Amvilab - ამვილაბი სტრესალაბი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 25,45 ლ რეგულარული ფასი 50,91 ლ
მარაგშია
SKU
64526_1477
უზრუნველყოფს ნერვული, იმუნური და ენდოკრინული სისტემის მხარდაჭერას სტრესული სიტუაციების დროს. ამცირებს სტრესის შეგრძნებას, შიშებს, გაღიზიანებადობას ძილიანობის გარეშე. ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, გუნება-განწყობას. უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძილს.

სტრესალაბი

თქვენი სიმშვიდის, ენერგიულობის და პოზიტიურობის გარანტი

მცენარეული ანტიდეპრესანტი

ორგანიზმი ემოციურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ გადატვირთვას პასუხობს სტრესით, რომელიც ვლინდება გაღიზიანებადობით, შფოთვით, გუნება-განწყობლების, მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, უძილობით და ა.შ.  სტრესი შემთხვევათა 80 % -ში იწვევს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, კუჭ-ნაწლავის, სასქესო და სხვა სისტემების მუშაობის დარღვევას.

სტრესალაბი - უსაფრთხო და ეფექტური მცენარეული კომპონენტების კომბინაციაა, რომელიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, უზრუნველყოფს ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, სასქესო სისტემების მხარდაჭერას სტრესული სიტუაციების დროს. სტრესალაბი ხსნის სტრესის სიმპტომებს, მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებას. სტრესალაბის დამამშვიდებელი მოქმედება არ იწვევს მიორელაქსაციას და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, შესაძლებელია მისი გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში, არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა იგი არეგულირებს ღამის ძილს მისი დარღვევის შმთხვევაში. დამამშვიდებელი მოქმედების გარდა სტრესალაბი ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას, ზრდის აზროვნების სისწრაფეს და ლოგიკურობას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას და გონებრივი შრომისუნარიანობის მატებას. სტრესალაბი მნიშვნელოვნად ამცირებს ასთენიის ნიშნებს და ვაზოვეგეტატიურ სიმპტომებს (მათ შორის თავის ტკივილი, თავში სიმძიმის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაღიზიანება, ემოციური ლაბილურობა), აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მაჩვენებლებს (ყურადღება, მეხსიერება, სენსორულ - მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე). ასთენიის დროს და ემოციურად ლაბილურ პაციენტებში მიღების პირველივე დღეებში უმჯობესდება განწყობა, იზრდება ინტერესი, ინიციატივა და აქტიური მოქმედების მოტივაცია, სედატიური ეფექტის და აგზნების გარეშე. სტრესალაბი ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, დადებითად მოქმედებს სექსუალური დისფუნქციის დროს.

შემადგენლობა: აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი -250მგ, ჟენშენის 70 -% იანი ექსტრაქტი -20მგ, გლერძის ფესვის ექსტრაქტი -250მგ, რეჰანის ფოთლის ექსტრაქტი - 75მგ, ვარდისფერი როდიოლას ფესვის ექსტრაქტი-25მგ, ელეუტეროკოკის ექსტრაქტი- 50მგ, შიზანდრას ნაყოფის ექსტრაქტი (ჩინური ლიმონურა) -50მგ, ამლას ნაყოფის 40% ექსტრაქტი (ინდური ხურტკმელი)-25 მგ, მაკის ფესვების ექსტრაქტი -25მგ.

აშვაგანდა ინდური მცენარეა, რომლის ფესვები და ნაყოფი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც ზოგად მატონიზირებელი და ადაპტოგენური საშუალება ყოველდღიური და ქრონიკული სტრესის საწინააღმდეგოდ. საუკუნეების განმავლობაში ინდოეთში მუდმივად იყენებდნენ აშვაგანდას ჩაის, როგორც სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებას. აშვაგანდა აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში და ხელს უწყობს აღქმისა და აზროვნების პროცესების გაუმჯობესებას. აქვეითებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ამაღლებს გუნება - განწყობილებას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აწესრიგებს ძილს. აშვაგანდა აძლიერებს იმუნიტეტს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას ქალებსა და მამაკაცებში, ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას და აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს.

გლერძი (,,უკვდავების ბალახი’’) - მცენარე, რომელსაც ყველა დროის საუკეთესო მკურნალები იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, გასაახალგაზრდავებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. იგი მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით, შეიცავს კალციუმს, რკინას, სელენს, მაგნიუმს, თუთიას, ქრომს და სხ. გამოიყენება თავის ტვინის და ნერვული სისტემის დაავადებების, სტრესის, შიშების, დეპრესიის სამკურნალოდ. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ანელებს დაბერების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს და აქვს ანტიკანცეროგენული ეფექტი.

რეჰანი  - ერთ - ერთი საუკეთესო მცენარეული ანტიდეპრესანტია, ხსნის დაღლილობას, სტრესს, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებას. რეჰანი ძლიერი ანტიოქსიდანტია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

ვარდისფერი როდიოლა - ეს არის მცენარე, რომელიც ზრდის ორგანიზმის დამცველობით ძალებს სტრესის დროს. ამცირებს შფოთვას, შიშებს, ამაღლებს გუნება-განწყობილებას. გარდა ამისა მას აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჟენშენი - ძლიერი ადაპტოგენია, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ტრესის მიმართ, უაროფითი გარე ფაქტორებისადმი. ჟენშენი აღადგენს სასიცოცხლო ძალებს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას ორგანიზმზე, აუმჯობესებს მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას, აძლიერებს იმუნიტეტს.

ელეუტეროკოკის ექსტრაქტი - გამოიყენება დეპრესიის, სტრესის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სამკურნალოდ. გააჩნია მასტიმულირებელი და მატონიზირებელი მოქმედება, აქვს ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

შიზანდრა (ჩინური ლიმონურა) - გამოიყენება სტრესის, დეპრესიის, ასთენიური სინდრომის და უძილობის სამკურნალოდ, აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს სასიცოცხლო ძალების სწრაფად აღდგენაში, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას.

ამლა (ინდური ხურტკმელი) - წარმოადგენს C ვიტამინის ნატურალურ წყაროს, ძლიერი ანტიოქსიდანტია, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას გარე სამყაროს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შიშებს, დაძაბულობას, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აქვს შარდმდენი, ნაღვლმდენი ეფექტი.

მაკის ფესვის ექსტრაქტი - არის ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო. აძლიერებს რეპროდუქციულ ფუნქციას ქალებსა და მამაკაცებში, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს მამაკაცებში, ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს (წამოხურება, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხასიათის ლაბილურობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა), არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. მაკის ფესვი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ნერვულ უჯრედებში, ამცირებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავებას, ასევე ასტიმულირებს ენდორფინების და სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას, შესაბამისად ასტაბილურებს ფსიქოემოციურ ფონს და აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას

ჩვენება:

  • სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
  • ზოგადი სისუსტე, ასთენია, შრომისუნარიანობის დაქვეითება
  • ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა, აპათია, გუნება - განწყობილების დაქვეითება
  • ემოციური დაძაბულობა, მოუსვენრობა, შიში და შფოთვა, ძილის დაღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
  • აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება
  • ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი
  • კლიმაქტერული სინდრომი
  • ანგიონევროზი, ვეგეტონევროზი

დოზირება: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გამოშვების ფორმა: N30 - მცენარეული კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy