მარსიანჩიკი სიროფი 150მლ
marsianCiki sirofi
შემადგენლობა: 1 (დოზირებული) ჩაისკოვზი შეიცავს
ვიტამინების და მინერალების კომპლექსი, ბეტა გლუკანი (10 მგ.), ბიოფლავონოიდები (9 მგ.)
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტაგლუკანი, ბიოფლავონოიდები -ბეტაგლუკანი უნიკალური და სრულიად უსაფრთხო კომპონენტია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.თუთია წარმოადგენს 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს და ასევე უძლიერესი იმუნომოდულაციური საშუალებაა. ასევე მას გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდაციური თვისებები. ვიტამინ C-თან და ბიოფლავონოიდებთან კომბინაციაში, რომლებიც თავად ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდაციური საშუალებებია, წარმოადგენს ძლიერ ბარიერს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისთვის.პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის. ვიტამინები D და Ca აუცილებელია ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.
ჩვენებები:ჰიპო და ავიატამინოზები, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში, კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთანამცირებს ინფექციური პროცესის სიმწვავეს.ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.
გვერდითი მოვლენები:მოცემული დოზებით არ ახასიათებს.
ტოქსიკურობა:არაა ტოქსიკური.
უკუჩვენება:ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან:მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
დოზირება:1 წლიდან ბავშვებში 1-2 დოზირებული კოვზი დღეში ერთხელ (კოვზი მოთავსებულია პრეპარატის მუყაოს კოლოფში).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 150 მლ. მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.
afTiaqidan gacemis wesi: gaicema ureceptod.
mwarmoebeli: ,,valmarki”, CexeTi
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account