის დაავადებები (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)

-რევმატოლოგიური დაავადებები

-ორსულობა (ნაყოფის ჰიპოტროფია)

-ტუბერკულოზი

-იმუნიტეტის დაქვეითება

-რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი

დოზირება და მიღების წესი: 

6 თვიდან -4 წლამდე  2,5 მლ 1-ჯერ დღეში.

4-9 წელი:  5 მლ 1-ჯერ დღეში.

9-14 წელი:  10 მლ 1-ჯერ დღეში.

14 წელი და ზემოთ: 15 მლ 1-ჯერ დღეში.

მიიღება ჭამის დროს, გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: სიროფი ბანანის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.

მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Sti. Ankara/Turkiye

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: “EL COMPANY

საკვები დანამატი.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

 

 

 

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy