Amvilab - ამვილაბი ლაქსამვი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 24,45 ლ რეგულარული ფასი 48,90 ლ
მარაგშია
SKU
54710_1477
აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზაციას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს.

ლაქსამვი

ლაქსამვი არის ორგანიზმის გამწმენდი უნიკალური ფორმულა, რომელიც  შეიცავს არამარტო ეფექტურ მცენარეულ საფაღარათო საშუალებებს, არამედ პრობიოტიკ Lactobacillus Acidophilus, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზაციას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს. 

ლაქსამვი ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, წმინდავს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, ახდენს ჭარბი წონის კორექციას.

შემადგენლობა:

სინამაქის ფოთოლი –285 მგ, კასკარა საგრადა – 300 მგ, მრავალძარღვა ანუ ფსილიუმის ბოჭკოები – 300 მგ, სელის თესლის ფხვნილი – 100 მგ, ალოე ვერა– 80მგ, Lactobacillus Acidophilus – 50 მგ, ძირტკბილა – 50მგ, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები - 14 მგ

მოქმედების მექანიზმი:

ლაქსამვი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს. 

სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას, იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას.

კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი აქტივობა. ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხეჭრელას შემადგენლობაში არსებულ საპონინებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. მოქმედებენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ისინი წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას და თავიდან გვაცილებენ ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.

ფსილიუმის ბოჭკოებს რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან, ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ყაბზობის რისკს.

ფსილიუმი ანელებს ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებას. მისი მიღებისას მცირდება ინსულინის სეკრეცია, რადგან გლუკოზა უფრო ნელა აღწევს სისხლში, შედეგად არ ხდება ზედმეტი წონის დაგროვება და უმჯობესდება წონაში კლების პროცესი, ამავე დროს ამცირებს შიმშილის გრძნობას.   ფსილიუმი წარმოადგენს ძლიერ ენტეროსორბენტს, რომელსაც გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები. აგრეთვე გააჩნია კუჭნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

სელის თესლი წარმოადგენს მდიდარ ანტიოქსიდანტურ წყაროს, შეიცავს  A, B, C, E , ომეგა 3–ს, ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს. სელის თესლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას, რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე.
ბოჭკო წყალს შეიწოვს, რის შედეგადაც განავლოვანი მასების მოცულობა იზრდება და ნაწლავთა მოქმედებაც უმჯობესდება.

ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში),  იწვევს საფაღარათო ეფექტს. 

Lactobacillus acidophilus –  რძის მჟავა ბაქტერიები არეგულირებს კუჭ–ნაწლავის         მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას, თრგუნავს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას , აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.

ძირტკბილას ფესვებში უხვად არის საპონინი, რამდენიმე სახის ფლავონოიდი, სახამებელი , ლორწოვანი ნივთიერება, ასკორბინის მჟავა. ფლავანოიდების შემცველობის გამო ძირტკბილა ავლენს სპაზმოლიზურ, ანთებისაწინააღმდეგო ეფექტს. ძირტკბილას აქვს საფაღარათო და ანტიჰემოროიდული, მსუბუქი შარდმდენი თვისება.

ჩვენებები:

  • ყაბზობა
  • სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი
  • წონის კორექცია
  • დისბაქტერიოზის პრევენცია
  • ქირურგიული ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება

 

მიღების წესი და დოზირება :  2 კაფსულა საღამოს 200 მლ წყალთან ერთად

გამოშვების ფორმა:  30 კაფსულა

მწარმოებელი: ამვილაბი აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ–ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA–ს მიერ

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy