ქლეარზალი (ფრჩხილის სოკსთვის) 30მლ ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 53,25 ლ რეგულარული ფასი 75,09 ლ
მარაგშია
SKU
49801_2264
ჩვენება: ონიქომიკოზი.

                                   ქლეარზალი

 

სავაჭრო დასახელება: ქლეარზალი.ClearZal.

საერთაშორისო არაატენტირებული დასახელება:ბენზალკონიუმის ქლორდი.

წამლის ფორმა:ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის ,მინის ქლიბთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ალოე.

აღწრილობა:  უსუნო,თეთრი ფერის  სითხე.შუშის ქლიბთან ერთად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  პრეპარატი ანტიბაქტერიული,ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური  თვისებები: ადგილობრივი გამოყენების  სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ,რომელსაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.0,1% იანი კონცენტრაციით  ქლეარზალ ბაქ-ი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების,ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ.

 ქლეარზალ ბაქ-ი სოკოებში სტეროლის სინთეზს არღვევს ადრეულ სტადიებში.ამას მივავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შოგნით დაგროვებამდე,რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.

 ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი,რომელიც 99,9% ით ანადგურებს ადგილობრივად ბაქტერიებს და ვირუსებს.აქვს კარგად გამოხატული ბაქტერიოციდული,ვირუციდული და ანტიფუნგალური მოქმედება.აქტიურია   როგორც გრამ(+)  ასევე  გრამ(-) შტამების მიმართ.

ქლეარზალ ბაქ-ი არ ახდენს გავლებას ადამიანში ციტოქრომ P 450 ფერმენტულ სისტემაზე შესაბამისად არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ქლეარზალ ბაქ-ი ასევე შეიცას ალოეს,რომელსაც გააჩნია დამარბილებელი ეფექტი  რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას  და ფრჩხილის სწრაფ ზრდას.    

ფამაკოკინეტიკა:  აქვს ადგილობრივი მოქმედება,არ ხვდება სისტემურ მიმოქცევაში.

ჩვენება:  ონიქომიკოზი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

6 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს სიწითლე და ქავილი .აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება დღეში ორჯერ მთელი ფრჩხილის გარშემო და ფრჩხილის თავისუფალი კიდის ქვეშ ინფექციის კერამდე.

პრეპარატის გამოყებებამდე აუცილებელის დაზიანებული მონაკვეთის გასუფთავება და გაშრობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

სიფრთხილის ზომები: არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა პირის,ცხვირის ,თვალის მიდამოებში.

გამოშვების ფორმა: 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარი,30 მლ/ლ შუშის ქლიბთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის  პირობები:  ინახება ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას ,არა უმეტეს 25  C .

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: DiaDerm.USA.

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy