Solgar - სოლგარი ფოლის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 41,12 ლ რეგულარული ფასი 48,09 ლ
მარაგშია
SKU
49561_2153
დეპრესია შიზოფრენია ათეროსკლეროზი სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე...

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა 400მკგ №100

 

ჩვენება:

  • ანემია, გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით (ფოლიუმდეფიციტური ანემია) (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია; წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია; ლეიკოპენია; მეგალობლასტური, სიდერობლასტური და წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები; სპრუ; მალაბსორბციის სინდრომი);
  • ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
  • ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია

სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა;

  • დეპრესია
  • შიზოფრენია
  • ათეროსკლეროზი
  • სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • ღრძილების დაავადება და ჰალითოზი
  • შაკიკი
  • ოსტეოპოროზი
  • პრეეკლამფსია

ასევე გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში: თალასემია, წყლულოვანი კოლიტი, ვიტილიგო, ალცჰეიმერის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა, კრონის დაავადება, დიარეა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ფილტვის კიბო, ფსორიაზი.

 

ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს (B9 ვიტამინი). მისი ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციასა და დაყოფაში. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში მეტაბოლიზდება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე. იგი კოფერმენტია, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლიუმის მჟავა  ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ორსულ ობის დროს ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და ფუნქციონირებას.

 

შემადგენლობა:  ფოლიუმის მჟავა 400მკგ

დამატებითი ინგრედიენტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, ლიმონმჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (ფერი), მცენარეული სტეარინი.

არ შეიცავს: სახამებელს, წებოვანას, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს.

დოზირება: მიიღება 1 ან 2  ტაბლეტი  დღეში,  სასურველია საკვების მიღებასთან ერთად.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ

მეტი ინფორაცია
Units 100
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy