Solgar - სოლგარი ფსილიუმი 200კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 87,85 ლ რეგულარული ფასი 102,74 ლ
მარაგშია
SKU
54987_2153
ჩვენება: ყაბზობა დიარეა წონის კორექცია ქოლესტერინის დონის მომატება...

სოლგარი

ფსილიუმი 500მგ

 

2 კაფსულა შეიცავს: 

მრავალძარღვას თესლის გარსის უჯრედისი (Plantago ovata) – 1000 მგ (1გ)

ჯამური ნახშირწყლები - 1გ

საკვები ბოჭკოები - 1გ

 

ფსილიუმი (მრავალძარღვას თესლის გარსის უჯრედისი) წარმოადგენს საკვები ბოჭკოების  ბუნებრივ წყაროს. მისი ბოჭკოები გახლავთ როგორც წყალში ხსნადი ასევე უხსნადი. წყალში უხსნადი ბოჭკოები უცვლელად გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხოლო ხსნადი, გადადის გელის მსგავს კონსისტენციაში. მრავალძარღვას თესლის უჯრედისის შემადგენლობაში შედის: ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა, სტეროიდული საპონინები და ამინომჟავები. ფსილიუმს  წყალთან ურთიერთქმედების შედეგად ახასიათებს გაჯირჯვების უნარი. იგი 50-ჯერ იზრდება მოცულობაში. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ფსილიუმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებას.

ფსილიუმის გამოყენება:

ყაბზობა

ფსილიუმი ამცირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ სითხის შეწოვას, რაც უზრუნველყოფს ფეკალური მასების ჰიდრატაციას, გათხელებას და დეფეკაციას. იგი  შერჩევითად აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, აძლიერებს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფად დაცლას, უზრუნველყოფს მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის და რეგულარული დეფეკაციის აღდგენას.

წონის კორექცია

ფსილიუმის გაჯირჯვებული მასა სხვა საკვები ნივთიერებებისგან განსხვავებით დიდხანს რჩება ორგანიზმში, ამცირებს პროდუქტების გლიკემიურ ინდექსს, რაც ხანგრძლივად იწვევს დანაყრების შეგრძნებას. შესაბამისად, ხელს უწყობს წონის კლებას.

დეტოქსიკაციური მოქმედება

ფსილიუმის წყალში უხსნად ბოჭკოებს გააჩნია ფოროვანი, ღრუბლისებრი სტრუქტურა, რომელიც მყარად აკავებს ტოქსინებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ფეკალურ მასებთან ერთად. 

ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია

წყალში ხსნად ბოჭკოებს ახასიათებთ პრებიოტიკული მოქმედება, თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკრობების პროლიფერაციას.

ქოლესტერინის დონის მართვა

უჯრედისის მაღალი შემცველობა ორგანიზმში ასოცირებულია ქოლესტერინის დონის შემცირებასთან. ფსილიუმი უზრუნველყოფს ქოლესტეროლის შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას. შესაბამისად, იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.


გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ფსილიუმი ხელს უწყობს სითხის აბსორბციას და ამცირებს დიარეას.

 

ჩვენება:

  • ყაბზობა
  • დიარეა
  • წონის კორექცია
  • ქოლესტერინის დონის მომატება
  • ნაწლავთა ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • დივერტიკულური დაავადება
  • ინტოქსიკაცია და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი

 

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.

დოზირება: მიიღება 2 მცენარეული კაფსულა დღეში, მინიმუმ 200გ წყალთან ან ნებისმიერ სითხესთან ერთად, კვებებს შორის.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა:  200 მცენარეული კაფსულა

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ

 

მეტი ინფორაცია
Units 200
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy