Solgar - სოლგარი NO.7 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 134,71 ლ რეგულარული ფასი 157,56 ლ
მარაგშია
SKU
49563_2153
ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა; პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი; რევმატოიდული ართრიტი მხარ-ბეჭის პერიართრიტი....

სოლგარ 7

ახალი, გლუკოზამინის შემდგომი თაობა!

იგრძენი გაუმჯობესება და შვება სახსარში 7 დღეში

ახალი მიდგომა - ახალი სდანდარტი!

 

რატომ სოლგარ7?

  • სოლგარ №7 არის ახალი, გლუკოზამინის შემდგომი თაობის ქონდროპროტექტორი, ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების  მსგავსი მოქმედებით
  • შეიცავს 5-ლოქსინ ადვანსს - ბოსველიის მჟავების კონცენტრატს (სამკურნალო მცენარე ბოსველიის შემადგენელი აქტიური ინგრედიენტი), რომელშიც ბოსველიის მჟავების შემცველობა 30% აღწევს, მაშინ როდესაც, ბოსველიის ჩვეულებრივ ექსტრაქტში მხოლოდ 2-3%-ია.
  • 5-ლოქსინ ადვანსი ბოსველიის მჟავებს შეიცავს 30%, მაშინ როდესაც, ბოსველიის ჩვეულებრივ ექსტრაქტში გვხვდება მხოლოდ 2-3%
  • 5-ლოქსინი ადვანსის შეწოვა და ათვისება 52%-ით მაღალია ჩვეულებრივი ბოსველიის ექსტრაქტთან შედარებით
  • შეიცავს 40მგ UC-II - მეორე ტიპის არადენატურირებულ კოლაგენს, რომლის მოქმედება ორჯერ აღემატება  1500მგ გლუკოზამინის და 1200მგ ქონდროიტინის ეფექტს 1
  • UC-II-მა, 30 დღეში გამოავლინა 70%-ით მეტი ეფექტი გლუკოზამინ/ქონდროიტინთან შედარებით. 1
  • მიიღება მხოლოდ ერთი კაფსულა დღეში

 

5-ლოქსინ ადვანსი ( ბოსველიის, საკმევლის ხის ფისის ექსტრაქტი) - გამდიდრებულია 3-0-აცეტილ-11-კეტო-ბეტა-ბოსველიის მჟავით (AKBA) და სერატას არააქროლადი ზეთით. აქვს ძლიერი, არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მსგავსი მოქმედება,  იმ განსხვავებით რომ მას არ აღენიშნება ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.). 5-ლოქსინი თრგუნავს ლეიკოტრიენების წარმომქმნელ ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას, რის შედეგადაც ქრება ანთება.

UC-II - არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი -   მიღება ხდება დაბალ ტემპერატურაზე, ქათმის მკერდის ხრტილისგან, არაფერმენტული წარმოების მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი კოლაგენის მიღებას.

როდესაც ორგანიზმში ირღვევა კოლაგენის  მეტაბოლიზმი და დაშლილი უჯრედების კონცენტრაცია მომატებულია, წარმოიქმნება აუტოიმუნური რეაქცია, T-უჯრედები (ციტოტოქსიური T-ლიმფოციტები) იწყებენ მათზე, როგორც უცხო სხეულებზე შეტევას, რაც იწვევს ანთებას. UC-II როგორც კი მოხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა ახდენს მის იდენტიფიცირებას, როგორც საკუთარი უჯრედების, T-ლიმფოციტები ხდება უმოქმედო და ჩერდება  შეტევა კოლაგენის უჯრედებზე, რის შედეგადაც ქრება ანთება და ტკივილი.

C ვიტამინი - ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, იცავს ხრტილს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, აქვს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.

კურკუმინი - აქვს ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. აინჰიბირებს ცოგ-2-ს და 5-ლიპოქსიგენაზას.

თეთრი ტირიფი - ანთებსაწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება აქვს ოსტეოართრიტის დროს. შეიცავს სალიცინს, რომელიც ხელს უშლის ანთების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის, პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ახასიათებს არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მსგავსი მოქმედება მათთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე. სალიცილატების და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობიდან გამომდინარე ამცირებს ტკივილს და შეშუპებას სახსრებში.

ჯინჯერი - ახასიათებს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება

კაიენური წიწაკა - ანალგეზიური მოქმედება აქვს ართრიტის გამწვავების პერიოდში.

ბიოპერინი (შავი წიწაკის ექსტრაქტი) - აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების შთანთქმას, განსაკუთრებით კურკუმინის.

 

შემადგენლობა:

  1. 5-ლოქსინ ადვანსი ( ბოსველიის, საკმევლის ხის ფისის ექსტრაქტი) – 100მგ;
  2. UC-11 - არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი ( ხრტილის ექსტრაქტი) - 40მგ, ჯამური კოლაგენი - 10მგ;
  3. C ვიტამინი (Ester-C, კალციუმის კარბონატის სახით) - 100მგ
  4. თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი 5:1 - 35 მგ;
  5. ჯინჯერის ფესვების ექსტრაქტი - 35მგ;
  6. კურკუმის ფესვების ექსტრაქტი - 50მგ;
  7. „წიწაკების კომპლექსი“ – 27მგ; (კაიენური წიწაკის ნაყოფის ფხვნილი - 22მგ; შავი წიწაკა „ბიოპერინის“ ნაყოფის ექსტრაქტი - 5მგ.

 

 

 

ჩვენება:

  • ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • კოქსართროზი;
  • სპონდილიტი;
  • სპონდილოზი;
  • ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია;
  • ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;
  • სპორტი და ფიზიკური აქტივობა

 

ჩატარებულია რანდომიზებული, მეორადი-ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელითაც შეფასდა  5-ლოქსინ ადვანსის  სწრაფი ეფექტურობა  მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს. მონაწილეობა მიიღო 60 პაციენტმა, აქედან 30 იღებდა 100მგ 5-ლოქსინ ადვანსს და 30 პლაცებოს  30 დღის განმავლობაში. კვლევებმა ცხადყო, რომ 5-ლოქსინ ადვანსის მიღებისას საგრძნობლად შემცირდა ტკივილი და გაუმჯობესდა ფუნქციონალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ 5 დღის მკურნალობის შემდეგ.

მეორე კვლევა ჩატარდა მეორე ტიპის არადენატურირებულ კოლაგენზე (UC-11). მუხლის სახსრის ოსტეოართრიტით დაავადებული 52 ადამიანიდან , ერთი ჯგუფი იღებდა 40მგ მეორე ტიპის არადენატურირებულ კოლაგენს  (UC-11), მეორე - 1500მგ გლუკოზამინს და 1200მგ ქონდროიტინს. UC-11 ჯგუფს ტკივილი შეუმცირდა 33%, ხოლო გლუკოზამინის ჯგუფს 14%-ით. გარდა ამისა, UC-11-ის ჯგუფი გაუმჯობესდა  ფუნქციონალურადაც. ასევე აღსანიშნავია, რომ UC-11-ის ჯგუფში ტკივილი საერთოდ გაქრა, ხოლო გლუკოზამინის ჯგუფში ისევ გაგრძელდა პირველადი გაუმჯობესების შემდეგ.

ასევე ჩატარებულია კვლევა, სადაც შედარება მოხდა 5-ლოქსინ ადვანსის და 5-ლოქსინის მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს. ოსტეოართრიტით დაავადებული 60 პაციენტიდან ერთი ჯგუფი იღებდა 100მგ 5-ლოქსინ ადვანსს, მეორე - 100მგ 5-ლოქსინს და მესამე -პლაცებოს 90 დღის განმავლობაში. 5-ლოქსინ ადვანსმა 7 დღეში შეამცირა  ტკივილი და გააუმჯობესა ფუნქციონალური შესაძლებლობები დანარჩენი ჯგუფებისგან განსხვავებით.

“5-Loxin® Advanced is a safe, fast acting and effective alternative intervention in the management of OA”  (Vishal AA, 2011)

დამატებითი ინგრედიენტები:  მცენარეული ცელულოზა,  სილიციუმი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს:  წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, დამატკბობელს, კონსერვანტებს და საღებავს.

დოზირება: მიიღება1 მცენარეული კაფსულა დღეში, საკვების მიღების დროს.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აქვს ალერგიული რეაქცია ასპირინზე. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა:  30 მცენარეული კაფსულა

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ

 

 

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy