Solgar - სოლგარი კოემზიმ-Q10 600მგ 30 კაფსულა
სოლგარი
მეგასორბი CoQ-10 600მგ
რატომ სოლგარის მეგასორბი CoQ-10 ?
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემების რთული და მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას;
- ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას;
- აქვს მკაფიო ანტიოქსიდანტური მოქმედება;
- ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით;
- სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 დამზადებულია ბრინჯის ქატოს ზეთზე, რაც ხელს უწყობს მის სწრაფ შეწოვასა და კარგ ათვისებას.
კოენზიმ Q-10 (უბიქინონი) ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში.იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას.
კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას.
არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან.
კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.
ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.
ჩვენება:
- კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები(სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია;
- ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი;
- ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;
- ანდროლოგია: უშვილობა მამაკაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა(ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ), ვარიკოცელე
- გინეკოლოგია: ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნე რომელიც იწვევს უშვილობას, ჰორმონული ბალანსის დარღვევა;
- ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;
- გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
- პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები;
- დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა;
- ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
- ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირიკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;
შემადგენლობა:
მეგასორბი კოენზიმ -Q 10 (უბიქინონი) - 600მგ
დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, წითელი წიწაკა, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).
არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს .
დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 30 ჟელატინისებური კაფსულა
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account