Solgar - სოლგარი ნიაცინი 500მგ 50 კაფსულა
სოლგარი
ნიაცინი
(B3 ვიტამინი) (ინოზიტოლის ჰექსანიკოტინატი) 500მგ მცენარეული კაფსულები
არ იწვევს ჰიპერემიას
შემადგენლობა:
ნიაცინი ( 500მგ ინოზიტოლის ჰექსანიკოტინატიდან მიღებული) – 400მგ
ინოზიტოლი ( 500მგ ინოზიტოლის ჰექსანიკოტინატიდან მიღებული) - 100მგ
სოლგარის ნიაცინი წარმოდგენილია ინოზიტოლის ჰექსანიკოტინატის სახით, რომელიც ორგანიზმში ჰიდროლიზის შედეგად იშლება ნიაცინად (ნიკოტინის მჟავა) და ინოზიტოლად.ინოზიტოლის ჰექსანიკოტინატიდან ნიაცინისგამოთავისუფლების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.პლაზმაში იგი მაქსიმალურ კონცენტრაციას 6-10 საათშიაღწევს.მაშინ, როდესაც თავისუფალი ნიკოტინის მჟავა მიღებიდან ნახევარ საათში სრულად აღწევსსისხლში.სწორედ მეტაბოლიზმის შენელებული პროცესიდან გამომდინარე არ იწვევს ინოზიტოლის ჰექსანიკოტინატიდან გამოთავისუფლებული ნიაცინი კანის ჰიპერემიას,თავისუფალი ნიკოტინის მჟავისგან განსხვავებით.
ნიაცინი წარმოადგენს წყალში ხნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B3 (PP)ვიტამინს. იგი ფერმენტების - კოდეჰიდრაზა I (დიფოსფოპირიდინნუკლეოტიდი -ნად) და კოდეჰიდრაზა II (ტრიფოსფოპირიდინნუკლეოტიდი-ნადფ)-ის პროსთეტული ჯგუფია, რომლებიც ახორციელებენ წყალბადის და ფოსფატების გადატანას ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. მონაწილეობს რა ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში, ნიაცინი ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. მას ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ასევე ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას) და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. ახდენს B3 (PP) ვიტამინის დეფიციტის ლიკვიდაციას. ნიაცინი ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმში ჰისტამინის დეფიციტის დროს მისი კონცენტრაციის ზრდას, სპილენძის დეტოქსიკაციის გზით. იგი ასტიმულირებს კანქვეშა ზედაპირიდან ჰისტამინის გამოთავისუფლების პროცესს.
ორგანიზმში როდესაც ვითარდება ნიაცინის დეფიციტი, ამინომჯავა ტრიფტოფანის მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაიქმნება ნიაცინად. შესაბანისად მცირდება სეროტონინის და მელატონინის სინთეზი, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.
ჩვენება:
- შაქრიანი დიაბეტის გართულებები (დიაბეტური პოლინეიროპათია, მიკროანგიოპათია)
- პელაგრა ( PP ვიტამინის ავიტამინოზი)
- ღვიძლის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები)
- ცნს-ის სისხლის მიმოქცევის იშემიური დარღვევები
- კიდურების სისხლძარღვების სპაზმი (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, რეინოს სინდრომი)
- თირკმლის სისხლძარღვების სპაზმი
- სახის ნერვის ნევრიტი
- სხვადასხვა გენეზის ინტოქსიკაცია (მათ შორის პროფესიული, მედიკამენტოზური, ალკოჰოლური)
- ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი
- ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, წყლულები
- ჰისტამინის დეფიციტი
- მწვავე შიზოფრენია ( ჰისტამინის დაბალ კონცენტრაციასთან ასოცირებული)
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა,სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება 1კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:მომხმარებელთა უმეტესობას პროდუქტის მიღებისას არ აღენიშნება ჰიპერემია. თუმცა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოსკანის დროებითი ჰიპერემია (სიმხურვალის შეგრძნება და კანის სიწითლე), წვის შეგრძნება, ქავილი ან გამონაყარი, რაც გამოწვეულია კანის ზადაპირთან სისხლის ნაკადის მომატებით. არ მიიღოთ უზმოზე. არ გაზარდოთ დოზა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 50 მცენარეული კაფსულა
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Units | 50 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account