Solgar - სოლგარი ჰიალურონის მჟავა 120მგ 30 ტაბლეტი
სოლგარი
ჰიალურონის მჟავა 120მგ
ხრტილის უჯრედშორისი მატრიქსის აღდგენა და რეგენერაცია უკვე შესაძლებელია მეორე ტიპის კოლაგენის პერორალურად მიღების გზით! 1
რატომ სოლგარის ჰიალურონის მჟავა?
- მიიღება დღეში ერთჯერ
- კვლევებით დამტკიცებული ეფექტურობა *
- კლინიკურად შემოწმებული მოქმედი ნივთიერებები
- გაუმჯობესებული ტექნოლოგია, მაღალი ბიოშეღწევადობა
- ეფექტური და უსაფრთხო ხანგრძლივი მოხმარებისთვის
- სოლგარის ჰიალურონის მჟავა შეიცავს მეორე ტიპის ბიოუჯრედოვან კოლაგენს
- ბიოუჯრედოვან კოლაგენს ადვილად ითვისებს ორგანიზმი. იგი ამცირებს ტკივილს, დაჭიმულობას და აუმჯობესებს სახსრის მობილობას
- ბიოუჯრედოვანი კოლაგენი აღადგენს გადაგვარებული სახსრის სტრუქტურას და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.
რას წარმოადგენს ჰიალურონის მჟავა?
ჰიალურონის მჟავა ყველაზე ჰიდროფილური მოლეკულაა ბუნებაში .იგი აკავებს წყალს, გადაჰყავს ბლანტ (ჟელეს მსგავს) კონსისტენციაში და ახორციელებს ყველაზე ეფექტურ „ბუნებრივ დატენიანებას“.ჰიალურონის მჟავა რამდენიმე ათასი პოლისაქარიდისგან შედგება და ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედშია. მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება შემაერთებელ ქსოვილში, სახსრებში (ხრტილი და სინოვიალური სითხე), თვალსა და კანში.
რატომ ბიოუჯრედოვანი კოლაგენი?
- ადვილად შეიწოვება მაღალმოლეკულურ კოლაგენთან შედარებით
- შეიცავს ქონდროიტინის სულფატს, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სინთეზს უწყობს ხელს
- 60-ჯერ ზრდის ჰიალურონის მჟავას კონცენტრაციას სისხლში
ჰიდროლიზებული კოლაგენი ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს,1 რომლებიც წარმოქმნიან ხრტილის უჯრედშორის მატრიქსს და იცავენ სახსარს დაზიანებისგან.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ყოველ დღე 10მგ ჰიდროლიზებული კოლაგენის მიღება საგრძნობლად ამცირებს ტკივილს ოსტეოართრიტის დროს. 2
ქონდროიტინის სულფატი ხრტილის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს გლიკოზამინების კომპლექსს. იგი უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
С ვიტამინი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციაში. ააქტივებს ფერმენტულ სისტემას, რომელიც მონაწილეობს სახსრის კოლაგენის მატრიქსის სინთეზსა და სტაბილიზაციაში.
ხრტილის შემადგენლობა
ქონდროციტები (ხრტილის უჯრედები)
უზრუნველყოფენ ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებასა და აღდგენას. კოლაგენის, პროტეოგლიკანებისა და გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს.
კოლაგენი
ძლიერი ბოჭკოვანი ცილაა, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებას გოგირდოვანი ნაერთი მსმ-ის, მეთიონინის, ცისტეინის და სულფატების (მაგ. გლუკოზამინის სულფატი) დახმარებით.
გლიკოზამინოგლიკანები (გაგ)
გაგის ტიპები:
- ქონდროიტინის სულფატი
- კერატინის სულფატი
- ჰიალურონის მჟავა
გაგის წარმოქმნას უზრუნველყოფს გლუკოზამინი.
წყალი
წყალი წარმოადგენს ხრტილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ახორციელებს ნივთიერებათა შეწოვის პროცესს.
პროტეოგლიკანები
შეიცავს ცილას, რისი საშუალებითაც დაკავშირებულია გლიკოზამინოგლიკანებთან
ჰიალურონის მჟავა და კანი
სხეულის ყველაზე დიდ ორგანოს წარმოადგენს კანი, რომელიც საერთო მასის 15%-ს შეადგენს. ორგანიზმში არსებული ჰიალურონის მჟავის 50% გვხვდება კანში. კანის სტრუქტურის შესანარჩუნებლად ძალიან მინიშვნელოვანია მასში ჰიალურონის მჟავა და კოლაგენის არსებობა. კანს სიმტკიცეს ანიჭებს კოლაგენი, რომლის ჰიდრატაციას და დატენიანებასაც უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავა. იგი ასტიმულირებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას ჭრილობის შეხორცების დროს
ჩვენება:
- სინოვიტი
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი;
- მალებშიდა ოსტეოქონდროზული სპონდილოართროზი
- ქონდრომალაცია
- მხრის სახსრის პერიართრიტი
- იოგების და მყესების პოსტტრავმული პერიოდი
- სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები და სპორტსმენები
- 40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა
- ხერხემლის და სახსრების ადრეული გაცვეთა
- იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე
- სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება
შემადგენლობა:
C ვიტამინი (კალციუმის ასკორბატი) - 100მგ
ნატრიუმი - 20მგ
მე-2 ტიპის ბიოუჯრედოვანი კოლაგენი - 1200მგ, უზრუნველყოფილი:
მე-2 ტიპის ჰიდროლიზებულ კოლაგენით - 720მგ
ქონდროიტინის სულფატით - 192მგ
ჰიალურონის მჟავით - 120მგ
ჩატარებულია რანდომიზებული, მეორადი-ბრმა კონტროლირებადი კვლევა მწვავე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ 60 პაციენტში. ისინი სამი თვის განმავლობაში იღებდნენ მეორე ტიპის კოლაგენს. მათ ყველას შეუმცირდა შეშუპება და სისუსტე სახსრებში პლაცებო ჯგუფისგან განსხვავებით, ხოლო 4 პაციენტს აღენიშნა სრული რემისია. გვერდითი მოვლენა არ გამოიწვია არცერთ პაციენტში.
ასევე ჩატარდა კვლევა 80 პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ დისკომფორტი სახსარში. ისინი ყოველ დღე, 10 კვირის განმავლობაში იღებდნენ 2გ ბიოუჯრედოვან კოლაგენს. პაციენტთა 71%-ს მინიმუმ 30%-ით შეუმცირდა დისკომფორტი და არანაირი გვერდითი მოვლენა არ აღენიშნა. *
დოზირება: მიიღება როგორც საკვები დანამატი1 აბი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account